Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.223
  • comments
    0
  • views
    697.369

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი ჭანტურია - ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, სადაც ერი ერთხმად ვართ შეთანხმებული, რომ ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სამუდამოდ უნდა დარჩეს (ვიდეო)

ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, სადაც ერი ერთხმად ვართ შეთანხმებული, რომ ეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე სამუდამოდ უნდა დარჩეს. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1019715249766124/

კოლომინა: NATO მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს, რომ NATO მხარს უჭერს საქართელოს სუვერენიტეტს, პარტნიორობის ერთგულია და მთავრობას მოუწოდებს, დააჩქაროს რეფორმები. „NATO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ერთგულია  ხანგრძლივი პარტნიორობისა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფრმები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციი

ნათია მეზვრიშვილი - უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის მისვლას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა (ვიდეო)

უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის მისვლას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1843429716165392

გიორგი გახარია ირაკლი რუხაძეზე - ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის

გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. „გუშინდელი სამარცხვი

მოტოციკლეტებს და მოპედებს ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ

მოტოციკლეტებს და მოპედებს (გარდა 3-თვლიანისა) ბასლეინში მოძრაობის უფლება ექნებათ. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონის განმარტებით ბარათში წერია: ბასეინში მოძრაობის უფლება არ აქვთ ჩვეულებრივ მანქანებს. ამ ზოლში მოძრაობა დაშვებულია M1 კატეგორიის ტაქსებისთვის. ცვლილებების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, მაია ბითაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე. პუბლიკა

გიორგი გახარია - მთავარია,  არჩევნებზე მივიდეს ორი მილიონი ადამიანი და "ოცნება" დამარცხებულია

"არ ყოფილა არც ერთ არჩევნები 2012 წლის შემდგომ, როდესაც ოცნებას პროპორციულ რეჟიმში მიეღწიოს 50 პროცენტისთვის. "ოცნება"   ხმებს ყოველთვის მაჟორიტარებით ავსებდა, ამითომ ამტკიცებენ, რომ 60 % აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, შეუძლიათ თქვან, რომ გვაქვს 160%,  ველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ მივლენ არჩევნებზე და მისცემენ ხმას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მთავარია,  არჩევნებზე მივიდეს ორი მილიონი ადამიანი და "ოცნება" დამარცხებულია.   ჩვენ ყვე

გახარია -  სენატორებს რანმდენჯერმე ვუთხარი, რომ 2024 წლის არჩევნებსაც დააკვირდნენ და კიდევ ერთხელ თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების შედეგად დამარცხებული "ოცნებისგან" ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ

სენატორი შაჰინი, ისევე, როგორც სენატორი რიში და კიდევ რამოდენიმე სხვა სენატორიც იყო ჩამოსული 2012 წელის არჩევნებზე. ისინი აკვირდებოდნენ არჩევნებს და ფაქტოვრივად სენატორების ამ ჯგუფმა უზრუნველყო მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების, მიშა სააკაშვილიდან ბიძინა ივანიშვილის ხელში.    მე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი სენატორებთან შეხვედრის დროს, რომ მათი პასუხისმგებლობაა 2024 წლის არჩევნებსაც დააკვირდნენ და კიდევ ერთხელ თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების შედეგად დამარცხებული "ოცნებ

პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. პლატფორმა „ერთიანობის” ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვ

საია-ს ანგარიში - ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების მაჩვენებელი კვლავ დაბალია - გამოწვევაა, ასევე, გირაოსა და პატიმრობის დაუსაბუთებლად ან არასათანადო დასაბუთებით გამოყენება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2024 წლის 15 ივლისს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N18 ანგარიში გამოაქვეყნა. საია-ს განმარტებით, დოკუმენტი 2023 წლის აგვისტოდან - 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და საუბრობს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამოვლენილ ძირითად ტენდენციებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს ადამიანის თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ამ უფლებების ეფექტიანი დაცვის საშუალებაზე, ასევე,

ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ხახალეიშვილი თავად ავრცელებს. ის წერს, რომ „ქართული ოცნების” გუნდში და „ქვეყნის სამსახურს სხვა რანგში” გააგრძელებს.

გიორგი გახარია - დღეს ყველა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს მმართველი პარტია, შესაბამისად ის გამიჯნულია ქართველი ხალხისგან

"დღეს ყველა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს მმართველი პარტია, შესაბამისად ის გამიჯნულია ქართველი ხალხისგან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო თუ შეწყვეტს ამერიკის ლანძღვას, აქ მთავარი არის ის, რომ ქვეყანა ავტორიტეტების ხელით იმართება, არ არსებობს არანაირი დემოკრატიული პროცედურები, არც ინსტიტუტები, არ არსებობს არანაირი ბალანსი ამ ინსტიტუტებს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დემოკრატიული წინსვლა შეუძლებელია. ამიტომ გვეუბნებიან, რომ თუ საქართვე

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა. „კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე. არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა - მოვითხოვთ „ოცნებისგან“ ამნისტია არ შეახოს ზონდერ ჯგუფებს!

ამნისტიის შესახებ კანონმა დაადასტურა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომ „ოცნება“ ზონდერ ჯგუფებს წინასწარ, ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენამდე გაურიგდა და ევროპული მომავლის დასაცავი აქციების მონაწილეების სასტიკად ცემის სანაცვლოდ, ამნისტიას დაჰპირდა, - ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.   მისივე თქმით, ხელისუფლება დღეს ათასობით პატიმარს და მათ ოჯახებს ატყუებს, რომ თითქოს მათზე ზრუნვის მიზანი ა

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია. ამ გამარჯვებით „ფურია როხამ“ ევროპის საუკეთესო ნაკრების ტიტული მეოთხედ მოიპოვა. ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები ძირითად დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში 47-ე წუთზე ნიკო უილიამსის გოლით გაიხსნა, 73-ე წუთზე კი ქოულ პალმერის გოლით გათანაბრდა. გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე მიკელ ოირაზაბალმა გაიტანა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი როდრი დასახელდა. ახალგაზრდა მოთამაშედ კი – 17 წლის ლამინ იამალი. ფინალი გერმანიის დედაქ

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. კერძოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში სწორედ ესპანეთთან დამარცხდა. ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-ის ფინალ

გახარია - ჩვენი ხელისუფლება ისევ გააგრძელებს გლობალური ომის პარტიაზე და მასონებზე საუბარს, რადგან იციან, რომ ადეკვატურტი საუბარი მათგან აღარ ისმინება და კლოუნების როლში უკეთესად ჩანან (ვიდეო)

ჩვენი ხელისუფლება ისევ გააგრძელებს გლობალური ომის პარტიაზე და მასონებზე საუბარს, რადგან იციან, რომ ადეკვატურტი საუბარი მათგან აღარ ისმინება და კლოუნების როლში უკეთესად ჩანან.     

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის ფინალურ მატჩში იტალიას დაუპირისპირდება #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის ნაკრებს შეხვდა, 40:36 დაამარცხა და ფინალში 19 ივლისს იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაამარცხა – 28:17. პირველ ტაიმში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ლელო მიხეილ ხახუბიამ და ტარიელ ბირთიკაშვილმა დადეს, ლუკა ცირეკიძემ ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც ფიჯელებმა ორი ლელოთი (პლუს ერთი გარდასახვა) უპასუ

მედია - ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო - ცეცხლი ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს

ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო. როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა. „უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მომხდა

შარლ მიშელი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია

პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. “მკაცრად ვგმობ თავდასხმას ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის

ირაკლი კობახიძე - გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის, XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს

გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას. კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჯანმრთელობას და სოლიდარობას უცხადებს. „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლ

ლოიდ ოსტინი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ვგმობთ ამ ძალადობას, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის, ეს არ არის გზა, რითაც ამერიკაში უთანხმოებებს ვაგვარებთ

თავდაცვის მთელი უწყება გმობს ამ ძალადობას, რომლის ადგილიც ჩვენს დემოკრატიაში აბსოლუტურად არ არის, - ასე ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას. „ეს არ არის გზა, რითაც ამერიკაში უთანხმოებებს ვაგვარებთ და არასდროს არ უნდა იყოს. შვება მომგვარა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის და მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც ამ საშინელი ინციდენტით დაზარალ

FBI-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია

აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა. „FBI-მ დაადგინა, რომ სუბიექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია“, - აღნიშნულია FBI-ს განცხადებაში. ფედერალური გამოძიების ბიურო მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო მასალა, რომელიც, შესაძლოა, გამოძიებას დაეხმაროს, გააგზავნონ ის ელექტრონულ მისამართზე: FBI.gov

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება. „შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით

პრემიერი - შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით - ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "X"-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს. "ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მის და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ამერიკელი ხალხის გვერდით ვდგავართ!",-ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვი

დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა. საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის. ipn
×
×
  • შექმენი...