პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ს
“ოცნების” მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, ამიტომ არ არსებობს მათ მიმართ ნდობა, არც ქვეყნის შინგით და არც ქვეყნის გარეთ.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/824171973111431
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს, წამალი, დაწესებულებაში დახვდება.
უწყების ინფორმაციით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს.
„ჯანდაცვის სამინისტროში, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით
მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციითვე, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ცნობისთვის, მთაწმინდის ტერიტორიაზე მთის ფერდობზე, ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს გაუჩნდა.
იპნ
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი ბუჩქებს გაუჩნდა.
მათივე თქმით, ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენიც.
უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
პუბლიკა
პერსონალური პასუხისმგებლობა, სოციალური საკითხები და არჩევნები - გიორგი გახარიას კომენტარი ხარაგაულის ადგილობრივ მედიასთან
An9bE0vzZOdgo5oVEAUNxVzbVO3vkBZ8bpMcw6xdalbM0hk-8AwHPo9uMALPHp-hTuT1Q8ZYkfaSG-UsIHXrjcdI.mp4
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი ნახეს. სოციალურ ქსელში, მეგობრები სპორტსმენს გამოსამშვიდობებელ პოსტებს უძღვნიან...
„როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ.
ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი.
სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წი
ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გენერალურ პროკურორად დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ, რომ ის ამ თვალსაზრისით ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს.
"ეს პროცესი დღეს იმდე
რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედ
დღეს გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 6-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს თემთა პალატაში ადგილებს და შესაბამისად, რომელი პარტია დააკომპლექტებს მთავრობას.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათამდე გაგრძელდება. კენჭისყრის დაწყებისთანავე იწყება ხმების დათვლის პროცედურა, რის საფუძველზეც ეგზიტპოლები გამოქვეყნდება. პირველადი მონაცემები, სავარაუდოდ, ცნობილი იქნება 23:00 საათზე, ხოლო სრული სურათ
გუშინ, რაც მოხდა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია "ოცნებისთვის", იმაზე უფრო მძიმე, რაც დასავლეთს დაუწესებია, იმიტომ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიერ დაწესებული სანქცია, რომელსაც დრო არ გააჩნია.
გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/507388168299045
ეს არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები, სადაც ხელისუფლებას ვირჩევთ, რომელიც შემდეგი ოთხი წელი მართავს ამ ქვეყანას, ამ არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 20-30 წლის ბედი და საბოლოო ჯამში გადასაწყვეტია, სად ურჩევნია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ცხოვრება.
გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1252155125764556/
ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც სჯეროდა “ოცნების”, დღეს, ეს ადმიანები არიან ოპოზიციურად განწყობილი, იმ ძალადობის გამო, რომელიც დაინახეს “ოცნების” მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/997977938643703/
მოსკოვი ბალტიის ქვეყნებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს და სომხეთის, რუსეთის წინააღმდეგ წახალისებაში ადანაშაულებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისევე როგორც მანამდე „ქართულმა ოცნებამ“, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში, საპროტესტო აქციაზე მისვლა „ხელისუფლების შეცვლის“ მხარდაჭერად შეაფასა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ნასტასინს ჰკითხე
ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“.
როგორც დაუშვილმა „პალიტ
შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის მხოლოდ მშვიდობა, კეთილდღეობა და დამოუკიდებლობა სურს, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ ქართველთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და წარმატებულ საქართველოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რობინ დანიგანმა ისაუბრა თავისუფლების იდეაზე და განაცხადა, რომ თავისუფლებას დიდი ფასი აქვს. ელჩის თქმით, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადა
დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს - ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს, მაგრამ მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ელჩის თქით, საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელე
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა.
დეკლარაციაში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერასა და ხელისუფლების ბოლოდროინდელი პოლიტიკის, მათ შორის რუსული კანონის მიღების გამო კრიტიკასაც მოიცავს, მმართველი პარტიისთვის რამდენიმე „ჩანაწერი“ მიუღებელი აღმოჩნდა.
რა წერია დეკლარაციაში
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია რუსეთს მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრ
ეუთომ 31-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 86-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციას და ქვეთავებს, სადაც, მათ შორის, საქართველოც არის ნახსენები და დაგმობილია როგორც რუსული კანონი, ისე – რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე დეკალრაციის მიღებამდე ამბობდა, რომ „
გასაგებია, რომ “ოცნებამ” რაღაცით თავი უნდა იმართლოს და ეს ყველაფერი ვიღაცას უნდა დააბრალოს. არ უნდათ თვალი სიმართლეს გაუსწორონ, სიმართლეს, რომელიც მწარე და სამწუხაროა მათთვის - ისინი ქვეყანას აზიანებენ დ შედეგიც სახეზეა.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501187854118147
ხელისუფლებამ საქმით გამოხატა, რომ მზად არის აბსოლუტურად ყველანაირი ფასი გადაიხადოს, ოღონდ რამენაირად ძალაუფლება გაიხანგრძლივოს, იმიტომ, რომ სხვანაირად კორუფციით მოპარული ფულის დაცვის შესაძლებლობა მათ არ გააჩნიათ.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/409135398121003
წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია.
„ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს
„ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია“,- ამის შესახებ მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის ნაწილი გააფუჭა, რის გამოც აღების პროცესი გაჭიანურდა.
ამასთან, ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ეს ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ადგილობრივი ხორბლის ღირებულებას, ისედაც იმპორტირებული პროდუქციის ფასი განაპ
ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა.
700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა.
რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში „თე
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი რუსული კანონის დამტკიცებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მის განცხადებაში ნათქვამია, რომ:
მონიტორინგის კომიტეტი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაშინ როცა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ამავდროულად, მონიტორინგის კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული ქართულ