Jump to content
Planeta.Ge

თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა


თბილისში, ართვინის ქუჩაზე კედლის მოწყობის სამუშაოების დროს ფერდობის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი.

„მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა”, - განაცხადეს მერიაში.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...