Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.674
  • comments
    0
  • views
    809.621

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მადლობელი უნდა იყოს თუ უკრაინა ნატო-ში იქნება, ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის უსაფრთხოება გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “იქ, სადაც ნატოა - იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა ნატოში შედიოდა იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის - ეს შეტევითი მისია არ არის, არასდროს არსად არ შეგვიტევია. ყველგან, სადაც ვუტევთ, ეს ჩვენი ტერიტორიაა, მას აღვადგენთ, არ ვუტევთ, ამას რუს

ოლექსი დანილოვი - ევგენი პრიგოჟინის ამბოხი პუტინთან შეთანხმებული ოპერაცია იყო

რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებული იყო, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ოპერაცია, რომელიც შეთანხმებული იყო პუტინთან იმ გენერლების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ არც ისე კარგად იყვნენ განწყობილები. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი გენერალია გა

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გაუხსნეს. "რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულე

“აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად მას ყარაბაღი დაუბრუნდა” – ერდოღანი

აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია თურქეთის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ის აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შედეგზე საუბრობს. “30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად დაბრუნდა ყარაბაღი, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, როგორც მას მედია ციტირებს, ის მომავალშიც გააღრმავებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას. ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვე

შოვში დაღუპულთა შორის ამოიცნეს გენადი სულთანიშვილი

შოვში სტიქიას ემსხვერპლა არის რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი, მამუკა ცერცვაძე ადასტურებს ადასტურებს. გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლის მკვიდრი იყო, ანსამბლის გარდა, ის შოვში კოტეჯებთან არსებული სასადილოს შემზარეული იყო. ოჯახი ამბობდა, რომ 3 აგვისტოს, ის სწორედ კოტეჯებთან იმყოფებოდა – სტიქიის ეპიცენტრში. გარეკანი ფოტო: მთის ამბები ამ დრომდე არსებული ოფიციალური ცნობებით, შოვში სტიქიას ემსხვერპლა 19 ადამიანი. ჯერ კიდე

თბილისში ნაპოვნი პირი შოვში დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა – ქარსელაძე

მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა და პოლიციამ დღეს იპოვა, შოვში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სიაში სახელი და გვარი არასწორად იყო შეყვანილი, განმარტა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. დღეს, 8 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თბილისში მიაკვლია მოქალაქეს, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა სიაში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, „იყო კითხვები“, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შოვში, მ

ენტონი ბლინკენმა რაჭის სტიქიის გამო სამძიმარი გამოთქვა

რაჭაში, კურორტ შოვში განვითარებულ სტიქიას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან სამძიმარი „ტვიტერზე" გამოაქვეყნა. „შეერთებული შტატები სამძიმარს აცხადებს მათთვის, რომლებიც საქართველოში მეწყერის შედეგად დაზარალდნენ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობარი საქართველოს გვერდით და პატივისცემას ვადასტურებთ იმ პირველი მაშველების საოცარ თავდადების მიმართ, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, რომ გადაარჩინონ სიცოცხლე და დახმარება აღმოუჩინონ დაშავებულებს", - წერს ბლინკენი.

ვოლოდიმირ ზელენსკი - კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა

კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “კონტრშეტევა რთულია. მიმდინარეობს, ალბათ, უფრო ნელა, ვიდრე ვინმეს სურს… ძალიან რთულია ასე დიდ ხანს ომი. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, ეს ომია. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვ

დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას მწერალთა სახლის დირექტორს? – სამინისტროდან არ პასუხობენ

მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური აცხადებს, რომ უფლებამოსილება გუშინ ამოეწურა, თუმცა სამინისტროდან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი ვადის შესაძლო გაგრძელების შესახებ. როგორც ლომოური „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რამდენიმე დღის წინ მას კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია: „არანაირი კომუნ

"საქაერონავიგაცია" შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"საქაერონავიგაცია" შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქაერონავიგაცია" კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "საქაერონავიგაციის" კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა. როგორც მათ მიერ განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია პირველ

ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა, კონტაქტზე გამოვიდა

ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში სტიქიის დროს დაკარგულად ითვლებოდა კონტაქტზე გამოვიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა. ამგვარად, დაკარგულთა რიცხვი 14-მდე შემცირდა. primetime.ge

თავდაცვის სამინისტრო - შოვში სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ მუშაობას. მათ მეწყრული მასის ზედაპირზე რამდენჯერმე ააწყვეს ქვეითი ხიდები, საჭირო გახდა ხიდების სხვადასხვა ლოკაციებზე გადატანაც. სამძებრო პროცესში სამხედროებმა მეტალო-დეტექტორებიც გამოიყენეს, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყო

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გამოაქვეყნა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ინფორმაციით, ჯეიმს კლევერლიმ სანქციები დააწესა რუსეთის ფარგლებს გარეთ 22 პირისა და სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში. სანქციები ასევე შეეხო სამ რუსული კომპანიას, რომლებიც ელექტრონიკის იმპორტს ახდენდნენ, რაც

ანა ფოტიგა - 2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში

2008 წლის ზაფხულში პუტინს ისევე სურდა ომი, როგორც 2022 წლის თებერვალში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ფოტიგას თქმით, დღეს ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ რუსეთი მზადაა, ნებისმიერი ტყული თქვას, როგორც საბაბი თავისი იმპერიალისტური მიზნების განსახორციელებლად. „ჩვენ ყველაზე აბსურდული სიტყვები მოვისმინეთ, რომლებიც სტალინისტურ დანაშაულებს ათეთრებენ და რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტსაც ამართლებენ. 2022, 2014 და 2008 წლებში, ისევე როგორც 1939 და 1940 წლებშ

სერჰი ჩერევატი - უკრაინელები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიმართულებით ინიციატივას ინარჩუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ძლიერ წინააღმდეგობას უწევს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. „ბახმუტის მიმართულება რჩება მიმართულებად, სადაც ჩვენი თავდაცვის ძალები ინიციატივას ინარჩუნებენ. მტერი სასტიკ წინააღმდეგობას უწევს, ყველა ტიპის არტილერიის გამოყენებით - ნაღმმტყორცნებიდან დაწყებული სარაკეტო სისტემებით დამთავრებული", - აღნიშნა ჩერევატიმ. მისი თქმით, რ

რუსლან სტეფანჩუკი აგვისტოს ომზე - 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის

15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ აჩვენა თავისი აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ რომ მსოფლიოს უფრო გადაჭრით და მკაცრად ემოქმედა, რუსეთი ძნელად თუ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომელიც მას არ ეკუთვნის, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი „ტვიტერზე" წერს. მისი თქმით, რუსეთის დამარცხება და ევროპაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ მტკიცე და კოორდინირებული მოქმედებით ა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამ ქვეყნის წინააღმდეგ რუს

ვაშინგტონი კიევს შეიარაღებისთვის კიდევ 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს

8 აგვისტოს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. ახალი პაკეტი მოიცავს ნაღმებისგან გაწმენდის აღჭურვილობას, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს“, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას. ეს თანხები გამოთავისუფლდა ბუღალტრული შეცდომის შედეგად - შეცდომა ადრე გამოყოფილი 6.2 მილიარდი დო

„ბახმაროს რაჭაზე უარესი დაემართება!“ ჩოხატაურის მერი: „უკანონოდ არავინ არაფერს არ აკეთებს“

შოვში დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა მაღალმთიანი დასახლებები, სადაც სტიქიური მოვლენების გარკვეული რისკები არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. რამდენჯერ ყოფილა საუბარი, რომ გურიის მდინარეებზე უკანონო თუ კანონიერი გზებით ქვა-ღორღის ამოღება ხდება, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს და რომელიც აზიანებს არსებულ გარემოს, მდინარის კალაპოტს იერსახეს უცვლის და მეწყრისა თუ სხვა სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის. ასეა მდინარე სუფსაში, ასეა გუბაზოულზე და ა.შ.

ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა, გრძელდება უფლებების დარღვევა - EU

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ე.წ. საზღვრისპირა რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დ

მღებრიშვილი: შოვში ქალის ცხედარი და ასევე ადამიანის სხეულის ფრაგმენტი ვიპოვეთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში, მდინარის კალაპოტში, ქალის ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ნაწილი იპოვეს: „მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციებზე მეტი მობილიზაცია, რომ გავაფართოო

ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს

ფოთში, ზღვაში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ფოთში,  ზღვაში ორი მოზარდი გუშინ, 7 აგვისტოს დაიხჩო. ერთი მოზარდის ცხედარი მაშველებმა გუშინვე იპოვეს, მეორეს კი ეძებდნენ. netgazeti

მედიაკოლიცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ , შეწყვიტოს თავდასხმა მედიაზე და უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. გავრცელებულ განცხადებაში, „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. კოალიციის განცხადებით, აღნიშნულ მძიმე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საქმიანობა და მის

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. მისივე თქმით, დღეს მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი და ადამიანის ფრაგმენტი. „გიდასტურებთ, მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს

„ტალახი რომ დამეჯახა, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი“ - გადარჩენილი მამა-შვილის ამბავი

31 წლის გიო ადამია და მისი 6 წლის შვილი, თომა, სოფელ გლოლაში, კურორტ შოვის მახლობლად, 2 აგვისტოს, შუადღეს, ჩავიდნენ. მამა-შვილი რაჭაში ერთი კვირით აპირებდა დარჩენას. ნაქირავებ სახლში დაბინავდნენ და მეორე დღეს შოვში წასვლაც დაგეგმეს. 2 აგვისტოს, საღამოს, გლოლაში გაწვიმდა: „ძლიერი წვიმა იყო, ქარიც მოჰყვებოდა, ფანჯრებშიც კი შემოწვიმა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა, მალევე გადაიღო“. 3 აგვისტოს რაჭაში მზიანი დილა გათენდა: „სასწაული ამინდი გამოვიდა. მზე, სასიამოვნო სით
×
×
  • შექმენი...