Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.674
  • comments
    0
  • views
    809.623

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჩემი და კონტაქტზე არ გამოსულა, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – სამირა ისაევას ძმა

შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. „ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. „არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, პირველ რიგში დედაჩემს ან მამაჩემს დაურეკავდა. მასწავლებლებს ყ

შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. უკვე მოეწყო დროებითი ხიდი და სრულდება სამანქანო გზის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას. ამასთან, გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სამაშველო ოპერაციის ფარგლებში. „ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ე

საქართველოში იაპონიის საელჩო - ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, იმედს ვიტოვებთ, ყველა, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში

საქართველოში იაპონიის საელჩო უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. „იმედს ვიტოვებთ, ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი შოვში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის სიტყვები ევროკავშირის კომისარმაTwitter-ზე გამოაქვეყნა. „სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულოვთ ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს ოლივერ ვარჰეი. იპნ

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი,

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს მუშაობაში – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს

შოვში დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი იდენტიფიცირებულია, დანარჩენების ძებნა გრძელდება

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სინტა დეპონტი ავრცელებს. „პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს სინტა დეპონტი. 3 ბავშვიდან, რომელიც ზაზა მესხთან და ალი

შოვში დაღუპულთა რიცხი 13-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. ინფორმაცია კიდევ ერთი ცხედრის პოვნის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს. რა ვიცით სტიქიაზე შოვ

„ორ ვერსიაზე ვფიქრობთ“ - გეოლოგი შოვის სტიქიაზე

3 აგვისტოს შოვში მომხდარი სტიქიის შეფასებისას, გეოლოგმა მერაბ გაფრინდაშვილმა მედიასთან თქვა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია (თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში) დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა. მან შოვის სტიქიის მასშტაბი შეადარა თბილისის, ვერეს ხეობის და მანამდე დევდორაკის ცნობილ სტიქიებს და ვარაუდიც გამოთქვა, რომ რაჭაში 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა დაიძრა. მაინც რა მოხდა შოვში, როგორია გეოლოგების წინასწარი დასკვნები და როგორ შეიძლებოდა მომხდარის

არარატ მირზოიანმა სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა

კურორტ შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ", - დაწერა „ტვიტერის" ანგარიშზე მირზოიანმა.   რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვშ

ჩეხეთში სამსახურიდან გაათავისუფლეს რესტორნის მიმტანი, რომელმაც უკრაინელ ლტოლვილს რუსული ჰიმნი ჩაურთო

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღის გარეუბანში ბრანდის-ნად ლაბემ-სტარა ბოლესლავის ერთ-ერთი რესტორნის მიმტანმა, რუსეთის ჰიმნი და საჰაერო თავდასხმის სირენის ხმა ჩაურთო უკრაინელ ლტოლვილ ქალ ოლესია კოშილკას. მას შემდეგ, რაც ამ ინციდენტის შესახებ შეურაცხყოფილმა ქალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, მიმტანი რესტორნიდან გაათავისუფლეს. ინციდენტი 2 აგვისტოს მოხდა. "მოვედით და შევუკვეთეთ. მე ვთხოვე „ვაიფაის“ პაროლი, რაზეც ჩეხმა მიმტანმა მიპასუხა, რომ არსებობს ინტერნეტი - მხოლოდ რუსული. თავიდან ამას

ალექსეი ნავალნის 19- წლიანი სპეციალური რეჟიმი მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმეზე 19-წლიანი განსაკუთრებული რეჟიმი მიუსაჯა. პროცესი ვლადიმირის რეგიონის მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსი თაღლითობის საქმეზე ცხრაწლიან სასჯელს იხდის. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მიერ დაარსებულ ანტიკორუფციულ ფონდს და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა რეგიონულ შტაბს ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ნავალნი ასევე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, კერძოდ, ექსტ

შოვში ძებნისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო

რაჭაში, შოვში, იქ, სადაც 3 აგვისტოს ღვარცოფი და მეწყერი ჩამოწვა, დაიწყო დაკარგული ადამიანების ძებნისთვის საჭირო სამუშაოები. მძიმე ტექნიკა მუშაობს იმისთვის, რომ მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასავლელი ხიდი მოეწყოს. ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძეც - ამ სამუშაოებში ჯარია ჩართული. "გზა იჭრება იმისთვის, რომ ამ მეწყრულ მასას ორივე მხრიდან მიუდგნენ მაშველები. დაახლოებით 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს ერთ მხარეს, იმ ლოკაციაზე, სადაც გუშინ ძირითადად იპოვეს ცხედრები. მძიმე

გაერო-ს განცხადებით, რაჭის სტიქია კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების მკვეთრი შეხსენებაა

რაჭაში განვითარებული სტიქიის შესახებ განცხადება გაავრცელა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში. განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია კლიმატის ცვლილებების შერბილების აუცილებლობაზე. „შოვში განვითარებული მეწყერი გამოწვეულია ინტენსიური ნალექითა და მდინარის ბუნებრივი კაშხლებით. ეს მკვეთრი შეხსენებაა კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედების შესახებ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას კლიმატის ც

ლიეტუვაში, რუსეთის და ბელარუსის 1164 მოქალაქე უშიშროების თვალსაზრისით საფრთხედ იქნა მიჩნეული

ლიეტუვაში, რუსეთისა და ბელარუსის 1164 მოქალაქე აღიარეს, როგორც პირები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უშიშროებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამის საფუძველზე, მათ არ მისცეს ან გაუგრძელდა ბინადრობის ნებართვა ან ეროვნული ვიზები. ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში განაცხადეს. ყველა ამ მოქალაქეს, როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, ბინადრობის ნებართვის ან ეროვნული ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთებამდე უნდა შეევსოთ სპეციალური კითხვარი, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მიუთითებდნე

შოვში, სტიქიის ზონაში შეიყვანენ მათ, ვინც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან

რაჭაში, შოვში, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, ვერტმფრენით ჩაიყვანენ იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ისინი ნახავენ, რა მძიმე მდგომარეობაა. "იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხდება. მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და, რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რ

19 დაკარგულის ვინაობა - ვის ეძებენ სტიქიის ზონაში

შოვში სტიქიის ზონაში ამ მომენტისთვის 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ. რადიო თავისუფლება შეეცადა ღია წყაროებით შეეკრიბა ინფორმაცია მათ შესახებ და 4 აგვისტოსთვის 19 დაკარგული ადამინის ვინაობა დაადგინა. მეორე დღეა, ათობით ადამიანი სოფელ შოვში მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებს. ეძებენ, ვისაც როგორ შეუძლია. ზოგი ფიზიკურად, სტიქიის ადგილას, ზოგი ოდნავ მოშორებით. პოლიციელები ხალხს ტრაგედიის ადგილზე არ უშვებენ.

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა

შავ ზღვაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე უკრაინულმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევა ქერჩის სრუტეში მოხდა. მათივე ცნობით, დაზიანებულია ტანკერის სამანქანე განყოფილება, თუმცა ეპიკაჟის 11 წევრიდან არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ipn

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში სტიქიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „სამძიმარს ვუცხადებთ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ipn

ვოლოდიმირ ზელენსკი - ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო. ზელენსკი განცხადებას "ტვიტერზე" ქართულ ენაზე აქვეყნებს. „ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

თავდაცვის სამინისტრო - შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გვიან ღამემდე იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. „შემუშავდა სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სამხედროები სტიქიის ზონაში რამდენიმე გასაშლელ ხიდს მოაწყობენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად სტიქიის ეპიცენ

ლატვიის საგარეო უწყება - თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში დაღუპულთა ოჯახებს - ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უსაფრთხოდ გადარჩენის იმედი გვაქვს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. „თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უსაფრთხოდ გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

“ქართველი ხალხის გვერდით ვართ” – აზერბაიჯანი შოვში სტიქიას ეხმიანება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოხატავს საქართველოში, რაჭაში, შოვში მომხდართან დაკავშირებით. ” ვიმედოვნებთ, ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებიან. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში. მეორე დღეა, რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში,  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებ

„კალაძის ოჯახმა სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა“

„სანსეტ შოვის“ მმართველი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სასტუმროში თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა  „სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო“. ამის შესახებ ანა მურადაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა. მანამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში ეძებდა თავისი ოჯახის წევრებს, განაცხადა, რომ პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება. მეორე დღეა, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, სამაშველო სამუშაოები მი

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ გზას და შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენი

ღვარცოფული პროცესები საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში წერია. რეკომენდაციებში წერია, რომ პრევენციისთვის საჭიროა მდინარის კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-გამაგრება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი   გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა-ს წარმომადგენელი ნინო გუჯარ
×
×
  • შექმენი...