Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.291
  • comments
    0
  • views
    704.207

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გრიგორიადისისთვის კარვის ჩამორთმევით უკანონოდ შეიზღუდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება - NGO-ები

„კარვის, როგორც საკუთრების, ჩამორთმევისას, პოლიციელებს ბექა გრიგორიადისისთვის არ განუმარტავთ მისი ჩამორთმევის და შემდეგში უკან დაბრუნების პროცედურა“, – 11 არასამთავრობო ორგანიზაცია მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ უფლებების დარღვევაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციების ცნობით, ბექა გრიგორიადისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის სპეციალური მიზანი იყო, აქციის მონაწილეებისათვის არ მიეცათ კარვის გაშლის უფლება. მათი განცხადებით, კ

ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული მიმალვაშია. გამოცხადდება ძებნა - პროკურატურა

პროკურატურამ ვაკეში, კაფე ,,სტრადაში“ მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული მიმალვაშია. შემთხვევა 25 მაისს მოხდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ამის შემდეგ ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდება. პუბლიკა

წერეთლის გამზირზე მოქალაქე თხრილში ჩავარდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების თხრილში მოქალაქე ჩავარდა. თავდაპირველად ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოგვიანებით კი ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიაშიც დაუდასტურეს. მერიის ინფორმაციით, მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პუბლიკა” დამატებით ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გადამოწმებას. მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი განმარტებით, აღნიშნული თხრილი სპეციალური ჯებირებით იყო შემოსაზ

გახარია - პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა

ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. პოლიციელებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!, - წერს გიორგი გახარია და აღნიშნავს, რომ მისთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო  მათთან  ერთად მუშაობა.   "სამწუხაროდ, ერთად დაწყებული ბევრი კარგი საქმის დასრულება ვერ მოვასწარით, თუმცა ყველაფერი წინაა! ღირსეული და საამაყო საქმით ემსახურებით ქვეყანას, ხშირად ძალიან რთულ, უსამართლო პირობებში

კრამონი ზურაბიშვილის გამოსვლზე: სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის

ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას „ტვიტერზე“ ეხმაურება. „სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის, რომ ბოლოს და ბოლოს მოუსმინო საქართველოს მაღალი თანამდებობის პირს, რომელიც ქართველების 90%-ის ევროპულ ნებას წარმოადგენს. ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ ევროპარლამენტში მტკიცედ ვდგავართ თქვენი და თქვენი ხალხის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის.“ – წერს ვიოლა ფონ კრამონი. პუბლიკა  

ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მაისს, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი სოლიდარულია რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისადმი. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მალე როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ისხდებიან. “საქართველოს აქვს ნამდვილად ტრაგიკული ისტორია, რომელიც ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის: საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რეპრესიები და უწყვეტი რუსული აგრესია და ოკუპაცია. ა

ზურაბიშვილი: რუსეთს აქეზებს საკუთარი იმპერიალისტური ბუნება და არა — ნატოს გაფართოება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს საზღვრები. მისი თქმით, რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა — შეუპოვრობა. „დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატოს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და აგულიანებდა რუსეთის აგრესიის წამოსაწყებად. ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი იმპერიალისტური ბუნება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა

ევროპარლამენტარების გამოხმაურება ზურაბიშვილის სიტყვაზე

ევროპარლამენტარები აფასებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 31 მაისის გამოსვლას ევროპარლამენტში. „ოვაციები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან ძლიერი და პრო-ევროპულ სიტყვით გამოდის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის გზაზე“, — წერს ირლანდიელი ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდი ევროპის სახალხო პარტიიდან. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია) სუფთა ჰაერის ჩას

სალომე ზურაბიშვილი - 2008-2014-2022 წლების გაკვეთილები არის, რომ ყოყმანს მაღალი ფასი აქვს, რუსეთი აწყდება რა დამარცხებას უკრაინაში, არ შეგვიძლია, ცდუნება შევუქმნათ, რომ სადღაც არის სუსტი წერტილები

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების სულისკვეთება, რომ საქართველოში გაუმჯობესდეს დემოკრატია და მოხდეს საქართველოს ტრაექტორიის დარეგულირება, არ უნდა გამოიყენონ როგორც იარაღი პოპულისტურმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ, შექმნან ანტიევროპული ტენდენცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობის მიმართ ჩემი მუდმივი გზავნილი იყო, მოესმინათ ხალხის ხმა, საკუთარი ხალხის ხმა და მოეხდინათ მათი საარჩევნ

სალომე ზურაბიშვილი - მთავრობა, ხალხი, 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდნენ საქართველოს ხვალინდელ დღეს, თუმცა მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი, გამოვდივარ გზავნილით, ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს

საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს. „ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით

სალომე ზურაბიშვილი - მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ

პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოიყენოს ვეტო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ფხიზლად დგას, რომ არცერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს ამ გზას. ყვ

ეს მომენტი უფრო ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოვიყენოთ – ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა არის ისტორიული მომენტი, რომელიც ერთიანი ევროპის შესაქმნელად უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ მან დღეს, 31 მაისს, ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისტორია გრძელდება. პუტინს სურდა, რუსეთს ჩაეგდო ხელში უკრაინა. ის ელოდა, რომ ევროკავშირი ამას უბრალოდ მიიღებდა. ამის ნაცვლად უკრაინამ გაბედულად გაუწია წინააღმდეგობა და პასუხს უბრუნებს მას. ჩვენ კი ევროპაში სამართლიანად და მტკიცედ ვდგავართ

დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა ხელისუფლება ირჩევდა ევროპას — ზურაბიშვილი ევროპარლამენტში

დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე. გამოსვლა ზურაბიშვილმა საქართველოს პროევროპულ არჩევანს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ ამ მიზნისკენ იღვწოდა. თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე. მან თქვა, რომ ის. რაც რეკომენდაციებშია ასახული, საქართველოსთვის უცხო არ არის, არამედ წარმოადგენს მის კულტურულ, ღირებულებითა და მემკვიდრეობით არჩევანს – „შესაბამისად, რასაც ჩვენ გვთხ

ამორალურია განცხადებები, რომ რუსეთს უნდა ვემადლიერებოდეთ ეკონომიკისთვის — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამორალური და არასწორია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველო რუსეთს უნდა უმადლოდეს ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას. აღნიშნულის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი. საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვიდა. მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისევე, როგორც, შეეხო რუსეთის ომს უ

უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა - თორნტონი კობახიძეს

„უკეთესი დაცვა არ შეგიძლიათ, გარდა ქალის გარეგნობის შეურაცხყოფისა”, – ასე ეხმაურება NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს შეურაცხმყოფელად მოიხსენა ის ადამიანები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება კრიტიკულად შეაფასა და თქვა, რომ ისინი „გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან“. „გამოაგორეს ძველი, ნაფთალინიდან ამოღებული აგენტები

ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის - გახარია

„ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს NATO-ს წევრობაზე უარისთვის“, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია facebook-ზე წერს. ის ეხმაურება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას NATO-სთან და უკრაინასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს რუსული ნარატივია და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, 30 მაისს ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზ

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ეს არის ისტორიული არჩევანი, ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია

მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით - ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მივმართო ამ ას

პრეზიდენტი - რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს

რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად-ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს. მოდით, დავფიქრდეთ,

რობერტა მეცოლა - მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს და ხელიდან არ გაუშვათ ისტორიული შესაძლებლობა

ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, რათა ევროკავშირის არსებითი ნაწილი გახდეთ. გვინდა, უფრო მეტად ვიმუშაოთ ერთად, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში, ევროპარლამენტის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლამდე განაცხადა. რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერის ნაწილში პირადი თავდადებისთ

ლატვიის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს

ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩია. ის აქამდე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მედიის ცნობით, პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. რინკევიჩსი ფიცს ივლისის პირველ ნახევარში დადებს. ინტერპრესნიუსი

ნათია მეზვრიშვილი - ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას... ძალაუფლების შესანარჩუნებლად ოცნება „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებს

ძალიან საშიშ პროცესში შევყავართ ხელისუფლებას. ცდილობენ საზოგადოებაში ნელ-ნელა დალექონ ყალბი მოლოდინები, რომ ოცნების „პრაგმატული“ პოლიტიკის შედეგად შესაძლოა რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, „ომში ჩართვის“ ცრუ შიშებით და თითქოსდა ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ საზოგადოებას ევროკავშირსა და ახლა უკვე ნატოზე ოფიციალური უარისთვის ამზადებენ.   "რეალ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს - მტერს ბახმუტის მიმართულებით შეტევითი მოქმედებები არ ჩაუტარებია

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 22 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა თითქმის ყველა დრონი გაანადგურეს, თუმცა არიან დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, დაზიანდა და განადგურდა კერძო საცხოვრებელ შენობებში და სხვა სამოქალა

არასამთავრობო ორგანიზაციები - სინანულს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს

სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია "საქართველოსთვის" წევრის კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილის, კოკა კობალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სამართალი მალე იზეიმებს! , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში წერს.  350650114_800183301333390_8202375985725727347_n.mp4

ლაზარეს მამამ და მეგობრებმა წუხელაც გამართეს აქცია პარლამენტთან

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაკავებული მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის მამა 30 მაისის ღამითაც პარლამენტთან იმყოფებოდა. მას შვილის მეგობრები და მხარდამჭერები ახლდნენ. წინა ღამის მსგავსად, გრიგორიადისი ამჯერადაც პარლამენტის უკანა შესასვლელის მიმდებარე სკვერში გაჩერდა. იქვე იდგა პოლიციაც, რომელმაც 1 ღამით ადრე კარვის გაშლის საშუალება არ მისცა დაკავებული დემონსტრანტის მამას. ბექა გრიგორიადისმა შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ ადრე თუ გვიან, კარავს მაინც გაშლის. “ფ
×
×
  • შექმენი...