Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.674
  • comments
    0
  • views
    809.622

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღზე რიგგარეშე სხდომას გამართავს

სომხეთის მიმართვის შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭო 16 აგვისტოს რიგგარეშე სხდომას გამართავს ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომას ნიუ-იორკში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დაესწრება. სომხეთის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა, ჩაერიოს ადამიანების წინააღმდეგ მასობრივი დანაშაულის, მათ შორის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის წინააღმდეგ. აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლა

ჩვენი მიზანი არ არის ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობა – დაუშვილი საგამოძიებო კომისიაზე

პარტია „საქართველოსთვის“ ამ ეტაპზე არ უჭერს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს. საგამოძიებო კომისისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიციიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააყენა. როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, ენმ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, თავად კი ამ „პოლიტიკურ ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებენ. „საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს, თუ რა მოხდა რეალურად: სად

თეა გოდოლაძე - ამერიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაჩუქა 21 სეისმური სადგური პირდაპირ ხაზით და პლიუს 7 სეისმური სადგური NATO-ს საგრანტო პროგრამის ხაზით (თითოელის ღირებულება დაახლოებით 38 000 $-ია)

ამერიკამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაჩუქა 21 სეისმური სადგური პირდაპირ ხაზით და პლიუს 7 სეისმური სადგური NATO-ს საგრანტო პროგრამის ხაზით (თითოელის ღირებულება დაახლოებით 38 000 $-ია), -  ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს. მისი განცხადებით, ამერიკამ შეგვიქმნა თბილისის ძლიერი მოძრაობების მარეგისტრირებელი სეისმური ქსელი. "დააფინანსა ყველა ამ სადგურის ინფრასტრ

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა

მოლდოვამ 22 რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინა. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დიპლომატებთან ერთად მოლდოვის დატოვება უწევს რუსეთის საელჩოს ტექნიკური პერსონალის 23 წარმომადგენელსა და მათ ოჯახებს. მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყანა უკვე დატოვეს. მანამდე მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი 80-დან 25-მდე უნდა შემცირებულიყო. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც გაირკვა, რომ რ

შსს - ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ეპიცენტრის მიწის მასის 90% გადამოწმებულია

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. „ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სამძებრო ღონისძიების ფარგლებ

რუსებმა ლვოვში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს. ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. იპნ

გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი

ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალმცოდ­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კუბ­ლაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. ცნო­ბის­თვის, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი 2000 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად. 2000-2002 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, სა­მი­ნის­ტროს სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი.   2002-2004 წლე

პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ  დისკრედიტაციის კამპანიას განცხადებით ეხმაურება

პარტია "საქართველოსთვის" ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებულ  დისკრედიტაციის კამპანიას განცხადებით ეხმაურება, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმაურებით ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების წინააღმდეგ წამოწყებული საინფორმაციო ომის და დისკრედიტაციის კამპანიას, რომლის მიზანი, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა და ადასტურებს, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი აღარ არის მთავარი ღირებულება, მისთვის მთავა

აქციაზე გომელაურის გადადგომის მოთხოვნით 2 ადამიანი დააკავეს – აქტივისტები

მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს 2 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილზე მყოფი აქტივისტები იუწყებიან. განახლება: აქტივისტების ცნობითვე დაკავებულები პოლიციის განყოფილებიდან, დაახლოებით, 11:10 საათზე გაათავისუფლეს. ვიდეოში, რომელსაც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ავრცელებენ, ჩანს რომ პატრული მიდის დემონსტრანტთან და უთითებს, რომ მისი პლაკატი შეურაცხმყოფელია. შემდეგ ერთ-ერთი პოლიციელი დემონსტრანტს პლაკატს არ

ენტონი ბლინკენი - ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელშიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო ისეთი საშუალებები შედის, როგორებიცა: საბრძოლო მასალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტერიტორიის განაღმვისთვის დამატებითი მოწყობილობა. ბლინკენის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. "ომი რუსეთმა დაიწყო და მას ჰქონდა საშუალება ეს ომი ნებისმიერ მომენტ

უკრიანული მედია - ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის ქვედანაყოფებს შორის სერიოზული შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი. უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე დასახლება მიხაილოვკაში „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლებიც რუსული არმიის სხვა შენაერთებში შედიან, ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა. „ჩხუბის დროს ერთ-ერთი სამხედრო ცივი იარაღით დაიჭრა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ამის შემდეგ დაპირისპირება ნაღმმტყორცნების, ხელყუმბარების და ავტომატური ც

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი. ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ. იპნ

თბილისში, ჰუალინგთან მანქანა დაიწვა, დაიღუპა მძღოლი

თბილისში, ჰუალინგთან ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი ადგილზე დაღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაწყებულია გამოძიება. პუბლიკა

"კობახიძის განცხადებამ გამანადგურა, ძალიან შეურაცხყოფილი ვარ" - სტიქიას გადარჩენილი ჯელაძე

"დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა" - ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.  "ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე

აკაკი გვიანიძე - ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია

"ბავშვის გადასარჩენად სტიქიასთან გმირულად მებრძოლ კაცზე კობახიძის იერიში ორგანიზებული სამთავრობო კამპანიის ნაწილია. ავტორიტარულ რეჟიმებს განსაკუთრებით ეშინიათ გმირებისა და ავტორიტეტების. მათთვის მთავარი მხოლოდ მთავრობისადმი ლოალურობაა. რეჟიმისთვის "არასანქცირებული" გმირობა პრობლემაა და თუ ეს გმირობა სამთავრობო ხაზში არ ჯდება, მაშინ დანაშაულიცაა. ავტორიტარული რეჟიმი ანადგურებს რეალურს და თავად

ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი? - შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე კობახიძის განცხადებაზე

"ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze" | წერს შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ინფორმაციას, რომ ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათის განმავლობაში ებრძოდა. კობახიძემ კომენტარი გააკეთა სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძის პოსტზეც, სადაც მას აღწერილი ჰქონდა დისშვილთან ერთად რა გზის გავლა მოუწია, კობახიძემ თქვა, რომ "გადასამო

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე" | წ-შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე კობახიძეს პასუხობს

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე" | წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე და კობახიძეს პასუხობ.   "3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე. როცა გგონია, რომ ამაზე მეტი ფსკერი რა უნდა მოხდეს მაგრამ ყოველ ჯერზე ცდები. ბატონო ირაკლი 11 დღის განმავლობაში ერთხელ რომ დაინტერესებულიყავით გადარჩენილების მდგომარეობით და მომხდარით იქნებ გაგეგოთ, რომ ტალღა რ

"სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვის სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს" - კობახიძე შოვზე

ფოტო გადაღებულია სტიქიის პირველ წუთებში. თავდაპირველად ის "მთის ამბებმა" გაავრცელა. ფოტოზე ასახულია ჯელაძეების ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, რომელიც შოვში სხვა ადამიანებთან ერთად მოყვა 3 აგვისტოს ღვარცოფცში. გადარჩენილებმა თქვეს, რომ თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ასევე ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას. მათივე თქმით, სამაშველო სამსახურები იმ დროს გამოჩნდნენ, როცა, პრაქტიკულად, უკვე შედარებით უსაფრთხო ადგილას იყვნენ.

ვერტმფრენების ჩართვას არ ჰქონდა დამატებითი რაციონალური საფუძველი – კობახიძე შოვზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიის ღამეს სამაშველო ვერტმფრენების ჩართვას რაციონალური საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ტერიტორია შესაბამისი დრონებით უკვე დათვალიერებული იყო. ამის შესახებ მან დღეს, 14 აგვისტოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შს მინისტრ ვახტაგნ გომელაურის კომენტარი განმარტა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. „არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველ

მარტვილი საქართველოსთვის - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს

მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აბედათის ციხე-დარბაზი სასწრაფო გადარჩენას საჭიროებს, - ამის შესახებ "მარტვილი საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.   როგორც განცხადებაშია აღნიშბული, აბედათის ციხე-დარბაზის კომპლექსი შეტანილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა კი IV-VI საუკუნეებით თარიღდება, ხოლო შუასაუკუნეებში აგებულ ციხე-დარბაზსა და კოშკს დადიანების საგვარეულოს მიაკუთვნებენ. "აბედათის ციხე-

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. ომი აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლებში, 13 თვეს გაგრძელდა,  საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა. სხვადასხვა მხარის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და 4 ათასი აფხაზი. ასევე 2 ათასი მოხალისე მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა. ნეტგაზეთი

„2023-ის II კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 321 ათასამდე ვიზიტი განახორციელეს“ — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების (პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით) 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეად

ბოლო 3 თვეში საწვავის ფასმა 40-80 თეთრით მოიმატა

საწვავი გაძვირებულია ყველა ბენზინგასამართ სადგურზე. ნეტგაზეთმა მოიკვლია ფასები, თუ რა ღირს ერთი ლიტრი საავტომობილო საწვავი სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე და ბოლო თვეებში როგორი იყო ფასების ზრდის დინამიკა. ფასების არქივი აჩვენებს, რომ გაძვირების ტენდენცია მიმდინარე წლის მაის-ივნისში დაიწყო. გალფი მაგალითად, გალფის ქსელში მაისიდან აგვისტომდე 1 ლიტრი დიზელის ღირებულებამ 80 თეთრით მოიმატა. თუ 1 ლიტრი ევრო დიზელი მაისში 2.09 ლარი ღირდა, დღეს, 14 აგვისტოს, მისი ღირებულება 2.89 ლარია. მაი

სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% გადამოწმებულია – მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში უკვე გადამოწმებულია სტიქიის ეპიცენტრი 60%. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 9 დაკარგულს. 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეთერთმეტე დღეა, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 24 დაღუპულის შესახებ, 11 ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. ნეტგაზეთი

აზერბაიჯანი უკრაინას გამნაღმველ აღჭურვილობას გაუგზავნის

“აზერბაიჯანი მზადაა ახალი ჰუმანიტარული ტვირთი გადმოგვცეს, მათ შორის გამნაღმველი აღჭურვილობა. განაღმვის საკითხი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის დროს. უკრაინა საჭიროებს ამ დახმარებას პატნიორებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. უკრაინის პრეზიდენტს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია ციტირებს. ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინაში ამჟამად 174 ათასი კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია ამ კუთხით საფრთხეს წარმოადგენს. აზერბაიჯანული მედიის ცნობითვე, ზელენსკის მიმ
×
×
  • შექმენი...