Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.674
  • comments
    0
  • views
    809.922

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვახტანგ გომელაური - რატომ არ დაფრინავდნენ ღამე? ასჯერ მაქვს ახსნილი - შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი

ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი - ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული , - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას. მისივე თქმით, ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული. „რაც შეეხება რატომ არ დაფრინავ

უკრაინის პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის აგრესიას 500 ბავშვი ემსხვერპლა, ხოლო 1 097-ზე მეტი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 13 აგვისტოს დილის მდგომარეობით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 500 ბავშვი დაიღუპა. ამასთან, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 097-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი, 485, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა, ხარკოვის ოლქში - 298, კიევის ოლქში - 129, ხერსონის ოლქში - 118, ზაპოროჟიეში - 99, მიკოლაივის ოლქში - 9

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხერსონის ოლქი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 23 დღის ბავშვია. ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

თემურ მღებრიშვილი - სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია - 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მსხვერპლთა რიცხვი არ შეცვლილა - დაღუპულია 24 ადამიანი, ეძებენ 9-ს და 4 ფრაგმენტია ნაპოვნია. „მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე რიონისა და ჭანჭახის მდინარის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მ

სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინიტროს განცხადებით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორ

შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა

შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ინფორმაცია ფორმულას ოჯახმა დაუდასტურა. სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო სოფელ გლოლადან. ის შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციას რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი: 599700499 — ანი 59821195 — ლამარა TBC #GE67TB7993945064300064 — მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 — მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე 3 აგ

“ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - მარიამის, შოთას და კოტიკოს ამბავი შოვიდან

“ვერტმფრენში რომ ავედი, შეშლილი სახით შემომხედა იმ კაცმა [იგულისხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი - რ.თ.], ისე გამოვიყურებოდი. შარვალიც კი აღარ მეცვა. ვიყავი ტრუსით, ყელამდე ტალახში, თავი მქონდა ტალახით გაზელილი, ვკანკალებ, ისე ვტირი და ამ კაცს ვეხვეწები, ვერტმფრენი ისე არ დაძრა, ჩემი ქმარი რომ არ წამოიყვანო,” - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ ბერიანიძემ, შოვის სტიქიის ერთ-ერთმა გადარჩენილმა. ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მო

2023 წლის 6 თვეში აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევები გაზრდილია 6%-ით - ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები. ის მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმ

ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის არ ირჩევენ – რა [არ] ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე

ირჩევენ ხელისუფლებას გლოვის გამოცხადებისთვის? – რა [არ]ვიცით 8 დღის შემდეგ რაჭის სტიქიაზე რაჭაში, 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიიდან 8 დღე გავიდა. მედიას/საზოგადოებას აქვს კითხვები ხელისუფლებასთან, მაგრამ ვერ იღებს ადეკვატურ პასუხებს. მმართველი პარტია სტიქიის ზონაში ჟურნალისტების მუშაობას პერიოდულად ზღუდავს და თავს ესხმის დამოუკიდებელ მედია საშუალებებს, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას. ჟურნალისტ ზვიად ქორიძის აზრით, ერთი საკითხია რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას, რომ წარმატებული

გარემოს ეროვნული სააგენტო - მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები - მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელია

მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესები საფრთხის შემცველი არ არის. „მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდი

შსს - სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - გაფართოვდა ძებნის არეალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. უწყების ცნობით, გაფართოვდა ძებნის არეალი. „სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება. სამუშაოებში ასევე, ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა

რუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი დაინგრა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი გაირღვა, დატბორილია რამდენიმე ქუჩა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რუსული მედიის ცნობით, დროებით განთავსების ცენტრებში 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ქალაქში „როსგვარდიის" ძალები და მაშველები მუშაობენ. „კაშხალი დაიშალა და უბრალოდ ტალახად და მიწად იქცა, ამჟამად ის შეკეთებას ან აღდგენას არ ექვემდებარება, კონტროლი მასზე დაკარგულია“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კაშხალი წყალმოვარდნის თავიდან აცილებისთვის აიგო. ipn

შოვის ტრაგედიის შედეგად, უდედოდ დარჩენილ 4 წლის ლუსის, ნიკო კვარაცხელიას ფონდი დაეხმარება

"აგერ ნიკოს დაბადების დღეც დგება, მის გარეშე მეორედ აღვნიშნავთ ამ დღეს ბრჭყვიალა სიცოცხლით სავსე ბიჭის უსიცოცხლო დაბადების დღეს! არაფერი დარჩენია ოჯახს და ჩვენ, ოჯახის ახლობლებს მისი სახელით გავაკეთოთ ის, რასაც იგი აკეთებდა და გეგმავდა, რომ გაეკეთებინა. ნიკოს ფონდი ეხმარება ბათუმის ტრაგედიის, მამების ამარა დარჩენილი ბავშვებს. გახდი გმირის საშუალებით ახდენს სამი ბავშვის განათლების უზრუნველყოფას, დაწესებულია ნიკოს სახელობის ჯილდო. ახლა შოვის ტრაგედიით უდედოდ დარჩენილ ლუსის დახმარება, თუმც

„იქ ყოფნის შემდეგ ძილი ამერია“ – მოხალისეების შრომა რაჭაში

უკვე მე-9 დღეა, შოვში დაკარგულებს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ცნობებით, დამანგრეველ სტიქიას ემსხვერპლა 24 ადამიანი, 9-ს კი კვლავ ეძებენ. მაშველებისა და სამხედროების გარდა, ადგილზე ასევე მუშაობენ მოხალისეები – რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ სტიქიასთან მებრძოლთა შრომა შეამსუბუქონ. მოხალისეთა ნაწილი ტალახში ეძებდა და ეძებს დაკარგულებს, ნაწილი კი მაშველთათვის საჭმელს ამზადებს, მათ საჭირო ნივთებს აწვდის, საჭიროებისამებრ ურიგებს ადგილობრივებს პროდუქტებს. ამ სტატიაშ

„თუ‭ ‬ გამოძიება‭ ‬‬დაწყებული‭ ‬‬არაა,‭ როგორ‭ ‬‬უნდა ვითანამშრომლო?“ — რაზმაძე საგამოძიებოს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გოგა რაზმაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. გოგა რაზმაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც ხელმძღვანელობას დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. თუმცა გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ გაუგებარია, ‬როგორ‭ ‬უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როცა ის დაწყებული არაა. რაზმაძის მიმართ მოწოდება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 10 აგვისტოს გაავრცელა. უწყების განცხადებით, გოგა რაზმაძემ  განმეორებ

მწერალთა სახლი ხელმძღვანელის დანიშვნას ეწინააღმდეგება და მის არჩევას ითხოვს

საქართველოს მწერალთა სახლი ეწინააღმდეგება კულტურის სამინისტროს მიერ ახალი დირექტორის პირდაპირ დანიშვნას და მის არჩევას ითხოვს. მწერალთა სახლი 12 აგვისტოს განცხადებაში ვრცლად საუბრობს უკვე ყოფილი დირექტორის, ნატა ლომოურის დამსახურებაზე და პროტესტს გამოთქვამს მისი გათავისუფლების გამო. ცნობილია, რომ მის პოზიციას „ქართული ოცნების“ წევრი, ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის ავტორი, პარლამენტარი ქეთი დუმბაძე დაიკავებს.

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. „დღეს რუსებმა ქალაქ ორეხოვზე მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია 31 წლის პოლიციის კაპიტანი, 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციის 4 თანამშრომელი“, - წერს კლიმენკო.

გუბერნატორი - გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა - სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაოები ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა. როგორც მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დაკარგულ 9 ადამიანს ეძებენ. „24 ადამიანია ამოყვანილი, ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამის გარდა გაიზარდა სამძებრო სამუშაოების არეალი. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით, მდინ

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანიდან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა დაკარგულს კი ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების მიერ დღეს სამი ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა. მისი თქმით, ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა ა

ანდრეი ერმაკი - უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

უკრაინული მშვიდობის ფორმულის მომზადებას უკვე 58-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. “ცოტა ხნის წინ [5 აგვისტოს ჯიდაში შეხვედრისას] 43 ქვეყანა იყო, დღეს უკვე 58-ია. ეს ჯერ კიდევ დასასრული არ არის და კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყნების დიდი რაოდენობაა, რომლებსაც შემოერთება სურთ”, - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, მშვიდობის ფორმულის ყოველ პუნქტზე სამუშაოდ უკვე 10 ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც როგორც უკრაინული, ა

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 510 ოკუპანტი, 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 10 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის, დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში დაახლოებით 253 290 რუსი სამხედრო არის განადგურებული, 510 სამხედრო - მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნული ინფორმაცია გენშტაბის „ფეისბუკის“ გვერდზე არის განთავსებული. უწყების ინფორმაციით, ასევე განადგურებული სამხედრო ტექნიკის დიდი ოდენობა, მათ შორის ტანკები და საარტილერიო სისტემები. უფრო კონკრეტულად, გასული დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 5 ტანკი, 6 საბრძოლო ჯავშანმანქანა

რიკოთზე გამაგრება 77 ფერდს უტარდება - გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, გამაგრება 77 ფერდს უტარდება. ამის შესახებ მან შოვში, სტიქიის ზონაში მედიასთან ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, რიკოთის პროექტის ფარგლებში, პროექტის დაწყებიდან, სულ 6000 მ სიგრძის გეოლოგიური ბურღი გაკეთდა. ჩატარდა არაერთი გეოტექნიკური, გეოფიზიკური და სეისმური კვლევები და ამ კვლევების საფუძველზე იქნა მიღებული რიკოთის უღელტეხილის საპროექტო გად

გარემოს ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ დასკვნას აქვეყნებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დადო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები. „დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალი

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთთან დაკავშირებით თვალს ვადევნებდით კამპანიას, რომლის ამოცანა პოლიტიკურია - ეს კეთდება მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე

გუშინ ჩვენ ვადევნებდით თვალს კამპანიას, რომლის ამოცანა არის პოლიტიკური. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოსახლეობის დაშინებისთვის, ხელოვნური სიმძაფრის შეტანისთვის და მით უფრო შოვის ტრაგედიის ფონზე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და რაღაც პარალელების გავლება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და

ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება „შავ სიაში“ - ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე

რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან არც ერთი არ იმყოფება შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების სანქცირებულთა, ანუ „შავ სიაში“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება ისეთი პროცედურების დაცვით ხდება, რომ სანქცირებულ, „შავ სიაში“ მყოფ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება შეუძლებელია. „უბრალოდ შეუძლებელია, იმ პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი
×
×
  • შექმენი...