Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.296
  • comments
    0
  • views
    704.260

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს, იაპონიაში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. „შეერთებული შტატები აგრძელებს რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას, რათა გააძლიეროს უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი“, - განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენის თქმით, ახალი პაკეტი 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა უკრაი

რიში სუნაკი - უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა

უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, ბრიტანეთის პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი მფრინავების წვრთნას F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში ამ ზაფხულს დაიწყებს. „უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობაც“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჰირ

ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ლავროვის შვილი იმყოფებოდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი. ამის შესახებ ვოლსკიმ იმედის ეთერში განაცხადა. “ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის. ქმრის გვარზეა. მისი ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკის განცხადებით, ლავროვის შვილის ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი და ფეისბუკზე წერს “არა ომს”, “არა უკრაინაზე თავდასხმას” და ა.შ. “მთლ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს

პარლამენტის წინ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნები დაასახელეს, რომელთა შესასრულებლად ხელისუფლებას ერთსაათიანი ვადა მისცეს. კერძოდ, აქტივისტები ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ დღეს, ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულები და "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. "ბიძინა ივანიშვილი 22:00 საათზე იძინებს ხოლმე, ამიტომ ერთ საათში, 21:00-დან 22:00 საათამდე გვინდა პასუხი, უშვებენ თუ არა პატიმრებს და აუქმებენ თუ

მედიაკოალიცია გმობს ყვარელში ჟურნალისტებზე ძალადობას

მედიის ადვოკატირების კოალიცია კატეგორიულად გმობს სასტუმრო ყვარლის ტბასთან მიმდინარე პროცესების გაშუქებისას მედიის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის წართმევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლის ტბაზე, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავი ქორწილის გადახდას აპირებს, სადაც, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი იმყოფებიან. პროტესტი ორი დღეა მიმდინარეობს დ

რუსთაველი გადაკეტილია, მიმდინარეობს აქცია რუსეთთან ფრენების წინააღმდეგ

თბილისში რუსეთთან  პირდაპირი ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა შეკრება 18:00 საათზე დაიწყეს. შემდგომში რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები გუშინ განახლდა. 19 მაისს თბილისში პირველი რუსული თვითმფირნავი დაჯდა 2019 წლის შემდეგ, როდესაც გავრილოვის ღამის გამო პუტინის ფრენებით ქვეყნებს შორის ფრენები აიკრძალა. გარდა ფრენებისა,

ემანუელ მაკრონი - ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები“. „მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუ

სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებსაც მოუწოდებს, გაიზიარონ

მე ჩემთვის ვაწესებ, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ, ბოიკოტს აირზენაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აირზენა არის კომპანია, რომელიც „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“. „აირზენა არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან

პრეზიდენტი - მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება - ეს არის საზოგადოების გამარჯვება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილი აღარ ჩატარდება და ოჯახი საქართველოდან გასულია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა. „დღევანდელ ინციდენტზე, თუმცა საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ ბოლოს მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ წასულია ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ამდენად , ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება,

საია ყვარელში გამართულ საპროტესტო აქციაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყვარელში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ყვარელში მიმდინარე აქციაზე მედიას ხელი ეშლება მოვლენების გაშუქებაში და ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებს. „შემაშფოთებელია, რომ კადრებში ჩანს, როგორ ეშლება მედიას ხელი მოვლენების გაშუქებაში. [a]კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, როგორც სიგნალის ჩახშობის, ასევე, გადამღები აპარატურის, კერძოდ, ტელეფონებ

შსს: ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანია დააკავებული

ყვარელში ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაია, გიორგი გოგიტიძე, დიმა ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე, ნიკა ჩხობაძე, ბექა პაპაშვილი, ლადო ხუსკივაძე და გიორგი ყაველაშვილი. ენმ-ის ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დიმიტრი ჩიქოვანი. საგარეჯოს საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დიღმელაშვილი. გურჯაან

„მივესალმები პუტინის გადაწყვეტილებას“ — „აირზენამ“ მოსკოვში I რეისი შეასრულა

სანქციების მოხსნის შემდეგ, ქართულმა ავიაკომპანია „აირზენამ“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ ფრენა უფრო რუტინული იყო, ვიდრე გუშინდელი პირველი რუსული რეისი [თბილისში], სადაც მგზავრებს შამპანურით გაუმასპინძლდნენ. „ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი თვითმფრინავი, რომელიც ოთხწლიანი შესვენების შემდეგ პირდაპირ რეისს თბილისი-მოსკოვს ახორციელებდა, აეროპორტ „ვნუკოვოში“ დაეშვა. ფრენა, პირველი რუსული

ვის ეკუთვნის "ყვარლის ტბა"

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო ,,ყვარელი ლეიკ რეზორთი" დღეს სანქცირებულ რუს სტუმრებს მასპინძლობს. მათ შორის არიან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებიც. ,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის სასტუმრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასტუმრო "ყვარელი ლეიკ რეზორთი", შპს "ყვარელი პალასის" საკუთრებაა. თავის მხრივ, "ყვარელი პალასის" 100%-ს, 2009 წელს რეგისტრირებული შპს "აგროგანვითრება" ფლობს, რომლის საკონტროლო

ირაკლი კობახიძე - როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს

საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების პოლიტიკური მიზანია ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები – ხოშტარია, მელია და სხვები დღეს სცენაზე არიან. „თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის

რუსული მედია - პირველი ქართული თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირველი თვითმფრინავი, რომელმაც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა, ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის დატვირთვა დაახლოებით 80 პროცენტი იყო. კომპანიამ ავიარეისების განხორციელების ნებართვა 16 მაისს მიიღო. ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 19 მაისს, 13:00 საათისთვის დაჯდა, რომელმაც 2019 წლის შემდე

გიორგი შარაშიძე - თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო... იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაული - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია

თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო, თუმცა იკვეთება ორი უმძიმესი დანაშაულის ნიშნები - სახელმწიფო ინტერესების ღალატი და მასშტაბური პოლიტიკური კორუფცია , - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ეს გ

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ. დაპირისპირების დროს აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალება

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ვოლოდიმირ ზელენსკი - მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. „იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწ

Politico - ჯო ბაიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადოს, - ინფორმაციას Politico ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს, ჯავშანტექნიკას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს - ყველა აღჭურვილობას, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა წარსულში მიაწოდეს კიევს, მაგრა

პრეზიდენტი მთავრობას ინიციატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობას ინიციატივით მიმართავს, 1923 წლის 20 მაისს, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ 15 ქართველს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. „100 წელი სრულდება, რაც 1923 წლის 20 მაისს ბოლშევიკურმა რეჟიმმა 15 ქართველი სამხედრო დახვრიტა, რომელიც გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. საქართველოს პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით და მიმართავს მთავრობას, რათა მათ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოთ”, - წერს სალომე ზ

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ტერიტორიაზე ელოდებიან სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც. ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება.

ირაკლი კობახიძე - რაც ვახტანგ გომელაური შს მინისტრია, ყველა ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შს სამინისტროს მხარეს

რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ყველა შესაბამისი ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.   მისივე თქმით, მოძალადეები, რომლებმაც 7-8 მარტის აქცი

საქართველოში, სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები დიდი წვეულებისთვის ემზადებიან | რუსული ქორწილი კახეთში

რუსული ქორწილი კახეთის შუაგულში - მაშინ, როდესაც მთელი საქართველო პირდაპირი ავიარეისების აღდგენას აპროტესტებს, გურჯაანში გრანდიოზული ქორწილის სამზადისი მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეების წყვილმა დღეს უკვე გააფორმა სამოქალაქო ქორწინება თბილისში და ხვალ სასტუმრო კომპლექს "ახაშენი ვაინ რისორთ ენდ სპა"-ში გრანდიოზულ წვეულებას გამართავს. სტუმრების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა და მათი უმრავლესობა უკვე საქართველოშია - ნაწილი ახაშენის სასტუმროში, ნაწილი კი ყვარლის ტბის პირას.  კიდევ უფრო

დაჩი ბერაიამ ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. „ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის. ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად. დღეს გაწევრიანების შანსი
×
×
  • შექმენი...