Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.143
  • comments
    0
  • views
    693.065

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში რამდენიმე კვირის შემდეგ გაწევრიანდებიან

შვედეთის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ში გაწევრიანება რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა Expressen სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ოპტიმისტური შეფასება შვედეთში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ დაანონსებული ვიზიტის ფონზე გაჩნდა, რომელიც სამშაბათს, 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. „ველით, რომ შვედეთის [ნატო-ში გაწევრიანების შესახებ] განაცხადის რატიფიცირება მალე დაიწყება და რამდენიმე კვირის განმავლო

პენტაგონი - აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს. „ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რე

ეროვნებით ქართველი თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მსხვერპლთა შორის აღმოაჩინეს

ეროვნებით ქართველი ისრაელის მოქალაქის, თამარ გოლდენბერგის ცხედარი ,,ჰამასის" მიერ დახოცილთა შორის აღმოაჩინეს.  ამის შესახებ მისი ოჯახისთვის პარასკევს გახდა ცნობილი, როცა მათ ქვეყნის ოფიციალური უწყებიდან დაუკავშირდნენ და საიდენტიფიკაციოდ დნმ-ის ანალიზის ჩაბარება თხოვეს.  შაბათს მიღებული ანალიზის პასუხის თანახმად, დადასტურდა, რომ 24 წლის ქართველი გოგონა, თამარ გოლდენბერგი (კორსანტია), რომელსაც ახლობლები 7 ოქტომბრიდან ეძებდნენ, ტერორისტების პირველი შეტევის მსხვერპლი გახდა.  ის იმ ელექტრონული

ბერდია სიჭინავა - რუსული ბრძანების ამოქმედების შედეგად, ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან ერთად, 150 მლნ დოლარი დაიხარჯა ქვეყნის სარეზერვო რესურსებიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან (ვიდეო)

“როცა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, კეთილი უნდა ინებონ სახელწიფო უწყებებმა და თვითონ მოიპოვონ ეს მტკიცებულებები. იმის ნაცვლად, რომ მსგავს საკითხებზე მუშაობდნენ, როგორიც არის ფარცხალაძის საქმე, უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, მესამე სექტორის წარმომადგენლების მოსმენით, ხოლო რუსული ბრძანების ამოქმედების შედეგად, ეროვნული ბანკის რეპუტაციასთან ერთად, 150 მლნ დოლარი დაიხარჯა ქვეყნის სარეზერვო რესურსებიდან, ჩვენი მოქალაქეების ჯი

ანა ბუჩუკური - “ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმიტომ არ წარმოიწყო, რომ წაეგო. ისევე, როგორც „რუსული კანონი"... ბევრი ინფორმაცია გვაქვს, იმაზე თუ როგორ მუშაობდნენ ხმების მოპოვებაზე (ვიდეო)

“ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი იმიტომ არ წარმოიწყო, რომ წაეგო. ისევე, როგორც „რუსული კანონის“, მათ ბოლომდე გაყვანის იმედი ჰქონდათ. ბევრი ინფორმაცია გვაქვს, იმაზე თუ როგორ მუშაობდნენ ხმების მოპოვებაზე. ოპოზიცია დარბაზში რომ ყოფილიყო, იმპიჩმენტი განხორციელებული იქნებოდა. საბოლოო ჯამში, „ოცნებას“ იმპიჩმენტი რომ ჩაუვარდა, არის ძალიან კარგი. ისევე, როგორც „რუსული კანონი“ ვერ გაიტანეს, ვერ მივიდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი ბოლომდე.”  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართვე

28 – 29 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში  ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.    გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა ექნება.   ‘’ყვავილე

ანტონიო გუტერეში - სატვირთო მანქანები ღაზაში რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს, ეს არის სამაშველო თოკი, განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტიონ გუტერეშის განცხადებით, სატვირთო მანქანები, რომლითაც ღაზას დახმარება უნდა მიაწოდონ, ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს. „ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, - განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას. მ

ბერდია სიჭინავა - დაიღალა ოც წლიან ციკლში ყოფნით საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენისთვის აუცილებელია “ნაცებმა” და “ოცნებამ” ჯამში ვერ აიღონ 50%

"დაიღალა ოც წლიან ციკლში ყოფნით საქართველოს მოქალაქე, პოლიტიკური ალტერნატივის გაჩენისთვის აუცილებელია “ნაცებმა” და “ოცნებამ” ჯამში ვერ აიღონ 50%. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა მედიის, მესამე სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უნდა იყოს ის, რომ დავარწმუნოთ ნიჰილისტურად განწყობილი ჩვენი მოქალაქეები მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან ამაზე დიდი ეროვნული ამოცანა საქართველოს 2024 წლამდე არ აქვს.” ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 

ბერდია სიჭინავა - ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა და ყველანი ვთანხმდებით, რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს (ვიდეო)

“ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს არ აქვს ალტერნატივა და ყველანი ვთანხმდებით, რომ “ოცნება” ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს. იმისთვის რომ მოქალაქე “ოცნების” წასვლაში დაარწმუნო, რეალური ალტერნატივა უნდა შესთავაზო, შინაარსობრივი და მათ საჭიროებებზე მორგებული, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ვერ სთავაზობდა.”    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვი” აღმასრულებელი მდივანი. 393380483_1088250052615733_7116655746066983512_n.mp4

ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი! (ვიდეო)

სახალხო დამცველის არასახალხო საქმიანობაზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით.  დღეს პარლამენტში გამოდის და მინდა შევახსენო, რომ ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ გვაქვს (მისი ჩათვლით), რომელიც ადამიანებს დაიცავს და ვალდებულია, იმოქმედოს! ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  394414020_846964210259552_6212376486378328808_n (1).mp4

მიშა დაუშვილი - დღეს მინისტრი დარჩიაშვილისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ (ვიდეო)

“რას აკეთებს დღეს მთავრობა? რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა? რის დათმობას აპირებენ ამ პარტნიორობის ფარგლებში? ამის გაგება გვინდოდა, თუმცა დღეს მინისტრი დარჩიაშვილისგან ჩვენს კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.”    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393724586_335540685632564_540668063562988664_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - რატომ გაქრა მკაფიო ბმა ევროპულ ინვესტიციებსა და მათ შორის, სტრატეგიულ პროექტებზე საქართველოში და რატომ გახდა ჩინეთი ამ ინვესტიციების ალტერნატივა ?! (ვიდეო)

“მაშინ როცა 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში ძალიან მკაფიოდ ეწერა საქართველოს ბმა, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური ევროკავშირთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი და არსი. ეს ნიშნავს ევროპასთან ქვეყნის დაახლოების პრაქტიკული პოლიტიკის შედეგების მიღებას. მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვას, ევროპული ცოდნის მოზიდვას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და სხვა. ამ მოცემულობის ფონზე მე გულწრფელად ვწუხვარ, როცა “ოცნება”

საქართველოში, მომდევნო დღეებში, თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. უფრო კონკრეტულად, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური,

„ალტ-ინფოს" ხელმძღვანელები გამოკითხვაზე ჯერ არ დაგვიბარებია - ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები ე.წ. ანტიმაიდანის საქმეზე ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ამის შესახებ ლილუაშვილმა გუშინ, 19 ოქტომბერს პარლამენტში განაცხადა. ძალადობრივმა, პრორუსულმა „ალტ-ინფომ” მოძრაობა „ანტიმაიდანი” ჩამოაყალიბა, რის ფარგლებშიც ისინი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და მოქალაქეთა ქსელს ქმნიან. მათი ლიდერები დეზინფორმაციულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში არეულობის განვ

საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მოთხოვნები 81%-ით გაიზარდა — ვიზალიბერალიზაციის ანგარიში

ევროკომისია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეექვსე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2022 წელს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მოთხოვნები წინა წელთან შედარებით 81%-ით გაიზარდა. კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ასეთი იყო საქართველოს 14 635 მოქალაქე, 2022 წელს კი განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს 26 450-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა. ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წელს აღნიშნული განაცხადების 7%

შალვა პაპუაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება - ეს იქნება ვეტო ევროკავშირის დირექტივაზე

რაც შეეხება შესაძლო ვეტოსკენ მოწოდებას, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება მოიკითხოს. არ მგონია, გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს შესახებ განაცხადა. როგორც პაპუაშვილი განმარტავს, მათ ის „ვარიანტი მიიღეს, რაც ევროკავშირმა უთხრა“. „აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი და სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე დღე

შალვა პაპუაშვილი - ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება - როგორც ჩანს, მის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, დარჩა ერთადერთი კითხვა, რა იყო აშშ-ის გადაწყვეტილების მოტივაცია

ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე - როგორც ჩანს, ფარცხალაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხ

ჯო ბაიდენი - „ჰამასსა“ და პუტინს საერთო აქვთ ის, რომ ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება - ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ისრაელზე თავდასხმებს და უკრაინაში შეჭრას საერთო მოტივი აქვს. „„ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ საერთო ეს აქვთ : ორივეს სურს მეზობელი დემოკრატიის სრული განადგურება, სრული განადგურება. ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ, ისეთმა ტერორისტებმა, როგორიც „ჰამასია“ და ისეთმა ტირანებმა, როგორიც პუტინია, გაიმარჯვონ. არ დავუშვებ, ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა, როდ

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცს ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. გარდაცვლილი კობა მეფარიშვილია. მას ათზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეფარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. რას უკავშირდება მომხდარი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხ

პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ასევე დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ორი პირი დააკავა

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კერძო კომპანიის დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ და

გრიგოლ ლილუაშვილი - არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - თავშესაფარი არ გვიშველის, ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში - ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი, პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის ხელმძღვანელობით შექმნილია სპეციალური სამოქმედო გეგმა. "არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო. დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს. აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა. დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ კითხვებში ხაზგასმულია, რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტია და „ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში

რიში სუნაკი ეგვიპტეში ჩადის

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ერთად ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „პრემიერი ხაზს გაუსვამს რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების აუცილებლობას”, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში. შეგახსენებთ, რიში სუნაკი გუშინ თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტ

„ემუქრება ხუთ წლამდე პატიმრობა“ — რუსეთში „რადიო თავისუფლების“ რედაქტორი დააკეს

18 ოქტომბერს რუსეთში  დააკავეს „რადიო თავისუფლების“ თათრეთ-ბაშკირეთის სამსახურის რედაქტორი ალსუ კურმაშევა, იტყობინება „მედუზა“. კურმაშევა აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეა, ის პრაღაში ცხოვრობს, თუმცა 2023 წლის მაისში, ოჯახური მიზეზებით, რუსეთში დაბრუნდა. 2 ივნისს იგი ყაზანის აეროპორტში, რუსეთის დატოვების მცდელობისას დააკავეს და ორმაგი მოქალაქეობის არშეუტყობინებლობისთვის პასპორტები ჩამოართვეს. მანამდე კურმაშევა რუსეთში იმყოფებოდა და პასპორტების დაბრუნებას ელოდა, მაგრამ 18 ოქტომბერს კიდევ ერთ

ლიბანში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო ლიბანში მყოფ ამერიკელებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციებისთვის მოამზადონ გეგმა. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მზად ჰქონდეთ გეგმები, რომლითაც ქვეყნის დატოვებას აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშეც კი მოახერხებენ. „თვალი ადევნეთ ახალ ამბებს, რათა არ გამოგრჩეთ მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენს შიდა უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ საელჩოში. უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება ისრაელის მიერ „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ
×
×
  • შექმენი...