Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.445
  • comments
    0
  • views
    291.068

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი - გორბის - ანუ ოცნების პროპაგანდის ინსტრუმენტის ე.წ. კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ნათია მეზვრიშვილი (პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე): "გორბის - ანუ ოცნების პროპაგანდის ინსტრუმენტის ე.წ. კვლევა კიდევ ერთი დასტურია, რომ ოცნება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. ეს არის ოცნების საოცნებო შედეგები: უმრავლესობაში ოცნება (თავისი ოლიგარქით), მთავარ ოპოზიციურ პარტიად ნაცმოძრაობა (თავისი ოლიგარქით), შემდეგ პატარა პარტიები, რომელთაგან ბევრი ოცნებისთვის კომფორტულია ოპოზიციაში და რომლებთანაც ოცნება მარტივად შექმნის მართვად კოალიციას და პარტია „საქართველოსთვის“ - რო

Financial Times-ი: რუსეთის გავლით ტრანზიტის დროს „დაიკარგა“ევროკავშირიდან გაგზავნილი მილიარდი დოლარის ოდენობის საქონელი

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან სომხეთში, ყირგიზეთში და ყაზახეთში გაგზავნილი, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი „დაიკარგა“ რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ იტყობინება Financial Times-ი, რომელიც ამ ვითარებას „შავ ვაჭრობას“ უწოდებს. ღია მონაცემების თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში შევიდა ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სატრანზიტო საქონელი. ამასთან, აღნიშნავს გამოცემა, ამ „შავი ვაჭრობის“ რეალური მოცულობა ბევრად უფრო დიდია. ევროპაში წარმოებული

EU: საქართველომ არ უნდა დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო გამოეხმაურა კრემლის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასა და ფრენების აღდგენაზე. 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან მოუწოდა საქართველოს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, "მათ შორის ავიაციის სექტორში." "ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ ცნობა რუსეთის ხელისუფლებისგან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსე

„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა: „ოცნება“ -53%, ენმ-19%

GORBI-მ სამთავრობო არხის, „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. „გორბის“ კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია: „იმედის“ ინფორმაციით, მათი დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, პოლიტიკური ნაწილის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებსაც მოიცავს და საზოგადოების განწყობას გამოხატავს. კვლევის სრულ შედეგებს „იმედი“ მოგვიანებით გამოაქვეყნებს. მე

დუმის დეპუტატი მზადაა, ითავოს რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ევგენი პოპოვი ამბობს, რომ მზადაა წარადგინოს წინადადება რუსეთისა და საქართველოს საპალარმენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის შესახებ, იტყობინება „რია ნოვოსტი“. დეპუტატის თქმით, საუბარი არაა „მეგობრობის ჯგუფზე“, მაგრამ ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში. გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე. მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილე

კელი დეგნანი - „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია - IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში

IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან

ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით - პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა

ამოსავალი წერტილი, რა შემთხვევაში შეიძლება ვითანამშრომლოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახთან ევროპაში, არის ღირებულებითი თავსებადობა. ამ კუთხით, ჩვენ გვქონდა პრობლემები „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ თანდათან შეიცვალა მიმართულება და ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი გახდა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არასდროს მიუღია მხარდაჭერა აღნიშნული პ

სამხარაძე: რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს საქართველოს ევროინტეგრაციის გზა დააზიანოს. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ და ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვი

ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლისას, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვა მებრძოლები ავრცელებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-ზე მეტი ქართველია დაღუპული. ნეტგაზეთი

ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია – კობახიძე რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “იმედის” ეთერით ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის, ასევე, პირდაპირ ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას და ამ თემაზე გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს საქართველოში.  კობახიძე აბსურდულს უწოდებს მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის “საჩუქარია” პრორუსული ხელისუფლებისთვის და ამბობს:  “სინამდვილეში რეალობა არის ერთი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის გამოხატულებაა ის

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას კონტრშეტევისთვის მეტი დრო სჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანას მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად, რადგან სამხედროებს ჯერ კიდევ სჭირდებათ დაპირებული დასავლური დახმარება. „იმით, [რაც გვაქვს] შეგვიძლია წინსვლა და წარმატების მიღწევა, მაგრამ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, უნდა დავიცადოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატო-ს ქვეყნების მიერაა გაწვრთნილი,

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან

ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა. დაუშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ და ახლა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებ

„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს

„ქართული ოცნება” "ევროპის სოციალისტურ პარტიას" ტოვებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პატია "ევროპის სოციალისტურ პარტიის" წევრი 2015 წლიდან იყო. კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების შესახებ ევროპის სოციალისტურ პარტიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება. “ევროპის სოციალისტურ პარტიის" იდეოლოგიური ტრანსფორმაცია მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიის და ქართველი ხალის ფასეულობებთან”,- განაცხ

ნათია მეზვრიშვილი - იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასავლეთისთვის არის მკაფიო მესიჯი, რომ საქართველო დგას რუსეთთან ერთად

რუსეთის ამ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევხედოთ ჩვენი მოქალაქეების პრაქტიკული საჭიროების ჭრილში (ოცნება შეეცდება ამაზე ააწყოს პროპაგანდა) -  ამ გადაწყვეტილებას უნდა შევხედოთ კონტექსტურად ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების ჭრილში, - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, პარტია "სქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც ნათია მექვრიშვილი აღნიშნავს, იმ ფონზე, როცა მთელი ცივილიზებული დასავლეთი შორდება რუსეთს, რუსეთთან ფიზიკური დაახლოება, დასა

„დადებითი გადაწყვეტილებაა, პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას“ - გავრილოვი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმის გაუქმებას. „ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასია

სტუდია მონიტორმა NCDC-ის პიარის ნინო მამუკაშვილის მეილის მიმოწერა მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომ სტუდია მონიტორს მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს

სტუდია მონიტორმა NCDC-ის პიარის ნინო მამუკაშვილის მეილის მიმოწერა მოიპოვა, სადაც ჩანს, თუ როგორ უკრძალავს ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომ სტუდია მონიტორს უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს. ამ საკითხზე ჩვენ ნინო მამუკაშვილს დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბარში აღნიშნული მიმოწერა უარყო. სტუდია მონიტორი· 

ნათია მეზვრიშვილი - ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება

"ქოლ-ცენტრებიდან შემოსული შავი ფული "ქართულ ოცნებას" არჩევნების გასაყალბებლად სჭირდება" - ექს-პრემიერის პარტია "ქართულ ოცნებას" ქოლ-ცენტრებისა და დავით კეზერაშვილის მფარველობაში ამხელს. პარტია "საქართველოსთვის" წვერი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ "ოცნებას" აწყობს, ყველაზე დიდ  ოპოზიციურ პარტიაში არსებობდეს ოლიგარქი, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულით აფინანსებს პარტიას, რათა შემდეგ თქვას, რომ ისინი უარესები არიან. დავით კეზერაშვილის და ხელისუფლების გარიგებაზე თავდაპირველად

ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი გადაწყვეტილებაა - დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის მისასალმებელი იქნებოდა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის მოქალაქეებს პირდაპირი ფრენების შესაძლებლობას მისცემდა. ამ კომენტარით გამოეხმაურა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესოს უვიზო რეჟიმი და რომელი ქ

გიორგი გახარია - რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგია - ივანიშვილი ქვეყანას აგრესორის მხარეს აყენებს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნა, მთავრობის „კარგი ქცევის“ შედეგია. მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს. „რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის “კარგი ქცევის” შედეგი

კახაბერ ქემოკლიძე - ისეთი პირი უჩანს, ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები”, მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან

ისეთი პირი უჩანს ოცნების აზრის და გეო-პოლიტიკის “გიგანტები” მალე იმას მოახერხებენ, რომ ომში მართლაც ჩავერთვებით - ოღონდ რუსების მხრიდან... “ფაშისტებზე” ისე ხშირად საუბრობენ, რომ მალე უკრაინის ტერიტორიის “უკრაინელი ფაშისტებისგან” გაწმენდას დაგვიანონსებენ (თანაც სიამაყით), - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. მისი თქმით, მოსკოვს განზრახული აქვს, "ოცნება" როგორც გაბანკროტებული ძალა, სათავისოდ გამოიყენოს. "ისეთი ტემპით მივდი

ლარი დოლართან თითქმის 5, ევროსთან კი თითქმის 3 თეთრით გაუფასურდა

ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 11 მაისს შევა ძალაში, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. 11 მაისისთვის 1 დოლარის ღირებულება 2.5294 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0464 ლარით მეტია. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, 11 მაისს 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 2.7707 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0277 ლარით მეტია. ლარის გაუფასურებ აუკვე აისახა სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში, სადაც 1 აშშ დოლარის ყიდვა, საშუალოდ 2.6 ლარად

სიმონიანი მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოს მთავრობას აქებს

რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მიესალმება პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას. მისი თქმით, ეს საქართველომ „თავისი სწორი ქცევით“ დაიმსახურა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. რუსეთის სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება. უვიზო რეჟიმი ძალაში 15 მაისიდან შევა. აგრეთვე, რუსეთმა გააუქმა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე. ნეტგაზეთი

„უარყოფითად იმოქმედებს EU-ს სტატუსის მიღებაზე“ — გიგიაძე რუსეთთან ფრენებსა და უვიზოზე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი , საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება ისევე როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა, უარყოფითად იმოქმედებს წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. როგორც „ნეტგაზეთთან“ საუბრისას გიგიაძე აღნიშნავს, რუსეთის გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, მოსკოვის მიმართ საქართველოს ხელისუფლების

ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტი აცდენილია რეალობას - შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: „თქვენ მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი“

პრეზიდენტს უნდა საქართველოს თავი დაამახსოვროს, როგორც ევროინტეგრაციისთვის მებრძოლმა, მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: "თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი”, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის მხრიდან შეზღუდვის გაუქმების თაობაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ვერ შედგა ვერც მთავარსარდალი, ვე

სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს

მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოება არის ერთიანი. „ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას. ჩვენ
×
×
  • შექმენი...