Jump to content
Planeta.Ge

საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს


საქართველოსა და რუსეთს შორის შესაძლოა, საზღვაო ტაქსი ამოქმედდეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც კრასნოდარის ტერიტორიის განვითარების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ილია შაკალოვმა განაცხადა, სიახლე ძირითადად ტურისტებზე იქნება გათვლილი და მისი საშუალებით რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩასვლასაც შეძლებენ.

მანამდე კი, საზღვაო ტაქსის გაშვება 2024 წლიდან სოჭსა და ნოვოროსიისკს შორის იგეგმება. შაკალოვის თქმით, წინასწარი საპროექტო დოკუმენტაცია მზად არის და ინვესტორთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. საუბარია 340 ადამიანის ტევადობის ორ კატამარანზე. გემებს ოპერირება თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით, დღეში ორჯერ შეეძლებათ.

 

 
eka-darchiashvili-1649832571.jpg
ავტორი:
ეკა დარჩიაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...