Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.270
  • comments
    0
  • views
    702.320

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზაზა თავაძე - აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია

"აშშ-ს მიერ კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სინდიკატმა, ფაქტია, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მათი სინდიკატის წევრად მოსამართლეთათვის დადგენილ 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში ვერ აქცია და შესაბამისად, საგულისხმოა, რომ ერთხმად, ღირსეული მოსამართლე ნინო გიორგაძის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. მოსამართლე გიორგაძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უფლებამოსილების შეწყვეტა, ცალსახად განხილულ უნდა იქნეს დამუკიდებელი სასამართლოს და მოსამართლის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად,

შალვა კერესელიძის კითხვები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს (ვიდეო)

შალვა კერესელიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს: - ქალაქ მცხეთაში, შესასვლელთან ახალი ხიდის მშნებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, შემდეგ ბრძანეთ რომ გასულ წელს დასრულდებოდა, თუმცა 2023 წელი მიილია და ჯერაც არ დასრულებულა. რა ხდება ამ ხიდთან დაკავშირებით? როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა? უკვე ფართოდ გავრცელდა მოსახლეობაში აზრი, რომ კორუფციული გარიგებების ნიშნები შეიმჩნევა. - უკვე ათი წელი გავიდა, რაც ქალაქი მცხეთა მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს, ა

კახა ქემოკლიძე - ოჩამჩირეში თუ რუსებმა დაიწყეს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა, ისევე როგორც სოხუმის აეროპორტის, 10-15 წლის შემდეგ უსაფთხოების პრიზმაში თუ შეაფასებენ ამ პერიოდს, პირდაპირ დაუკავშირებენ “ოცნების” გეოპოლიტიკურ ფლირტს რუსეთთან (ვიდეო)

“ოჩამჩირეში თუ რუსებმა დაიწყეს სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა და მოწყობა, ისევე როგორც სოხუმის აეროპორტის, 10-15 წლის შემდეგ უსაფთხოების პრიზმაში თუ შეაფასებენ ამ პერიოდს პირდაპირ დაუკავშირებენ “ოცნების” უმოქმედობას, უუნარობას, არაპროფესიონალიზმსა და რუსეთთან გეოპოლიტიკურ ფლირტს, აბსოლუტურად არასწორ დროს და არასწორ ადგილას.”  კახა ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  398155452_5922438644525970_3444722901032268624_n.mp4

შალვა კერესელიძე - მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომა - გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი (ვიდეო)

“ჩემ მიერ წარმოდგენილი მაღალმთიანი რეგიონების განვითარება კომპლექსურ ღონისძიებათა ერთიანი სისტემური მიდგომით, ეს გახლავთ ჩვენი საპარლამენტო პოლიტიკური გუნდის ხედვა და პირადად გიორგი გახარიას საჯარო გზავნილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მთაში მცხოვრები მოსახლეობისადმი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. სხვა შემთხვევაში მთა დაკარგავს თავის ისტორიულ, სასაზღვრო, აგრარურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ფუნქციას რის გარეშეც სახელმწიფოს ცალმხრივი განვითარება წარმოუდგენელია.”

რატი ბრეგაძე - კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა თბილისთან ახლოს დააკავეს - ახალი დანაშაულისთვის მათ დამატებით დაეკისრებათ სასჯელი 6-დან 8 წლამდე პატიმრობის სახით

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარი სამართალდამცავებმა „თბილისთან საკმაოდ“ ახლოს დააკავეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პატიმარი სრულწლოვანია, რომელთაგანაც ჯერ ერთი ადამიანის დაკავება შეძლეს, შემდეგ კი დანარჩენი ორის. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ძებნის ღონისძიება, არასრულ 24 საათში დასრულდა წარმატებით, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან მჭიდრო კოორდინაციით. სამივე პატიმარი განთავსებულია შესაბამის პ

მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული - 365 მლნ ლარის ხელფასები გასცა

შოთა ტყეშელაშვილი 02.11.23 12:27     საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის 9 თვეში 365 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 58 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშა

ბექა ლილუაშვილი - „ოცნების“ დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას

ძალიან მიკვირს, რატომ შემოაქვს პაპუაშვილს ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა - "ოცნების" დეპუტატების ნახევარზე მეტი მილიონერები არიან და მათთვის არ მგონია რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს ხელფასის მატებას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმად, დეპუტატებს ხელფასი გაეზრდება. ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატის ხელფასი თავის დროზე არ უნდა ყოფილიყო გამოცალკევებული

2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის

2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად: პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით), პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით), პარლამ

ანალენა ბერბოკი - კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ

კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა. ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობი

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის საგანგებო მიმართვა ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადება: ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ; მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარე

ანა ბუჩუკური - გამჭირვალე დემოკრატიულ ქვეყნებში სტანდარტი და პროცედურა არის ესეთი, რომ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რამდენად საშიშები არიან გაქცეული პატიმრები მოქალაქეებისთვის (ვიდეო)

"გამჭირვალე დემოკრატიულ ქვეყნებში სტანდარტი და პროცედურა არის ესეთი, რომ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რამდენად საშიშები არიან გაქცეული პატიმრები მოქალაქეებისთვის." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  398376361_874143000960949_7985960489455312702_n.mp4

გიორგი შარაშიძე - ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება (ვიდეო)

“ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია! ჩვენს მიერ გამოაშკარავებული ერთ–ერთი ხმაურიანი საქმე თბილისის მერიის მიერ რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ ხუთ მილიონამდე ლარის სპეცტექნიკის შეძენას ეხებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მერიამ მაინც არ გააუქმა ხელშეკრულება „კა

კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. ცნობისთვის, „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1 ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. იპნ

საგანგებო: ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია, მუშაობენ მაშველები, დრონები, ვერტმფრენები

ჩხოროწყუში, ლუგელას ხეობაში ხანძარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი მთის ფერდობზე ტყის მასივს უკიდია. მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები. უწყების განცხადებით, ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი

"ჩხოროწყუ საქართველოსთვის" - ლუგელას ხეობაში ტყის მასივი იწვის, ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისედ შევუერთდეთ ჩვენს გმირ მაშველებს

"მოგესალმებით მეგობრებო! ალბათ საინფორმაციო საშუალებებითაც შეიტყობდით, რომ ლუგელას ხეობაში ტყის მასივი იწვის. ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია,შესაბამისად მის ლიკვიდაციაში 150-მდე მაშველია ჩართული რეგიონის მასშტაბით. ჩვენმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისედ შევუერთდეთ ჩვენს გმირ მაშველებს. დღეს მუხურის ცენტრში შევიკრიბებით 13:00 საათზე. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შემოგვიერთდით." ჩხოროწყუ საქართვეელოსთვის

ქორწინების იძულების საქმეზე 14 წლის გოგოს დედას ბრალი წარედგინა - პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ქორწინების იძულების ფაქტზე 14 წლის გოგოს დედას ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 31 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა. პროკურატურის ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით

იუსტიციის სამინისტრო: გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დააკავეს

„ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმარიდან ერთ-ერთი დააკავეს, ინფორმაცია „პუბლიკას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული პირი არასრუწლოვანია და საკუთარ სახლში აიყვანეს, სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს. დანარჩენი 2 გაქცეულის ძებნა კვლავ გრძელდება. „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში გაიქცა. ისინი კლინიკაში კვლევებზე მიიყვანეს და ბადრაგებს გაექცნენ. იუსტიციის მინისტრმა, სამივე პატიმარს მოუწოდა „გო

იუსტიციის საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს საქმიანობა შეუწყვიტა

„სასამართლოს გუშაგი” დასჯად აფასებს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ნინო გიორგაძეს, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუწყდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 2023 წლის 1 ნოემბერს გაიმართა. საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა. ორგანიზაცია წერს, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა. ვინაიდან 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, საბჭოს

ნათია მეზვრიშვილი - კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა, ხელისუფლება ვერ მიიწერს. "ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ ქმედითი ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად (ვიდეო)

ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების წინააღმდეგ, მაგალითებით: კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა, ხელისუფლება ვერ მიიწერს. "ოცნებას" უნდა მოვთხოვოთ ქმედითი ნაბიჯები გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  398338607_1484931058715665_4511042282173461335_n.mp4

სამ გაქცეულ პატიმარს ისევ ეძებენ

“ავერსის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმებიდან გაქცეულ სამ პატიმარს ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. პატიმრები თბილისში მდებარე კლინიკიდან გუშინ, 1 ნოემბერს შუადღისით გაიქცნენ. გაქცევიდან რამდენიმე საათში მათ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიმართა და ჩაბარებისკენ მოუწოდა. მინისტრმა ასევე პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაეხმარე

პუტინს დე ფქტო სამხრეთ ოსეთში ქანდაკება დაუდგეს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფელ წორბისში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა ტრენერმა ჯამბოლათ თედეევმა დადგა. თავად თედეევს 2017 წელს პუტინისგან აქვს მიღებული ჯილდო “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის” როგორც ტელეგრამ baeston არხი წერს, თედეევმა ქანდაკების გახსნისას ვლადიმერ პუტინზე და 2008 წლის მოვლენებზე ისაუბრა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. მას შემდ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიას მიმართავენ

170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით, ევროკომისიას მიმართავს, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. მათივე განცხადებით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სჯერათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმულ

ნათია მეზვრიშვილი - გოგა რაზმაძისნაირი წესიერი სისტემაში ბევრია, გაბედული ცოტა... მისნაირები აუცილებლად შორს წავლენ, მორალისტებს და კეკლუცებს კი არაფერი ეშველებათ

ეს პოსტი მინდა იმ ადამიანებმა (პოლიტიკოსებმა თუ უფლებადამცველებმა) ნახონ, ვინც საჯარო მოხელეებს მუდმივად აბულინგებს, თითქოს „აშეიმინგებს“ რომ ხმა ამოიღონ, სისტემას დაუპირისპირდნენ, ამხილონ დ ა.შ. ვინც მოხელეებისგან მუდმივად ითხოვს „გმირობას“ და როცა ნამდვილი გმირი გამოჩნდება - არა ისეთი როგორიც თავად წარმოუდგენიათ - მოხელის ეთიკის დამრღვევი და საჯარო სამსახურში პოლიტიკით დაკავებული, არამედ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, აპოლიტიკური - ამ მორალის მკითხველებიდან ერთი ადამიანი არ ჩანს, ვინც ასეთ მოხ

მიშა დაუშვილი - დარწმუნებულები ვართ, რომ წინა საარჩევნოდ პოლიტიკური გარემო ბევრად უფრო დაძაბული იქნება,  “ოცნებას” დაშინება და მანიპულაციები უკვე დაწყებული აქვს (ვიდეო)

“დარწმუნებულები ვართ, რომ წინა საარჩევნოდ პოლიტიკური გარემო ბევრად უფრო დაძაბული იქნება, გაცილებით მძიმე ფაქტები გამოვლინდება, ძალადობაც იქნება და მუქარაც. “ოცნებას” დაშინება და მანიპულაციები უკვე დაწყებული აქვს. “ოცნება” პირდაპირ გვეუბნება, რომ მოქალაქეები კი არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს ჩვენი ძალაუფლება.”  მიშა დაუშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_1467693640718384_923305212756413031_n.mp4

გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, თავს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაესხნენ, რომლებმაც მისი მანქანის მიმართულებით 4 გასროლა განახორციელეს

დმანისის ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, რომელიც 2021 წელს, ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს ოპოზიციის კვოტით იყრიდა, დღეს, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების მხრიდან მასზე თავდასხმა განხორციელდა. კერძოდ, როგორც ტატუაშვილი განმარტავს, თავს მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი დაესხნენ. მისივე თქ
×
×
  • შექმენი...