Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.270
  • comments
    0
  • views
    702.314

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა

„ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს. როგორც სააგენტოს „ავერსში“ განუცხადეს, შემთხვევა, დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. მათივე ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. „ინტერპრესნიუსი“ პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ipn

გენდერულმა საბჭომ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფის საკითხი არ განიხილა

დღეს, პირველი ნოემბერს,  გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართა. თუმცა სხდომაზე არ განუხილავთ გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, რომლითაც მათ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას მიმართეს. როგორც პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, „ქართ

აბაშიძე ადასტურებს, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე კარასინთან საუბრობდა

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ნეტგაზეთს უდასტურებს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხზე გრიგორი კარასინთან წარსულში უსაუბრია. მისი თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ამ საკითხზე ბოლოს 2022 წლის მარტში ესაუბრა. ამ საუბრის ჩანაწერი გუშინ, 31 ოქტომბერს იუთუბ არხ “კიბერ კმარაზე” გავრცელდა და მისი ავთენტურობა აბაშიძემ დაუდასტურა ჯერ IPN-ს, შემდეგ ნეტგაზე

სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით, მხარი დაუჭირა ცვლილებას „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში. ეს ნიშნავს, რომ სავალდებულო საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან პორტფელებში 2028 წლის იანვრამდე დარჩება. 2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტომ მოქალაქეების დანაზოგები მაღალრისკიან აქტივებში განათავსა. თანხა, რომელსაც სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების გადასახადებიდან გროვდება, ამ დრომდე დაბალრისკიან აქტივებში იყო განაწილებული — სახელმწიფო ობლიგაციებსა და საბანკო დეპოზიტებში.

პარლამენტმა აჭარის საზმაუს ბორდში გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს. გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში. ივლისში პარლა

შალვა პაპუაშვილი - არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით?

ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას. იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქ

ბექა ლილუაშვილი - ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს (ვიდეო)

"ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს. მის არსენალში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია - ლანძღვა-გინება." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  396191219_1258046658218723_5577489314334996573_n.mp4

პარლამენტის პლენარულ სხდომათა კვლავ ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი ბერაიას გადადგომას მოითხოვენ

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს. დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს, ამიტომ სალაპარაკო არ უნდა გახადოს და დღესვე უნდა გადადგეს. „კაცი

თეონა აქუბარდია უმრავლესობას - თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!

თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს - მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს. „ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე

საქართველოში „სტარლინკი“ ჩაირთო — რა ეღირება სატელიტური ინტერნეტი

საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ილონ მასკის დაფუძნებული კომპანია „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტი. კომპანიის მონაცემებით, საქართველო სამეზობლოში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც „სტარლინკი“ ჩაირთო. „სტარლინკის“ ინტერნეტი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2024 წელს ჩაირთვება, თურქეთში კი კომპანია მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. რაც შეეხება რუსეთს, აქ „სტარლინკი“ შესვლას ამ ეტაპზე არც გეგმავს. სწრაფი სატელიტური ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, ინტერნეტის მიმღები

ომბუდსმენის თქმით, შსს-მ “არგუმენტებით გააქარწყლა” გოგა რაზმაძის მონათხრობი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ომბუდსმენი დასაბუთებას სრულად არ აქვეყნებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწ####ბელი არგუმენტაცია”. ომბუდსმენის ასევე ადასტურებს, რომ საქმის წამროების ფარგლებში მოწმეები არ გამოუკითხავს. “სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ გა

“ნამეტანი არ მოგივიდეთ, შეირგეთ ბოდიში” – მდინარაძე ქალ დეპუტატებს

„ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ თეონა აქუბარდიასთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო. დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის

მერია ნარიყალის ციხის რეაბილიტაციას გეგმავს და ამისთვის 5.5 მლნ-ს დახარჯავს

თბილისში ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ციხის გარე პერიმეტრის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას და შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა იწყება მეორე ეტაპი. მერიის ცნობით, პირველი ე

ბექა ლილუაშვილი ირაკლი ბერაიაზე - ყველანაირი უმსგავსობის რეკორდი მოხსნა კომიტეტის თავჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე (ვიდეო)

“ყველანაირი უმსგავსობის რეკორდი მოხსნა კომიტეტის თავჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე. მერე ეს ხალხი გამოდის და უხამსი შეფასებების შესახებ კანონპროექტს იღებს საქართველოს პარლამენტში. გამოდიან და გვასწავლიან ჭკუას ვაჟკაცობაზე, ქართველობაზე და ევროპელობაზე.”   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   396971703_2103842706629297_8113675887281479571_n.mp4

ყოფილ იპოდრომთან 80 ათას კვ.მ-ს ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორიც სოსო ფხაკაძეა

თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ, 80 145 კვ.მ ფართობის ტერიტორიას ფონდი ქართუსაგან ყიდულობს კომპანია, რომლის დირექტორი “ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძეა. ტერიტორიის შესყიდვაზე ფხაკაძის ახალი კომპანიის, შპს “ცენტრალ პარკ ავენიუს” განცხადება 27 ოქტომბერს შევიდა საჯარო რეესტრში. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელი კომპანია “იდეაა”, რომლის წილებსაც თავის მხრივ სწორედ სოსო, ლევან და სამსონ ფხაკაძეები ფლობენ. “იდეის” გარდა, “ცენტრალ პარკ ავენიუს” ფლობს კიდევ 3 სხვა კომპანია — შპს “

„ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალებს პარლამენტში შეურაცხყოფა მიაყენეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ღუდუშაურმა და ბერაიამ ოპონენტებთან დისკუსიისთვის სექსისტური ენა გამოიყენეს. ალუდა ღუდუშაურის გამოსვლა მოჰყვა „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების ვიზიტის დაშვების შესახებ. ალუდა ღუდუშაურმა თავდაპირველად ხვიჩიას მიმართა და მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა

ანა ნაცვლიშვილი - კობახიძე უნდა იდგეს და საზოგადოებას ამცნობდეს, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს პარტია უღირსი საქციელის გამო ბერაიასთან დაკავშირებით - სამზარეულოში ყავაზე ჯდომა და დაგმობა, რომ არ მოეწონათ მისი საქციელი, არის ლაჩრობა

"ქართულმა ოცნებამ", თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ, რაც იკადრა ამას კაცობა არ ჰქვია, სწორედ ამიტომ არის პატარა კაცობა ის, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდიასთან ერთად ბრიფინგზე ქალების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიასა და ძალადობაზე ისაუბრეს სხვა ქალმა დეპუტატებმაც. "როცა "ქართულ ოცნებას

პრეზიდენტი - დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქალებს - მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები

მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს. მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს., - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები. „მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტ

ბექა ლილუაშვილი - როგორ ითვალისწინებს „ოცნება“ მოსახლეობის ინტერესებს ყველაზე კარგად ბენზინის ტაბლოზე ვხედავთ

როგორ ითვალისწინებს „ოცნება“ მოსახლეობის ინტერესებს ყველაზე კარგად ბენზინის ტაბლოზე ვხედავთ.    3,30 ლარს გადაცდა ყველაზე იაფასიანი ხარისხის მქონე საწვავის ფასი. ეს არის ის აღზევებული ეკონომიკა, რომელიც რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების გაორმაგების ხარჯზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება?!    როცა საუბარი გვქონდა საწვავის ფასების თემატური მოკვლევის ჩატარების თაობაზე პარლამენტში უარი გვითხარით. საერთოდ უარს ეუბნებით ყველა იმ ინიციატივას, რო

ანა ბუჩუკური - პერსონალურად ირაკლი კობახიძე კვირის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც, მისივე მტკიცებით, არანაირი რეიტინგი არ აქვს (ვიდეო)

“პერსონალურად ირაკლი კობახიძე კვირის განმავლობაში რამდენჯერ ახსენებს გიორგი გახარიას, რომელსაც, მისივე მტკიცებით, არანაირი რეიტინგი არ აქვს. ელემენტარული ფსიქოლოგიაა, ადამიანს ხშირად ახსენებ ორ შემთხვევაში, როდესაც მასზე შეყვარებული ხარ, ან როცა მისი გეშინია. მთლად შეყვარებული თუა, მაგდენი არ ვიცი…” ანა ბუჩუკური, საპარლამრნტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_704798421225605_6227588120969926731_n.mp4

თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, თენგიზ არჩვაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიმდინარეობდა, სადაც არტისტის ხსოვნას პატივი მიაგეს მსახიობებმა, მომღერლებმა, მწერლებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებმა. მსახიობი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტებით გააცილეს. მის ღვაწლსა და შემოქმედებაზე საუბრობდნენ მისი კოლეგები. თენგიზ არჩვაძეს ქართულ თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი განასახიერა

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს. „ბატონო იაგო დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგია სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუ

გახარიას პარტია: რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს

რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კ

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და რევოლუციას ვერავინ განახორციელებს“, ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა „საჩქარო აღარაა“

კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით. მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის

"საქართველოსთვის" - "ოცნება" გაყალბებული კვლევების გამოსაქვეყნებლად  ემზადება

პარტიის „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ მორიგ გაყალბებულ კვლევას და მისთვის სასარგებლო შედეგებს გამოაქვეყნებს.  ბოლო პერიოდის უწყვეტი პროპაგანდა გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური პარტიების თუ პერსონების არარსებული ალიანსების შესახებ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს კი 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ნაწილია იმ შეზღუდვებთან ერთად, რომელსაც მართველი პარტია საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს, როდესაც დაუსაბუთებლად ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტა
×
×
  • შექმენი...