Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    9.757
  • comments
    0
  • views
    320.446

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა... ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა

ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა - ორიოდ  დღის წინ გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს. მისივე განცხადებით, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ხალხის კეთილდღეობისთვისაც.    "როგორც

რუსული მედია - რუსეთში ღვინის შემომტან ქვეყნებს შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია

2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს - მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთი, საფრანგეთი და პ

ანა მალიარი - მტერი ადვილად არ დანებდება, ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით. „უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რო

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ილია ჭავჭავაძის გამზირზე თავს დაესხნენ

ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა. მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა. „ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით - „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგ

ნათია მეზვრიშვილი - რაც უფრო დიდი ხანი იქნება "ოცნება" ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს

რაც უფრო დიდი ხანი იქნება ოცნება ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი განცხადებით,  ხელისუფლება ორგანიზებულ ძალადობრივ დაჯგუფებად არის გადაქცეული. "ერთადერთი მორალური უპირატესობა ჰქონდათ 2011-2012 წლების ნაცმოძრაობისგან და ისიც წაშალეს, უფრო მეტიც, გაცილებით საშიშები არიან ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს.", - წერს

უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ომში, ბოლო 24 საათში, 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს,

უკრაინის გენშტაბი - რუსების მიერ წუხანდელი თავდასხმის დროს გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. „ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, - აცხადებენ გენშტაბში. ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამო

პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა (ფოტოები)

პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა, - ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვკითხულობთ. განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმორდგენილი, რომელმაც ქვეყნის 7 რეგიონში ქალთა საჭიროებების კვლევა განახორციელა. ქალთა ორგანიზაციის შექმნ

ანა ბუჩუკური - გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის

გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და პარლამენტის  დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ე

გიორგი გახარია - პარტია „საქართველოსთვის'' იქნება პარტია, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე, საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტი ქალი ეყოლება წარმოდგენილი (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია - დღეს ქალთა ორგანიზაცია დავაფუძნეთ. პარტია „საქართველოსთვის'' იქნება პარტია, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე, საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტი ქალი ეყოლება წარმოდგენილი. 355378830_127148350399380_9178574582500596889_n.mp4

პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს - პროტესტის მონაწილეები ხვალ მსვლელობას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება. ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, 20 ივნისს,16:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამარ

კულტურის სამინისტრო უხეშად ცდილობს თბილისის ღვინის მუზეუმის საქმიანობაში ჩარევას - ღვინის მუზეუმი

თბილისის ღვინის მუზეუმი ავრცელებს განცხადებას, რომლიდანაც ვიგებთ, რომ  თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორის, ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმს  სამუშაო საათები უნდა შეუმცირდეს. „აღნიშნულის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობას სამუშაო კვირის ბოლო დღეს პირადად მუზეუმის დირექტორმა, ნინო ჭიპაშვილმა მოულოდნელად აცნობა. ჭიპაშვილმა გვითხრა, რომ მისი გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმის სამუშაო საათები უნდა შემცირდეს 20:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, უნდა შემცირდეს სამუ

„მოლაპარაკება ჩიხში შევიდა“ - „მანგანეზი“ ხელფასის ზრდაზე მოთხოვნას ალოგიკურს უწოდებს

„ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური“, – განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებ

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს. კონსერვატორიის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მუსიკოსს და კონსერვატორიელს!, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. 

TI: „ელექტროსისტემაში“ ზარდიაშვილსა და სასამართლო კლანთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს, რომ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოავლინეს. სავარაუდო ნეპოტიზმი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს და სასამართლოს ე.წ. კლანთან დაახლოებულ ვანო ზარდიაშვილს უკავშირდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკით

16:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, მოვდივართ ჭიათურიდან – მაღაროელები

დღეს, 19 ივნისს 16:00 საათზე გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ მაღაროელებმა ფეისბუკ გვერდზე დაწერეს. დღეს მათი გაფიცვის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა. „დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან,“ – წერენ მაღაროელები.   ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებე

ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს - თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ ეს არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, - "თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს". როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს  სამართლიანად არ აპატია -  გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება

19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. ipn

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების Ka-52 ვერტმფრენი, დრონები და საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაანადგურეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - დღის განმავლობაში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯა

რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინას სურს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შემდეგ გაწევრიანდეს და იგივე სცენარით

უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ოკუპაციისგან 8 დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალების შეჩერება სცადა, იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა.

რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინას სურს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შემდეგ გაწევრიანდეს და იგივე სცენარით

უკრაინას სურს გახდეს ნატო-ს შემდეგი წევრი მას შემდეგ, რაც შვედეთი შეუერთდება ალიანსს, - ამის შესახებ უკრაინას უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ უკრაინის „ფინეთიზაციაზე“. მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ში მიიღეს, მზად ვართ ფინეთის გზას დავადგეთ, ჩვენ მზად ვართ ასეთი „ფინეთიზაციისთვის". 24 თებერვლის შემდეგ ფინეთი გახდა ნატო-ს 31-ე ქვეყანა, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შვედეთი 32-ე ქვეყანა გახდება. ჩვენ გვინდა

"დავგუგლე და გიორგი გახარია ამომიგდო. ასე "დაგუგლული“ მივედი მასთან" - დეპუტატ ანა ბუჩუკურის ინტერვიუ ოჯახზე, კარიერაზე, პოლიტიკაში წუწუნით მოსვლასა და ოთხფეხა მეგობრებზე

ის 33 წლი­საა და უკვე საკ­მა­ოდ მდი­და­რი ბი­ოგ­რა­ფი­ით. კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ზრდას გა­მარ­თლე­ბას უმად­ლის, იმას, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას მოხ­ვდა. "გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში ორ რა­მეს არ ვუშ­ვებ­დი - მე­მუ­შა­ვა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი სა­ჯა­რო პირი. ისე წა­ვი­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, ერ­თმაც მო­მი­წია და მე­ო­რე­მაც“, - ამ­ბობს, მაგ­რამ მა­ინც მად­ლი­ე­რია, ვი­ნა­ი­დან ამ ყვე­ლა­ფერ­მა პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში შე­უ­წყო ხელი. რო­გორც ამ­ბობს, ბა

"საქართველოსთვის" - მორიგი შეხვედრა გუნდის წევრებთან ბათუმსა და ოზურგეთში (ფოტოები)

"საქართველოსთვის" - მორიგი შეხვედრა გუნდის წევრებთან ბათუმსა და ოზურგეთში:

მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა

ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მაღაროელების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ჩართვიდან. გიორგი კუპატაძე მაღაროში აღდგენა ვენტილაციის ცვლის უფროსია. ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და სხვა მაღაროელები ამის წინააღმდგენი იყვნენ. ნეტგაზეთი

ლაშა კილასონია - დღეს არც გახარიაა პრემიერი და არც მოწერელია - გუბერნატორი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ამ ადამიანებს არ დავუკარგოთ ნანგრევებად ქცეულ შენობა-ნაგებობის აღდგენაში შეტანილი წვლილი

ძალიან სასიხარულოა, რომ ედმონდ ფრიკის შენობის რეაბილიტაცია სრულდება, მაგრამ არავინ არ აღნიშნა ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული შენობა ეკუთვნოდა ვისოლ ჯგუფს და უპატრონოდ იყო მიტოვებული - ინგრეოდა, ასევე მინდა აღვნიშნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ,ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით და გიორგი გახარიას უშუალო მონაწილეობით, როგორ მოხდა ამ შენობის სახელმწიფოსთვის დაბრუნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა კილასონია წერს. როგორც ლაშა კილასონია აცხადებს, დღეს არც გახარიაა პრე
×
×
  • შექმენი...