Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგია ახალგაზრდებისგან და ქართული გენოფონდისგან დაცლილი სამეგრელოს ქართული სოფლები და დემოგრაფიული კრიზისის წინაშე მდგომი საქართველო


"ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად, ვიმყოფებოდით ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის და სენაკის მუნიციპალიტეტებში. შევხვდით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს იმედგაცრუებულ მოსახლეობას, რომელიც უკვე ორი წელია უშედეგოდ ელოდება მონატრებულ გაზიფიცირებას, რომელიც, 2020 წელს დაიწყო და ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო გამრიცხველიანების და ბუნებრივი აირის მიწოდების პროცესი, თუმცა, სოფელ ხაბუმეს მოსახლეობის 100- მდე ოჯახი, დღემდე ბუნებრივი აირის გარეშე რჩება. მიზეზი გახლავთ ის, რომ კომპანიამ, რომელიც სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებდა დაარღვია ყოველგვარი სამშენებლო ნორმები და დააზიანა მიწისქვეშ განთავსებული ბუნებრივი აირის მილი, თან ისე, რომ აღდგენასაც არ ექვემდებარება და საჭიროა თავიდან გაკეთება.  

წლევანდელ ზამთარს, გასული წლის ზამთრ მსგავსად, ადილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხის პროტესტი დღემდე ყურად არავინ იღო და მხოლოდ ტყუილი დაპირებებით, უშედეგოდ ელიან პრობლემის მოგვარებას. ისევე როგორც სოფელ კირცხის მოსახლეობა - უშედეგოდ ელოდება აბონენტებად დადგომას და ნანატრი გაზის ანთებას.

არაეფექტიანად მართვის შედეგია ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზუმი, კირცხი, ნაფიჩხოვოს, ზღვაიას, საჩინოს, ლიის და ფახულანში სარეაბილიტაციოდ დაცლილი და დაშლილი საჯარო სკოლები, რომლებიც უხარისხობის თუ ვადის გადაცილების გამო, როდის დასრულდება კაცმა რომ არ იცის.

დიახ, არასახელმწიფოებრივი მიდგომის შედეგია, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს  მეთხილე ფერმერებთან ერთად ეზრუნა და აეღო სრული პასუხისმგებლობა მავნებლების და დავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიან გატარებაში, სახელმწიფომ ნაკლები შრომით და პასუხისმგებლობის შემცირების მიზნით, ძირითადი პასუხისმგებლობა დააკისრა ისედაც გაჭირვებაში მყოფ მეთხილე ფერმერებ და არაეფექტიანი პროგრამის დანერგვით, ისედაც სიდუხჭირეში მყოფმი ფერმერები, წინასწარ გაწირა სიღარიბისთვის. 500 ლარიანი ბარათები კი ხშირ შემთხვევაში გამოიყენებულ იქნა არამიზნობრივად და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად. შედეგად კი მივიღეთ დავადებებისგან და მავნებლებისგან მიყენებული ზიანის მაშტაბების გაზრდა, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი  საექსპორტო პოტენციალის მქონე თხილის მოსავლის  ხარისხის გაფუჭება და ისედაც სიდუხჭირეში მყოფი ფერმერების ყოფითი პირობების კიდევ უფრო გაუარესება.

არაპრაგმატული პოლიტიკის შედეგია ახალგაზრდებისგან და ქართული გენოფონდისგან დაცლილი სამეგრელოს ქართული სოფლები და დემოგრაფიული კრიზისის წინაშე მდგომი საქართველო.

როდესაც მრავალი წლის წინ მთის მოსახლეობა ხმამაღლა გაიძახოდა, რომ მთა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე დგას და სახელმწიფოს შველას ითხოვდა სამწუხაროდ მთის ხალხის სიტყვა ყურად არავინ არ იღო. დღეს უკვე დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არა თუ მთის არამედ ბარის სოფლები და ქალაქებიც დგანან და  ასე თუ გაგრძელდა მალე სოფლებში ხმისგამცემი კაცი აღარ გვეყოლება და ადამიანებისგან დაცლილი და ფუძეჩაბნელებულ სოფლებიღა შეგვრჩება ხელში.

მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო და ჟამი, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ დგომით, იმედიანი სიტყვით და მართალი საქმით, შევძლებთ, დავუდგეთ ქართულ სოფელს გვერდით, და ხალხისგან დაცარიელებულ სოფლებსაც გავამაგრებთ და ქვეყნის მომავალი თაობა უიმედობის გამო არასდროს აღარ იფიქრებს საკუთარი სოფლიდან და ქვეყნიდან გაქცევაზე."

 



შალვა კერესელიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 

ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1620630502100947/

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...