Jump to content
Planeta.Ge

მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს


მაშველებმა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის­ სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა თოვლის მასიდან ამოიყვანეს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს.

„სამუშაოებში ჩართული იყო 200-ამდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...