ევროკავშირმა რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
„საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ“, - ნათქვა
"თუ ვინმეს უნდა ამ ქვეყანში კორუფციის დამარცხება და გამჭირვალობაზე აქვს პრეტენზია, გაგვცენ კითხვებზე პასუხი. არც ერთ მიმართვაზე ერთი წლის განმავლობაში პასუხი არ გაუციათ, რაც კონსტიტუციის დარღვევაა. კობახიძე ჯერაც ვერ მიხვდა, როგორც ჩანს, რომ 25 ოჯახის მომსახურე პერსონალია. ამ ხალხის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი რესურსი დღეს არის კორუფცია."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1
"კომიკურია, როცა კობახიძე-კალაძის დაჯგუფება კორუფციაზე და გამჭირვალობაზე საუბრობს და სხვას მიუთითებს. "
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370978107114492/
თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირები ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე არიან.
დაკავებულები სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ინაიშვილი და გვიანიძე სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა განუცხადა, ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ და თავს დ
ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის, ვიტალი (თემურ) კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის ორი თანამშრომელი დააკავეს, მესამე მიმალვაშია.
გალის რაიონის დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.
გამოძიების თა
თბილისის ზოოპარკის განცხადებით, სოფელ იფნარას ტყეში ხეზე მიბმული დათვი, რომლის ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, თბილისის ზოოპარკში, ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ზოოპარკის განცხადებით, დათვი საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხოველს კისრის არეში აქვს დაზიანება:
„ღამით გორის პოლიციიდან დაგვიკავშირდნენ და დათვის გადმოყვანასთან დაკავშირებით დახმარება გვთხოვეს. ჩვენი ვეტექიმი მათთან ერთად გაემგზავრა გორის რაიონის სოფელ იფნარას მიმდებარე ტყეში,
პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევა 9 თებერვალს, წერილით მიულოცა.
მოგვიანებით ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს წერილის ასლიც მიაწოდა.
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არც საიტზე, არც სოციალური მედიის გვერდებზე მილოცვის ტექსტი არ გამოუქვეყნებია.
დღეს, 12 თებერვალს, „ქართული ოცნების” წევრებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, რაც „დამაზიანებელი და პოლიტ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
მათი ცნობით, თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13
მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტები აქციას მართავენ, ისინი მკურნალობისთვის დაწესებული ლიმიტის მოხსნას ითხოვენ.
პარალელურად პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კანცელარიაში პირველ მთავრობის სხდომას მართავს.
ონკოპაციენტები ირაკლი კობახიძის სახელზე ადმინისტრაციაში წერილის შეტანას გეგმავენ. ისინი სთხოვენ პრემიერს, დაინახოს მათი პრობლემები და გაეცნოს მათ მოთხოვნებს.
ონკოპაციენტების მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს ლიმიტი – 25 000 ლარი, რომლითაც სახელმწიფო წელიწადში ერთი ონკოპაციენტის მ
პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ საქართველოში ჩარტერული რეისით 15 მოქალაქე გამოუშვა. უწყების ცნობით, დეპორტირებულებიდან 3, საზღვრის უკანანო კვეთის გამო, საშიშროებას წარმოადგენდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.
უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დეპორტაციის ოპერაცია, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მოიცავდა უცხოელებს, რომლებიც გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს.
პოლონური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ოპერ
გასულ, 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა.
ყველაზე ბევრმა 3 808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა. მათ შორის 2 439 ბიჭი და 1 369 გოგო იყო.
სხვა კლასებში კი მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია: 1-ელი კლასი - 832 (449 ბიჭი, 383 გოგო); მე-2 კლასი - 1 137 (600 ბიჭი, 537 გოგო); მე-3 კლასი 1 008 (547 ბიჭი, 461 გოგო); მე-4 კლასი - 1 015 (523 ბიჭი, 492 გოგო); მე-5 კლასი 1 032 (573 ბიჭი, 459 გოგ
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუ
კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.
"ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნი
ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი.
სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრე
ბერდია სიჭინავა ნინო ჟიჟილაშვილს: გახსოვთ იმ პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც 20 ივნისს თვალი დაკარგა?
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1441059273199596/
"დღეს თუ ვინმეს აწყობს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგი, მათ შორის პოლიტიკაში, ეს არის- ივანიშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", მათ ეს საერთო თანამშრომლობის ამოცანა აქვთ."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1049911019401097/
გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისა
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ გეოლოგების 8 ჯგუფი საქართველოს მასშტაბით სტიქიის ზონებში სწავლობს ვითარებას.
მათი ცნობით, 6 თებერვლიდან გეოლოგების ჯგუფმა შეაფასა 189 ოჯახი.
„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთშ
ფოტო ჯგუფიდან „თბილისური ფოლორცი“/ტიმოთე მერქელი
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 9 თებერვალს ახალი ინსტალაცია დაიდგა.
„დროის ნაწნავები“ გიორგი ხანიაშვილის პროექტია და ის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ პროექტის ფარგლებში, წელიწადზე მეტი ხნით განთავსდა.
„დროის ნაწნავები“ წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვ
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებული 80 წლამდე კაცია.
პროკურორ ანა როყვას ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა. უწყება მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ანა როყვას თქმით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულ
"ოცნება" ცდილობს დაშლილი, მიშლილი, მოშლილი "ნაც.მოძრაობა"როგორმე გადაარჩინოს, ამას ემსახურება კანონმდებლობის სრულად დარღვევით უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმარი სააკაშვილისთვის პარტიული საქმიანობის განხორციელება პირდაპირ სასამართლო პროცესიდან. მოსამართლე სხვა პატიმრებისგან განსხვავებით სააკაშვილს აძლევს უფლებას ილაპარაკოს პოლიტიკურ პროცესებზე, 7 ნოემბრის უმძიმესი საქმის ნაცვლად.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.
„მეტალურგია აქ დაახლოებით 7000 წლის წინ და უფრო ადრეც გამოჩნდა. ესე იგი, საერთო ქართველური ენის დაყოფის დრო მანამდე უნდა ვეძებოთ.“
„მიწათმოქმედმა ხალხებმა, პირველ რიგში, აითვისეს მტკვრის და ჭოროხის აუზები. ხოლო დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, 4 000 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად არსებობას განაგრძობდნენ მონადირე-შემგროვებლები.“
„მეგრელები გენეტიკურად უფრო ახლოს არიან სვანებთან. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი მეგრელებისა, მეტყველებენ სვანურად თავის დროზე. შემდეგ ზანურმა, რომლისგანაც
სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა გასულ ღამით რუსების მხრიდან ხარკოვზე დრონებით თავდასხმას. მათ შორის სამი ბავშვია – ჩვილი, 4 და 7 წლის ბავშვები. ინფორმაციას, ხარკოვის ოლქის გუბერნატორ ოლეგ სინიეგუბოვზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ, ცეცხლი რამდენიმე სახლს მოედო. Ukrainska Pravda-ს ცნობით, 15-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა თქვა, რომ რუსული აგრესია მათი ქალაქის მიწასთან გასწორებას ცდილობს.
“მაგრამ ჩვენ ამა