Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.249
  • comments
    0
  • views
    702.077

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვარკეთილში ხანძარი პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების სათავსოზე იყო გავრცელებული - დამწვარია 4000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია

„ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული იყო პლასტმასის საწყობსა და ავტომანქანის მეორადი ნაწილების საწყობზე. მეხანძრე-მაშველებმა დროულად იმუშავეს, მოახდინეს კერის ლოკალიზაცია და აღკვეთეს სხვა საწყობებზე ხანძრის გაჩენის შესაძლებლობა. ხანძრის ფართობი 4000 კვადრატამდეა, - ამის შესახებ სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. „ხანძარი

"საქართველოსთვის" - ჩვენი პარტია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - „ოცნების“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტების მიღება რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა...

პარტია "საქართველოსთვის" განცხადება ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით:   "როგორც საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს გადამწყვეტ სადეპუტატო მანდატებს: რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირა და მიიღო ამ მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტები. მათ შორის: - 21 დე

გზების ჩამონათვალი, სადაც I ინვრიდან სავალდებულია ზამთრის საბურავები

ცნობილია იმ გზების მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სავალდებულოა ზამთრის საბურავებით ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილება. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს. ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ გზის შემდეგ მონაკვეთებზე: ზამთრის საბურავების გარდა,

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ამილახვრის I მოადგილედ დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ არჩეული ალექსანდრე წულაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ალექს

ანა ბუჩუკური - გვეჩქარება ძლიერ დასავლელ პარტნიორებთან დაახლოვება, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა აღვიდგინოთ დაკარგული ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში (ვიდეო)

"გვეჩქარება ძლიერ დასავლელ პარტნიორებთან დაახლოვება, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა აღვიდგინოთ დაკარგული ლიდერის სტატუსი ასოცირებულ ტრიოში და რაც შეიძლება მალე მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეთ."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GHDZvBjBcCW1PfkEAMyDY1UqjRhybmdjAAAF.mp4

უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში უცნობი ობიექტი შევიდა - ანჯეი დუდამ საგანგებო შეხვედრა მოიწვია

უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი შევიდა, რის გამოც, ქვეყნის ლიდერმა, ანჯეი დუდამ სამხედრო მაღალჩინოსნებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია. პოლონეთის საჰაერო სივრცეში დაუდგენელი ობიექტის შესვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „დილით, ამოუცნობი საჰაერო ობიექტი უკრაინის საზღვრის მხრიდან პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში შემოვიდა და საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან სიგნალის გაქრობამდე, მას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის

თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში ხანძარია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაადასტურა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. იპნ

„ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

კომპანიები – „ავერსი“, პსპ და „მერმისი“ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას შეთანხმებული ქმედების გამო მათი დაჯარიმების თაობაზე სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაციის წევრი ეს კომპანიები კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებს ცალსახად არ ეთანხმებიან და ყველა კომპანია კანონით განსაზღვრულ ჩარჩოში ოპერირებს. დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდ

პედაგოგმა ფოთიდან სკოლას სასამართლო დავა მოუგო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თამარ ფაჩულიას მოთხოვნა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ფოთის #1 საჯარო სკოლის მიერ მასწავლებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და სკოლას გასაუბრების ეტაპის თავიდან ჩანიშვნა დაავალა. ფოთის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტურ საათებზე კონკურსი 2022 წლის 15 აგვისტოს გამოაცხადა. თამარ ფაჩულიამ ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. მან გასაუბრების ეტა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე მშენებარე ხიდის ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით და უხარისხოდაა შესრულებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის

ევროკავშირის ოფისი - გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი

გადაწყვეტილება, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი,- ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის ს

ჯანდაცვის სამინისტრო - ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას - უწყებას თითოეულ არაკეთილსინდისიერ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება

ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ შეთანხმებული ქმედების გამო 4 ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკუ

გიორგი შარაშიძე - ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ცდილობს დღესასწაულების ხარჯზე "გაძვრეს" (ვიდეო)

ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ცდილობს დღესასწაულების ხარჯზე "გაძვრეს."  შარაშიძე გიორგი, თბილისის საკრებულოს წევრი. GBc0vhhpa0ivh9QDAFbILRzscwIDbmdjAAAF.mp4

მიშა დაუშვილი - ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა (ვიდეო)

აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF (1).mp4

 ბერდია სიჭინავა - რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ ყოველდღიურად გადადგამს ნაბიჯებს... (ვიდეო)

"რუსეთი აფხაზეთის ანექსიისკენ ყოველდღიურად გადადგამს ნაბიჯებს, ჩვენ კი ერთადერთი შესაძლებლობა გვაქვს, აფხაზებს ერთიანი ევროპული სახელმწიფოს შექმნა შევთავაზოთ, სადაც აფხაზები უკეთ დაიცავენ საკუთარ ენასა და კულტურას, ჩვენ კი ერთიანი ევოპული სახელმწიფოს ნაწილი ვიქნებით"      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. GHCUvhj1JEElYUABAKTOcP8UiHRhbmdjAAAF.mp4

გიორგი შარაშიძე - ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშვენებლობისას საქმე გვაქვს კორუფციულ ინტერესებთან, რის გამოც შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი. ეს ფული კი , ყველამ კარგად ვიცით, სჭირდებათ საარჩევნო მიზნებისთვის (ვიდეო)

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე მშვენებლობისას საქმე გვაქვს კორუფციულ ინტერესებთან, რის გამოც შევიტანეთ პროკურატურაში სარჩელი. ეს ფული კი , ყველამ კარგად ვიცით, სჭირდებათ საარჩევნო მიზნებისთვის.  რა დაუშავა თბილისმა და თბილისელებმა კალაძეს გაგვაგებინოს. რა გაუკეთა ტვერელს?! რა გაუკეთა ანჩისხატს, სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს?! რა ხდება აბანოთუბანში?! ეს არის პირდაპირი ძალადობა ქალაქზე, რომელიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. ასეთი უპასუხისმგებლო ძალა თბილისში უმრავლესობით ვეღარ

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი ავრცელებს. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის“, - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა. ცნობისთვის, პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევრო

 გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა

გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა.  პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება.  კომპლექსის 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს. რადიო თავისუფლება

ახმეტაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

უბედური შემთხვევა კახეთში. სტიქიას ხანდაზმული ემსხვერპლა. ფაქტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა. 79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იპნ

მიშა დაუშვილი - აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა (ვიდეო)

"აფხაზეთში მიმდინარე პროცესები არის ანექსიის კიდევ ერთი გამოვლინება. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესაკავებლად ხელისუფლებამ მთავარი, რაც უნდა გააკეთოს, არის ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა. მათი მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთული იქნება რუსეთის საოკუპაციო მიზნებისთის ხელის შეშლა." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  GPrjvBitDpk2ec0DALQcV5rYhUgwbmdjAAAF.mp4

თბილისის საკრებულოში ხმაურია

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. ერთმანეთს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე და საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლილე ლიპარტელიანი დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლილე ლიპარტელიანი რეპლიკებით პასუხობდა რევაზ სოხაძეს, როდესაც ის „ლაგუნა ვერეს“ საკითხზე სიტყვით გამოდიოდა. „გიშლი ხოლმე ხელს? რა გჭირს მართლა?! უზრდელი ხარ, რას ლაპარაკობ! არასდროს ჩაგჩრივარ სიტყვაშ

1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება

1-ელი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება

საქართველოში წყალმომარაგების ტარიფი მოსახლეობისთვის უცვლელი რჩება - კომერციული მომხმარებლებისთვის კი მცხეთაში, თბილისსა და რუსთავში წყლის ფასი გაიზრდება. უფრო კონკრეტულად, მცხეთასა და თბილისში 1 კუბურ მეტრზე წყლის ტარიფი 2 ლარითა და 30 თეთრით იზრდება, რუსთავში კი 2 ლარითა და 80 თეთრით. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა კუბურ მეტრზე 8.807 ლარით, ხოლო რუსთავში კუბურ მეტრზე 6.500 ლარით. დადგენილი ტარიფები ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრ

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ (ვიდეო)

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ: GMGtnBgENrH139AEAE2SvODcT_xNbmdjAAAF.mp4

უფლებები საქართველო: პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ფოტორობოტის საფუძველზე დადანაშაულებას

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო”, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედის, ნატო ხუტაშვილის უფლებებს იცავს, მოქალაქეებს სთხოვს, დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფოტორობოტის საფუძველზე ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის დამნაშავედ გამოცხადებას. 12 წლის გოგოს, ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, საქმის მოწმეების მიერ აღწერილი სიტყვიერი პორტრეტის საფუძველზე, შეიქმნა სავარაუდო დამნაშავის რამდენიმე ფოტორობოტი. ფოტორობოტი ნატო ხუტაშვილმა 26 დეკემბერს გაავრცელა. „უფლებები საქარ
×
×
  • შექმენი...