Jump to content
Planeta.Ge

საერთო სტუდენტურ გაფიცვას თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან


საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით საერთო სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან.

„მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს. ჩვენ, პროტესტის დაწყების დღიდან, თავდაუზოგავად ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დემოკრატიას.

მიუხედავად სასტიკი დარბევების, ძალადობის, დევნისა და ტერორისა, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. არ გვინდა, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მოცული იყოს შიშით, კონტროლითა და ძალადობით, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ცხადად ვხედავთ. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ძალადობრივი დარბევებისგან თავის დასაღწევად თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში მოგვიწევდა თავის შეფარება.

ახლა, როცა ხელისუფლება იღებს კანონს, რომელიც გვიზღუდავს ჩვენი პროფესიებისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას, შემოქმედებით თავისუფლებას, ჩვენთვის წარმოუდგენელია სასწავლო პროცესის გაგრძელება.

ამიტომ ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს, საქართველო კი – ევროპულ გზას არ დაუბრუნდება. მივმართავთ თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორებსა და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ ჩვენ გვერდით და გააძლიერონ ბრძოლა ჩვენი საერთო მომავლისთვის და საქართველოს თავისუფლებისთვის. მოიქეცით ისე, რომ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით იამაყოთ“,- ნათქვამია სტურენტების განცხადებაში.

გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრალური უნივერსიტეტებისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.

გაფიცვას უერთდებიან სტუდენტები:
1. შალვა ბრეგაძე
1. მაშო მაყაშვილი
2. ანა ბურდული
3. ლილიკო ბარათელი
4. ნია გუგავა
5. ქეთი ჯავახიშვილი
6. ქეთი შარაშენიძე
7. ნინო დვალი
8. დაჩი ცაავა
9. ბექა რუხაძე
10. დურმიშხან ჩაჩავა
11. ნიკა ოდიშელიძე
12. ლიკა წიქარიძე
13. ლუკა ჩიხუბაია
14. ლიზა ლალიაშვილი
15. ბაია კერესელიძე
16. ნინი გოგია
17. გიორგი გიორგაძე
18. სალომე ქშუტაშვილი
19. თეთე ბერძენიშვილი
20. ტატო წიქარიძე
21. ელენე მინდიაშვილი
22. ნანა ახვლედიანი
23. ანა კუპატაძე
24. თამარ ქირია
25. ნია კერესელიძე
26. ელენე ქარჩხაძე
27. სოფიო კობალაძე
28. ანა კოპაძე
29. ნინო შამათავა
30. ლუკა თოიძე
31. შაკო სირბილაშვილი
32. გიორგი ხაბეიშვილი
33. გიგი აბშილავა
34. თორნიკე ნუკრაძე
35. ნინო ჩადუნელი
36. ეკატერინე ყიფიანი
37. ანი ბერაია
38. იანა ხავთასი
39. ანამარია აივაზოვი
40. თეო კვარაცხელია
41. ნიკა გუგუნავა
42. ნატული ვაჩეიშვილი
43. ნიკო გოგიჩაიშვილი
44. მარიამ თამლიანი
45. ნინო ბიბილეიშვილი
46. დქრისტინა ჩაკვეტაძე
47. ნიკი ტაბაშიძე
48. სანდრო ფოლოდაშვილი
49. მარიამ ბოლქვაძე
50. ნატო მწარიაშვილი
51. თეკლა თალაკვაძე
52. ელენე ბედოშვილი
53. ილია ზარდიაშვილი
54. ნიკოლოზ მაჩაბელი
55. კესო ავალიშვილი
56. ქეთევან ხოჯანაშვილი
57. მარიამ ხუციშვილი
58. ნინო კალანდაძე
59. ანასტასია გოგბერაშვილი
60. გიგა რაზმაძე
61. ლუკა გოჯორაშვილი
62. მარიამ ვეკუა
63. ლალი გოგიძე
64. ნიკა სივსივაძე
65. ნინო ჩირგაძე
66. საბა მგელაძე
67. თამთა ქარდავა
68. თორნიკე ლაზაშვილი
69. ლუკა ჯაფარიძე
70. თინათინ პაიჭაძე
71. მანუ თავაძე
72. შოთა მუსერიძე
73. საბა ფილიშვილი
74. ლიკა ნარუსლიშვილი
75. ლიზი ბურჭულაძე
76. ქრისტინე ლაცაბიძე
77. დიმიტრი შიუკაშვილი
78. მარიამ ყიფიანი
79. ელენე ცაგარეიშვილი
80. ამალია გაფრინდაშვილი
81. ჯემალი მეტრეველი
82. საბა ჩარკვიანი
83. ლუკა კობიძე
84. გიორგი სხილაძე
85. საბა ნუცუბიძე
86. თეიმურაზ მამისაშვილი
87. ნინი ანდრონიკაშვილი
88. საბა გუჯაბიძე
89. ნიკოლოზ ტყავაძე
90. მარიამ ბურდული
91. ნინო ნოზაძე
92. ონისე კვაჭაკიძე
93. ნუგო შულაია
94. მარიამ კვიჟინაძე
95. მარიამ გუგავა
96. მარი ენგურელი
97. ლიზი მაჭავარიანი
98. ანი ჭეჟია
99. ანი ბუბუტეიშვილი
100. ანასტასია ჩერნეცოვა
101. ირაკლი მარგიშვილი
102. მარიამ ხეხელაშვილი
103. თორნიკე ქავთარაძე
104. მარიამ ბელთაძე

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...