Jump to content
Planeta.Ge

ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე დასწრებას - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები


„საქართველოს უნივერსიტეტის“ სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ და გეგმავენ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.

„ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, აღშფოთებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით, აღშფოთებულები ვართ ჩვენი რექტორის, ბატონი კონსტანტინე თოფურიას მიმართ გავრცელებული დეზინფორმაციით, ჩვენს პროფესორზე – ბატონ გია ჯაფარიძეზე განხორციელებული თავდასხმით, სტუდენტების, ლექტორების, თანამშრომლების, მიმართ მუქარის ზარებითა და ჩასაფრებებით….

ხელისუფლების მხრიდან, რუსული კანონის დაინიცირებით, ნათელია, რომ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი კურსი შეცვლილია. ვბრუნდებით რუსულ მარწუხებში, რომლისგან თავის დასაღწევად, ჩვენმა თანატოლებმა – ეროვნულმა გმირებმა, სიცოცხლე გაიღეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ეს ასე მალე დაივიწყა. ქვეყანაში სადაც არ იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის , აზრი ეკარგება აკადემიურ პროცესს .

სწორედ ამიტომ , ჩვენ ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე დასწრებას. ვფიქრობთ, რომ ახლა ჩვენი ადგილი რუსთაველის გამზირზეა, თავისუფალი მომავლის დასაცავად, და არა აუდიტორიებში – ლექციებზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

გაფიცვის შესახებ უკვე დააანონსეს თსუ-ის, ილიაუნის, სამხატვრო აკადემიის, ჯიპას, ალტე უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯუფებმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...