Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის პროპაგანდისტული მედია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. უფრო მეტიც, ,,უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართული აქციების უკან, რუსეთი სულ უფრო და უფრო ეძებს დასავლეთის, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების კვალს. მათი აზრით, ისინი არათუ ერევიან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში და უკრაინული ,,მაიდანის“ მოწყობას ცდილობენ, ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტსაც კი აძლევენ მითითებებს და კარნახობენ, რა როგორ უნდა თქვას. ამ თემების ვრცელ მიმოხილვას მიეძღვნა გუშინ ტელეარხ Соловьев Live-ის ეთერში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის თანაშემწესთან, მაქსიმ გვინჯიასთან ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა მარატ ბულატოვმა ჩაიწერა. მათი საუბარი დაიწყო იმ ფაქტის გარჩევით, თბილისში განვითარებული მოვლენები, შეიძლება თუ არა ,,ახალი მაიდანის“ საფუძველი გახდეს, რაზეც ორივეს აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ,,ყველა მახასიათებლით, გავრცელებული ვიდეოკადრებიდანაც კარგად ჩანს, რომ სახეზეა ,,მაიდანის“ მცდელობა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს გარკვეული პერიოდულობით, მუდმივად ხდება და გასაკვირი არაფერია. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ,,მაიდანის“ უკან განსაზღვრული ძალები დგანან, ისევე, როგორც იდგნენ უკრაინაში და პრაქტიკულად, თანდათან სიტუაცია ისე შეიძლება შეიცვალოს, რომ ძალიან ტრაგიკული შედეგები მივიღოთ. რადიკალური ძალები, რომლებიც დღეს უმცირესობაში არიან, სამწუხაროდ, მთლიან სურათს ცვლიან. ისინი შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდნენ და დაიწყონ ომი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“ - განაცხადა მაქსიმ გვინჯიამ. რუსმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა: როგორ გამოდის, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც მიღებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რატომღაც აქ აღარ მოსწონთ. ხომ არ არის ეს უბრალოდ თვალის ასახვევად და სიტუაციის ასარევად გამოყენებული საბაბი? კითხვაზე, ეგრეთწოდებული პრეზიდენტის თანაშემწემ უპასუხა, რომ ეს ყოველივე ნამდვილად ვითარების ასარევად და არასტაბილურობის შესაქმნელად არის მოფიქრებული. ,,ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონის მიღების პროცესში ძირითად ანტაგონისტად ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის. ამასთან, ბარელიც აღნიშნავს, რომ ეს კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. საქართველოსთვის ამ მძიმე პერიოდში პრეზიდენტი იმყოფება ამერიკაში, გამოდის თავისუფლების ქანდაკების ფონზე და ამბობს სიტყვას. როგორ ფიქრობთ, მას იქ კონსულტაციას არ გაუწევდნენ, რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა შეეფასებინა ეს კანონი. ამიტომაც ყველა წინაპირობა იკვეთება, მით უმეტეს, როცა რუსეთისთვის მეორე ფრონტის არსებობა ძალიან სახიფათოა, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში უკრაინის სცენარი განვითარდეს.“ - აღნიშნა გვინჯიამ. საკითხი შეეხო თბილისის აქციის მონაწილეების მხრიდან სოხუმის ხსენებასაც, რაზეც ღვინჯიამ განაცხადა, რომ ასეთი არეულობის და ასეთი რადიკალური მოწოდებების ავტორები, უპირველესად, უკრაინელი ,,გასტროლიორები“ არიან. მისი თქმით, აქციებზე ძალიან ბევრი უკრინის დროშა იყო და პარლამენტთან ძალიან ბევრი სლავური იერ-სახის ადამიანიც ჩანდა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინელები იყვნენ. ,,რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყოველივე ძალიან გვაღელვებს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სპეცოპერაციის დაწყების დღიდან, მეტ-ნაკლებად რაციონალურად მოქმედებს და მეორე ფრონტის გახსნას ეწინააღმდეგება. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ნამდვილად მშვიდობიან პროცესებს ირჩევს, ისინი ახალი ომისკენ არ ისწრაფვიან. მაგრამ ჩვენ გვაშინებს ის რადიკალური ძალა, რომელიც შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში და ომის დაწყება მოინდომოს.“ - განაცხადა გვინჯიამ. მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში პრევენციული ზომები ,,სპეცოპერაციის“ დაწყების დღიდან მიიღეს, გალის რაიონში სპეციალური წვრთნები ამ დღეებშიც მინდინარეობს და რა თქმა უნდა, უარესი შემთხვევისთვისაც ემზადებიან, თუმცა მაინც მშვიდობის იმედი აქვთ. რაც შეეხება მობილიზაციას, ის ამბობს, რომ ამ საკითხში ერთიანები არიან და ,,სამშობლოს დასაცავად“ რაიმე განსაკუთრებული აგიტაცია არ სჭირდებათ. გვინჯია დარწმუნებულია, რომ საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი მეტია, ვისაც ომი არ უნდა და ბევრი ისე არ უყურებს სამყაროს, როგორც ეს დღეს კიევის ხელისუფლებას სურს, ვინც მათგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს. ,,მართალია, ზედაპირზე არ ჩანან, მაგრამ დესტაბილიზაციის უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას და დგას უკრაინაც. ოღონდ, განსხვავება ისაა, რომ აშშ ფიქრობს და აანალიზებს ყველაფერს, უკრაინა კი სრულიად დაუფიქრებლად მოქმედებს. უკრაინა უბიძგებს საქართველოს ახალი დაძაბულობისკენ, კონფრონტაციისკენ, რომლის შედეგადაც საქართველომ შეიძლება დაკარგოს ყველაფერი. გარდა ამისა, ეს ორივე მხარეს მოუტანს მსხვერპლს. ჩვენ ეს არ გვინდა. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ. ახლა მხოლოდ ის იმედი რჩება, რომ საქართველოში დარჩენილი საღად მოაზროვნე ადამიანები უმრავლესობაში აღმოჩნდებიან და გაუძლებენ ზეწოლას. ამისთვის, ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ მათ. რთულია იმის თქმა, აფხაზები როგორ შევძლებთ დახმარებას, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ თუ ისინი მაინც მოვლენ, სხვა გზა არ გვექნება, იძულებულნი ვიქნებით, მოვიგერიოთ და თან, ძალიან სასტიკად.“ - განაცხადა მაქსიმ გვინჯიამ. აფხაზური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  2. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირადი შემადგენლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, 11-14 მარტს გალის რაიონში საწვრთნელ ღონისძიებებს ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედიასაშუელებები ავრცელებენ. მათი ცნობით, წვრთნებს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები, რობერტ კიუტი, დიმიტრი დბარი და ვალტერ ბუთბა გაუძღვებიან. სპეციალური წვრთნები და ვარჯიში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა საკუთარ მოქალაქეებს და სტუმრებს მოუწოდებს, ამ ფაქტის გამო პანიკასა და ჭორებს ნუ აყვებიან. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში შიში და პანიკა თბილისში მიმდინარე მოვლენებმა და საპროტესტო აქციებმა გამოიწვია, რაც მათი პოლიტიკოსების შეფასებით, რუსეთთან ,,მეორე ფრონტის გახსნის“ მიზანს ემსახურება და მათი ,,სახელმწიფოებრიობას“ საფრთხეს უქმნის.
  3. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ახალი ანგარიშის მიხედვით, რუსულმა საომარმა დაჯგუფება „ვაგნერმა“ უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი პატიმრების ნახევარი, უკვე, დაკარგა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის გამო, ახალი წევრების მიღება არ შეუძლია. ამ მიზეზით, ჯგუფი იძულებული გახდება ფრონტზე აქტივობები შეამციროს. „პატიმრების, თითქმის, ნახევარი, რომლებიც ,,ვაგნერმა“ უკრაინაში გაგზავნა, უკვე დაიღუპა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ დაღუპული პატიმრების კომპენსაცია ახალი ნაკადით მოხდეს. თუ (ამ მიმართულებით მოსკოვის) აკრძალვა გაგრძელდა, პრიგოჟინი, იძულებული გახდება, უკრაინაში ,,ვაგნერის" ოპერაციების მასშტაბი ან ინტენსივობა შეამციროს,“ - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში. მათი ანგარიშის თანახმად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დაჯგუფება ,,ვაგნერის“ კურატორმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მუდმივი დავების გამო, რუსულ ციხეებში პატიმრების გადმობირებაზე ხელმისაწვდომობა დაკარგა და დიდი ალბათობით, პრიგოჟინი თავის ძალისხმევას რუსეთის თავისუფალი მოქალაქეების გადმობირებისკენ მიმართავს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის მარტის დასაწყისიდან, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით, დაახლოებით 40 დასახლებული პუნქტის სპორტულ ცენტრებში, ,,ვაგნერმა“ გასვლითი ჯგუფები შექმნა. ,,ბოლო დღეებში, ნიღბიანი ,,ვაგნერელები“ მოსკოვის უნივერსიტეტებშიც დადიოდნენ და ცდილობდნენ სტუდენტების გადმობირებას, რომელთაც კარიერულ წინსვლაზე ესაუბრებოდნენ. ურიგებდნენ კითხვარებს სახელწოდებით: „ახალგაზრდა მეომრის ანკეტა,“ რაც დაინტერესებული სტუდენტების საკონტაქტო ინფორმაციის შესაგროვებლად სჭირდებოდათ.“ - იუწყება ბრიტანული დაზვერვა. მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  4. ბრიტანელი ტელეწამყვანი და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს. ცოტა ხნით ადრე, ლინეკერმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ ბრიტანეთის მთავრობის მკაცრი ანტიემიგრანტული რიტორიკა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას შეადარა. საუბარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, სუელა ბრავერმანის ინიციატივაზე, რომელმაც წამოაყენა საკითხი, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის თხოვნის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში არალეგალურად შევიდნენ. BBC-ის ხელმძღვანელობამ ლინეკერის პოსტი კომპანიის წესების დარღვევად მიიჩნია და მას ყველაზე პოპულარული გადაცემის, ,,დღის მატჩის“ წამყვანობა აუკრძალა. ბევრმა მისმა კოლეგამ, სოლიდარობის ნიშნად, მის გარეშე ეთერში გასვლაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ გადაწყვიტა, რომ გადაცემა წამყვანებისა და ექსპერტების გარეშე გასულიყო. ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის დეპუტატებმა BBC-ის ქმედებები და ჰარი ლინეკერის წინააღმდეგ მიღებული ზომა მოიწონეს, ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა კი, პირიქით, მომხდარს ცენზურის აქტი და საშიში პრეცედენტი უწოდეს. უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  5. პოლიტიკუირ მოძრაობა ,,დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, პარტიის წევრი, შუშანა მაცაბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმეს. როგორც ხოშტარია განმარტავს, ამის მიზეზი უკრაინის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით ქუჩაში 5 სტიკერის გაკვრაა. ,,5000 ლარიანი ჯარიმა სტიკერის გაკვრისთვის. დღეს ,,დროას" წევრს შუშანა მაცაბერიძეს სახლში 5 ცალი 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი მიუტანეს, ფოტოზე აღბეჭდილი სტიკერის ,,თვითნებურად განთავსების" გამო. პ.ს. სტიკერები უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე დაგეგმილ აქციას ეხებოდა." - წერს ხოშტარია.
  6. ინდონეზიის კუნძულ იავაზე, ვულკანი ,,მერაპი“ ამოიფრქვა, რომელსაც „განკითხვის დღის ვულკანსაც“ ეძახიან, რადგან მის ამოფრქვევას შეიძლება მოჰყვეს კლიმატური ანომალიები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შიმშილობა. ლავის ნაკადები კრატერიდან 1,5 კმ მანძილზე ვრცელდება. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებს შვიდ კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე ვულკანთან მიახლოება ეკრძალებათ. რაც შეეხება კვამლის სვეტის სიმაღლეს, რომელიც ვულკანის შედეგად წარმოიქმნა, შვიდ კილომეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ლავის ამოფრქვევა გრძელდება, ადგილობრივი სწრაფი რეაგირების სამსახურები მოსახლეობას ლავის მოსალოდნელი ზვავებისა და ცხელი ღრუბლების წარმოქმნის საშიშროებას შესახებ აფრთხილებენ. ,,მერაპი“ ინდონეზიის 130 ვულკანიდან ყველაზე აქტიურად ითვლება. ის სიმაღლეში, თითქმის, 3000 მეტრს აღწევს და მისი სახელი ითარგმნება როგორც ,,ცეცხლის მთა." მერაპის დიდი ამოფრქვევები, საშუალოდ, ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, მცირე კი - წელიწადში ორჯერ ხდება. უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  7. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ,,ქართული ოცნების“ გუნდს აქვს პოლიტიკური ბუნება, რომელიც არის ჰუმანური. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედთან“ საუბარში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ შეეძლოთ გარკვეული პროცესების გაგრძლება, მაგრამ ანგარიში გაუწიეს საზოგადოების აღქმებს. ,,ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება კანონის გამოხმობის თაობაზე. ამას ჰქონდა ერთი მთავარი მიზეზი - ეს არის ის, რომ ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს. ერთი ადამიანს სიცოცხლე და ჯანმრთელობაც რომ ყოფილიყო რისკის ქვეშ მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს ნამდვილად არ გვიღირდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ამ ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში, მათ შორის, საზოგადოების აღქმებსაც. ეს აღქმა, შესაძლოა, არ იყო შესაბამისობაში რეალობასთან, სინამდვილესთან, მაგრამ როცა გარკვეული აღქმა ყალიბდება, მას უკვე შეიძლება გაუწიო ანგარიში.“ - აღნიშნა კობახიძემ.
  8. კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მათი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, კანადა უარს ამბობს რუსეთისთვის შემოსავლის მიწოდებაზე, რომელსაც ის უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს. „კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს და დააწესეს რუსული ნავთობისა და გაზის ფასის ზედა ზღვარი. ახლა კი ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინმა ვერ დააფინანსოს ომი კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით,“- განაცხადა კანადის ვიცე-პრემიერმა, კრისტია ფრილანდმა. კანადის მთავრობის უახლესი მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან ალუმინის და ფოლადის პროდუქტების თითქმის 250 მილიონი კანადური დოლარის (180 მილიონი აშშ დოლარი) იმპორტი განხორციელდა. წყარო: IPN
  9. „ნაციონალური მოძრობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც არახამია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლის შესახებ. როგორც არახამია აცხადებს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ. უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი," - აცხადებს დავით არახამია, რომლის მიმართვის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ინფორმაცია ნიდერლანდურმა გამოცემამ Nederlands Dagblad-მა გამოაქვეყნა. მათი ცნობით, არახამია აცხადებდა: „მოვიდა დრო, ღიად ჩავერთო საქართველოს პოლიტიკაში და ჩემი წვლილი შევიტანო წინაპართა სამშობლოს გათავისუფლებაში პრორუსული კლანისგან რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით“.
  10. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და კომენტარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასავლელი კურატორების მიერ პროვოცირებული შიდაპოლიტიკური კრიზისი შეიძლება, მთელი ამიერკავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, საშიში აღმოჩნდეს. „ამას ადასტურებს მომიტინგეების ლოზუნგების ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრად გასცდა საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საზღვრებს და დაიწყეს ხალხის მოწოდება ახალი კამპანიისთვის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ,“- ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ოკუპირებული მხარის მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ის რაც საქართველოს დედაქალაქში ხდება, მათში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით აფიქრებთ, საპროტესტო აქციების მიერ დემონსტრირებული ხასიათი, რომელსაც, მათი აზრით, ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული პოლიტიკური ძალები მართავენ. მათ უკან კი ის დასავლელი მოთამაშეები დგანან და აძლიერებენ ქართულ ოპოზიციას, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებენ და ,,საშიშროებას უქმნიან რეგიონში 2008 წლის შემდეგ დამკვიდრებულ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას.“ „თუმცა, გვინდა გავაფრთხილოთ თბილისის „ცხელი თავები,“ რომლებიც კვლავ ითხოვენ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემების ძალისმიერ გადაწყვეტას, თავი შეიკავონ დაძაბულობის ესკალაციისგან, მით უმეტეს, როცა ამდენი გადაუჭრელი საკითხი და მნიშვნელოვანი კონფლიქტური პოტენციალი არსეობს.“ - აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში. ამასტან, ოკუპირებული ცხინვალი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა შეძლებს პოლიტიკური მეთოდებით მოაგვაროს საზღვარგარეთიდან პროვოცირებული კრიზისი და ,,მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ“ აგრესიის ახალ ტალღას არ დაუშვებს. იქვე იმასაც აცხადებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ დროისთვის ,,მათი რესპუბლიკის და საქართველოს საზღვარზე“ შედარებით მშვიდი ვითარებაა და რამე განსაკუთრებული მოძრაობა არ შეინიშნება. მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  11. ნიუ-იორკში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Vinexpo New York“ ქართული ღვინის მწარმოებელმა 26-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით წარადგინა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „Vinexpo New York“-ის მასშტაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამასთან ერთად, „Vinexpo New York“-ში მონაწილეობით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს და გამოწვევებს გაეცნონ, სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი. „გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ქართული ღვინის იმპორტიორებს, კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” და ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს („Amber Wine LLC”, „Saperica”, „Georgian House of Greater Washington”) შეხვდნენ. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს, რომელიც აშშ-ში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს როგორც „ნიშურ“ სეგმენტში, ისე სავაჭრო ქსელებში. აღსანიშნავია, რომ, ბოლო წლებში, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. ბოლო 8 წელია, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე სტაბილურად მზარდია: 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო ისტორიული მაქსიმუმი, 1 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც თითქმის 28%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  12. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, სადაც მათ, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე, პერსონალის გაძლიერებულ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა დაავალა. შეხვედრას ესწრებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა; თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-მაიორი ნოდარ ავიძბა; შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ სავჩენკო; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე გენერალ-მაიორი რობერტ კიუტი და ასევე ეგრეთწოდებული სახელმწიფო გვარდიის უფროსი დიმიტრი დბარი. ამ უკანასკნელთან ბჟანიამ სამობილიზაციო მზადყოფნის გაზრდის ღონისძიებებიც განიხილა. ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა თავისი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებს შეახსენა, რომ უსაფრთხოების ძალების ამოცანაა ,,ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეებისგან საიმედოდ დაცვა.“ ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრეს-სამსახური ავრცელებს. მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  13. რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო. ,,ამერიკული ექსკლუზიურობის თეორია არის ის, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ყველა დანარჩენი უნდა არსებობდეს ვაშინგტონის მიერ ნაკარნახევი წესების მიხედვით. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ ,,ფერადი რევოლუცია" ემუქრება.“ - წერს ვოლოდინი Telegram-ზე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთპოლუსიანი სამყაროსა და მასში ჰეგემონად ყოფნის მომხრეა მაშინ, როდესაც რუსეთს მულტიპოლარული სამყარო და სამართლიანი მსოფლიო წესრიგი სურს. დუმის სპიკერის განმარტებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები იმით დასრულდა, რომ ვაშინგტონმა ხალხი ქუჩაში რბილი ძალის ბერკეტის გამოყენებით გამოიყვანა და ხელისუფლება იძულებული გახადა დამორჩილებოდა არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს. ,,საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიუღებელი იყო შეერთებული შტატებისთვის. მან შეზღუდა ვაშინგტონის გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ხოლო კანონპროექტის ჩაგდებით, საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. 2012 წელს რუსეთში მიღებულ იქნა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ისინი უფრო ლიბერალურია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კანონი გავაუქმოთ. ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ ყოფნა მინდა ვუსურვო. ისინი ჩვენი მეზობლები არიან." - აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი.
  14. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 158 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1010 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს. „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3 458 ტანკს, 6 762 ჯავშანმანქანას, 2 483 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 257 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვერტმფრენს, 5 344 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 108 უპილოტო საფრენ აპარატს, 242 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  15. პუტინი ფიქრობდა, რომ ის დაგვყოფდა, მაგრამ ჩვენ ახლა ისეთი ერთიანები ვართ, როგორც არასდროს - ერთად ვდგავართ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაიკავა მტკიცე და ერთიანი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ომის წინააღმდეგ. ჩვენ, პარტნიორთა ფართო კოალიციასთან ერთად, დავაწესეთ სწრაფი და ყოვლისმომცველი სანქციები, რომლებიც ამცირებს რუსეთის შემოსავალს მისი ომისა და სამხედრო-სამრეწველო ბაზის დასაფინანსებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯო ბაიდენი აცხადებენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია და ევროკავშირის ხელმძღვანელობა იღებენ ზომებს, რათა აღიკვეთოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები. „ჩვენ ერთად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია მთელს მსოფლიოში მესამე ქვეყნების აქტორებისკენ, რათა ხელი შევუშალოთ რუსეთის ომის მხარდაჭერას მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში. წყარო: IPN
  16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2023 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია, სადაც 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე სასამართლო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ,,სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და მისი ხელისშემშლელი სამხედრო ჩართულობით, ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე და შესაბამისად, ჰქონდა იურისდიქცია საჩივარზე." - წერია გადაწყვეტილებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება და პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო და რომ მამასახლისი არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ექვემდებარებოდა. მეტიც, სასამართლოს ცნობით, არც ერთ მამაკაცს არ მიუღია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველო დარღვევებზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან იმ დროს მას არ ჰქონდა კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს განმარტებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაცული ყოფილიყო. სასამართლომ რუსეთს მამასახლისისა და ნანავასთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 35 000 ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის ორივესთვის ჯამში €23 300 დააკისრა. მამასახლისი 2001 წლის აგვისტოში, ხოლო ნანავა 2003 წლის ივნიში დააკავეს. დაკავებისას მამასახლისი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მან მძიმე დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც ხელებში ხელნაკეთი ხელყუმბარა აუფეთქდა. მან დაკარგა მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელის სამი თითი, დაიზიანა გულმკერდი, მუცელი და ორივე თვალი. ხოლო 81 წლის გრიგოლ ნანავა აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისას დააკავეს. ე.წ. სასამართლომ მამასახლისი სამშობლო ღალატში, ხოლო ნანავა ტერორიზმში დაადანაშაულა და შესაბამისად, 12 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოგვიანებით, 2005 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნანავა შეიწყალა, ხოლო 2007 წელს მამასახლისი ქართულ მხარეს გადასცეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მამასახლისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა ძალადობას, დამცირებასა და წამებას, რათა მას ღალატი, ტერორიზმში მონაწილეობა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა.
  17. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა. „მადლობელი ვარ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.
  18. მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა, მეტი რეფორმებია საჭირო, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ The Hill-ის ჟურნალისტთან კომენტარში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. „მათ საშუალება ჰქონდათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი, განეხილათ. მოხარულები ვართ, რომ ეს კანონმდებლობა გაწვეულ იქნა და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას”, - განაცხადა კირბიმ. კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა „ძლიერი შეშფოთება, რომ ამ კანონმდებლობას დამაბრკოლებელი ეფექტი ექნებოდა“ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მეტი რეფორმებია საჭირო. „ჯეიკმა (სალივანმა) ნათლად განუცხადა (საქართველოს) პრეზიდენტს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათთან ამაზე მუშაობას”, - განაცხადა კირბიმ.
  19. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე იუწყება. „მადლობას ვუხდი აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებისთვის,” - წერს ზურაბიშვილი.
  20. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება აქტიურად ადევნებს თვალს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს, ვითარების მიმდინარეობა და ანალიზი საკუთარი თვალსაწიერიდან განიხილოს. აფხაზური მხარე გამუდმებით იმეორებს, რომ თბილისში გამართული აქციების მონაწილეები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პროცესები დასავლეთიდან იმართება. „ეგრეთწოდებული მშვიდობიანი მომიტინგეები ისეთ ქმედებებს ეწევიან, როგორიცაა: მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქუჩების გადაკეტვა და აგრესიის სხვადასხვა გამოხატვა. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოს შესაბამისი განყოფილებების მიერ კარგად არიან გაწვრთნილი. ამასთან, ამ ღონისძიებების მომზადებაში, ჩვენ ტრადიციულად ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს,“ - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. მისი უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაში, ასევე წერია, რომ აფხაზეთის ეგრეთწოდებული ხელისუფლება, ,,საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყურადღებით აკვირდება იმას, რაც თბილისში ხდება და მდინარე ინგურის გასწვრივ საზღვარიც საიმედოდ არის დაცული აფხაზური და რუსული სპეცდანაყოფების მხირდან.“ არძინბას თქმით, აქედან გამომდინარე, ,,მათ რეგიონში“ უსაფრთხოების სისტემა სტაბილურობას შეინარჩუნებს. ,,ამასთან, პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მუდმივ კონტაქტზეა,“ - აღნიშნავს ინალ არძინბა.
  21. თბილისში საპროტესტო გამოსვლები უპირველესად მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოცემა ,,Россия сегодня“- ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი, რუსეთის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი წერს. მისი აზრით, 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოში ჯარს კი არ გაგზავნის, დაუყონებლივ დაარტყამს თბილისს. „ჩემი დაუვიწყარი მეგობრის, სტივენ კოენის (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ შეიძლება ის ვერ მოსწრებოდა, მაგრამ მე აუცილებლად ვნახავდი, როგორ გაიყოფოდა უკრაინა ორ ნაწილად) გარდაცვალების შემდეგ, მათ აღარ დარჩათ კრემლოლოგები და არავინ არის, ვინც ეტყვით, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ფლირტაობას არავინ დაუწყებს და ჯარს კი არ გაგზავნის იქ, უბრალოდ, ეგრევე დაარტყამს თბილისს.“ - აცხადებს სიმონიანი. რუსეთის პროპაგანდისტის თქმით, თბილისში გამართული პროტესტი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო და ,,მომიტინგეები იმიტომაც გაჰყვიროდნენ: „სოხუმი, სოხუმი.“ მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების მცდელობის შემთხვევაში, რეაქცია იქნება მყისიერი და მკაცრი, რადგან რუსეთში არავინ არასდროს მიიჩნევდა, რომ რუსები და ქართველები ერთნი იყვნენ, რუსეთის ფედერაცია კი არასდროს ყოფილა ,,თბილისის რუსეთი.“
  22. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მარტში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდება. „აშშ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას კიდევ ერთხელ უშვებს. ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას შეეცდებიან. ეს რისკებს უქმნის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას,“ - აღნიშნა მან გამოცემა ,,სპუტნიკთან“ ინტერვიუში. არძინბას თქმით, ამერიკული პოლიტიკის მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ ,,მეორე ფრონტის“ გახსნაა, რისთვისაც საქართველოში არეულობის პროვოცირებას უწყობს ხელს.
  23. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის საავტორო გადაცემა Соловьев Live - ში მიიღო მონაწილეობა და კითხვებზე უპასუხა. სოლოვიოვის ერთ-ერთი კითხვა,,მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილით დასავლეთის მხრიდან საქართველოს ,,წაქეზებას“ უკავშირდებოდა. რუსი პროპაგანდისტის აზრით, ამერიკა და სხვა ქვეყნები, რუსეთის გარშემო მდებარე სახელმწიფოებს, ,,მეორე ფრონტის“ გახსნისკენ ძალიან აქტიურად უბიძგებენ და საქართველოსაც ,,აქეთკენ, ექაჩებიან.“ ვლადიმერ სოლოვიოვი: გეოპოლიტიკის და უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის მიმდინარეობის გათვალისწინებით, როგორია იმის ალბათობა, რომ საქართველო აიძულონ, კვლავ წამოიწყოს ომი აფხაზეთის წინააღმდეგ? ინალ არძინბა: ჩვენ ოპერატიულად ვახორციელებთ სიტუაციის მონიტორინგს და მართლაც, ამერიკული თუ ევროპული სტრუქტურები, რომლებიც განლაგებულნი არიან თბილისში, ეს იქნება ამერიკის საელჩო, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირის წარმომადგენლობა, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში დამანგრეველი საქმიანობით არიან დაკავებულნი, თქვენს მიერ აღნიშნული თემატიკის ლობირებას ყოველდღიურად ეწევიან. ჯერ, საქართველოს ხელისუფლებას ჰყოფნის კეთილგონიერება, ეს ნაბიჯი არ გადადგას, თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე. ვინაიდან, საქართველოში შეიძლება რაღაც შეიცვალოს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ ხელისუფლებაში რადიკალები მოვლენ, რა თქმა უნდა, სიტუაცია შესაძლოა სხვაგვარად განვითარდეს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მშვიდად და ურთიერთპატივისცემით განვვითარდებით, ნორმალური დიალოგი გვექნება, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ჩვენს სუვერენიტეტს აღიარებენ. ჟენევის დისკუსიები ზუსტად იმისკენ მოგვიწოდებს, რომ მოხდეს ვითარების სტაბილიზაცია და უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოება. ვლადიმერ სოლოვიოვის ეთერში ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობასა და დიალოგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხში მათი მთავარი საყრდენი სირია-არაბეთის რესპუბლიკაში მდებარე საელჩოა. მისი თქმით, აფხაზები სირიელებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთთან ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ სტრატეგიას ამუშავებენ. ,,ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ლიბანთან, ავღანეთის წარმომადგენლებთან, ჩვენ ვსაუბრობთ სხვა რიგ სახელმწიფოებთანაც, რომელთა ჩამოთვლა არ მინდა, რადგან ამ ინფორმაციას ჩვენი ოპონენტები ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენლები ცდილობენ, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები დაბლოკონ. მართალია, ეს დიდად არ გამოსდით, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ ამას.“ - განაცხადა არძინბამ. მისი თქმით, აფხაზები მტკიცედ ცდილობენ კონტაქტების გაფართოებას, მათი მიზანი ახლო აღმოსავლეთთან მჭიდო ურთიერთობაა და ამ მიმართულებით მუშაობის გასაძლიერებლად, მათ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდი იმედი აქვთ. მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  24. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა გენერალურმა პროკურატურამ აფხაზეთ-რუსეთს შორის ბიჭვინთის სახელმწიფო სააგარაკო კომპლექსის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმების მომზადებასა და ხელმოწერაში კანონთან შესაბამისობის შემოწმება დაასრულა. პროცედურული შემოწმება ადგილობრივი ორგანიზაციების „აიდგილარას,“ „აიააირას“ და „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტის“ მიმართვის საფუძველზე განხორციელდა. პროკურატურამ ხელშეკრულებაში აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივ მინისტრთა კაბინეტს სპეციალური წარდგინება გადაუგზავნა. როგორც გაირკვა, სახელმწიფო აგარაკ ,,ბიჭვინთის“ ფაქტობრივი მისამართის საკოორდინატო პუნქტები ხელშეკრულების დანართში მითითებულ გეოგრაფიულ კოორდინატებს არ შეესაბამება. დარღვევაზე პასუხისმგებელია ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტი. გარდა ამისა, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დადებითი დასკვნა, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, გამოტანილია მიწათსარგებლობისა და საკადასტრო ადმინისტრაციის მიერ. დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმება ჯერ ძალაში არ არის შესული. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ სახელმწიფო აგარაკ ,,ბიჭვინთის“ კომპლექსს, რომლის ტერიტორიაც, მისი მიმდებარე ზღვის აკვატორიით, რუსეთის ფედერაციას უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს. აგარაკის გასხვისების შესახებ მოლაპარაკებები დიდ ხანს მიმდინარეობდა, საბოლოო შეთანხმებას ეგერთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვში ხელი 2022 წლის 19 იანვარს მოაწერა, რასაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიდი დაპირისპირებები მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზები პოზიციებს დღემდე არ თმობენ და აღნიშნულ ხელშეკრულებას აპროტესტებენ. მოამზადა ირმა ბერიშვილმა
  25. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ალექსანდრე შალენბერგის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ უკრაინამ შეიძლება ტერიტორიების ნაწილი მშვიდობაზე გაცვალოს, სახიფათოა. მას მიაჩნია, რომ დადგება დრო, როცა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების დასაწყებად ადგილის შერჩევა გახდება საჭირო. შალენბერგის სიტყვებით, არაფერია ცუდი იმაში, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ, ევროპაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ,,ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია თავისუფალი დისკუსია გვქონდეს და ვიმსჯელოთ, არის ის, რაც ახასიათებს პლურალისტურ დემოკრატიებს და განგვასხვავებს ჩვენ ვლადიმერ პუტინისა და მისი სისტემისგან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა იმაზე ფიქრით, რომ მხოლოდ ერთი აზრია მართებული," - განაცხადა ავსტრიელმა დიპლომატმა გამოცემა Der Standard - თან მიცემულ ინტერვიუში. ამასთან, შალენბერგმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა ჯერ არ არსებობს, თუმცა იმედოვნებს, რომ დიპლომატიის დროც დადგება. „რუსეთი, გადაწყვეტილების მისაღებად, ბრძოლის ველს აკვირდება და ძალიან სახიფათო იქნება იმის თქმა, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მშვიდობის სანაცვლოდ უნდა დათმოს. ჩემთვის ცხადია ერთი რამ: შეუძლებელია უკრაინის გარეშე უკრაინისთვის რაიმე გადაწყვეტილების მიღება,“ - განმარტა ავტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთანავე, ის კვლავაც მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, ევროპაში შესვლა ყველა რუსს აუკრძალონ, ამიტომ ამართლებს ეუთოს შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტს. ,,ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში. რუსეთი უხეშად არღვევს გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავწვათ დიალოგის ყველა ხიდი, ყველა გზა და არხი. როცა დრო მოვა, ჩვენ ასევე დაგვჭირდება მოლაპარაკებების ადგილი და პლატფორმა, როგორიცაა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია,“ - განაცხადა ალექსანდრე შალენბერგმა. უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა
×
×
  • შექმენი...