Jump to content
Planeta.Ge

ირმა ბერიშვილი

სტუმარი
  • პოსტები

    511
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი

  1. ,,ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“, - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ,,შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება". ,,შესაბამისად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული წამლით მკურნალობა, ამ ეტაპზე, არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას. აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ. ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს" - აცხადებს სამინისტრო.
  2. საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. ის ასევე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის და აღნიშნა, რომ ყველაფერზე აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს. „მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, 2 წელიწადნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან მიხარია, რომ გუშინ „მინისტრის საათზე“ ოპოზიცია მობილიზებული იყო, თავიდან ბოლომდე მოუსმინეს და კითხვებიც კი დაუსვეს მინისტრს, შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. საპარლამენტო ცხოვრებას ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ. 2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები ალბათ ჩატარდება, რა თქმა უნდა, და არ ვიცი როგორ მოახერხებენ ისინი 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციას. ყველა საკითხს აქვს რაღაც განზომილება. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს არ არის საინტერესო და ყველაფერზე აქციის ჩატარებას აზრი არ აქვს. კი ბატონო, ჩაატარონ აქცია ეს მათი უფლებაა", - განაცხადა სამხარაძემ. წყარო: IPN
  3. ხვათა შორის, 111 წლის წინ ტიტანიკი ჩაიძირა და დიდი ტრაგედია იყო და 11 წლის წინ „ქართული ოცნება“ შეიქმნა და ესეც დიდი ტრაგედია იყო, ჩემი აზრით, საქართველოს ისტორიაში, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლის შესრულებას. მისივე თქმით, 11 წლის მანძილზე სამი რამ მოიტანა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში: კორუფცია, სიღარიბე და რუსეთი. „რას ჰპირდებოდა ხალხს „ქართული ოცნება“? - სამართლიანობის აღდგენას, „კლანის“ დასრულებას, ეკონომიკურ აღმავლობას, სოფლის განვითარებას... უამრავი დაპირება ჰქონდა. არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. სამი რამ გააკეთა მხოლოდ: განამტკიცა „კლანი“ და კორუფცია, მოიტანა სიღარიბე და რუსეთი. სამწუხაროდ, ასეთი გავლენა რუსეთს საქართველოში არ ჰქონია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ.
  4. ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მიიღებს, - ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
  5. მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ოჯახი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გრიგორიადისის საქმე ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ განიხილოს. ოჯახის ინფორმაციით, ამ მოთხოვნის შესასრულებლად პეტიციაა შექმნილი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უახლოეს დროში გახდება. კერძოდ, პეტიციას ორი მოთხოვნა აქვს: 1. გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება იმ ორ მუხლზე, რომლითაც ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს და მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ; 2. ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებამდე ლაზარე გრიგორიადისი გირაოთი გათავისუფლდეს. როგორც ლაზარე გრიგორიადისის მამა აღნიშნავს, მისი შვილის გასაწირად ყველაფერი კეთდება და იმედი აქვს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ლაზარე გაწირონ. საქართველოს დღევანდელ სასამართლოს არავინ ენდობა, მეც არ ვენდობი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ბიჭი გაასამართლოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სადაც მივიღებთ იმ სიმართლეს, რასაც ელოდება ხალხი. იმიტომ მაქვს მოქალაქეების იმედი, რომ მაშინ ჩემი ბიჭი იმ მოქალაქეების გვერდით იდგა და დარწმუნებული ვარ, რომ ის მოქალაქეები ჩემს ლაზარეს ამ სიტუაციაში არ დატოვებენ,“ - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისის მამამ. წყარო: IPN
  6. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამერიკელ კოლეგას, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრამდე შედგა. „გასული წლის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა უკრაინას უზარმაზარი შესაძლებლობები მისცეს. ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ცნობისათვის, „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების და უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავებით უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხები შედის.
  7. რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ბომბი შემთხვევით ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.„2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე 20-მეტრიანი რადიუსის კრატერი დარჩა. მისივე თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი.
  8. მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ნიუ-მექსიკოს სპეციალური პროკურორების, კარი მორისისა და ჯეისონ ლუისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქმეში ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს. „ეს გადაწყვეტილება არ ათავისუფლებს ბატონ ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და შესაძლოა ბრალდებები ხელახლა წარედგინოს. ჩვენი შემდგომი გამოძიება აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ალეკ ბოლდუინის ადვოკატი პროკურორების ნაბიჯს მიესალმა. „მოხარული ვართ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილებით და ამ ტრაგიკული შემთხვევის ფაქტებისა და გარემოებების შესახებ სათანადო გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა ადვოკატმა ლუკ ნიკასმა. შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი - დაიჭრა. მსახიობს ბრალი არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული. სასამართლო პროცესი დაახლოებით 2 კვირაში უნდა დაწყებულიყო.
  9. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება სწრაფად ვერ მოხდება. „ნატო-ს კარი ოდნავ გაიღო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღების დრო არ არის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის გამო იყოს მიღებული და ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს “ცივი გონებით და ცხელი გულით“ და არა პირიქით. ბორის პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს დაგეგმილ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება.
  10. საქართველო არის აშშ-ს ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში, ბოლო 30 წელია. მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ თუკი არსებობს რეალური მტკიცებულებები, რომელიც ეფუძნება მოსამართლეების სანქცირების საკითხს, იქნას წარმოდგენილი. მისი თქმით, აშშ-ს ელჩი საქართველოს მოსახლეობის წინაშე ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, თუმცა ქვეყნებს შორის პარტნიორობა იმსახურებს ფაქტების წარმოდგენას. „საქართველო აშშ-თან და ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ბევრ ცხელ წერტილში იბრძოდა და საქართველომ თავისი წილი სისხლი და მსხვერპლი გაიღო მსოფლიო მშვიდობისთვის და აჩვენა თუ როგორია კეთილსინდისიერი პარტნიორის დამოკიდებულება. ამის საპასუხოდ, ასეთი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება, რომ არავინ ღირსად არ თვლის ქართველ ხალხს, როდესაც მის მოსამართლეებს უწოდებენ კორუმპირებულებს, რომ მტკიცებულებები წარუდგინოს და უთხრან, თუ რა იყო საფუძველი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. მეორე მხრივ, აშშ-ს ელჩი ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, ის საქართველოს ინტერესების გამტარებელი არ არის. აშშ-ს ელჩი ანგარიშვალდებულია ამერიკელი ხალხის წინაშე, ის არ არის ანგარიშვალდებული ქართველი ხალხის წინაშე და გასაგებია, რომ მისი დამოკიდებულება მათდამი სხვანაირია, ვიდრე ჩვენი, ქართველი პოლიტიკოსების, ვინც ქართველ ხალხს წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე და პასუხისმგებლობა. გასაგებია, რომ ამ ანგარიშვალდებულებას ამერიკის ელჩი არ გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა, არის პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც იმსახურებს იმას, რომ საპასუხოდ მტკიცებულებები მაინც იქნას წარმოდგენილი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
  11. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. „ნატო-ს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მაგრამ მთავარი აქცენტი ახლა, რა თქმა უნდა, კეთდება იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე, სადაც დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა იმართება. „როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია აღარ განმეორდება, რომ რუსეთს აღარ შეეძლება განაგრძოს თავდასხმა და კვლავ აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და გააგრძელოს ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, გუშინ, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინას სტუმრობდა.
  12. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, გორში, 2021 წლის 7 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, ოთხი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელი დატოვა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში, ოთხი მსჯავრდებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას. მსჯავრდებულებმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩეს. „წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა მომხდარის შესახებ მეგობარს უთხრეს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“, მეორე ნაწილის ნაწილის ,,ე“, მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები), ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) სამ მსჯავრდებულს 20 და 21 წლით, არასრულწლოვან მსჯავრდებულს 12 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილი) მსჯავრდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  13. სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს - ამერიკის ელჩი მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით, საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანისთვის ქართველ მოსამართლეებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ვრცელდება, მაგრამ „ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. „ხალხის ძალის“ განცხადებითვე, ელჩის უხეში ქმედებების მიზანია, რომ „საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს“. „მერაბ კოსტავას ეკუთვნის სიტყვები - „საქართველო თავისუფალი გახდება. მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. საქართველომ 32 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, 32-წლიანი გამოცდილება და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას კვლავაც სერიოზული ბრძოლა ჭირდება. სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა. აქვე შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი და განაჩენის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მან ვერც კი გაბედა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი, სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ელჩის ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ საკუთარ თავს ყველა უბედურება დააწია, რაც კი შესაძლებელი იყო. ამას წინ უძღოდა 70-წლიანი საბჭოთა ავტორიტარული მმართველობა, რომლის ფონზეც სახელმწიფოებრიობას ჩვენი ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი და გამოუცდელი შეხვდა. სწორედ ამ გამოუცდელობის შედეგად, 90-იან წლებში საქართველომ გამოიარა სამი ომი, ეკონომიკის ნგრევა და კორუფცია, რამაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს ხელისუფლება კი აგენტურით დაკომპლექტდა. ასე დავკარგეთ 2003 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რომელსაც 2012 წლიდან ნელ-ნელა ვიბრუნებთ. ეს სუვერენიტეტი ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ელჩი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ესოდენ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ელჩის ამგვარი მოქმედება არის პრობლემის - ჯერ კიდევ სუსტი სუვერენიტეტის - შედეგი და არა მისი მიზეზი. ამასთან, ელჩის უხეში ქმედებების მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს. ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრინციპები არ უნდა დათმოს და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი სრულად უნდა აღუდგინოს. ასეთ პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ესოდენ უხეშ ჩარევას მომავალში ვეღარავინ გაბედავს,“ - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
  14. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ „ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა“. ,,დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან. 2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას, თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ, ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან. სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით. მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს. განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა, კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, - წერს ღარიბაშვილი.
  15. დღეს ყველა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუშვა ივნისში და რომელიც აღიარა იანვარში, ფაქტებით აღმოჩნდა, რომ იმ ორ ქვეყანასაც ვუსწრებთ, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი და ერთ-ორ კანდიდატ ქვეყანასაც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია და NGO სექტორიც ახლა უნდა იყოს იმით დაკავებული, რომ ევროკავშირს არწმუნებდნენ - მათ დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. მისი თქმით, შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებით, უნდა გამოსწორდეს. „ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ დაკავებული იმით, რომ ვარწმუნებდეთ ევროკავშირს - მან დაუშვა შეცდომა, რომ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს შეცდომა გამოსასწორებელია. ჩვენ უნდა ვარწმუნებდეთ ყველას, რომ საქართველო იმსახურებს და მაშინაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. უფრო მეტიც, ჩვენ ახლა უნდა ვუმტკიცებდეთ და ვეუბნებოდეთ ევროკავშირს, რომ ის შეცდომა მარტო იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მთავარი შეცდომა რაც დაუშვა ევროკავშირმა არის ის, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით ჩამოგვატოვა უკრაინას და მოლდოვას მაშინ, როდესაც ვართ ლიდერი ამ სამეულში და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. ეს ტრიო, რომელიც არსებობდა, კიდევ ერთხელ აღდგეს. ამით უნდა იყოს დღეს ოპოზიცია დაკავებული, NGO სექტორიც და ყველა. ნაცვლად იმისა, დაკავებულია ყველა იმით, რომ ქართული სახელმწიფოს ევროპული ურმის ბორბლებში ჯოხი გაუყარონ. 30 წლის განმავლობაში, დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე შეუმდგარი ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არა ხელისუფლების, არამედ საქართველოს ოპოზიციაა”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
  16. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც “ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავს ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. „დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით. მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს. განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა, კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, - წერს ღარიბაშვილი.
  17. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგზარდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. მანიფესტანტები აშშ-ს მიერ დასანქცირებული ოთხი მოსამართლის დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს თან მოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „თავისუფლება სანქცირებული სასამართლოს პოლიტპატიმრებს”, „სასამართლო კლანის გარეშე”, „გვართმევენ ევროპულ მომავალს!”, „კლანი ევროპას გვაშორებს”, „არა, სასამართლოს რუსულ კლანს”. „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, თუ „სასამართლო კლანი“ მმართველობაში დარჩება საქართველოს ევროპული მომავალიც დასრულდება. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც საქართველოს ბედი შეიძლება გადაწყდეს. თუ სანქცირებული, კეთროვანი „სასამართლო კლანი” მმართველობაში დარჩება, ჩვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ დასავლერი პარტნიორი ტყუილად მოსამართლეებს არ ასანქცირებს, პირიქით ეს პოლიტიკური გზავნილი იყო. თუ სასამართლოს “კლანისგან” არ გაწმენდთ, თუ სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან არ გაათავისუფლებთ, დასავლეთის სრუფლებიანი წევრობა შეუძლებელი გახდება. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის “სასამართლოს კლანი” უნდა წავიდეს”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის, იგორ ნარმანიას თქმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სანქცირებული მოსამართლეები უნდა გაადაყენოს. „ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მიერ სანქცირებული „სასამართლო კლანი” უნდა გადადგეს, რადგან ისინი უკვე მხილებულები კორუმპირებულობაში არიან. ისინი არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი და არამართლმსაჯულებრივი გადაწყვეტილებებით გამოირჩევიან, არამედ „ალტ-ინფოს” მესიჯებით გამოირჩევიან. რაც ქვეყნის საგარეო იმიჯს აზიანებს. ამ მოსამართლეების გადაყენება და გადადგომა, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან პირდაპირ დაკავშირებულია. „რუსულ სასამართლოს” დაკავებული და გასამართლებული ჰყავს, ჩვენი თანამებრძოლი, ლაზარე გრიგორიადისი და ნიკა გვარამია. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სანქცირებული მოსამართლეები გადააყენოს, რადგან ეს მათი ვალდებულებაა”, - განაცხადა იგორ ნარმანიამ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, მსგავსი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სანქცირებულ მოსამართლეებს არ გაათავისუფლებს. „პრაქტიკულად სამი დღეა პარლამენტი პარალიზებულია. „ქართული ოცნება” სანქცირებულ და კორუმპირებულ მოსამართლეებს ფარად გადაუდგა. რადგან მათ არ ესმით და ინსტუტიციური მუშოაბა არ უნდათ, ამიტომ ჩვენ პროტესტის მეთოდს მივმართავთ, რომ შევაწუხოთ და დისკომფორტი შევუქმნათ, ამ კორუმპირებულ და მომავლის მომპარავ მოსამართლეებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ და ჩვენი შვილების მომავალს ანგრევენ”, - განაცხადა მუმლაძემ. წყარო: IPN
  18. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის საქმიანობის სფეროს ხის მასალის რეალიზაცია წარმოადგენდა, წინასწარი შეცნობით უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა შეიძინა, რომლის ტრანსპორტირებაც სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით განახორციელა, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ხსენებული მეწარმისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, ტვირთის შემოწმების შესაბამისი პროცედურები არ განახორციელა და ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადაზიდვის ფაქტი არ აღკვეთა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  19. უახლოეს დღეებში ნახავთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ საჭიროა მოქმედებები - მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები უნდა გავაჩინოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, მისთვის ცნობილია სხვა პარტიებში განწყობების თაობაზე, რომ გარკვეული მოქმედებებია საჭირო. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა, რომ მხოლოდ საპროცედურო ბრძოლებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ, აუცილებელია კოორდინაცია და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს „სტრატეგია აღმაშენებელში“. ვიცი, სხვა პარტიებშიც არის განწყობა, რომ კიდევ სხვა რაღაცებიც უნდა გავაკეთოთ ერთად, უხერხული იქნება ახლა მე რაიმე დავაანონსო, ამიტომ თქვენ ნახავთ უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ მხოლოდ საპროცედურო ბრძოლა არა, საჭიროა სხვა მოქმედებებიც. როგორც რუსული კანონით ხდებოდა 12 რეკომენდაციის და ევროპული კურსის საბოტაჟი, ასევე თუ სასამართლოსთან დაკავშირებით არ იქნება რეფორმა, იგივე დღეში ვიქნებით. მარტივი არჩევანი გვაქვს, ან გამოვალთ ქუჩაში და მოვთხოვთ ხელისუფლებას სასამართლოსთან დაკავშირებულ რეფორმას, ან ზაფხულში ყველას ერთად მოგვიწევს სიცხეში ბუზებთან და კოღოებთან ბრძოლა. მე არჩევანი გაკეთებული მაქვს და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აპირებს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ამ ცვლილებებს, არც საგამოძიებო კომისიას შექმნის, ამიტომ დროულად ვუთხრათ ხალხს სიმართლე, რომ „ქართული ოცნება“ ეღობება სტატუსის მიღებას, მათ შორის იმით, რომ სასამართლოსგან დაკავშირებულ ცვლილებას არ შეასრულებს და პირდაპირ საბოტაჟია რაც ახლა ხდება, ოპოზიცია უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით პროტესტის კერები გავაჩინოთ, ჩვენ თუ ამას შევძლებთ, ამ ზაფხულს ამაზე დიდ საქმეს ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
  20. ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულ იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან ხელისუფლების შტოთა კავშირი საგამოძიებო კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია. „მგონი, საქმე იმაზე უკეთესადაც წავიდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქამდე ვიბრძოდით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად და აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დავუბლოკეთ კანონის მიღების საშუალება. ქართველ ხალხს ოპოზიცია უკეთესს ვერაფერს გაუკეთებს ვიდრე ის, რომ პარლამენტის მუშაობა პარალიზებული იქნას და ხელისუფლება ვერ იღებდეს ათასგვარ მავნებლობებს. ეს არის ფასდაუდებელი საქმე ქართველი ხალხის წინაშე და მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ეს არ შეწყვიტოს - ვიაროთ და არ მივაღებინოთ ხელისუფლებას არცერთი კანონი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას - ხელისუფლების შტოთა კავშირი დღევანდელ მოქმედ სასამართლოსთან, მგონი, კომისიის გარეშეც დადასტურდა და ეს მიზანიც უკვე მიღწეულია. ახლა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი და რაც უფრო ნაკლებ კანონს მიიღებს „ქართული ოცნება“, მით უფრო დაგვიფასებს ამას ქართველი ხალხი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ამასთან, ის გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ მხოლოდ პარლამენტში საკითხის დაყენება საკმარისი არ არის და აღნიშნა, რომ აქციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა გიორგი ვაშაძის მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმის მიღწევის ნაკლებად სჯერა.
  21. ჯერ არშექმნილმა კომისიამ სამჯერ აჩვენა, რომ სასამართლო „კლანი“, რომელიც სანქცირებულია, „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება, რომ თანაბარ პირობებშიც კი, „ქართულ ოცნებას“ არ სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან ზუსტად იცის, რა და რამდენი აქვს დასამალი. „ჯერ არშექმნილმა კომისიამ თავისი შედეგი დადო. მან აჩვენა ფაქტებით სამჯერ, რომ სასამართლო „კლანი“, რომელიც სანქცირებულია, „ოცნების“ გარეშე არ არსებობს და პირიქით, „ოცნება“ ამ „კლანის“ გარეშე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ არიან ასე გამეტებით გადაფარებული მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ამ კომისიამ შეუქმნელად ვერდიქტი უკვე გამოიტანა და საზოგადოებისთვის ნათელია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო პროცესი, რომელშიც ნახევარი იქნება „ოცნება“ და ნახევარი იქნება ოპოზიცია, რომელიც იქნება საჯარო. ამ თანასწორი პროცესისა და ნათელი, გამჭვირვალე პროცესის ეშინია ხელისუფლებას. თუ მათ დასამალი არაფერი აქვთ, თუ მათ ბრალი არ მიუძღვით, თუ ისინი არ არიან კლანის თანამზრახველები, რატომ უნდა გეშინოდეს, გახსნა ყუთი და ყველამ ერთად ჩავიხედოთ, რა დევს ამ ყუთში, მაგრამ მათ ზუსტად იციან, რა და რამდენი აქვთ დასამალი. „ქართული ოცნება, რომელმაც ამომრჩეველს 2011-2012 წლებში სწორედ იმ მორალური და პოლიტიკური დაპირებით გამოართვა მანდატი, რომ სასამართლო გახდებოდა სამართლიანი და გირგვლიანის საქმე, რომელიც იყო მაშინდელი სასამართლოს უსამართლობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - სახე ხატი დასრულდებოდა, ახლა გადაიქცა ამ მოსამართლეების „გადასაფარებლად“. ამ დონემდე დეგრადირდა ხელისუფლებაში ყოფნის 11 წელში“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, ის რაც ნორმალურ, სამართლიან სახელმწიფოში სამართალდამცველებს უნდა გაეკეთებინათ, გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. „ინფორმაციების აბსოლუტური უმრავლესობა, რაზე დაყრდნობითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, არის საჯარო წყაროები. აქ პრობლემა ის არის, რომ ეს ინფორმაცია ცხვირწინ რომ ედო ქართველ სამართალდამცავებს, მათ ამაზე რეაგირება არ გააკეთეს. ნორმალურ, ჯანმრთელ ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით რა რეაგირება უნდა მოეხდინათ სამართალდამცველებს, ეს აჩვენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ჩვენთან პრობლემა ის კი არ არის, რომ ინფორმაცია არ არსებობს, ის კი არ არის, რომ სამხილები არ არსებობს, არამედ ის, რომ ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში ჰქონდა ნული რეაგირება, იმიტომ, რომ ის არის „კლანის“ თანამზრახველი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა. წყარო: IPN
  22. აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. ისინი საპროტესტო აქციას დღესაც განაგრძობენ. მშობლების მთავარ მოთხოვნად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა რჩება, რათა მათი შვილების მკურნალობისთვის საჭირო პრეპარატის შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდეს. მშობლებს ადგილზე მოტანილი აქვს ბანერები წარწერებით: „არა უშავს დე! სამაგიეროდ „imagine dragon“-ის კონცერტზე წაგიყვან!“, „პური და სანახაობა>ბავშვების ჯანმრთელობა“. „ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის აზრს ვეღარ ვხედავთ. ახლა მოთხოვნაა, რომ პრემიერ- მინისტრს შევხვდეთ, რადგან მათი პასუხი იყო, რომ ბიუჯეტი არ არსებობს. პროტესტს განსაკუთრებით იწვევს ის, რომ პარალელურად კონცერტები იგეგმება, რომლებშიც 70 მილიონი ან შეიძლება მეტიც იხარჯება. ამ ყველაფრის ფონზე გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტი არ არსებობს, რათა ბავშვებს ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაუფინანსონ“, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, „თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა პასუხისმგებლობას აიღებს და აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“.
  23. თბილისში, 2015 წლის შემდეგ პირველად, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვა მოხდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის ჩატარება ზაფხულშია დაგეგმილი და მას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ. მათივე განმარტებით, პროცესში მოხალისეებსაც შეეძლებათ ჩართვა. ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, მიუსაფარი ძაღლების მონაცემები თბილისის რაიონების მიხედვით დაითვლება, რის საფუძველზეც შემუშავდება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. „ბოლოს მიუსაფარი ძაღლების აღირცხვა 2015 წელს ჩატარდა, რა დროსაც თბილისში 45 ათასი ძაღლი აღირიცხა“, - აცხადებენ სააგენტოში.
  24. კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის. მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს. „კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია. ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა გავაგრძელოთ მცდელობა იმისა, რომ 50 ხმის მობილიზება მოხდეს კვლავ და ვცადოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. რაც შეეხება აქციებს და პროტესტის სხვადასხვა ფორმას, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და რაც კანონით მისაღები და დასაშვებია ყველანაირი ფორმა შეგვიძლია გამოვიყენოთ“, - განაცხადა დაუშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ უმოქმედობა პირდაპირ დასტურია იმისა, რომ სასამართლო სისტემაში უამრავი პრობლემა არსებობს. „მთავარი მამოძრავებელი რის გამოც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას არის შიში, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში პრობლემა, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებობს სააშკარაოზე გამოვა. „ოცნებას“ ეშინია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სასამართლო სისტემაზე გავლენა აქვთ და მართავენ, საუბარს დაიწყებენ იმ გარიგებების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, სასამართლოსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შესაძლოა არსებობდეს“, - აღნიშნა დაუშვილმა.
  25. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 31 მარტს კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომლის თემაც ,,ქართული საპენსიო რეფორმის მომავალი”იყო. ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში ითქვა, რომ კვლევის მიხედვით ქვეყანაში საპენსიო რეფორმის ოთხი ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა. ესაა: საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებლობა; განთავსების რისკიანობა და საპენსიო კანონის ცვლილებები; საპენსიო ასაკი და სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთი. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სახელმწიფოს მიმართ რეკომენდაციები გასცა: - შესაბამისი მოდელირების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიის საფუძველზე, გაფართოვდეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი და გონივრულობის ფარგლებში გაიზარდოს განთავსების რისკიანობა. - მომზადდეს გადაწყვეტილება, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს შეუწყდეთ სოციალური (საბაზისო) პენსია. - განისაზღვროს ვადა, როდესაც სოციალური (საბაზისო) პენსიის ზრდა, მათ შორის ინდექსაციით, შეჩერდება. - პენსიონერთა მზარდი რაოდენობის ფონზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად, საპენსიო ასაკის გაზრდისთვის დაიწყოს მუშაობა საზოგადოებრივი ცნობიერების მოსამზადებლად. - საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მოხდეს ფინანსურ ინსტრუმენტებში (ფასიან ქაღალდებში, საბანკო პროდუქტებში) და არა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საზოგადოების ფართო ნაწილისთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეკომენდაციების ის პუნქტებია, სადაც საპენსიო ასაკის გაზრდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის საბაზისო პენსიის მოხსნა და სოციალური პენსიის ზრდის შეჩერებაა ნახსენები. მართალია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე ხელისუფლების მხრიდან შეფასებები ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნა დაიდო და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნების მოტივით მსგავსი რეკომენდაციები გაიცა, ბევრ მოსაზრებას აჩენს. რამდენად რეალურია საფრთხე, რომ პენსიონერთა რიცხვის ზრდამ და მათთვის საბაზისო დახმარების გაცემამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუშალოს; გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა IDFI-ს რეკომენდაციებს ან შესაძლებელია თუ არა, ამ რეკომენდაციების მიხედვით გატარებულმა საპენსიო რეფორმამ მოსალოდნელი კრიზისი აღმოფხვრას? ამ კითხვებზე პასუხი ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსს აკაკი ჩარგეიშვილს ვთხოვეთ. აკაკი ჩარგეიშვილი: IDFI-ს კვლევებში ნახსენებ სამომავლო საფრთხეზე შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად ყოველთვის ყველაფერი დასაშვებია. კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვილაპარაკებთ, პენსია შრომისუუნარო ბენეფიციარის სოციალური შემწეობაა და აქედან გამომდინარე, ეს არის ის კალათა, რომელიც შემდგომში ეკონომიკას არ ქმნის ანუ პასიური ფულია. შესაბამისად, ნებისმიერი ექსპერტი თუ თეორეტიკოსი ვარაუდის დონეზე იტყვის, რომ საპენსიო კალათა უნდა შეესაბამებოდეს არსებულ ეკონომიკას, რადგან თუ არ შეესაბამება, ის ყოველთვის იწვევს რყევებს. ეს ლოგიკურია, თუმცა ამიტომ, როცა სრული სურათი არ გვაქვს, ცოტა არ იყოს, რთულია, საფუძვლიანად შევაფასო მათი რეკომენდაციები. ამასთან, არა მგონია, რომ მხოლოდ ეს რეკომენდაცია იყოს ძალაში, რადგან IDFI საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციაა, თუმცა, ამ შემთხვევაში საეჭვოა, მათი რეკომენდაციები სხვა პარამეტრებშიც ჯდებოდეს. აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორი იქნება ეკონომიკა იმ დროისთვის, რა დროზეც ეს რეკომენდაციებია გათვლილი, თავისუფალი იქნება, კაპიტალური იქნება, შერეული იქნება თუ სხვა სახის. ასევე, რა წყაროები იქნება პენსიისთვის შემოსავალი, რომელ პენსიონრებს შეეხება ეს რეფორმა, რადგან გვყავს უწყებრივი პენსიონრები, ვეტერანები და ასაკობრივი პენსიონრები. ამ კვლევებში ეს საკითხები დაკონკრეტებული არ არის. ხელისუფლებამ მისი განხილვა რომ დაიწყოს, ვფიქრობ, IDFI-ს კიდევ უნდა ჰქონდეს დამატებით დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც შევძლებდით მსჯელობას, მაგრამ ამ დოკუმენტების შესახებ არაფერი ვიცით. ვინაიდან, კვლევის ის სრული სურათი არ გვაქვს, რაც გაცემულ რეკომენდაციებს დაასაბუთებდა, რთულია პროგნოზირება, მთავრობა ან მიზნობრივი ჯგუფი რამდენად სერიოზულად მიიღებს მათ მხედველობაში. საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისთვის 60 და კაცებისთვის 65 წელია. ასაკის ზრდა რაღაცასათან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს. ვგულისხმობ იმას, რომ სამწუხაროდ ამ ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა გაზრდილია. მით უმეტეს, ჯანმო-ს შეფასებით, საქართველო მოსახლეობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რაც უმეტესად სწორედ საპენსიო ასაკის ადამიანებზე მოდის. ამიტომაც ვამბობ, რომ არ ჩანს, IDFI - ს კვლევა რა პარამეტრებში, რა ჩარჩოებშიც უნდა იყოს წარმოჩენილი. შეიძლება მათი რეკომენდაცია სულაც მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ ის დეტალები და ფაქტორები, რაც ამ რეკომენდაციებს გაამყარებს, არ ვიცით და რაც ვიცით, წინააღმდეგობრივია, არსებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამდენად, არა მგონია, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება რაციონალური იყოს და მისი განხილვა ან შეფასება ღირდეს საქმე ისაა, რომ ამ აღნიშნულ კვლევიდან დასკვნა უნდა გაკეთებულიყო და პირიქით, უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს და მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არაკვალიფიციურად მიიჩნევს კავკასიის ბიზნესჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე, რომელმაც ჩვენს მიერ ზემოთდასმულ კითხვებს უპასუხა. ლევან სურგულძე: ჩვენ გვაქვს განსხვავებული საპენსიო სქემები. მათ შორის არის დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომლის დროსაც შემოსავლიდან გარკვეულ თანხას ზოგავ და პენსიაზე გასვლის შემდეგ, შეგიძლია ეს აქტივები სურვილისამებრ მართო. ამერიკაში მოქმედებს შემდეგი სქემა, იქაც იბეგრებიან ხელფასის მქონე მოქალაქეები და ეს თანხა იმ ბენეფიციარების პენსიაზე მიდის, ვინც დღეს არიან პენსიონრები. იმის გამო, რომ მედიცინა უფრო მეტად განვითარდა, ამერიკაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც გაიზარდა. ამიტომ ხანდაზმული ადამიანები უფრო დიდ ხანს იღებენ პენსიას, პენსიონერთა რიცხვიც იმატებს და შესაბამისად, შრომისუნარიან და დასაქმებულ თაობას ახლა ან მომავალში აუცილებლად მოუწევს უფრო მეტის გადახდა, რათა არსებული სქემა შენარჩუნდეს. ამდენად, ამერიკაში ეს პრობლემა ნამდვილად დგას, მაგრამ ჩვენთან ეს სქემა არ მოქმედებს და ის სისტემა, რაც მოქმედებს, მსგავს პრობლემას ვერ დააყენებს. ასე, რომ ამ მიმართულებით IDFI - ს ეგრეთწოდებულ კვლევას კვალიფიციურად ვერ ჩავთვლი. გაუგებარია, დაგროვებითი პენსიის მქონე ადამიანებს რატომ უნდა მოუხსნან საბაზისო პენსია, რომელიც არის სოციალური შემწეობის პირველი სვეტი, როცა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სამი სვეტია დაშვებული. პირველი, ეს არის საბაზისო შემწეობა, მეორე არის სავალდებულო დაგროვებითი სისტემა და მესამე - ნებაყოფლობითი დაგროვებითი სისტემა. გაუგებარია, აქედან პირველი სვეტის მოხსნა რას მოგვიტანს, სად წავა ეს თანხა, ბიუჯეტში დარჩება? რაც შეეხება საპენსიო ასაკის გარზრდას, რა თქმა უნდა, თუ ეს გაკეთდება, ამით ბიუჯეტს დაზოგავენ, მაგრამ არა მგონია, ეკონომიკა გააუმჯობესონ. ის ფული, რასაც პენსიებისთვის გასცემენ, ხომ ისევ ეკონომიკაში ბრუნდება? პენსიონრები აღებულ შემწეობას ხარჯავენ, რაღაცას ყიდულობენ და შესაბამისად, ეს თანხა ისევ ეკონომიკაში ბრუნდება და ბრუნავს. ამდენად, არ მესმის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით რა სიკეთეს მოიტანს ან საბაზისო პენსიის მოხსნა, ან საპენსიო ასაკის გაზრდა? როგორც უკვე ვთქვი, კი, ბიუჯეტი დაიზოგება, სახელმწიფო ნაკლებ თანხას გადაიხდის, მაგრამ ეკონომიკას ვერ დაეხმარება. თუ ეს გაკეთდა, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება საპენსიო ასაკის მოსახლეობის ყოფაზე. ეს არც ეკონომიკას არგებს და შეიძლება ითქვას, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება არც ერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი. როგორც ზემოთ ითქვა, საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცების შემთხვევაში 65 წელია, ხოლო ქალების შემთხვევაში - 60. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 808 ათასი ასაკით პენსიონერია, აქედან 71% ქალია, 29% კი - მამაკაცი. ქვეყანაში კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანრძლივობა 67.5 წელს აღწევს, ქალების კი - 75.4 წელს. ირმა ბერიშვილი
×
×
  • შექმენი...