-
პოსტები
511 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ირმა ბერიშვილი
-
რუსების მიერ დახვრეტილი უკრაინელი მებრძოლი ვიდეოში საკუთარმა დამ ამოიცნო
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ოკუპანტი რუსების მიერ დახვრეტილ ტყვე უკარინელ მებრძოლში, რომელმაც სიკვდილის წინ თქვა ფრაზა: ,,დიდება უკრაინას," ახალგაზრდა ქალმა საკუთარი ძმა ამოიცნო. ინფორმაცია ამის შესახებ, ტელეკომპანია BBC-ის პროდიუსერმა, სოფია კოჩმარ-ტიმოშენკომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, სიკვდილით დასჯის მომენტში გადაღებულ ვიდეოში უკრაინელმა ქალმა საკუთარი ძმა თვალებით, ხმით და ასევე, სიგარეტის მოწევის მისეული მანერით ამოიცნო. ,,გავიგე. გადავამოწმე. მისი და ამბობს: ეს, 100 პროცენტით, ჩემი ძმაა. ეს მისი თვალებია, მისი ხმა და მანერა, როგორ ეწეოდა სიგარეტს... ის გვთხოვს სიჩუმეს დილამდე, ვიდრე ძმის მეგობრებს დაუკავშირდება და ფაქტს დაადასტურებს. უნდა დედასთან იყოს, როცა ამ ამბავს შეატყობინებენ.“ - წერს სოფია კოჩმარ-ტიმოშენკო და ჯერ-ჯერობით არ ასახელებს გმირის ვინაობას. შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსი დამპყრობლების მიერ უიარაღო უკრაინელის სიკვდილით დასჯის ფაქტია გადაღებული. უკრაინელი გმირი ამბობს სიტყვებს: „დიდება უკრაინას,“ რის შემდეგაც, მას რუსი ჯარისკაცები ავტომატის ჯერით ცხრილავენ. 6 მარტს, საღამოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად გამოეხმაურა სამხედრო ტყვის დახვრეტას, რაც ჟენევის კონვენციის უხეში და მძიმე დარღვევაა. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინა იპოვის ყველა რუს მკვლელს, სადაც არ უნდა დაიმალონ ისინი. უკრაინული პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა -
,,უცხოეთის გავლენის აგენტის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მოწინააღმდეგე საზოგადოების ნაწილი ხვალ, 6 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბება და თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის. ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე გასვლას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი, ლია თოდუა, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონით ხელისუფლებას რაიმე ახლის აღმოჩენა კი არა, მათთვის აგენტის სტატუსის მიწებება უნდა. მისი აზრით, თუ პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, ეს იქნება დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული პირველი ნაბიჯი, რომელიც არათუ ხელს შეუშლის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, არამედ სამუდამოდ დაგვაშორებს ევროკავშირთან. რა პროექტები ხორციელდება კონკრეტულად ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, რა საქმიანობას ეწევა ორგანიზაცია, არის თუ არა მათი შემოსავალი გამჭვირვალე და რას უქადის ეს ყბადარებული კანონპროეტი მათ, ამ და სხვა სხვა საინტერესო კითხვაზე პასუხები ლია თოდუას ვთხოვეთ. - ვის წინააღმდეგ არის პარლამენტში ინიცირებული კანონი მიმართული და რატომ ეძახიან მას რუსულ კანონს? - ეს კანონი, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ არის მიმართული და შიგნით იმდენი წვრილმანი რამეა ჩამოწერილი, რომ ბევრი ვერც გაიგებს, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს. ფიქრობენ, მერე რა, თუ აგენტს დაგიძახებენ ან თუ ისედაც გამჭვირვალეა შენი დაფინანსება, რა მოხდა, თუ ეს საჯარო გახდება? ჩვენ არც ფინანსების გასაჯაროება გვაწუხებს და არც ის სახელი, რასაც მოგვაწებებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროს მოძიება ახლაც ყველას შეუძლია და ინფორმაციაც გამჭვირვალეა. ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ მსგავსი სიტუაცია უკვე ვნახეთ, ამის დემონსტრირება რუსეთმა გააკეთა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ეს კანონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია და მთავარია, მას შემდეგი რა ნაბიჯი მოყვება. ზუსტად ასე დაიწყო რუსეთშიც ამ კანონის ამოქმედება. ზუსტად ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთმა დემოკრატიის ჩასახშობად და ჩვენთანაც იწყება დემოკრატიის ჩახშობა. - არადა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების გზაზე, თითქოს, ბოლოში უნდა გავსულიყავით და ხელისუფლებაც ამით უნდა იყოს დაინტერესებული. - დიახ და ამ კანონის ამოქმედებაზე ლაპარაკი ახლა ყოვლად დაუშვებელია. რადგან ამას აკეთებენ, ჩანს, კატეგორიულად არ უნდათ, რომ სტატუსი მოგვცენ. მათ კონსტიტუციაც ფეხებზე ჰკიდიათ, სადაც მითითებული გვაქვს, რომ საქართველოს მისწრაფება და პოლიტიკური კურსი, სწორედ, დასავლეთს და ევროპას უკავშირდება. ეს კანონი ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება და ძალიანაც რომ უნდოდეთ, ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირი ვერ მიგვიღებს. ეს მათ პრინციპებთან თანხვედრაში ვერ იქნება. ამიტომ, ამ ნაბიჯის გადადგმით ევროკავშირზე ფიქრიც მორჩება და კანდიდატობის სტატუსს ვეღარ ვეღირსებით. - როგორც აღნიშნეთ, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყარო გამჭვირვალეა და მისი ნახვა ყველას შეუძლია. არსებობს რამე საერთო ბაზა, სადაც ეს მონაცემები თავმოყრილია? ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ არსებობდეს ერთიანი პორტალი, სადაც ყველას მონაცემი იქნება შეტანილი და სადაც ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციაზე ნებისმიერ ინფორმაციას დაინტერესებულ პირს თითის ერთი დაჭერით ამოუყრის. ბევრს ჰგონია და სოციალურ ქსელში მეკამათებიან ამაზე, რომ თითქოს, ბიზნეს-ორგანიზაციები აბარებენ დეკლარაციებს და ჩვენ - არა. ამ დროს ჩვენც ზუსტად იგივე დეკლარაციას ვავსებთ და ზუსტად იგივენაირად გამჭვირვალეა ჩვენი შემოსავალი. ამ მხრივ ბიზნესსა და ჩვენს შორის არავითარი განსხვავება არ არის, არავითარი პრეფერენცია არა გვაქვს, პირიქით, დონორისგან ცალკე და საგადასახადოსგან ცალკე დამატებით აუდიტებსაც გავდივართ, დამატებით ვკონტროლდებით, მაგრამ საწმუხაროდ ამას ვერ ხედავენ და ჰგონიათ, რამეს ვმალავთ. rs.ge-ს აქვს სპეციალური ვებგვერდი, სადაც რეგისტრირებულია ორმაგი დაფინანსებისგან განთავისუფლებული ორგანიზაციები, ასევე, არის ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც გრანტების ჩამონათვალია და ყველაფერი ღიად ჩანს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ზუსტად ისევე ვაბარებთ ანგარიშებს, როგორც სხვა ორგანიზაციები. თუ რამე ეეჭვებათ, ადგნენ და გამოაქვეყნონ ეს მონაცემები. ყველა აიპი-ს ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნონ. კი იქნება ეს პერსონალური ინფორმაციის გაცემა, მაგრამ ახლა ხომ იგივეს დაკანონებას ითხოვენ? აგენტი რატომ უნდა დამიძახო და ხალხს შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ მე რაღაცას ვმალავ? ამიტომაც ვფიქრობ, უპრიანი იქნება, ჩვენი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უფრო იოლად და მარტივად მოსაძებნი გახდეს და ვეცდებით, ასეც გავაკეთოთ, რათა ყველა დაინტერესებულს შეეძლოს, დარწმუნდეს ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში. - აქვს თუ არა რამე საერთო ქართულ კანონს ამერიკულ კანონთან, როგორც ამას გვიმტკიცებენ? - აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამერიკულ სამართალში მოქმედებს პრეცედენტული სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი ცალკე დოკუმენტად კი არ მოქმედებს, მას მოჰყვება სასამართლო გადაწყვეტილებების მთელი შლეიფი, თუ როგორ განმარტოს თითოეული ტერმინი. მით უმეტეს, რომელ კანონზეც ამბობენ, ვთარგმნეთ და გადმოვიტანეთო, აბსოლუტურად სხვა პრინციპების მატარებელია და ეს ეხება ლობიზმს. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანი წინასწარვე რეგისტრირდება და ლეგალურად ეწევა საქმიანობას. ცალკეული პირი იქნება ეს თუ კომპანია, თუ არ არის დარეგისტრირებული და ვინმეს ლობირებაში გამოიჭერენ, მას პასუხისმგებლობას დაეკისრება. ამერიკული კანონი, თუნდაც, პირდაპირ რომ გადმოიტანონ, თუ მას თავისი შლეიფი არ მოყვება, ჩვენი სასამართლო სისტემის შემხედვარეს, რომელი განმარტებების იმედი უნდა მქონდეს? ჩვენს კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აგენტად მიიჩნევა მარტო ის, ვინც უცხო ქვეყნიდან მომავალი პირდაპირი ან არაპირდაპირი ბრძანების ან კონტროლის ქვეშ მოქმედებს. როგორ განიხილავს ამას ქართული სასამართლო, ჩამითვლის თუ არა მე გრანტს პირდაპირ კონტროლად, თუ კანონს არ მოყვება ის შლეიფი, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ჩემი შემთხვევა უნდა განიხილოს და აგენტად არ უნდა ჩამთვალოს? ასე ატყუებდნენ რუსეთშიც ხალხს და ეუბნებოდნენ, რომ ამერიკული კანონი თარგმნეს. დიახ, მათაც თვალთმაქცურად გადმოიღეს ეს კანონი ამერიკიდან, ვითომ გაჭვირვალობის მიზნით, როგორც ახლა ჩვენი ხელისუფლება გვატყუებს და მერე თავიანთი სურვილისამებრ მილიონჯერ შეცვალეს, მერე თანდათან დაიწყეს მისი გამკაცრება. რუსეთმა ამ კანონით გამოავლინა ის ხალხი, ვინც უცხოურ დაფინანსებას იღებდა და მათ აგენტის უარყოფითი სტიგმა მიაწება. რუსულეროვან სივრცეში აგენტი იგივდება შპიონთან და ასე მოუსპო მათ საზოგადოების მხარდაჭერა. ბუნებრივია, როგორც კი ორგანიზაცია ხალხის ნდობას და ხალხის მხარდაჭერას კარგავს, როგორც კი მათგან გაირიყება, მერე ადვილია მისი დაჩაგვრა. ამდენად, ეს არის პირველი ნაბიჯი, საშუალება გეძლევა, ვინც არ მოგწონს, ცუდი სახელი მიაკრა, გარიყო, ნდობა დაუკარგო და მერე - გაანადგურო. ეს არის ამ კანონის მიზანი. სამწუხაროდ, ამ საშიშროებას ვხედავთ ჩვენ. - რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორის მიმართ ასეთი ზომების მიღება, რა ვარაუდები გაქვთ? - რა ვარაუდი უნდა, სულაც ხმამაღლა ამბობენ, რაში გვჭირდება არასამთავრობოებიო. არ ვჭირდებით და გვეუბნებიან, არ გვაინტერესებ, წყალსაც წაუღიხართო. კარგი, დღეს არ ვუნდივართ და წამიღებს ის წყალი, მაგრამ ხვალ შენ ვინ მოგეხმარება? ეს არის სექტორი, რომელიც დგას სახელმწიფოსა და ადამიანს შორის. არასამთავრობო სექტორი არის საზოგადოებრივი აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოება. როგორც კი გაგიჭირდება და ვინმე უსამართლოდ მოგექცევა, მაშინ გაგახსენდება, რომ არსებობენ ეს ვიღაც საზოგადოებრივი აქტივისტები, რომლებიც შენი უფლებებისთვის იბრძვიან. ამიტომ, ხელისუფლებას დღეს თუ არ ვჭირდებით, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ დავჭირდებით. და ვინც დღეს გვლანძღავს, ხვალ რომ მოგვადგებიან და გვთხოვენ, დაგვიცავითო, დავიცავთ მათ უფლებებსაც, რადგან ესაა ჩვენი ფუნქცია და როლი. - თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე რომ ვისაუბროთ და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხში გაწეულ საქმიანობაზე, რა მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ? - ყველამ იცის, თითქოს და როგორი ბანალური საქმით ვიყავით დაკავებული, როცა არაჟნის ხარისხიანობას ვზომავდით და ვიკვლევდით, ჩვენს ბაზრაზე არსებული პროდუქტი იყო თუ არა ნამდვილი არაჟანი. მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ შემრაცხა რუსეთის აგენტად და კინაღამ ციხეში ჩამსვა. ახლა იგივეს ეს ხელისუფლება ცდილობს. ბუნებრივია, არც ერთ მთავრობას არ მოსწონხარ, როცა აკრიტიკებ და მის ნაკლზე ლაპარაკობ, მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც გვაქვს გამბედაობა, ვუძლებთ მათ შემოტევებს და ვეუბნებით, რომ მათი მტერი კი არა ვართ, პირიქით, მათ მაგივრად ვაკეთებთ საქმეს. დიახ, ის არის უფლებამოსილი, ის არის ვალდებული, იყიდოს არაჟანი, მიიტანოს ლაბორატორიაში და შეამოწმოს, რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს. ჩვენ ძლივს ვიშოვეთ მაშინ ფინანსები, რომ პროდუქტები შეგვესყიდა და ლაბორატორიისთვის თანხა გადაგვეხადა. მწარმოებლები ცალკე პრობლემა იყო, რომლებიც ოფისში გვივარდებოდნენ და გვაგინებდნენ, მაგრამ ვუძლებდით ამ ყველაფერს. ხელისუფლების ნაცვლად ვაკეთებდით ამ საქმეს. - რას უკავშირდებოდა ბოლო კვლევა, რაც თქვენი ცენტრის მეშვეობით ჩატარდა? - ბოლოს ბაზარზე არსებულ კვერცხის ნიმუშებში ანტიბიოტიკების შემცველობა გამოვიკვლიეთ. ეჭვი გვაქვს, რომ ამ პროდუქტში არის ჰორმონებიც და ანტიბიოტიკებიც. გვინდა, რომ ხალხი, საზოგადოება ნელ-ნელა მიეჩვიოს და თავად დააფინანსოს ასეთი საჭირო კვლევები. ამიტომ სპეციალური კამპანია ვაწარმოეთ, რათა საკმარისი შემოწირულობა მოგვეგროვებინა. ეს კამპანია იმდენხანს გაიწელა, რომ სავარაუდოდ მწარმოებლებმა შეძლეს, იმ პერიოდისთვის ანტიბიოტიკები არ გამოეყენებინათ. მართლაც, ჩვენს მიერ გასაზომად აღებული კვერცხის 8 ნიმუშში არ აღმოჩნდა ის 5 ანტიბიოტიკი, რაზეც ეჭვი გვქონდა. თუმცა, ამ ანტიბიოტიკების გარდა, არის კიდევ სხვა საშუალებები და რომელზე გადაერთვნენ მწარმოებლები, არავინ იცის. სწორედ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს და იკვლევდეს ამ საკითხს და რადგან ის არ აკეთებს, ვცდილობთ, ჩვენ გავაკეთოთ, ჩვენ შევამოწმოთ და გავაკონტროლოთ. ესაა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი. იცით, რომ საკვებ პროდუქტებში ანტიბიოტიკების და ჰორმონების არსებობა სახელმწიფომ ბოლოს 2017 წელს გაზომა და მონაცემები ისეთი იყო, შეეშინდა. ჰორმონების და ანტიბიოტიკების ოდენობა ყველაფერში მაღალი აღმოჩნდა, ხორცში, რძის პროდუქტებში, კვერცხში... - რა ზომები მიიღეს ამ ფაქტის საწინაააღმდეგოდ? - იმის ნაცვლად, რომ ზომები მიეღოთ და ამ დარღვევის აღსაკვეთადე ბრძოლათ, ძალიან მარტივი გამოსავალი იპოვეს, გაზომვა შეწყვიტეს. ამიტომ გადავედით ჩვენ ამ კომპონენტების კვლევაზე, მაგრამ ძალიან ძნელია თანხების მოპოვება. ის უცხოეთი გვეუბნება, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობას უქმნის პრობლემას და თქვენმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, მე რა შუაში ვარ? მაინც ვცდილობთ, რაღაცნაირად, მათთვის საინტერესოდ მოვაბათ პროექტს ყური და დაფინანსება მოვიპოვოთ. აი, ასეთი საქმეებისთვის გვჭირდება ის თანხები, რასაც უცხოეთიდან ვიღებთ, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები რომ გამოვავლინოთ და ვაიძულოთ, საღი, უვნებელი პროდუქტები აწარმოონ. სახელმწიფოს, ხელისუფლების საკეთებელს ვაკეთებთ. მუდმივად პროექტების წერასა და თანხის ძებნაში ვართ, შვიდიდან, დაახლოებით, ერთი პროექტი ფინანსდება და რამხელა შრომა სჭირდება ამას? მერე დადგებიან და გრანტიჭამიებს გვეძახიან. არ ვიცი, შეიძლება მართლაც არსებობენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებულ ფულს არაკეთილსინდისიერად მოიხმარენ. ადგნენ და გამოაქვეყნონ მათი სია, დაასახელონ, მიუთითონ, ზოგადად რატომ ლაპარაკობენ/? ყველას ერთ ქვაბში რატომ გვხარშავენ? იქნება და ის ფული, რაც მივიღე, შენს სასარგებლოდ, სახელმწიფოს სასარგებლოდ დავხარჯე, იქნებ, შენი, ხელისუფლების საქმე გავაკეთე? - როგორც აღმოჩნდა, თავად ხელისუფლებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადსხვა პროექტზე უცხოეთიდან მიღებული მილიარდობით ლარი დაუხარჯავს. - დიახ, ასეა და ხანდახან, არასამთავრობოები დონორებს იმით ვუსაბუთებთ, ხოლმე, დაფინანსების შესახებ თხოვნას, რომ რასაც სახელმწიფოს აძლევენ, იმის ერთი პროცენტი მაინც სამოქალაქო სექტორს მოგვცენ, რათა ისინი გავაკონტროლოთ. ვეუბნებით, არ გინდათ გაიგოთ, როგორ ხარჯავენ თქვენს მიერ მიცემულ თანხას? ეს არის ძირითადი მოტივი, რატომაც გვაფინანსებენ. - იქნებ, ხელისუფლებას არასამთავრობოების მხრიდან სწორედ ამ კონტროლის მექანიზმის მოშლა უნდა? - დიახ, ეს კონტროლი უნდათ მოშალონ, მაგრამ ამით სახელმწიფო რომ ზარალდება, ესაა სამწუხარო. ჯერ კარგად არ ჩანს და ალბათ, ყველა ვერ ხედავს, მაგრამ როგორც ვთქვი, ეს არის პირველი ნაბიჯი დიქტატურისკენ. ჩვენ ვხედავთ ამას და ამიტომაც ვიბრძვით ინიცირებული კანონის წინააღმდეგ. - ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, გამოვიდეს პარლამენტთან და უარი უთხრას აღნიშნულ კანონპროექტს, მაგრამ თავს იკავებენ, რადგან იციან, იქ ოპოზიციის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის პლაკატით მივლენ და პროტესტის შინაარსს გააფუჭებენ. - ძალიან სამწუხაროა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ასეც ხდება და ორშაბათს, როცა პარლამენტთან ხალხი შეიკრიბება, სასურველია, აქციის ორგანიზატორებმა და თავად ხალხმაც არ დაუშვას მსგავსი ფაქტი. - საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ასეთი მწვავე პროტესტის ფონზე, იქნებ, არსებობს შანსი, რომ გადაიფიქრონ კანონპროეტის მიღება. იქნებ, არასამთავრობო სექტორსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ამ საკითხზე ცალკე კონსულტაციები გაიმართოს? - ჩვენ ხელი არ ჩაგვიქნევია და ვცდილობთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, თუმცა ვერ გეტყვით, რომ იმედიანად ვარ, რადგან ხელისუფლებას ძალიან ჯიუტად აქვს გეზი აღებული თავისი მიზნისკენ. მე პირადად, სულ არ მაინტერესებს, აგენტს დამიძახებენ თუ არა, მხოლოდ ამას კი არ ვაპროტესტებთ. ვიცით, რომ ეს დემოკრატიის დათრგუნვის პირველი ნაბიჯია და მას უარესი ნაბიჯები მოჰყვება. ხვალ ადამიანსა და მთავრობას შორის აღარავინ ჩადგება და თითოეული ჩვენგანის კონტროლზე გადავა ხელისუფლება. ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. ირმა ბერიშვილი
-
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოსკოვსა და მინსკში განხორციელებულ ვიზიტებს დღეს სოხუმში პრეს-კონფერენცია მიუძღვნა. „კარგია, როცა ქვეყნების ლიდერებს ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის საშუალება აქვთ. გასულ წელს ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აქ გვეწვია. მან მე სტუმრად დამპატიჟა... მინსკში ჩემს ვიზიტს ბევრი ლაპარაკი მოყვა, ბევრს არ მოეწონა, რომ პრეზიდენტის პირისპირ არ ვიჯექი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრები, რამაც ხელი შეუწყო აფხაზეთსა და ბელორუსს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას,“ - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია მომავალში ბელორუსთან სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარებით. მისი თქმით, ბელორუსის რესპუბლიკაში ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ არის, რაც შეიძლება მათ გადმოიღონ და სხვადასხვა დარგში მათი გამოცდილება თავიანთ პრაქტიკაშიც გამოიყენონ. ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ბელორუსს შორის თანამშრომლობის ძირითადი სფეროები შეიძლება იყოს IT ტექნოლოგიები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. როგორც თავად ამბობს, მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მინსკის მაღალტექნოლოგიურმა პარკმა, რომელიც, ინტელექტუალური შრომის პროდუქციის (ძირითადად, პროგრამული და მიკროელექტრონული გადაწყვეტილებები) ექსპორტს ახორციელებს. ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა აფხაზ ჟურმასტებს აუწყა, რომ ბელორუსი ინვესტორების დაფინანსებით, 2024 წლის აპრილში ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში დაიწყება საკურორტო სანატორიუმის კომპლექსის მშენებლობა, სადაც 250-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, დასაქმებულთა 80 %-მდე ადგილობრივი მცხოვრები იქნება. ,,მინსკში აფხაზეთის სავაჭრო სახლი იმუშავებს. ბელორუსისთვის აფხაზური ღვინოების მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. აფხაზური შემოქმედებითი კოლექტივები ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „სლავიანსკი ბაზარში“ მიიღებენ მონაწილეობას. კონტაქტები გაგრძელდება, ეს სასარგებლოა, ეს მომავალში უამრავ სასიკეთო საქმეს მოგვიტანს. თქვენ ხედავთ, რამდენად დაახლოვდა პოზიციები ბელორუსსა და რუსეთს შორის. ჩვენ მათი მოკავშირეები ვართ, ჩვენ ვართ რუსეთის მოკავშირეები, გვინდა ვიყოთ მოკავშირეები ბელორუსისთვისაც და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ოკუპირებული მხარის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა. კითხვაზე, მინსკში იყო თუ არა საუბარი მოკავშირე სახელმწიფოების რიგებში აფხაზეთის გაწევრიანებაზე, ბჟანიამ უპასუხა, რომ „ამ ისტორიულ ეტაპზე“ ამ კავშირში აფხაზეთის გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევია. ,,ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა. საკავშირო სახელმწიფო, როგორც მე მესმის, არის ერთგვარი ზედნაშენი. სახელმწიფოებს შეუძლიათ გაერთიანებულ სახელმწიფოს შეუერთდნენ და ამასთან, თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შენარჩუნონ. ასეთი საკავშირო სახელმწიფო არსებობს ბელორუსსა და რუსეთს შორის. ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში ამ კავშირში ჩვენი სახელმწიფოს მონაწილეობის განხილვა შესაძლებელი იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. ის არ ეთანხმება მათ, ვინც ამბობს, რომ ვიდრე ბელორუსი აფხაზეთს პოლიტიკურად არ აღიარებს, მანამდე მასთან ეკონომიკური კონტაქტების დამყარება არასწორია. „ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი 15 წელი არ გვაღიარებდა, მაშინ როცა, ამ წლების განმავლობაში ძალიან სერიოზული ეკონომიკური კონტაქტები გვქონდა. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ბელორუსის ლიდერის მაშინდელი პოზიცია შევახსენო, როდესაც აფხაზეთი ეკონომიკური ბლოკადის ქვეშ იყო. ბელორუსის პრეზიდენტმა მას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მან იცის, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და დამოუკიდებელ კურსს მიჰყვება. მე მას ამაზე ვისაუბრე,“ - აღნიშნა ბჟანიამ. რაც შეეხება სოხუმსა და თბილისს შორის ,,კეთილმეზობლური ურთიერთობების“ დამყარებას, რაზეც ლუკაშენკომ ისაუბრა, ბჟანიას თქმით, ეს შესაძლებელია, მაგრამ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოდ აღიარების საფუძველზე. „სხვაგვარად ეს შეუძლებელია და ისიც (ლუკაშენკო) ეთანხმება ამას. ეს არ ყოფილა ჩვენს შორის დისკუსიის თემა.“ - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა. მოამზადა ირმა ბერიშვილმა
-
გასული წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 5,4 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა. როგორც, რუსეთიდან საზღვარგარეთ ტურისტული ნაკადის ზრდის შესახებ, Росстат-ის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, აღნიშნული მონაცემით ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში პირველ ადგილზე დგას, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, რომელსაც შარშან 4,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია; მესამე ადგილს 1, 2 მილიონით არაბეთის საემიროები იკავებს, მეოთხე ადგილზე კი ეგვიპტეა, - 900, 5 ათასი რუსი ტურისტით. ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, Росстат-ის მონაცემებით, 2022 წელს 830, 5 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია.
-
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და ბელორუსს შორის ვითარება დაძაბულია, ბელორუსის სახელმწიფოს მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თანამშრომლობას განაგრძობს. განსაკუთრებით ძლიერია ბელორუსიასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა. გამოცემა Tagesschau-ს ცნობით, მიმდინარე წელს მათ შორის, უკვე, 150-ზე მეტი ერთობლივი სამხედრო წვრთნის ჩატარებაა დაგეგმილი. თავის მხრივ, ლუკაშენკო ახლა მოხალისეთა არმიის შექმნასაც გეგმავს, რადგან ფიქრობს, რომ შესაძლოა ბელორუსს თავს უკრაინის ჯარი დაესხას. ამ მიზნით, ბელორუსის პრეზიდენტს სურს, 100 000-დან 150 000-მდე მოხალისისგან შექმნილი არმია ჩამოაყალიბოს, რომელიც სამხედრო ძალას დაეხმარება. როგორც ბელორუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი Daily News-სთან აცხადებს, ასეთი გასამხედროებული ფორმირება ყველა სოფელსა და ქალაქში უნდა შეიქმნას. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ბელორუსის პროფესიული არმია, დაახლოებით 48 000 ჯარისკაცისგან და სახელმწიფო საზღვრის დამცველი 12 000 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ამდენად, მოხალისეთა არმია, სავარაუდოდ, პროფესიულ არმიაზე ორჯერ მეტი გამოვა. Tagesschau იტყობინება, რომ ტერიტორიის დამცველ მოხალისეთა არმიის შექმნის შესახებ ბრძანება ალექსანდ ლუკაშენკომ უკვე გასცა. ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, ,,უკრაინის გამოცდილებამ" აჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის დამატებითი დაცვა. როგორც ცნობილია, ლუკაშენკომ ადრე რუსეთს უკრაინაზე ბელორუსის მხრიდან შეტევის შესაძლებლობა მისცა და რუსი სამხედროები ბელორუსის ტერიტორიაზე კარგა ხანს იდგნენ. BBC-ის კორესპონდენტის, სტივ როზენბერგის თქმით, ლუკაშენკომ აშკარად მიანიშნა, რომ ბელორუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ მისი ქვეყანა უკრაინიდან თავდასხმის საფრთხის წინაშე დადგება. „მზად ვარ, ბელორუსის ტერიტორიიდან რუსების მხარეს მეც ვიბრძოლო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქიდან (უკრაინა) ვინმე, თუნდაც ერთი ჯარისკაცი, ჩემი ხალხის მოსაკლავად ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით შემოიჭრება"- აღნიშნა ლუკაშენკომ როზენბერგთან საუბრისას. გამოცემა Merkur-ის ინფორმაციით, სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბელორუსიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არც მისი გამორიცხვა შეიძლება. უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა
-
ვენაბათაღელვა არ ცხრება პარტია ,,ხალხის ძალის“ მიერ ,,უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპტოექტის გარშემო. ეს თემა, ალბათ, დიდხანს იქნება აქტუალური, თუ გავითვალისიწინებთ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება მის მიღებას პირველივე მოსმენით აპირებს, საქართველოს პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ კანონს ვეტო-ს დაადებს და მის ამოქმედებას ხელს შეუშლის. სამწუხაროა, რომ მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტისა, პარლამენტმა,,რუსულ კანონად“ წოდებული ეს კანონპროექტი განსახილველად მაინც მიიღო. უფრო მეტიც, საკუთარი მოქალაქეების ხმის გარდა, მათ ყურად არც საერთაშორისო თანამეგობრობის, გაერო-ს და ევროკავშირის წარმომადგენელთა შენიშვნები იღეს და ცდილობენ, რომ კანონი ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ამერიკული კანონის ანალოგიად მოგვაჩვენონ. ,,ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ორი ვერსიისგან შედგება: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობა“ და „უცხოური გავლენის აგენტი.“ ორივეს იდეა და მიზანი ერთია – ყველას, ვინც დემოკრატიის განვითარებისთვის საქართველოს მეგობარი ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციისგან ფინანსდება, „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ ტიტული მიენიჭოს. რა მსგავსებაა აღნიშნულ კანონსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ კანონს შორის, რომელიც FARA - ს სახელითაა ცნობილი და რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესების წარმომადგენელი პირების ვინაობის გასაჯაროებას ითვალისწინებს; ამ მიმართულებით რა განზრახვები აქვს საქართველოს ხელისუფლებას; არის თუ არა დღეს ქვეყანაში ამ კანონის მიღების აუცილებლობა და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში, ამის შესახებ, სრტრატეგიული კომუნიკაციების სპეცილისტს, ირა ჭელიძეს ვესაუბრეთ. - ამჟამინდელი ხელისუფლების ავკარგიანობაზე საუბრისას, აქამდე მათი მმართველობის დადებით მხარედ მივიჩნევდით, რომ ადამიანებს მოქმედების და სიტყვის თავისუფლება ჰქონდათ და კრიტიკული აზრის გამო არავის სჯიდნენ, ქონებას და ბიზნესს არ ართმევდნენ, რაც წინა ხელსიუფლების დროს სანატრელი იყო. ,,უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონი,“ რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, ხომ არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, საით მივყავართ ამ კანონს და ამ გზას მომავალში? - თუ პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტის ის ვერსიები, რაც დღეს მის წინაშეა წარდგენილი, საჭიროების შემთხვევაში, ეს კანონი ხელისუფლების ხელში მშვენიერ ინსტრუმენტად გადაიქცევა იმისთვის, რომ ყველა, ვინც არ მოეწონებათ და ვისი შემოსავალის რაღაც ნაწილი უცხოეთიდან ირიცხება, გააჩუმონ და უცხოური გავლენის აგენტი უწოდონ. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ეს იქნება მედია, ეს იქნება არასამთავრობო თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია, რომელიც დონორებისგან მიიღებს ფულს, თუნდაც ბიზნესის საწარმოებლად. ვიცით, რომ მრავალი ფერმერული თუ სოფლის მეურნეობის სხვა დარგები ასეთი დონორების ხელშეწყობით ვითარდება. ადამიანებს ეძლევათ შანსი, საკუთარი პროდუქცია აწარმოონ, ასევე, დაასაქმონ სხვა ადამიანები და გადაუხადონ მათ ხელფასი. ამდენად, დღევანდელი სახით, ეს კანონი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ნებისმიერი ადამიანის თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლებას არ მოეწონება, ღიად ტოვებს მათ სამოქმედო ველს. ამიტომ აქ საუბარი არ არის მარტო სიტყვის თავისუფლებაზე ან კრიტიკული აზრის გამოთქმაზე, ვინც თვალში არ მოუვათ, ყველას წინააღმდეგ შეეძლებათ ამ კანონის გამოყენება, თუ ის რომელიმე უცხოური დონორისგან ფინანსურ დახმარებას იღებს. - ამ დახმარების მიზნობრიობას მნიშვნელობა არ ექნება? - არა, ამ ფინანსური დახმარების მიზნობრიობას არ ექნება არავითარი მნიშვნელობა. კანონი იძლევა დამატებით საშუალებას და ფართო ველს იმისთვის, რომ არასასურველ პირებს და ორგანიზაციებს ჭანჭიკები გადაუჭირონ. ზუსტად ანალოგიური რამ მოხდა რუსეთში. მსგავსი კანონი 2012 წელს, თითქოს, უწყინრად და რბილად ამოქმედდა და დღეს ის ყველაზე საკმაოდ მძაფრად ვრცელდება. ამ კანონის საფუძველზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიაგამოცემების და ორგანიზაციების ნაწილი დახურულია, ნაწილის ხელმძღვანელები - დაჭერილი. - ხელისუფლება ამბობს, რომ ამერიკული ვერსიაც დამუშავებული აქვთ და პარლამენტში მის განხილვასაც აპირებენ. როგორია ამერიკული კანონის შინაარსი და რა პრინციპებს ეფუძნება ის? - დიახ, ამბობენ რომ ამერიკული კანონი FARA ვთარგმნეთო, მაგრამ რაც მათ წარადგინეს, არ არის მისი თარგმანი, ვინაიდან FARA-ს მთავარი პრინციპი არ არის გამოყენებული. მოდით, კარგად განვმარტოთ, რა არის ეს პრინციპი. ამის ასახსნელად იგივე შედარებას მოვიყვან, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოვიყვანე. მაგალითად, ვთქვათ ჩვენმა სახელმწიფომ ააშენა ანაკლიის პორტი და ჩინეთი დაინტერესდა ამ პორტით. მქირაობს მე, ერთ ადამიანს ან მთლიანად ჩემს ორგანიზაციას იმისთვის და მიხდის ფულს, რომ დავიწყო ანაკლიის პორტის ჩინეთისთვის გადაცემის ლობირება. გამოვდივარ ტელევიზიებში და ვამბობ, რომ ანაკლიის პორტის ჩინეთისთვის გადაცემა არის კარგი. დავდივარ მთავრობის სახლის კორიდორებში, ვხვდები ხელისუფლების გავლენიან პირებს და ვეუბნები, იქნებ დაფიქრდნენ ამ მიმართულებით. ასე ვთქვათ, ტვინს ვუბურღავ და ვცდილობ, გავლენა მოვახდინო მათზე. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესდება და ფიქრობს, ეს რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მოდი, შევამოწმებ, რა მიზანი ამოძრავებს, არის თუ არა გატარებული რეესტრში? თუ ვარ რეესტრში, ესე იგი ჩემი აქტიურობა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან FARA-ს პრინციპით, ეს ლეგალური საქმიანობაა და ჩვეულებრივად ვიხდი გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ დარეგისტრირებული არ ვარ და ტვინს ისე ვბურღავ, უკვე არსებობს იმის საფუძველი, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მოიპოვონ მტკიცებულება, რატომ ვიქცევი ასე. ამ საკითხშიც ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ და იოლი არ არის დამიმტკიცონ, რომ მე ამ თემაზე ვლაპარაკობ არა იმიტომ, რომ დიდი და ნათელი მიზანი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ჩინეთის მხარისგან ფული ავიღე. თუ ამას შეძლებენ, მაშინ ან დიდ ჯარიმას ვიხდი, ან მასამართლებენ და მივდივარ ციხეში. აი, ეს არის FARA-ს პრინციპი. ამერიკული კანონი არ დასდევს მეღვინეს, რომელსაც ესა თუ ის გრანტი იუესაიდი-დან აქვს აღებული; არ დასდევს ფერმერს, რომელსაც ათი ძროხის შესყიდვაში გაერო-ს რომელიღაცა პროგრამა დაეხმარა; არ დასდევს პატარა იურიდიულ ფირმას, რომელიც ბავშვთა უფლებებს ან ძალადობის მსხვერპლ ქალებს იცავს და ამისთვის უცხოური დაფინანსება დასჭირდა ან ორგანიზაციას, რომელიც შშმ პირების საჭიროებებისთვის ზრუნავს. ეს FARA-ს არ აინტერესებს, მას აინტერესებს მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი. ჩვენს კანონში კი გათვალისწინებულია დაინტერესება, როგორც პოლიტიკური მდგენელით, ისე იმ სხვა ყველა შემთხვევით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. - მაშინ, რატომ ცდილობენ მმართველი გუნდის ლიდერები, დაგვარწმუნონ, რომ ჩვენთან დამუშავებული კანონი ამერიკულ ანალოგზე უკეთესია? - იმიტომ, რომ მათ ჩვენ ჩლუნგები ვგონივართ. ჩვენს კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო ამერიკულ ანალოგთან. ის ყველანაირ ნიადაგს უქმნის ჩვენს ხელისუფლებას, რომ რა წამსაც არ მოვეწონები და შეიძლება, ბევრი რამის გამო არ მოვეწონო, ,,მომხედოს“ უკვე ამ კანონის საფუძველზე. - თუმცა, ხელისუფლება ამბობს, რომ კანონის მიზანი არ იქნება არავის დასჯა, ის უბრალოდ, უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად გამოიყენება. ამასთან ერთად, ჩვენთვის შემოთავაზებული კანონპროექტის კიდევ ერთი მინუსი ის არის, რომ თუ მე, რიგით პიროვნებას დამაინტერესებს, საიდან ფინანსდება, მაგალითად, ორგანიზაცია ,,ალტინფო“ ან ტელეკომპანია ,,ფორმულა“ და მინდა გავიგო, ვინ დგას მის უკან, ვერაფერსაც ვერ გავიგებ, რადგანაც ,,ალტინფო“ იტყვის, რომ არავისგანაც არ ფინანსდება და იმის გამო, რომ მისი დაფინანსების წყარო გამჭვირვალე არ არის, ,,გავლენის აგენტად“ არ დარეგისტრირდება. იგივეს იზამს ტელეკომპანია ,,ფორმულა“ და ყველა სხვა ის ორგანიზაცია, რომელთაც დაფინანსების საეჭვო წყაროები გააჩნიათ. შესაბამისად, ვერ გავიგებთ, ვინ დგას მათ უკან და ვინ აფათურებს ხელებს საქართველოს პოლიტიკაში. სამაგიეროდ ყველას ეცოდინება, რომ დაკა ბერძენიშვილმა, გურიაში პატარა საოჯახო ბიზნესის მოსაწყობად, იუესაიდი-დან აიღო გრანტი; კახელმა მიხო პაპამ, თავისი ვენახის გასამართად, გაერო-ს ფერმერთა ასოციაციიდან მიიღო დაფინანსება და იურისტმა ანა არღანაშვილმა, რომელიც ბავშთა უფლებებს იცავს, თავისი იურიდიული ფირმისთვის უცხოური დაფინანსება მოიპოვა... და მათ ,,უცხოური გავლენის აგენტები“ უნდა ეძახონ. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება მტკნარად და ურცხვად იტყუება, როცა გვეუბნება, თითქოს აღნიშნული კაონპროექტი ამერიკული კანონის პრინციპებზეა აგებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, FARA ინტერესდება, მხოლოდ პოლიტიკური ზეგავლენით, თანაც არა ხალხის და საზოგადოების მიმართ, არამედ თუ ეს პოლიტიკური ზეგავლენა მიმართულია ხელისუფლებისკენ. - რამდენად ნიშანდობლივია, რომ გაერო-ც კი გამოეხმაურა ამ კანონპროექტს. ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოთქვამენ და მიაჩნიათ, რომ მისი მიღება ხელს შეუშლის გაერო-ს მოქმედებას საქართველოში? - ძალიან ნიშანდობლივია მათი შეშფოთება, რადგან ლამის, მთელი საქართველო გაერო-ს ბენეფიციარია. მათი პროგრამებით ვსულდგმულობთ. ასევე, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, დრო და მომენტი ამ კანონისთვის აბსოლუტურად არასწორადაა შერჩეული. ყველაფერს ხომ თავისი დრო და სოციალური კონტექსტი აქვს? - ეს კანონი, მართლაც, ამერიკული FARA-ს პრინციპებზე აგებული რომ ყოფილიყო, საქართველოში კითხვის ნიშნებს მაშინაც გამოიწვევდა? - ეს კანონი FARA-ს ანალოგი რომ ყოფილიყო, პირიქით, მისაღებიც კი იქნებოდა ჩვენთვის, ოღონდ არა დღევანდელ სოციალურ კონტექსტში, როცა სასწორის პინაზე კანდიდატის სტატუსი დევს. ჯერ უნდა მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და მერე უნდა ვილაპარაკოთ გავლენის აგენტებზე. - ,,ქართული ოცნების“ ლიდერები რამდენიმე დღეა გვიმტკიცებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან აგენტების შესახებ კანონს არაფერი აქვს საერთო და მისი არსებობა სტატუსის მიღებაში ხელს ვერ შეგვიშლის. - ისინი ურცხვად იტყუებიან, როცა ამას ამბობენ და უფრო მეტიც, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის სპეციალური განზრახვით წარმოებული კამპანია იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ როცა სასამართლოში გვყავს მურუსიძე და როცა მართლმსაჯულების სისტემასთან არსებობს კითხვები, ასეთი კანონების მიღება არ შეიძლება, რადგან ფაქტია, რომ იქ სადაც მურუსიძე არ არის, სადავო საკითხები ირჩევა სამართლიანად და იქ, სადაც მურუსიძე ერევა, - ირჩევა პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით. - ბოლოს, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტს იმ საკომუნიკაციო ენაზეც გკითხავთ, რომლითაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაერო-ს, ევროკავშირისა თუ ამერიკის შეერთებეული შტატების წარმომადგენლებს მათ მიერ გაწეულ რეკომენდაციებსა თუ შენიშვნებზე პასუხობენ. მათი მხრიდან, რამდენად მისაღებია, საერთაშორისო თანამეგობრობას ისეთი ტონით ელაპარაკონ, როგორც აქ საკუთარ ოპოზიციას ელაპარაკებიან? - ყოვლად დაუშვებელია, მსგავსი ენით ელაპარაკონ გაერო-ს წარმომადგენლობას, ევროკავშირის ან აშშ-ს ელჩს. სახელმწიფო პირების მხრიდან ეს აბსოლუტურად დაუშვებელი და მიუღებელია. ჩემთვის გასაოცარია, რატომ აიშვეს ასე და ვინ და რატომ აძლევს მათ ამის გამბედაობას. როგორც ჩანს, ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე აქვთ დადებული, სხვა ახსნა არ მაქვს. ირმა ბერიშვილი
-
უკრაინაზე თავდასხმიდან მეორე წლის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ,,ზედმეტად დარწმუნებულია" იმაში, რომ მისი სამხედრო ძალები უკრაინის დამორჩილებას შეძლებენ. - ამის შესახებ CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) დირექტორმა უილიამ ბერნსმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელმა გასული წლის ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე საკმაო „თავხედობა და ქედმაღლობა“გამოავლინა, რაშიც ასახული იყო თავად პუტინის რწმენა, „რომ მას შეუძლია დრო თავის სასარგებლოდ ამუშავოს, რომ მას შეუძლია, გაანადგუროს უკრაინელები, რომ შეუძლია ამოწუროს ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ძალები, რომ ადრე თუ გვიან, პოლიტიკური დაღლილობა დადგება.“ უილიამ ბერნსის განცხადებით, პუტინს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე გააგრძელოს ბრძოლა, მიუხედავად მსხვერპლისა, მიუხედავად მისი ტაქტიკური ხარვეზებისა და რუსეთისთვის მიყენებული ეკონომიკური თუ რეპუტაციული ზიანისა.
-
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ვერსიასაც დაუჭერს, შემდეგ კი დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ,,ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. საკომიტეტო მოსმენები უახლოეს დღეებში შედგება, ამის შემდეგ კი პლენარული სხდომა გაიმართება. პირველი მოსმენით მივიღებთ როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ვერსიასაც. ამის შემდეგ კი უკვე ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. დასკვნის წარმოდგენას ჩვენ დაჩქარებული წესით ვითხოვთ, ასეთი პროცედურა არსებობს. შემდეგ უკვე კანონის შესაბამისი ვერსიის მიღება სესიის ბოლომდე დასრულდება". - თქვა კობახიძემ. ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ქართული ოცნების დეპუტატები მათი ,,ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ ,,გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი ,,უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.
-
პუტინი ნატო-ს ბირთვულ შესაძლებლობებს ,,გაითვალისწინებს"
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვაშინგტონთან შეიარაღების კონტროლის შესახებ უახლეს შეთანხმებაში მონაწილეობა შეწყვიტა, ის არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ნატო-ს სხვა ქვეყნების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბირთვული იარაღის შესაძლებლობებსაც ,,გაითვალისწინებს". უფრო ადრე, გასული კვირის დასაწყისში, რუსეთის მიერ 2010 წლის ,,ახალი სტარტის“ ხელშეკრულების (მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება) შეწყვეტის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის განხორციელების საქმეში შეერთებულ შტატებს შეთანხმების არაწევრი ქვეყნები, საფრანგეთი და ბრიტანეთიც შეუერთდნენ. ამიტომ მან ,,რუსეთის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“ ზომები მიიღო. „ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ნატოს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი - მოგვაყენონ სტრატეგიული მარცხი, აზარალონ და გაამწარონ ჩვენი ხალხი... როგორ არ გავითვალისწინოთ მათი ბირთვული პოტენციალი? მით უფრო, როცა ისინი უკრაინას ათობით მილიარდი დოლარის იარაღს აწვდიან,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსულ ტელევიზიასთან ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ აპირებს აშშ-ს არსენალის გარდა, ნატოს სხვა ქვეყნების ბირთვული შესაძლებლობების ,,გათვალისწინებას“, მაგრამ აღნიშნა, რომ ის „მინდვრის ცენტრიდან ამ თემის განსახილველად“ ღიაა. პუტინმა აღნიშნულ ინტერვიუში სცადა იმის დამტკიცება, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა სურს და უკრაინაში რუსეთის აგრესიის გასამართლებლად არაერთხელ გაიმეორა ფრაზა, რომ ,,მათ (დასავლეთს) ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი - რუსეთის ფედერაცია." ამიტომაც, მისი თქმით, ეს ბრძოლა უკრაინაში, თავად რუსეთის გადარჩენისთვის ბრძოლის ნაწილია. ერთი წლის წინ ის ამტკიცებდა, რომ უკრაინაში შეჭრისას მისი მთავარი მიზანი იმ ვითარების შემცირება იყო, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის საშიშად მიაჩნდა და მას შემდეგ ამ მიზეზს უკრაინაში ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების გასამართლებლად იყენებდა. როდესაც დასავლეთმა რუსეთისგან დაზარალებული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ომი წარმოაჩინეს, არა როგორც რუსეთ-უკრაინის, არამედ როგორც რუსეთსა და ნატო-ს შორის მიმდინარე დე ფაქტო ომი. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის მოკავშირეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ არ სურთ ომში პირდაპირ ჩაერთონ, მათი მიზანია, საკუთარი თავის დასაცავად და რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის დასაბრუნებლად უკრაინა სათანადოდ აღჭურვონ. CIA-ს დირექტორმა უილიამ ბერნსმა კვირას, ტელეკომპანია CBS-ის ეთერში, განაცხადა, რომ უკრაინაში გაჩაღებული ომის რეალური მიზეზი არის პუტინის მიერ უკრაინაზე კონტროლის დაკარგვა და ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს დასავლეთთან მიახლოება. „ის (პუტინი) განიხილავს ამას, როგორც პირდაპირ საფრთხეს მისი ამბიციის მიმართ, რომელიც აქვს, როგორც რუსეთის ლიდერს, და ვფიქრობ, ეს არის საზარელი იმ აგრესიის ფონზე, რომელიც მან წამოიწყო“, - აღნიშნა ბერნსმა. Associated Press - ის მიხედვით მოამზადა ირმა ბერიშვილმა -
,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა". კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე. კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.
-
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელია. ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად ორივე პირ ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. -
ბერლინის კინოფესტივალზე მთავარი გამარჯვებულები გამოავლინეს
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
ბერლინის 73-ე კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა. ჯილდო ,,ოქროს დათვი“ დაიმსახურა რეჟისორ ნიკოლას ფილიბერის ფრანგულმა დოკუმენტურმა ფილმმა ,,ადამანტზე,“ (On Adamant). ფილმი მოგვითხრობს პარიზის უნიკალურ ფსიქიატრიულ კლინიკაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში, სენის ნაპირზე მცურავ შენობაში მდებარეობს. მისი პრემიერა კინოფესტივალის ფარგლებში 24 თებერვალს შედგა. საუკეთესო რეჟისურისთვის ,,ვერცხლის დათვი“ ფრანგ რეჟისორს ფილიპ გარელს გადაეცა, დრამისთვის ,,გუთანი,“ ხოლო მთავარი როლისთვის ფილმში ,,20 ათასი სახეობის ფუტკარი",,ვერცხლის დათვი" ესპანელ მსახიობს სოფია ოტეროს ერგო. ბერლინის 73-ე კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში 19 ფილმი შედიოდა, რომლებზეც 19 სხვადასხვა ქვეყნის კინორეჟისორები მუშაობდნენ. მათ შორის რუსული ფილმები არ ყოფილა. -
კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას საქმეზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ბებიამ მიიყვანა. ქალი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვანის მამა დააკავა, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო,რაც ოჯახის არასრულწლოვანი, წევრის მიმართ ძალადობს გულისხმობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ, დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს,რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
-
კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 64 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა. 71 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა. 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა. 88 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგი დადუნაშვილმა, ბრინჯაო - ონისე ხურციძემ. მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ქავთარაძემ. ინფორმაციას საქართველოს სამბოს ფედერაცია ავრცელებს.
-
თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება 600- ზე მეტი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის ცნობით, 612 ეჭვმიტანილიდან 184 დაკავებულია და სასამართლო პროცესის მოლოდინში იმყოფება. დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, შენობის მფლობელები და მმართველები. 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.
-
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი ნაბიჯები ტერორისტული სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალებაა და შეზღუდვები გაგრძელდება იქამდე, სანამ რუსეთის აგრესიისგან აღარაფერი დარჩება. ,,დღეს ომის დაწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი დამტკიცდა. ცხადია, ეს უკანასკნელი პაკეტი არ იქნება. სანქციები გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთის აგრესიისგან პოტენციაშიც კი აღარაფერი დარჩება. ახალი სანქციები ძლიერად გადადგმული ნაბიჯებია ტერორისტული სახელმწიფოს თავდაცვის ინდუსტრიისა და ფინანსური სექტორის წინააღმდეგ. ასევე იმ პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომელთა გამოც რუსული საზოგადოება სიცრუეშია ჩაფლული და ამ ტყუილების გავრცელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც ცდილობენ. ისინი ამ კუთხით წარმატებას ვერანაირად მიაღწევენ. ჩვენი დიპლომატები და მთელი სახელმწიფო ვმუშაობთ იმაზე, რომ სანქციები რუსეთის ბირთვულ სექტორზეც გავრცელდეს". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
-
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს და ვიცე პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ,,შეხვედრებზე ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ისაუბრეს, ასევე, ინვესტიციების მოზიდვაზე, საჰაერო მიმოსვლის დაწყებასა და აფხაზეთის გაზიფიკაციაზე.“ - ნათქვამია ბჟანიას პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აფხაზები ეხმაურებიან და წერენ, რომ ამ დაპირებებით დაიღალნენ. ,,მოსკოვიდან 300 კილომეტრში, თავად რუსებს არა აქვთ გაზი. ჩვენთვის ვინ გაიმეტებს? ნუ გვატყუებენ!“ - წერს ასტამურ შარია ,,ტელეგრამზე.“ ,,არ მობეზრდა ჩვენს პრეზიდენტს ტყუილად სიარული, რა საჰაერო მიმოსვლა, რა გაზიფიკაცია, რა ზღაპრებს გვიყვებიან? ამ არარეალურ გეგმებს ჯობია ელექტროენერგიის საკითხი მოაგვარონ,სანახევროდ სიბნელეში რომ ვზივართ და ვერ ვთბებით, ამ სიცივეში.“ - აცხადებს ალა კვიწინია იგივე სივრცეში. შეგახსენებთ, რომ ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ,,სამუშაო ვიზიტით“ რუსეთში 14 თებერვლას გაფრინდა და თავდაპირველი ინფორმაციით, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელობასთან მისი შეხვედრები 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. ამ ,,ვიზიტის ფარგლებში“ ოკუპირებული აფხაზეთის ფეიკი პრეზიდებტი ბელორუსის რესპუბლიკასაც ეწვია და პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა. როგორც ჩანს, ბჟანია სოხუმში დაბრუნებას არ ჩქარობს. თავად აფხაზების თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის მოლოდინიც ჰქონდა, თუმცა ბჟანიას ჩასვლისთანავე პუტინის პრეს-სპიკერმა გამოაცხადა, რომ ის, ამ ეტაპზე, აფხაზთა წარმომადგენელთან შეხვედრას არ აპირებდა. მიუხედავად ამისა, ასლან ბჟანია რუსეთში ვიზიტს განაგრძობს.
-
მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს. ხანძარი ნოვოსელივკის რაიონში არსებულ ბაზაზე გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა. მან თავის Telegram-არხზე რუსების სამხედრო საწყობში 24 თებერვალს გაჩენილი კოცონის ამსახველი ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჭურვების აფეთქების ხმაც ერთვის თან. ,,მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფი ადასტურებს, ცენტრალური ოლქის სოფელ ნოვოსელოვკას მიდამოში არსებული, რუსეთის სამხედრო კომპლექსის საწყობის ერთით ,,დამინუსებას,“ - წერს ანდრიუშჩენკო. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ უკვე 25 თებერვალს, დილით, მარიუპოლის რაიონში, რუსი დამპყრობლების მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილას, ახალი აფეთქებების ხმა ისმოდა. „უკრაინის წინააღმდეგობის ჯგუფის წევრები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმა ისმის მარიუპოლის რაიონის სოფლებში, იალტასა და იურიევკაში, ოკუპანტების დიდი კონცენტრაციის ხაზის გასწვრივ,“ - აღნიშნავს პიოტრ ანდრიუშჩენკო. https://1plus1.video/unian-novosti/2023-rik/lyutij-2023-u-mariupoli-vibuhnuv-sklad-bk-rosiyan
-
როგორც ჩანს, რუსეთს ირანული დრონების მარაგი ეწურება, ვინაიდან, ბოლო 10 დღეა, მათი გამოყენების შესახებ არავიტარი ინფორმაცია არ გავრცელებულა, - ამის შესახებ, თავის რეგულარულ მოხსენებაში, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა წერს. „2023 წლის 15 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების (OWA-UAV) გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე, სულ მცირე, 24 Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და წლის დასაწყისშივე ათეულობით დრონი განადგურდა,“ - წერენ ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსები. მათი ვარაუდით, რუსეთი მარაგების შესავსებად უპილოტო საფრენი აპარატების მოძიებას დაიწყებს. „მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღები სამიზნეების განადგურებაში კარგ შედეგებს ვერ აღწევს, რუსეთი მას, ალბათ, როგორც სასარგებლო ხაფანგს ისე უყურებს, რომელსაც შეუძლია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყურადღება უფრო ეფექტური რუსული ფრთოსანი რაკეტებიდან თავის თავზე გადაიტანოს.“ - აცხადებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.
-
2022 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევის 1200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ვებ-გვერდი იუწყება. განცახდებაში აღნიშნულია, რომ ,,დამნაშავეები უშიშროების სამსახურისა და ФСБ- ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.“ მათ ,,აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის“ ან ,,აფხაზეთის ტერიტორიულ და შიდა წ####ბში სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევა ედებათ ბრალად. დამნაშავეებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ. 13 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე. ,,აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე აღიკვეთა საქონლის უკანონო გადატანის 35-ზე მეტი მცდელობა, მათ შორის 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების თამბაქოს კონტრაბანდა. უკანონო საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან დაკავშირებით, აფხაზთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულია სამართლებრივი ზომები.“ - ნათქვამია ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
შემოთავაზებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, კანონროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროკავშირი მოუწოდებს, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ,,სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება და ასევე მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ის ასევე არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის და არის 12 პრიორიტეტის ნაწილი, კერძოდ № 7 პრიორიტეტისა, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და № 10 პრიორიტეტისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხება.ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას რეფორმების განხორციელების კუთხით, რაც ეხმაურება ქვეყნის მისწრაფებებს განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში არის გაცხადებული.კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს", - აღნიშნულია განცხადებაში.
-
წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 1921 წლის ამ დღეს, საკუთარი თანამემამულეების „დაცვის" მოგონილი მიზეზით, საქართველოში საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა. „მათი განზრახვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამხობა იყო. ამ ქმედებით დაირღვა 1920 წლის მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთი პირობას დებდა, პატივი ეცა საქართველოს სუვერენიტეტისა და თვითგამორკვევისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეული, რომლის განმავლობაშიც საქართველომ დაკარგა უამრავი მოქალაქე, ვინც ტირანიის წინააღმდეგ ხმის ამოღება გაბედა. წელს აშშ-ის საელჩო 25 თებერვლის წლისთავში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავს, ვინაიდან რევანშისტული რუსეთი აგრძელებს საკუთარი მეზობლების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას. ევროატლანტიკური საზოგადოება არის ერთიანი და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ რუსულ აგრესიას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
-
პრემიერმაირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
ირმა ბერიშვილი posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული. -
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა ის სამხედრო ტექნიკით აღჭურვონ. ,,მე ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში". - ამბობს სუნაკი. სუნაკის განმარტებით, რომ გრძელვადიანი მომზადების ნაწილი არის უკრაინელი სამხედროების წვრთნებიც, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს. ,,ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რისი გაკეთებაც გვსურს. NATO-ში გაწევრიანების გზაზე, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა იცოდნენ აღჭურვილობის გამოყენება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის გრძელვადიან მომავალზე ვსაუბრობთ. ხოლო ეს ნიშნავს, რომ მას NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისი მეტი აღჭურვილობა უნდა მივაწოდოთ. მათ შორის, საჰაერო თავდაცვაც. ეს არის ის საკითხები, რაზეც ჩვენს მოკავშირეებთან საუბარი მსურს. სუნაკმა ასევე დაადასტურა, რომ ლონდონი მზადაა დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ და აღნიშნა, რომ თავად ბრიტანეთისთვის ეს რთული ამოცანაა. ,,ეს არ არის ადვილი, რადგან საკითხი მხოლოდ თვითმფრინავს არ ეხება. ეხება მის მართვას, მოვლასა და მუშაობას. ბრიტანული თვითმფრინავები ძალიან განსხვავდება იმ თვითმფრინავებისგან, რომლებსაც უკრაინელი მფრინავები არიან შეჩვეული". - დასძინა სუნაკმა.
-
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ,,ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა" და ,,საერთაშორისო სამართლის დარღვევა" უწოდა. გენერალურ ასამბლეაზე მისი ამ სიტყვებით დაიწყო დებატები, რომელიც ,,სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლის“ შესახებ რეზოლუციისთვის ფართო მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად გუტიერეშმა შეკრებილებს ხაზგასმით შეახსენა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან. ,,რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდგომი ერთი წელიწადი იყო ბნელი ეტაპი - როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს თავდასხმა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა და მისი შედეგები იგრძნობა უკრაინის საზღვრებს მიღმა,“ - განაცხდა გაეროს გენერალური მდივანმა.