Jump to content
Planeta.Ge

დავით არახამია აცხადებს, რომ საქართველოში მის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა


„ნაციონალური მოძრობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც არახამია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლის შესახებ.

როგორც არახამია აცხადებს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„მივესალმები საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსურს, მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო, ერთ-ერთი ნიდერლანდური გაზეთის მიერ გავრცელებულ ჩემს ინტერვიუზე, რომელშიც თითქოს ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ვსაუბრობ. უპირველესად, ჩემთვის არასასიამოვნოა, რომ ამან მსგავსი რეზონანსი გამოიწვია. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად და თქვენს გასამარჯვებლად. მომხდარი რუსეთის ან საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი სპეციალური ოპერაციაა, რომლებიც ახლა ცდილობენ მიიღონ ანტიდემოკრატიული კანონი," - აცხადებს დავით არახამია, რომლის მიმართვის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში მოსვლაზე ინფორმაცია ნიდერლანდურმა გამოცემამ Nederlands Dagblad-მა გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, არახამია აცხადებდა: „მოვიდა დრო, ღიად ჩავერთო საქართველოს პოლიტიკაში და ჩემი წვლილი შევიტანო წინაპართა სამშობლოს გათავისუფლებაში პრორუსული კლანისგან რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით“.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...