Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო


რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ვაშინგტონმა არ დაუშვა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო.

,,ამერიკული ექსკლუზიურობის თეორია არის ის, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება და ყველა დანარჩენი უნდა არსებობდეს ვაშინგტონის მიერ ნაკარნახევი წესების მიხედვით.

ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ ეთანხმება ამას, საპასუხოდ ,,ფერადი რევოლუცია" ემუქრება.“ - წერს ვოლოდინი Telegram-ზე.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ერთპოლუსიანი სამყაროსა და მასში ჰეგემონად ყოფნის მომხრეა მაშინ, როდესაც რუსეთს მულტიპოლარული სამყარო და სამართლიანი მსოფლიო წესრიგი სურს.

დუმის სპიკერის განმარტებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები იმით დასრულდა, რომ ვაშინგტონმა ხალხი ქუჩაში რბილი ძალის ბერკეტის გამოყენებით გამოიყვანა და ხელისუფლება იძულებული გახდა დამორჩილებოდა არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს.

,,საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიუღებელი იყო შეერთებული შტატებისთვის. მან შეზღუდა ვაშინგტონის გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ხოლო კანონპროექტის ჩაგდებით, საქართველომ სუვერენიტეტის შანსი დაკარგა.

ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობას. 2012 წელს რუსეთში მიღებულ იქნა კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ისინი უფრო ლიბერალურია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ კანონი გავაუქმოთ.

ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ ყოფნა მინდა ვუსურვო. ისინი ჩვენი მეზობლები არიან." - აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...