Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული ცხინვალი თბილისის ,,ცხელ თავებს" აფრთხილებს


ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და კომენტარი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასავლელი კურატორების მიერ პროვოცირებული შიდაპოლიტიკური კრიზისი შეიძლება, მთელი ამიერკავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, საშიში აღმოჩნდეს.

„ამას ადასტურებს მომიტინგეების ლოზუნგების ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრად გასცდ საქართველოს შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საზღვრებს და დაიწყეს ხალხის მოწოდება ახალი კამპანიისთვის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ,“- ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოკუპირებული მხარის მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ ის რაც საქართველოს დედაქალაქში ხდება, მათში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებით აფიქრებთ, საპროტესტო აქციების მიერ დემონსტრირებული ხასიათი, რომელსაც, მათი აზრით, ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული პოლიტიკური ძალები მართავენ. მათ უკან კი ის დასავლელი მოთამაშეები დგანან და აძლიერებენ ქართულ ოპოზიციას, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ინტერესების ფარგლებში მოქმედებენ და ,,საშიშროებას უქმნიან რეგიონში 2008 წლის შემდეგ დამკვიდრებულ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას.“

„თუმცა, გვინდა გავაფრთხილოთ თბილისის „ცხელი თავები,“ რომლებიც კვლავ ითხოვენ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემების ძალისმიერ გადაწყვეტას, თავი შეიკავონ დაძაბულობის ესკალაციისგან, მით უმეტეს, როცა ამდენი გადაუჭრელი საკითხი და მნიშვნელოვანი კონფლიქტური პოტენციალი არსეობს.“ - აღნიშნულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში.  

ამასტან, ოკუპირებული ცხინვალი იმედს გამოთქვამს,  რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა შეძლებს პოლიტიკური მეთოდებით მოაგვაროს საზღვარგარეთიდან პროვოცირებული კრიზისი და ,,მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ“ აგრესიის ახალ ტალღას არ დაუშვებს.

იქვე იმასაც აცხადებენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ამ დროისთვის ,,მათი რესპუბლიკის და საქართველოს საზღვარზე“ შედარებით მშვიდი ვითარებაა და რამე განსაკუთრებული მოძრაობა არ შეინიშნება.

 

მოამზადა ირმა ბერიშვილმა

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...