Jump to content
Planeta.Ge

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

„მადლობელი ვარ, თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...