Jump to content
Planeta.Ge

მარგარიტა სიმონიანი: 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი პირდაპირ დაარტყამს თბილისს


 თბილისში საპროტესტო გამოსვლები უპირველესად მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ. - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოცემა ,,Россия сегодня“- ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორი, რუსეთის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი წერს.

მისი აზრით, 2008 წლის აგვისტოს გამეორების მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი  საქართველოში ჯარს კი არ გაგზავნის, დაუყონებლივ დაარტყამს თბილისს.

„ჩემი დაუვიწყარი მეგობრის, სტივენ კოენის (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ შეიძლება ის ვერ მოსწრებოდა, მაგრამ მე აუცილებლად ვნახავდი, როგორ გაიყოფოდა უკრაინა ორ ნაწილად) გარდაცვალების შემდეგ, მათ აღარ დარჩათ კრემლოლოგები და არავინ არის, ვინც ეტყვით, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ფლირტაობას არავინ დაუწყებს და ჯარს კი არ გაგზავნის იქ, უბრალოდ, ეგრევე დაარტყამს თბილისს.“ - აცხადებს სიმონიანი.

რუსეთის პროპაგანდისტის თქმით, თბილისში გამართული პროტესტი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო და ,,მომიტინგეები იმიტომაც გაჰყვიროდნენ: „სოხუმი, სოხუმი.“  

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების მცდელობის შემთხვევაში, რეაქცია იქნება მყისიერი და მკაცრი, რადგან რუსეთში არავინ არასდროს მიიჩნევდა, რომ რუსები და ქართველები ერთნი იყვნენ, რუსეთის ფედერაცია კი არასდროს ყოფილა ,,თბილისის რუსეთი.“   

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...