Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები გალის რაიონში წვრთნებს ატარებენ


ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დავალებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირადი შემადგენლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, 11-14 მარტს გალის რაიონში საწვრთნელ ღონისძიებებს ჩაატარებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედიასაშუელებები ავრცელებენ.

მათი ცნობით, წვრთნებს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები, რობერტ კიუტი, დიმიტრი დბარი და ვალტერ ბუთბა გაუძღვებიან.

სპეციალური წვრთნები და ვარჯიში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა საკუთარ მოქალაქეებს და სტუმრებს მოუწოდებს, ამ ფაქტის გამო პანიკასა და ჭორებს ნუ აყვებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში შიში და პანიკა თბილისში მიმდინარე მოვლენებმა და საპროტესტო აქციებმა გამოიწვია, რაც მათი პოლიტიკოსების შეფასებით, რუსეთთან ,,მეორე ფრონტის გახსნის“ მიზანს ემსახურება და მათი ,,სახელმწიფოებრიობას“ საფრთხეს უქმნის.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...