Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ლიკვიდირებულია 1000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი


უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 158 000 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის, 1010 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 3 458 ტანკს, 6 762 ჯავშანმანქანას, 2 483 საარტილერიო სისტემას, 493 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 257 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 304 თვითმფრინავს, 289 ვერტმფრენს, 5 344 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 108 უპილოტო საფრენ აპარატს, 242 ერთეულ სპეცტექნიკას, 907 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...