„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისედაც არასაკმარისი სერვისების კიდევ უფრო შემცირების რისკს ქმნის, რაც უარყოფითად შეიძლება აისახოს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
ომბუდსმენი იმ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის წინაშეც ბავშვები დგანან. ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევაა ბავშვთა მიმართ ძალადო
ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას.
ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია.
როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა.
პუბლიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმო
ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.
მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში.
„1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებ
რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, განახლებული ძალებით დაიწყო ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს მოქალაქეების დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2028738634194292/
„უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ:
რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დიახ, საქართველომ წ
ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა.
რუსული კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა 1-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციების დეპარტამენტების დახმარებას ეხება.
საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა, როგორც NATO-ს ინიციატივა,
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა.
„როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
პრაღაში, ნატოს საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა.
„საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტეს
პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შეიწყალა.
„პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში
გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი.
შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZX8LYTu3zGgaPXa1EKwZQ79zgX66oxL5wxOlM9v0kl_j-ow/viewform?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3RmqwrYlvGRCRwb-uv29s78Ngi0BARajaKgRkKVpgaQwyC6DqG635QpHE_aem_AYbnFB6NQDIWugTnjs_5wElT-F0cH9H62traAneA-S0Ox1vCyDtXHmmxXddNKuXcb2LlTpQb2hHbqV9z6EpbCIJT&pli=1
ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია.
„საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვ
ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ.
მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა:
მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები:
აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალ
ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს.
ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„ევროპა ნოსტრ
"ოცნების" ზოგიერთი გულწრფელი მხარდამჭერისთვის რომ გეკითხათ ეს კანონი “გამჭვირვალობას” ემსახურებაო. თან ისე მტკიცედ და სხარტად გიპასუხებდნენ გეგონება ყველაზე “ზე-გამჭვირვალე” პარტიის, მთავრობის და მათი ბელადის მმართველობის ქვეშ გვეცხოვროს მთელი ეს ბოლო წლები…
"ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით.
სახელმწიფოს ინტერესები, კონსტიტუცია, საგარეო ორიენტ
გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული.
მან საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუ
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.
მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით და აშანტაჟებენ.
აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს.
“
დღეს, “ოცნების” უმრავლესობის ბირთვს ვინც წარმოადგენს, ყველაზე ამაზრზენად ვინც იქცევა, ყველა ეს ადამიანი თავის დროზე იყო მეორე და მესამეხარისხოვანი ნაცი.
პოლიცია გახდა პოლიტიკოსის დაცვის ობიექტი, აქამდე რომ დახვალ უკვე ნოლი ხარ.
დღეს ივანიშვილს რუსის ფუნქცია აქვს აღებული, რომ ქართველი დაუპირიპიროს ქართველს და ამაში იხდის ფულს.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/760037159623862/
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სამართლებრივ დასკვნაში განმარტავს, რით განსხვავება საქართველოს მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის ინიციატივისგან.
ODIHR-ის ანალიზი ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების (აშშ, ავსტრალია) კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია განმარტებით ბარათში. ასევე ნათქვამია, რომ საჯარო დებატებში ევროკა
ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ ნაცემი მოქალაქეების და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს.
ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს.
„ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ.
მე პირა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ამ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ სიღარიბის მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები (იმედი, POSTV) მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენ
სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“.
„უ