დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მათ სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს, გაწეული საქმისთვის და უთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა მოახერხეს და მსოფლიოს აჩვენეს, რომ „საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს, თუ არა ევროპული და ქართული.
დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა შეკითხვას ქართულ ჯართან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა“.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჯარს სჭირდება გაძლიერება, რაშიც ქვეყნის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზი
ფოტო: სალომე სიმონია
ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ინფორმაციით, საპროტესტო კარავში თავს დაესხნენ.
მოძრაობის ცნობით, საღამოს 11 საათისთვის კარავში სანადირო თოფით და დანებით მივიდა ორი ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ბალდის კანიონში დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორი კომპანიის ვიდეოში გამოჩდნენ.
აქტივისტი ცოტნე თვარაძის ინფორმაციით, კარავში აქტივისტებმა მოახერხეს სიტუაციის განეიტრალება და შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუ
არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ახალგაზრდის კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და მათი ოჯახის
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრა
ქალბატონი სალომე თუ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი, მისასალმებელი ფაქტი იქნება - ჩვენგან მას აქვს სრული მხარდაჭერა იმ საქმეებში, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფისთვის აკეთებს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" "ქართულ ქარტიაში" აღნიშნული რეფორმების გეგმას სრულად იზიარებს.
"მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც მეკითხებით ქალბატონი სალომეს პრეზ
ჩვენ ვნახეთ რომ ძალადობაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ივანიშვილი და მისი "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს სახელმწიფო უწყებებს, როგორც ინსტრუმენტს. ამ ყველაფერში ჩართულები არიან ეგრედწოდებული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც ადამინებზე ძალადობენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1649316099148499/
ირაკლი კობახიძეს დღეს საკუთარი დანგრეული რეპუტაციის გარდა, არაფერი ჩაუტანია გერმანიაში.
დღეს სამი მნიშვნელოვანი ამოცანაა:
ერთი - არჩევნებზე მოქალაქეების მობილიზება, მეორე - ხმების დაცვა, რაშიც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ გადამწყვეტი მნიშვნელობა, მესამე - პოლიტიკურმა პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ბარიერს გადალახავენ და მათი ხმები არ დაიკარგება.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebo
ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გააგრძელებს მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად.
„ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრუ
რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა დ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა ს
"დღეს შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთი მტკიცებულება მიაწოდა საგამოძიებო ორგანოებს, რომ ძალადობა სახელმწიფოს არამხოლოდ წახალისებული, არამედ უშუალოდ მათი ორგანიზებულია. პაპუაშვილის მუქარიდან რამდენიმე წუთში ზუკა ბერძენიშვილი ცემეს.
ოცნებასთან ერთად ეს არის იმ უწყებების სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Serviceსაქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia პირდაპირი პასუხისმგებლობა, რომლებიც უმოქმედობით ასეთი ძალადობების თანამონაწილეები არიან. პირველი, რას
„კრისტის” აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, წარმოდგენილია ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენაზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგია.
ის ქრისტიანული პალესტინის, არამეულ ენაზე შექმნილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება იყენებდა პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -13 საუკუნეებში.
შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წა
აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ.
აქტივისტი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს მის ფოტოს და წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტიდან ერთ საათში ბერძენიშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით, 09:15-ზე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერია, რომ სალომე ბარკერი და ზუკა ბერძენიშვილი პარლამენტის წევრებს ურეკავდნენ მუქარით და შეურაცხყოფით.
პაპუშვილი წერს, რომ „მედიისთ
ბარენცის ზღვაში დიდი რუსული სამხედრო ხომალდი, „ადმირალი ლევჩენკო“ იწვის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენელმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა.
"მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორად, დიდი გემი „ადმირალ ლევჩენკო“ ბარენცის ზღვაში. მისი გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება, იმედია უშედეგოდ“, - წერს პლეტენჩუკი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის რამდენიმე ასეული წევრი ეტევა.
უკრაინული მედიის ცნობით, „ადმირალ ლევჩენკოს“ ბორტზე აქვს და
გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც “ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რეზოლუციას მხარი საბჭოს თოთხმეტმა წევრმა დაუჭირა და მის წინააღმდეგ არცერთი არ წასულა. ერთადერთი ქვეყანამ რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, რუსეთი იყო.
„ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯგუფი მიესალმა რეზოლუციას, თუმცა ჯერ კიდე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა.
ipn
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“(GRASS) განცხადებით, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა მარიამ წიწიკაშვილის დააკავებას, რომელმაც რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრა, რომ უნდა რცხვენოდეს რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო.
როგორც GRASS აცხადებს, მარიამ წიწიკაშვილი მათი თანამშრომელია, კერძოდ, ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორი.
„მარიამმა მას [ვიქტორ ჯაფარიძეს] შენიშვნა მისცა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეპუტატმა, როგორც პოლიტიკოსმა მიიღო. ამასთან, შენი
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს და არ ცნობს ყალბ „საპარლამენტო არჩევნებს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საე
დღეს სახელისუფლებო პროპაგანდა საზოგადოების შიშების გაღვივებაზე მუშაობს, რადგან პოზიტიური დღისწესრიგის ცვლილებების რესურსი “ოცნებას” არ გააჩნია, მათ აღარავინ ენდობა. ივანიშვილს ჰგონია, რომ ფულით შეძლებს ყველაფრის ყიდვას, მაგრამ ცდება, საქართველოს მოქალაქეები საკუთარ მომავალს არ გაყიდიან.
ბექა ლილუაშვილი, "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1151116276208234/
„გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები - მეორე სვირი და ყუბჩი“ - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება.
„ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია 26 სახლი“ - განაცხადა შალამბერიძემ.
ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა - „ქართული ოცნების“ მცდელობა, წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებები აჩვენებს, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს.
"ჩვენ ვისმენთ "ქართული ოცნების" აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ანალიზს, რომელიც გადართულია, რაღაცა კონსერვატიული ძალების გაძლიერების
დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს უდიდესი მუხტი გადაითარგმნოს იმაში, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა დავიცვათ არჩევნებზე ჩვენი ხმები და დავასრულოთ ერთკაციანი, ერთპარტიული მმართველობა ამ ქვეყანაში.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი”საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1451840578799852/
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალ
აშშ-ის საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. ამის შესახებ საელჩომ „პუბლიკას” კითხვის საპასუხოდ აცნობა.
თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია „ფორმულამ”. მანამდე, 26 მაისს ფორმულას გადაცემა დროებაში აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტი ამოღებული იყო.
აშშ-ის განმარტებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რ