რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „
ჩვენთვის ზეპარტიული საკითხია საქართველოს ევროპული მომავალი. იმისთვის, რომ ჩვენ ეს ევროპული მომავალი გადავარჩინოთ, ქვეყანა დასაბრუნებელია, როგორც ევროპული განვითარების გზაზე, ისე დემოკრატიული განვითარების გზაზე.
დღეს ქვეყანას სჭირდება ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება". ხელისუფლებიდან გასტუმრებული "ოცნება" ნიშნავს ევროპული მომავლის გადარჩენას.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/
რუსული კანონის ამოქმედების, ქვეყანაში გაფორმებული ავტორიტარიზმისა და საგარეო კურსის ცვლილების შემდეგ, დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური.
მმართველობის კონსტიტუციური სისტემა მთლიანად მოშლილია და ქვეყანას რეალურად მართავს ერთი ადამიანი, ორი ინსტრუმენტით - ძალადობით და კორუფციით.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე..
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/469881742200293/
ლატვიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის შეჩერებით საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს.
„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრ მესიჯს და ჩვენს შეშფოთებას მხოლოდ სიტყვებით გამოვხატავთ, სიტუაცია გაუარესდება“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა საერთაშორისო კონფერენციაზე რიგაში.
ლატვიის პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს საზოგადოების სურვილი, არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკის მოქალაქის საქმის განხილვა მიდის. გააწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშვილმა რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს.
ანტირუსული აქციის მონაწილეს გზის გადაკეტვას და სამართალდამცველების შეუარცხყოფას ედავებიან. პატრიკ ჰერნანდესიი ერთ-ერთია, ვინც დაკავების მომენტში სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს. ინგლისური ენის პედაგოგი იხსენებს, რომ ის ქართველმა სამართალდამცველებმა წრეში შეათრიეს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცემა დაუწყეს. ამ საქმეს კოკა კაციტაძის
პოლიტიკური პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია 6 ივნისს თავის გუნდთან ერთად იმყოფებოდა მარტვილსა და ფოთში, სადაც შეხვდა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს და პარტიის მხარდამჭერებს. შეხვედრებზე მან ისაუბრა ადგილობრივ პრობლემებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და მოქალაქეების არჩევნებში ჩართულობის აუცილებლობაზე - „რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება “ოცნებას”, რომ ხმები მოიპაროს.”
გიო
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის, კერძოდ 3 მილიონ ლარზე მეტის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, კერძოდ ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, შემოსავლებს სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდა, რის შედეგადაც, მან 2014-2018 წლებშ
დღეს ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას აზიანებს და უდიდეს რისკებს უქმნის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობრისგან არიან დასანქცირებული, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
დაუშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები, წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ყველა ზიანდება.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღეს მთავარი პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებაზე” და მის მესვეურებზეა, რომ გონს მოეგ
დღეს ივანიშვილის მთავარი მიზანია მოიპოვოს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2357987544405313/
დღეს ხელისუფლების წყარო არის ძალადობა, საგარეო კურსის ცვლილება და კორუფცია, არც ერთი საგამოძიებო ორგანო კი ამ ვითარებას არ ეხმიანება. ყველასთვის ნათელია, რატომ დაიქვემდებარა და მორჩილი გახადა ყველა უწყება ივანიშვილმა - ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყოველ ჯერზე, როცა გვგონია, რომ აღარაფერი აღარ დარჩა "ოცნებას" საკადრებელი, ძალაუფლების შესანარჩუნებლად უფრო და უფრო მეტს კადრულობენ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/Fo
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს „მორიგ შეცდომას” უწოდებს. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში ისაუბრა.
publika
კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, ეს ჩვენი ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია - ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველო აირჩევს , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
ამასთან, მილერის განცხადებით, აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ აშშ მზად არის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის.
„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია… ყველას
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მეთიუ მილერის ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გაიხსნა.
მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.
“შ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს.
უწყების ცნობით, ასევე, ჩვეული რეჟიმით განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი“.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის
ევროპარლამენტის არჩევნები დღეს, 6 ივნისს, ოფიციალურად დაიწყო და 9 ივნისამდე გაგრძელდება. არჩევნები ნიდერლანდებიდან დაიწყო – საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:30 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ამომრჩევლები მომავალი 5 წლისთვის ევროპარლამენტის 720 კანონმდებელს აირჩევენ – ამომრჩეველთა რაოდენობა ჯამში, დაახლოებით, 370 მილიონს შეადგენს.
გასულ არჩევნებზე, 2019 წელს, ამომრჩეველთა აქტივობა 50,7% იყო, თუმცა მაჩვენებელი განსხვავებულია ქვეყნების მიხ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება.
სააგენტომ გზის გახსნის რეკომენდაცია გასცა, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე სპეციალისტები რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 ივნისს დევდორაკიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია ს
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატა ხვედელიანი საუბრობენ ქალების მიმართ გაზრდილ ძალადობაზე ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს უმოქმედობაზე და ამ ფონზე საზოგადოებრივი კამპანიების აუცილებლობაზე, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს გახარიას გუნდი ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.
“ოცნება” პირდაპირ გვეუბნება, რომ საარჩევნო მანიპულაციებისთვის ემზადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მანიპულაციის და ტყუილის გარეშე, შეუძლებელია 60%-იანი მხარდაჭერა ჰქონდეს. ამასთან ერთად, იმ ადამიანებს, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები, აგულიანებენ, რომ საერთაშორისო იზოლაციის ფასად, ქვეყნის ინტერესების ფასად, ყველაფრის ფასად შეეცდებიან, დარჩნენ ხელისუფლებაში.
მიხეილ დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos
ეს დოკუმენტი, რომელიც ყოველწლიურად წარედგინება გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოს ინიციატივით, არის ღიად მიკერძოებული, ყველა მხარის აზრის გათვალისწინების გარეშე შედგენილი და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას, - ასე ეხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
„ყველაზე სე
ამ კანონს „DAUDZINEBELI“ აქტს დავუძახებდი - სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ს კონგრესში დაინიცირებულ აქტს "MEGOBARI" გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული აქტი არა მეგობრული, არამედ მტრულია და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას დააზიანებს.
„ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება. ცინიკურია, როდესაც იმ კანონ
მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ.
გთავაზობთ მოსამართლის სიტყვას:
წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებ
პირველ რიგში თუ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სანქციების შესახებ.
ლილუაშვილის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭების პირველი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც, აშშ-ის ელჩს და მთლიანად ს
ქვეყანა გადაიყვანეს ევროინტეგრაციის გზიდან.
რუსული კანონის მიღებით კი ქვეყანაში გააფორმეს ავტორიტარიზმი და საგარეო კურსის ცვლილება. ჩვენი ფოკუსი უნდა გასწორდეს არჩევნებზე, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი, დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441710145168572/
ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საქართველომ წელსაც შეძლო და შეინარჩუნა ყოველწლიური მზარდი დინამიკა. რეზოლუციის მხარდამჭერი წელს 103 ქვეყანა გახდა, - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, 4 ივნისს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიე
"ბედისწერა…
გიორგი გახარიას, მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, იმდენჯერ ეძახეს მოღალატე, სანამ თვითონ მართლა არ უღალატეს ქვეყანას და ივანიშვილის ინტერესებში არ დაახურდავეს საკუთარი ქვეყნის და შვილების მომავალი.
დღეს ქუჩაში თავისუფლად ვერ დადიან, საკუთარი თანამოქალაქეები მონას და მოღალატეს ეძახიან ყველა კუთხეში და აი, ეს ხალხი, რუსული კანონის ავტორები, ფლიდი სახეებით კიდევ ბედავენ და კონგრესში საქართველოს მოქალაქეების ხმის გაჟღერებისთვის თავს ესხმიან ა