მთელი ეს ისტერიკა, სიბინძურის ნიაღვარი, ტერორი, ძალადობა, რომელიც “ოცნებიდან” რამდენიმე თვეა მოდის, ეს ყველაფერი ერთ რამეს უკავშირდება, მხოლოდ იმას, რომ მათ არ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა და ისინი აგებენ არჩევნებს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1396132034418660/
გუშინ, 4 ივნისს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით: „აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
რეზოლუცია აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გაეროში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილმონაცვლე პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას წელს მხარი დამატებით სამმა სახელმწიფომ - სამხრეთ აფრიკამ, არგენტინამ და სომხეთმა დაუჭირა.
ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, რეზოლუციის განხილვის დროს არაერთმა დელეგაციამ აღნიშნა, რომ სამაგალითოა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დევნილი მოსახლეობის მიმართ.
„ეს არის
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების დეტალური განრიგი:
ერთიანი ეროვნული გამოცდები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება ნაწარმოებებზე გავრცელებას, ეს ეხება მაუწყებლებს, ტელევიზიებს, ეს რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები. რაც შეეხება მხატვრულ, თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგ
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში რუსული კანონის შემდეგ მოსალოდნელ ზომებზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან ივნისში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მო
წლიური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 21.2 მლნ ლარი შეადგინა.
სამსახურის თანახმად, დარღვევები, ძირითადად, საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებია და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წელს 51 აუდიტი ჩაატარა და ჯამურად 20 მილიარდ ლარზე მეტი შეამოწმა. დაი
დღეს ყველაზე მნიშვნრლოვანი არის არჩევნების დაცვა. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი აქვს პრეზიდენტს და რა თქმა უნდა მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.
რაც რეფორმების გეგმაში არის მითითებული აბსოლუტურად ვიზიარებთ და მხარ ვუჭერთ, ხოლო, რაც ჩვენში კითხვებს იწვევდა ეს იყო ეგრეთწოდებული დროებითი მთავრობის საკითხი, მთავრობის წარდგენა, ვადამდელი არჩევნები. კონსულტაციების შედეგად პოზიციები ვერ შეჯერდა და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქარტიისთვის ხელი არ მოგვეწერა.
ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა - მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, "ოცნებამ" დემოკრატია გაანადგურა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც კონგრესში ნატა საბანაძის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.
მისი თქმით, სანქციებთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნატა საბანაძის განცხადებებს ეთანხმება.
როგორც დაუშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ნატა საბანაძეს ათას სიბინძურეს
აშშ-სა და საქართველოს ძლიერი კავშირი ბოლო პერიოდში თავდასხმის საგანი გახდა მმართველი „ქართული ოცნების” მხრიდან, რომელიც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა.
„ეს მოსმენა ქართველი ერისთვის კრიტიკულ მომენტში ხდება. 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ახლო, განუყოფელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რო
მმართველი პარტიის დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, კიდევ ერთ ჟურნალისტს აუკრძალეს პარლამენტში მუშაობა.
დეპუტატ ნინო წილოსანთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობის გამო ფორმულას ჟურნალისტ სოფო გოზალიშვილს პარლამენტის აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერეს.
„ფორმულის“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად უარის თქმისა, ჟურნალისტი კვლავ აგრძელებდა ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას“.
ნინო წილოსანის
ესტონეთის რიიგიკოგუს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა რიიგიკოგუს 44 წევრის სახელით წარადგინა განცხადების პროექტი საპარლამენტო განხილვისთვის, რომელიც გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს , - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, განცხადების პროექტში რიგიკოგუს წევრები აღნიშნავენ, რომ ფართო პროტესტის, ევროკავშირისა და საქართველოს მოკავშირეების მოწოდებებისა და საქართვე
რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნება” ჰომოფობიურ კანონმდებლობას დაუბრუნდა.
დღეს, 4 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა 19 კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების და ხელოვნების ცენზურას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.
პაპუაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით, რომელიც დღეს დარეგისტრირდება:
დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება,
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
„ეს მოქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ ამ ურთიერთობის გადახედვა და განვიხილავთ ჩვენს ქმედებებს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე პასუხად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე, უწყების პრეს-სპიკერმა.
საქართველოს შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აშფოთებს სწორედ ის, რომ „ეს კანონი აშორებს საქართვ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის და მექსიკის ახლადარჩეულ ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა მილოცვის პოსტები.
მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდა.
ისლანდიაში კი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა.
სალომე ზურაბიშვილმა მასაც მიულცოა პრეზიდენტად არჩევა და დაწერა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის და საერთო ღირებულებების გასაძლიერებლად მუ
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოქალაქეების და საცხოვრებელი სახლების ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ძლიერი ბიძგების შედეგად ბზარები გაუჩნდა მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს.
„4 ივნისის ღამით, 02:03 საათზე საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორ
„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.
კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება:
პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინას
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი დღეს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს, რითაც რიგ კანონებში შევა ცვლილებები და ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების პროპაგანდის შეზღუდვა, მათ შ
ხელმოწერა ნებისმიერ დოკუმენტზე არის ძალიან მარტივი, მთავარი არის ამ ხელმოწერით აღებული პასუხისმგებლობის შესრულება. ჩვენ არასდროს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომლის ახსნა, დასაბუთება ჩვენი მხარდამჭერებისთვის და ამომრჩევლისთვის არ გაგვიკეთებია.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/842540221053637/
6 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ საპატიო საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული დავიწყებული ხეხილის იშვიათი ქართული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ წიგნის „არგონავტიკა, მედეა მითი და ისტორია“ და ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია გაიმართება.
გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანე
2 ივნისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაჯარიმებულთა დასახმარებლად თბილისში გამართულ აქცია-კონცერტზე, 3 ივნისის 14:00 საათის მდგომარეობით, 348 000 ლარი შეგროვდა.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლშის ინფორმაციით, დონაცია გრძელდება. დახმარების მსურველებს შეუძლიათ, შემოწირულობა ჩარიცხონ ანგარიშებზე:
TBC ბანკი:
GEL: #GE41TB7249036080100001
USD/EUR: #GE85TB7249036180100001
საქართველოს ბანკი:
GEL/USD/EUR: #GE90BG0000000595714311
„250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 23 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება ედავება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას.
როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულე
რეფორმების ნაწილს ჩვენ სრულიად ვუერთდებით. სხვა საკითხებთან მიმართებით კი გვაქვს კითხვები. მე ვერ ვხსნი ვადამდელი არჩევნების არსს, თუ შენ ამარცხებ ხელისუფლებას მეორე სუნთქვას რატომ უხსნი ერთ წელიწადში?
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1157968488748891/
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევის თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს.
დარღვევა I – მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:
60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე
71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე
105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვი
სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, ჩვენ დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პროცესების პოლიტიზების მცდელობა. ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გასავლელი იქნება რამდენიმეთვიანი პროცედურა, სადაც საქართველოს ექნება დიალოგი პრეტენდენტთან, იქამდე სანამ საბოლოოდ მოხდება პარტნიორთ