ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ჰელსინკის კომისიის ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გ
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერონიკა ბილკოვა განმარტავს, რა განსხვავებაა „უცხოური აგენტების“ ორი ტიპის კანონმდებლობას შორის და რატომ განეკუთვნება ქართული კანონი რუსულ ჯგუფს.
ბილკოვამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართა.
ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის ორი ტიპი,
„თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ინფორმაციას X-ზე ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ ავრცელებს.
ო’ბრაიენის თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, „კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ასევე ძალადობა მოქ
„ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს”, – ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები საერთო განცხადებას ავრცელებენ.
ხელმომწერები:
2702 Meetings (Kutaisi) / 303Hz / 4GB /ABSEA Radio (Batumi) /Ambient.ge / Aprili /Aqtushetii (Tusheti) / Arteria / Atoms Audio / Bassiani / Bjaminoli (Zugdidi) / Black Dog (Gudauri)/ Bloom Music / BUDE (Kutaisi)/ Café Gallery / CES / CES Records / .clime
ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც მწუხარებას იწვევს, - ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინა საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბარში მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა.
„არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო თუ ეს ისეა, როგორც
სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდი, რომ პასუხისმგებლობა იქნებოდა პერსონალიზებული, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას.
პარტია ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი. პარტია „საქართველოსთვის“ შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვედრი იქნება მძიმე, ხოლო ფასი, რომლის გადახდაც მოუწევთ, დიდი.
„ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა წყალს
სენატორი ჯინ შაჰინი წერს, რომ მისი კანონპროექტი [„ქართველი ხალხის აქტი”] კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ.
წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ შესაძლო ინიციირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებული მსგავსი პროექტის ინიციატივის წარდგენა იგეგმება აშშ-ის სენატშიც. „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატორები, რომელიც, ერთი მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის მხარდაჭერას
თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ (გულუას ქუჩა) გადაინაცვლებენ.
როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
„დღევანდელი აქცია, არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამია
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკომისას ჯოზეფ ბორელის, შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა:
„არის შანსი, რომ ევროკავშირმაც დააწესოს აშშ-ის მსგავსი სამოგზაურო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის? ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დასავლელ პარტნიორებთან ზომების გაერთიანება“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ა
ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აღნიშნავს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამწუხაროა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მისვლა.
„უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და „ოცნება“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად წერია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა.
პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლ
თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მეთიუ მილერი განაცხადა.
დიპლომატიური უწყების პრეს-სპიკერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე ვაშინგტონის შეშფოთების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ის მეგობრობაა, რაც ამერიკასა და საქართველოს ათწლეულებია აკავშირებს.
„ჩვე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცოლს თავში ჩაქუჩი რამდენჯერმე ჩაარტყა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთ
საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ეხება. ამის შესახებ ეუთო/ოდირის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ თბილისში ვიზიტის დროს განაცხადა. მის განცხადებას ეუთოს პრესსამსახური ავრცელებს.
“სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და შეკრების თავისუფლება ბევრი სხვა ადამიანის უფლების ფუნდამენტია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, მათ შორის არჩევნების დამოუკიდებელი დამკვირვებლებისთვის, ნებისმიერი ახალი მოთხოვნა გამართლებული
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.
ენტონი ბლინკენი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის.
"დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველ
სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს.
„როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - აცხადებს ბასი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მ
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ვარჰეი წუხილს გამოთქვამს, რომ მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
კერძოდ, როგორც ვარჰეი აცხადებს, სლოვაკეთის ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს პრემიერთან საუბარში მოყვანილ იქნა მაგალითად, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოაგდოება პოლარიზაციის მაღალმა დონემ თუნდაც ევროპაში.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.
"მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტო
აშშ-ის სენატი საქართველოს პოლიტიკოსების წინააღმდეგ ორპარტიულ სასანქციო პაკეტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, სასანქციო კანონპროექტს სენატორები ჯინ შაჰინი (დემოკრატი) და ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) წარადგენენ, იგი მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი დონის პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის ევროკავშირისკენ გზისთვის ძირის გამოთხრაში.
“ქართველი ხალხის კანონი” (Georgian People’
ლევან გოგიჩაიშვილი- გენერალური პროკურორის გადადგომაზე, გაერთიანებებზე და კობახიძის განცხადებაზე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1109037237020891/
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მზად არის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს და ამას ძალიან კარგად ხედავს ივანიშვილი. ინსტიტუციების ხელში ჩაგდებით, თავისი თოჯინების გამოცვლით, ვადების განახლებით, თითქოს ამით მიაღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ ამას აჩვენებს კვლევები, საზოგადოებრივი პროტესტი და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვის ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის არას.
ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: h
“ოცნება” გადაიქცა კოშმარულ ზღაპრად, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ებრძვის და აშინებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იმ დონეზე არიან უკვე ევროპელები, რომ მათ ესეთი ბოროტი ზღაპრებით ვერ შეაშინებ.
ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7287986694662654/
ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ და „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტით“ დადგენილ მკაცრ კრიტერიუმებთან შეუთავსებელია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე წერს.
მისი თქმით, „იგი რუსული კანონია!“
„ვენეციის კომისია ასკვნის, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ კანონით“ დადგენილი შეზღუდვები „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით“ დ