Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.235
  • comments
    0
  • views
    697.464

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემი

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი - ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას - სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო" ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. ევროკომი

აქტივისტი: ჩემს თანამებრძოლს, ლერი დარჯანიას „ტიტუშკები” დახვდნენ

აქტივისტი, დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლერი დარჯანიას. დანელია თავდასხმას ე.წ. ტიტუშკებს უკავშირებს. TV პირველმა გაავრცელა თავდასხმის სავარაუდო კადრები – ვიდეოში ჩანს თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე სამი პირი და მანქანა, რომლითაც დარჯანიას ჩაუსაფრდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა

ავჭალაში, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა – შსს

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, საქალაქთაშორისო მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა, რადგან მატარებლის სიგნალის ხმაზე რეაგირება არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნეტ

2030 წელი, ოკუპირებული ტერიტორიები და არჩევნები საქართველოში

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი, თბილისი 2024 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ისევ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ერთიანი საქართველოს, “აფხაზი და ოსი ძმებისა და დების” შესახებ ლოზუნგები საარჩევნო რუტინის ნაწილია, თუმცა ამჯერად, დაპირებას კონკრეტული თარიღი აქვს – 2030 წელი.  ამ საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, დამაჯერებელ ახსნა-განმარტებე

GWP: წიწამურში დაზიანებული წყალსადენის აღდგენის სამუშაოები შეიძლება გახანგრძლივდეს

GWP კვლავ ვერ ამბობს, როდის დასრულდება წიწამურის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღმოფხვრა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. GWP-ის განცხადებით: კომპანიისვე განცხადებით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნა

ნათია მეზვრიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში

„ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა -კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, „ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ“. „ქართულმა ოცნებამ“

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი ‘’ნაყინობანა’’ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.     ღონისძიება ბასტი ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური

გახარია: ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“, ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”. მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი. 2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არ

იენს სტოლტენბერგი - ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს

ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შ

გიორგი გახარია - 2024 წლის არჩევნები განსაზღვრავს, როგორც მინიმუმ საქართველოს 20-30 წლის მომავალს (ვიდეო)

გიორგი გახარია - 2024 წლის არჩევნები განსაზღვრავს, როგორც მინიმუმ საქართველოს 20-30 წლის მომავალს - ეპიზოდი#19

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენა

კამალა ჰარისი მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ დახმარებას გამოაცხადებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკუ

გარემოს ეროვნული სააგენტო - 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო). იპნ

სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! - დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმაურება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.

ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს

კომაროვის სკოლის 2023 წლის კურსდამთავრებული ნია ჯიქია სწავლას, სრული დაფინანსებით, კორნელის უნივერსიტეტში (Cornell University) კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გააგრძელებს. კორნელის უნივერსიტეტი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ ითაკაში მდებარეობს და აშშ-ის პრესტიჟული Ivy League-ის 8 უნივერსიტეტს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. QS Top Universities-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ის მსოფლიოს მასშტაბით მე-13 ადგილს იკავებს. Cornell University-ში სწავლის გადასახადი 384 000$-ია. ნიას გამორჩეული მი

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო - საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, რეაბილიტაციის არეალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას კი სპეციალური საშვები გადაეცემა

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. „აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

გიორგი გახარია - ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის - როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარიას თქმით, როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის

ნათია შელეგია - "ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" გარიგება რუსთავში (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობის" და "ოცნების" გარიგება რუსთავში  ნათია შელეგია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" რუსთავის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1006530057718449

სალომე ზურაბიშვილი შშმ პირებს - რუსული კანონის გამო თქვენი უფლებები შეიზღუდა - ორგანიზაციებს გაუგებარ გამჭვირვალეობას სთხოვენ

თქვენი [შეზღუდული შესაძლებლობის პირთა] უფლებები ასევე, ძალიან შეიზღუდა ამ ბოლო პერიოდში, იმის გამო, რომ მიღებულ იქნა „რუსული კანონი“, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ საქმიანობას, რომელსაც ეწევიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც ამ ქვეყანაში ბოლო წლებში, ძალიან ბევრი გააკეთეს იმ სტანდარტების შემოსატანად, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მეტი ინკლუზიურობა და სხვადასხვა სერვისებზე მეტი წვდომა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი პირდაპირ მიმართულია იმის

CSF: ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში ორგანიზებული ჯგუფის დახვედრა ხელისუფლების მიერ კოორდინირებულია

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის შეფასებით, ეს ინციდენტი იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული. ,,დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ” , – ნათქვამია განცხადებაში.  ,,ჩვენი კოლეგა ვანო ჩხიკვაძე პროფესიული საქმითა თ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებს კიდევ 10 ქვეყანასთან ამზადებს

უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კიდევ 10 ქვეყანასთან აწარმოებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან კმაყოფილია შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან შეთანხმების გაფორმებით, რომლებსაც ხელი იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში მოეწერა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ახლა უსაფრთხოების საკითხზე ორმხრივი შეთანხმებები „დიდი შვიდეულის“ ყველა წევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული

სააპელაციომ იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის

გერმანიამ უკრაინას დახმარების პაკეტი გადასცა, მათ შორის HIMARS-ები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკები

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის
×
×
  • შექმენი...