Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.558
  • comments
    0
  • views
    761.991

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი შარაშიძე - კორუფციული გარიგება! საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ოცნების“ უკანონო ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვა გაიცემა

„ოცნების“ უკანონო და თვითაღიარებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის ნოშიკო ნამორაძის კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე ცათამბჯენისთვის დამატებით 12 სართულის მშენებლობის ნებართვას მიიღებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც შარაშიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებით, რაც დამტკიცებულ 47 სართულზე 12 სართულის დამატებას გულისხმობს, ვითარება როგორც ურბ

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. იპნ

ბექა ლილუაშვილი - როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე, ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება

როგორც ჩანს, საპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურაში, აეროპორტებსა და სარკინიგზო სისტემაში, ასევე ბუნებრივ რესურსებში დაგეგმილია ჩინური, აღმოსავლური და მათი გავლით რუსული ფულის შემოდინება სწორედ სტრატეგიული ობიექტების მშენებლობაში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრემიერის განცხადებას ეხმაურება რომ აბუ-დაბიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას. როგორც ლი

ექიმები განმარტავენ, ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, რომელიც მე-17 დღეა, შიმშილობს

აჭარაში ექიმებმა სპეციალურ ბრიფინგზე გამართეს და მოითხოვეს, რომ სანდო, მრავალპროფილური ექიმები დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. ექიმებმა ბრიფინგზე განმარტეს, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას შიმშილობა. მზია ამაღლობელი ციხეში უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს. კიდევ ერთმა ექიმმა ბრიფინგზე თქვა, რომ შეიძლება თანდათანობით ამაღლობელის ჯანმრთელობა ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც გახდება შეუქცევადი. პუბლიკა

ბერდია სიჭინავა - „ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი

„ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით, პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის - ბიძინა ივანიშვილის კვალი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარის გიორგი გახარიას წინააღმდეგ თავდასხმა პოლიტიკური შურისძიების აქტი იყო, რომლის ავტორი ბი

საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება

საკრებულოს არჩევნებისთვის გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით შედის. მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს მიეკუთვნება, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა მიი

სალომე ზურაბიშვილი - გადაწყვეტილება უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე გარკვეულწილად უჩვეულოა - დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები

ევროკავშირის გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე უცხოური აგენტების კანონზე რეაგირების მიზნით, გარკვეულწილად უჩვეულოა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „მას შემდეგ საქართველომ უარესი განიცადა: მოპარული არჩევნები, ევროპული გზის შეჩერება, მასობრივი პროტესტი, ძალადობრივი რეპრესიები. დაივიწყეთ ძველი კანონები, მოითხოვეთ ახალი არჩევნები!”- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, გუშინ ევროკავშირის საბ

თეონა აქუბარდია - დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქართველი ხალხია მთავარი ელჩი ევროპისკენ მიმავალ გზაზე და სახალხო პროტესტი, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს და არა დე-ფაქტო მთავრობა

დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქართველი ხალხია მთავარი ელჩი ევროპისკენ მიმავალ გზაზე და სახალხო პროტესტი, რომელიც ორი თვეა მიმდინარეობს და არა დე-ფაქტო მთავრობა. ეს არის დასაწყისი. საუბარია დამატებით შეზღუდვებსა და სანქციებზეც თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/405710379296257

ბათუმში დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

„ბათუმელების” ცნობით, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანსა და 3 სტუდენტს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ – ანრი კაკაბაძე პატიმრობაში რჩება. ბრალდებულები დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა პროკურორმა საქმეში დაზარალებულის მოთხოვნით დააყენა. 9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძ

მედია - სერბეთის პრემიერმა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

სერბეთის პრემიერ-მინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი დღეს გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს, - ინფორმაციას Reuters-ი საინფორმაციო სააგენტო Tanjug-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მილოშ ვუჩევიჩმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. შეგახსენებთ, სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1-ელ ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე - მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს - ბატონო პროკურორო, როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, ქალისთვის დაერტყათ - გაატარებდით?

მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო. „ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ე.წ. ტიტუშკა, რომ

პაველ ჰერჩინსკი - შოკირებული ვარ მზია ამაღლობელის შიმშილობით - შუა ხნის ასაკის ქალი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია, ქუჩაში მიმდინარე სასტიკი ცემის ფაქტებისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა

ნამდვილად შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობის აქციით, რომელიც უკვე 17 დღეა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. „სისხლის სამართლის ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება შუა ხნის ასაკის ქალბატონი, რომელიც ბრალდებულია პოლიციელზე თავდასხმაში. როცა ხედავ, ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზიით, სასტიკ ცემას, ვგულისხმობ ნიღბიანი ადამიანების მიერ ქალების ცემას, და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ, ეს უპრეცედენტოა, ამიტომ გაგრძელდება სანქციების შე

ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლება ექნებათ

ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ცესკოს წევრები ემატება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ამავე პროექტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს

მოვუწოდებ 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ, რომელთაგან 1 ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს – ბულაი

იულიან ბულაი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 53 პოლიტპატიმარი ჰყავს, მათ შორის კი ერთ-ერთი ჟურნალისტი მზია ამაღლობელია, რომელიც შიმშილობს. მან „ოცნების“ ხელისუფლებას ყველა მათგანის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან PACE-ს ზამთრის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება წარმოადგინა. იულიან

პროკურატურამ არ მოგვცა ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა – გახარიას პარტია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. როგორც პარტიაში აცხადებენ,  პროკურატურამ მათ არ მისცა ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა. „გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. ვიდეომტკიც

პირველადი ინფორმაციით ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, აგრძელებს შიმშილობას - ადვოკატი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დღეს ციხეში შესული იყო მისი ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, იმ ფონზე, რომ ის უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, სანამ ორგანიზმი შესაძლებლობას მისცემს. ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს. ადვოკატის განცხადებით, როგორც ამაღლობელმა აღწერა, საკანში არის კამერა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველობის ქვეშაა,

კონგრესმენი სტივ კოენი - მზია ამაღლობელი „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა - ახლავე უნდა გაათავისუფლონ

მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან, სტივ კოენი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს. მისი თქმით, ამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. „მე, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველო

პაველ ჰერჩინსკი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე - ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო, გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას მოუწევს, ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება შეეხებათ: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველ

პარტია „გახარია საქართველოსთვის” - აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია

აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა ფორმალურად, რაც პარტიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ თავდასხმა ივანიშვილის მიერ არის დაკვეთილი. „გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას - ვიდეო ჩანა

სოფო ხორგუანი - ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? ეს ხომ არ არის ტერორისტი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა

მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რა შემიძლია გავაკეთო იმისთვის, რომ მზია ამაღლობელი გადავარჩინო? თითქოს აქციებზეც დავდივარ, ადამიანებს ვესაუბრები, სულ ვფიქრობ, ვის უნდა მივმართო... როგორც ერთი მოქალაქე ამ ტვირთვის ზიდვისთვის მზად არ ვარ თუ ფატალური შედეგი დადგება... ჩვენ ქალი უნდა მოგვიკვდეს ციხეში? - ეს ხომ არ არის ტერორისტი ქალი, ეს არის ის ქალი, ვინც წლები სიმართლეს ემსახურებოდა.   სოფო ხორგუანი სტუმრად „ფორმულაზე“ - გაიღვიძე საქართველო

ზვიად ძიძიგური - „ხალხის ძალას“ მინდა მივმართო: ყასიდად მაინც თქვით რამე მზია ამაღლობელზე, ხომ ხართ „ოპოზიციონერები“? მიხეილ ყაველაშვილს მივმართავ, თავს პრეზიდენტს რომ ეძახი, გამოდი და თქვი რაღაცა

დაზარალებულად ცნობა იძლევა ერთადერთ უპირატესობას, შესაძლებელია წვდომა გაჩნდეს საქმის მასალებზე - ეს მასალები ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას, რომელზეც, როგორც დაზარალებულ გიორგი გახარიას წვდომა ექნება, თუ ის მასალებიც არ არის დაჩეხილი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობას გამოეხმაურა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება - უნდა გაგრძელდეს ძლიერი შემზღუდავი ზომების დაწესება, როგორც ლიეტუვაში გავაკეთეთ და რიგი ქვეყანა ჩვენს მაგალითს მიჰყვა

საქართველოში არსებული კრიზისიდან საუკეთესო გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იქნება. ეს არის ჩვენი წინსვლის გზა, სხვა შემთხვევაში დავინახავთ, რომ საქართველოში საერთო დემოკრატიული სიტუაცია იშლება და ეს არ არის ჩვენი ინტერესი, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ ვხედავთ ცნობებს, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც ევროპული მომ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ. აღნიშნული ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. პარლამენტში წარდგენილია პროექტი, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს ენიშნება ცესკოს წევრის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ ის 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცესკოს წევრი იყო. ცესკოს წევრის კომპენსაციის ოდენობად ცესკოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ერთი მესამე

საია - უკანონო პატიმრობაში მზია ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს - მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

უკანონო პატიმრობაში მყოფი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,- ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სოციალურ ქსელში წერს. საია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საზოგადოებას აცნობოს, რა ეტაპზეა
×
×
  • შექმენი...