Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.172
  • comments
    0
  • views
    352.182

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„დინამოს“ ლეგენდარული „ათიანი“, რომელსაც ესპანელმა ჟურნალისტმა „კავკასიელი ჯადოქარი“ უწოდა - 18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მატჩი დავით ყიფიანის დაბადების დღეს, 18 ივნისს დაემთხვა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა, 1951 წელს თბილისში დაიბადა. ყიფიანმა „დინამოში“ 1971-1982 წლებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. იყო სსრკ- ს ჩემპიო

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცებმა“ და „ქოცებმა“ ამ არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ - „ლელოს“ წარმატებები, ვუსურვებ, ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“

ახალი ჩვენს პოზიციასა და გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერი არ იყო - „ლელოს“ წარმატებები! ვუსურვებ, რომ ბარიერი ისე გადალახონ, რომ არ „განაცდნენ“, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მათი სტრატეგიაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ. ბუჩუკურის განმარტებით, ამისთვის მათი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლ

დაზიანების აღმოფხვრას, სავარაუდოდ, 1 კვირა დასჭირდება - მერიაში GWP-სთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დაზიანების აღმოფხვრას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება. „დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლ

ლევან გოგიჩაიშვილი - „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს (ვიდეო)

დემოკრატიის გასამყარებლად, ბალანსის დასაცავად და პოლარიზაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური იდენტობის მქონე ორგანიზაციები არსებობდეს, ამიტომ ვურჩევდით “ლელოს” თანაბრად დისტანცირდეს ორივე პოლიტიკური ძალისგან. „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1216358609532192/

ნათია მეზვრიშვილი - რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია

რაც შეიძლება მეტი ისეთი პოლიტიკური პარტია უნდა მოხვდეს პარლამენტში, რომელიც არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, არც ამ პარტიის გუშინდელ დღესა და დღევანდელ განშტოებას წარმოადგენს და არც „ქართული ოცნების“ სატელიტია, იმიტომ, რომ ორპოლუსიანობა შედის „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესში. ჩვენ ვხედავთ პრემიერს, მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და ცდილობენ, საზოგადოებაში დალექონ აზრი, თითქოს მხოლოდ ორი პარტიაა, რომელიც ბარიერს გადალახავს. ეს მათი ინტერეს

ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც განაცებული არ არის, ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ (ვიდეო)

ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც განაცებული არ არის, ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ჩვენი ინტერესია, რომ ასეთი პარტიები რაც შეიძლება მეტად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835847015090412/

გიორგი გახარია - მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ  ჩვენ, ქართველებს, ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც..

"მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ  ჩვენ, ქართველებს, ყველას ერთად ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და ყველგან.   დამნაშავეა ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც დღეს თავისი გაურკვეველი მიზნებით და ხშირად კორუფციული მიზნებით, ამ ფასს, რომელიც 30 წლის განმავლობაში თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გადავიხადეთ, უბრალოდ ანიავებს და ეს პასუხისმგებლობა, ეს არ არის

„ჯივიპის" აქტივების მართვის დირექტორი - წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება - ჩაირთვება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძემ აცხადებს, რომ წიწამურთან მდებარე მაგისტრალურ წყალსადენზე სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. მისი თქმით, ხვალიდან მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიანი წყლის მიწოდების რეჟიმი ჩაირთვება. კერძოდ, ნადირაძემ უპასუხა კითხვას, რა ვადებში დასრულდება სამუშაოები და როდის აღდგება წყლის მიწოდება და განმარტა, რომ უფრო ნათელი გახდება სურათი მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყება. „დროზე წინასწარ შეუძლებელია საუბარი. მას შემდეგ, რაც დაიწყება სამუშაოების წარმო

ბექა ლილუაშვილი - დღეს გამოდიან ადამიანები, რომლებიც თვისობრივად, იდეოლოგიურად, შინაარსობრივად, ფასეულობებით გადაჯაჭვულები არიან ნაცებთან და ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ თითქოს სტერილურები არიან ნაციონალური მოძრაობისგან (ვიდეო)

დღეს გამოდიან ადამიანები, რომლებიც თვისობრივად, იდეოლოგიურად, შინაარსობრივად, ფასეულობებით გადაჯაჭვულები არიან ნაცებთან და ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ თითქოს სტერილურები არიან ნაციონალური მოძრაობისგან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3743909855869779/

ბექა ლილუაშვილი - ლელო, სანამ ბოლომდე განაცებულა, ამ მოცემულობაში სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მისაღები ვარიანტია. მომავალ პარლამენტში, რომ ვიხილოთ ამისთვის უნდა გაძლიერდეს (ვიდეო)

ლელო, სანამ ბოლომდე განაცებულა, ამ მოცემულობაში სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მისაღები ვარიანტია. მომავალ პარლამენტში, რომ ვიხილოთ ამისთვის უნდა გაძლიერდეს.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1201603377676394/

მიშა დაეშვილი - ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, ამ არჩევნებზე მივაღწიოთ იმას, რომ “ოცნებამ” და “ნაცებმა” ერთად ვერ აიღონ 50%-ზე მეტი (ვიდეო)

ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, ამ არჩევნებზე მივაღწიოთ იმას, რომ “ოცნებამ” და “ნაცებმა” ერთად ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. საკმარისია “ოცნებამ” უმრავლესობა ვერ აიღოს და ეს ოცნება, ამ ფორმით ვერ შენარჩუნდება. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1012490063995387/

საკრებულომ იპოდრომთან ცათამბჯენების ასაშენებლად ზონის ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 10 პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი დააკავა. ამის შესახებ თბილისის პროკურორის მოადგილემ, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გაგნიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წელს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემი

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი - ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას - სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო" ,- წერს ევროკომისიის გენერალური დირექტორატი. ევროკომი

აქტივისტი: ჩემს თანამებრძოლს, ლერი დარჯანიას „ტიტუშკები” დახვდნენ

აქტივისტი, დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლერი დარჯანიას. დანელია თავდასხმას ე.წ. ტიტუშკებს უკავშირებს. TV პირველმა გაავრცელა თავდასხმის სავარაუდო კადრები – ვიდეოში ჩანს თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე სამი პირი და მანქანა, რომლითაც დარჯანიას ჩაუსაფრდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა

ავჭალაში, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა – შსს

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, საქალაქთაშორისო მატარებელი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა და სავარაუდოდ, ყურსასმენები ეკეთა, რადგან მატარებლის სიგნალის ხმაზე რეაგირება არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნეტ

2030 წელი, ოკუპირებული ტერიტორიები და არჩევნები საქართველოში

ავტორი: ქეთი სართანია, მკვლევარი, თბილისი 2024 წლის გაზაფხულზე, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ისევ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ერთიანი საქართველოს, “აფხაზი და ოსი ძმებისა და დების” შესახებ ლოზუნგები საარჩევნო რუტინის ნაწილია, თუმცა ამჯერად, დაპირებას კონკრეტული თარიღი აქვს – 2030 წელი.  ამ საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, დამაჯერებელ ახსნა-განმარტებე

GWP: წიწამურში დაზიანებული წყალსადენის აღდგენის სამუშაოები შეიძლება გახანგრძლივდეს

GWP კვლავ ვერ ამბობს, როდის დასრულდება წიწამურის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღმოფხვრა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. GWP-ის განცხადებით: კომპანიისვე განცხადებით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნა

ნათია მეზვრიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში

„ქართულმა ოცნებამ“ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა -კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას - მივმართავთ ხელისუფლებას: დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, „ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და მისი აღკვეთის ნაცვლად, საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ“. „ქართულმა ოცნებამ“

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი ‘’ნაყინობანა’’ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.     ღონისძიება ბასტი ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური

გახარია: ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“, ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე ახლოს მყოფი პარტია „ლელოა” და გამოხატა მზაობა „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის”. მისივე თქმით, ღიმილისმომგვრელია საუბრები ერთიან სიებზე. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, თუ ის იქნება ოპოზიციის პრეზიდენტობის საერთო კანდიდატი. 2019 წლის 4 მარტს „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არ

იენს სტოლტენბერგი - ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს

ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შ

გიორგი გახარია - 2024 წლის არჩევნები განსაზღვრავს, როგორც მინიმუმ საქართველოს 20-30 წლის მომავალს (ვიდეო)

გიორგი გახარია - 2024 წლის არჩევნები განსაზღვრავს, როგორც მინიმუმ საქართველოს 20-30 წლის მომავალს - ეპიზოდი#19

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა მათი ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენა

კამალა ჰარისი მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ დახმარებას გამოაცხადებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკუ
×
×
  • შექმენი...