Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.642
  • comments
    0
  • views
    413.729

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბლინკენის მოადგილე აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, აზრა ზეია თბილისსა და ერევანში ჩამოვა. საქართველოსა და სომხეთში ის შეხვედრებს გამართავს და ისაუბრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციის, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის შესახებ. საქართველოში აზრა ზეია შეხვდება მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური

გარემოს სააგენტო: უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე მოსალოდნელია ამინდის გაუარესება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გერმანიის მთავრობის კოორდინატორი - როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა პროცესისგან განზე გამდგარიყო - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა. „მე მწვანეთა პარტიიდან გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ვარ, მაგრამ აქ ვარ, როგორც სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი, ასე რომ, გერმანიის მთა

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა და 3 კანდიდატი შეარჩია. კენჭისყრის შედეგები შემდეგია: ვიქტორ ახალბედაშვილი – 9 ხმა დავით ბარბაქაძე – 1 ხმა ლალი ბუნტური – 0 ხმა დარეჯან ბუცხრიკიძე – 10 ხმა გიორგი გაბიტაშვილი – 11 ხმა ალექსანდრე კობაიძე – 0 ხმა ანდრონიკ სარიბეკოვი – 1 ხმა გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარული

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ უცხო ნომრებიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიღებული საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღება

"ეს არის საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც შენდება ღვარცოფული მდინარის ჭალაში" - რა კადრებს ავრცელებს თეა გოდოლაძე რაჭიდან?

სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე სა­გან­გე­ბო ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ რა­ჭა­ში, ღვარ­ცო­ფუ­ლი მდი­ნა­რე ღა­რუ­ლას ჭა­ლა­ში, აშე­ნე­ბენ სა­ბავ­შვო ბაღს. “გა­დავ­წყვი­ტე, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­მე­პყრო ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტის­თვის. შე­ნო­ბას და­აკ­ვირ­დით, ეს არის სა­ბავ­შვო ბა­ღის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ახლა შენ­დე­ბა ჭა­ლა­ში. ღა­რუ­ლას ჭა­ლაა ეს. გა­უ­კე­თე­ბი­ათ ნა­პირ­სა­მაგ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.   ბავ­შვე­ბის დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი ეს არის მხო

მიხეილ დაუშვილი - პრეზიდენტთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით - არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად უნდა შექმნას თუ არა რაიმე ერთობა

პრეზიდენტის ნაწილში, ის, რომ მასთან გვქონდეს თანამშრომლობა, მათ შორის საარჩევნოდ - მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და გიორგი გახარიას შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დაუშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით უნდა შექმნას თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა რაიმე ერთობა

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მარ

საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღე ბოტანიკურ ბაღში

12 ივლისს, 15:00-დან 18:00 საათამდე, ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნულ  ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (SPG-23-1618) ბოტანიკის ინსტიტუტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართავს საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის ღია კარის დღეს. ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფები გამართავენ საინტერესო ღონისძიებ

"გახარია საქართველოსთვის" - რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში "ოცნების" დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება

რუსეთის დაზვერვის განცხადება ოქტომბრის არჩევნებში ჩარევის და არჩევნების გაყალბებაში "ოცნების" დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.   მათივე თქმით, განცხადების თანხვედრა „ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.   "გაყალბების და ამომრჩეველზე ზ

ხუთი ქვეყნის ლიდერები - უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მივაწვდით

ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქ

ფიშერი: გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე აღარ ავიღოთ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კურსის გამო ქვეყნის EU-შო გაწევრების პროცესი შეჩერდა. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ამასთან, ელჩის თქმით, გერმანიამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამ ეტაპზე არ აიღოს.

პრეზიდენტი - ამ რთულ ვითარებაში ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომავალი განვითარება, ანუ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა

ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. ,,მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წა

მეთიუ მილერი - ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა

ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო კომპეტენტურად კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ. თუმცა ვიცი, რომ მათ ნათლად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ნათლად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიუ

კახა ქემოკლიძე - პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის

პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ უმეტესწილად ელექტორატს ართმევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვას არავის, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ახალი, ჯადოსნური მესამე ცენტრი იქმნება“, ეს სიმართლე არ არის. „რატომ ვერ შედგა დიდი გაერთიანება? უპრიანი იქნება, რომ ამაზე თვითონ განაცხადონ. გულწრფელად განაცხად

შსს: დავაკავეთ 30 წლის კაცი, რომელმაც ქედაში შშმ პირი გააუპატიურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.გ. გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთან, ძალადობის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჯ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახი

პაპუაშვილი: 2014-ში, 150 ჯარისკაცის გაგზავნით „ოცნებამ" EU-ის სამხედრო მისია გადაარჩინა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა”. ამით პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც EU-მ საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.

ილია დარჩიაშვილი - კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია - დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, 8 ივლისს კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დანგრევის შედეგად მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. „კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა შემზარავია. დაუშვებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების წინააღმდეგ მიმართული აგრესია და თავდასხმები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს", - წერს ილია დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის კიევზე, სარაკეტ

მსახიობი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა. მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას“, - ნათქ

გახარია - პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის პირველი სამსახურის მიღების სახელმწიფო პროგრამა , რომელიც იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით - 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან

"ხარაგაულში შემხვდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ ბანკის ფილიალში. მუშაობენ სრულ კვირას და ხელფასი აქვთ 400 - 350 ლარი, წარმოუდგენელი რამეა ეს. ჩვენ პროგრამაშიც გვიდევს სტუდენტებისთვის გარანტირებული სახელმწიფო პროგრამა  პირველი სამსახურის მიღების, რომელიც ასევე იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობით 950 ლარით გარანტირებული ხელისუფლების მხრიდან. ევროკავშირში უნივერსიტეტებიდან და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან გამოსული სტუდენტების 90 % პირველივე წელს იწყებს სამსახურს. ჩვენთან კატასტროფული

გახარია - ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ - ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, თავისი საქმის ერთგული ხალხი ვნახე

"რეგიონალურ მედიაზე რომ ვილაპარაკოთ, ერთ ტელევიზიაში ვიყავი და გამომცემლობა “ჩემი ხარაგაული”, იქაც მქონდა სიამოვნება ჟურნალისტებთან მესაუბრა. ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირთ, ბევრად უფრო ჯანსაღი გარემოაა ვიდრე თბილისში.   ჩემი ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ აქამდე ასე აქტიური კომუნიკაცია არ მქონდა რეგიონალურ მედიასთან, მაგრამ ამას აუცილებლად გამოვასწორებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან უჭირთ, ტექნიკასაც ეტყობა, სტუდიასაც ეტყობა, მაგრამ არ ეტყობა ხალხს. ძალი

დავითულიანი EU-ში გაწევრების შეჩერებაზე: არა უშავს

„ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავთულიანის თქმით, „არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია. ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკისვე განცხადებით, შეჩერდება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სექტორის 30-მილიონევროიანი დახმარება. მიზეზი რუსული კანონი და მმართველი პარტიის არადემოკრატიული ნაბიჯებია. ბექა დავითულიანის შეფასებით, ევროკავშირის ამ გადაწყვ

მაიკლ კარპენტერი: საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერის განცხადებას ავრცელებს. კარპენტერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში,  ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, კარპენტერმა განაცხადა, რომ „საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვით პროცესშია“ „გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც

პაველ ჰერჩინსკი - ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ მიმდინარეობს. „27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვე

პრეზიდენტი - თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე - რატომაა ეს კანონი რუსული? რატომ და ამიტომ!

აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა - ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებ
×
×
  • შექმენი...