Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.115
  • comments
    0
  • views
    348.048

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რით განსხვავდება რუსული კანონი EU-ის პროექტისგან — ეუთო/ოდირის განმარტება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სამართლებრივ დასკვნაში განმარტავს, რით განსხვავება საქართველოს მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის ინიციატივისგან. ODIHR-ის ანალიზი ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების (აშშ, ავსტრალია) კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია განმარტებით ბარათში. ასევე ნათქვამია, რომ საჯარო დებატებში ევროკა

ლონდონში, საქართველოს საელჩოს შენობაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები გამოაკრეს

ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ ნაცემი მოქალაქეების და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს. ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. „ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ. მე პირა

SJC: სახელისუფლებო მედია სიღარიბის შესახებ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ამ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ სიღარიბის მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები (იმედი, POSTV) მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია. ორგანიზაცია აღნიშნავს,  რომ სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენ

უკრაინის საგარეო უწყება - ვგმობთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს

სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“. „უ

ვახტანგ ძაბირაძე - ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს: რუსეთი და საქართველო, რით განსხვავდებიან რუსული ხელისუფლებისგან, კიევს რომ არ ვბომბავთ? - კარგი იქნება „ოცნებამ“ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან, იზოლაციაში ვართ

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კარგი იქნება თუკი „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს და იზოლაციას ერთმანეთისგან გაარჩევს. “კურსი აშკარად შეცვლილია, „ქართულმ

ეუთო/ოდირი - საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება

საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (OSCE/ODIHR) თავის იურიდიულ ანალიზში წერს. ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიან

პაპუაშვილი თავს იწონებს კვლევით, რომლის წყაროც TI – საქართველოა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, „ღმერთს მადლობას“ უხდის ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ შევსებულ კითხვარს ეყრდნობა. საუბარია ღია ბიუჯეტის კვლევაზე. 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო 125 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველოს 100 შესაძლოდან 87 ქულა აქვს. ღია ბ

„ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია" | NATO-ში აშშ-ის ელჩი საქართველოს დასწრებაზე ვაშინგტონის სამიტზე

NATO-ში აშშ-ის ელჩი, ჯულიან სმიტი „პირველი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას – ელოდებით თუ არა საქართველოს ვაშინგტონის სამიტზე და რა იქნება NATO-ს გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი ამ სამიტზე? – პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს NATO-ს ვაშინგტონის სამიტში პარტნიორების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. სმიტის განცხადებით, არსებობს ძლიერი სურვილი, მოიძებნოს გზა, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი წარმოდგენილი იყოს სამიტზე. NATO-ს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ი

დევიდ კამერონი - ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით და მისი მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. „ქართველი ხალხის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო-ს დაძლევით და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალ

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა. 80 ხმით, ერთხმად მიიღეს პროექტი, რომლის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესი შეიცვალა და ე.წ. "ანტიჩიხური მექანიზმი" დაწესდა. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად, "საარჩევნო კოდექსის" ჯერ კიდევ მ

უბნები თბილისში, სადაც შესაძლოა, მეწყრული პროცესები განვითარდეს

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საინფორმაციო ბიულეტენი - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ მოამზადა. დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც, გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი. კერძოდ, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გაა

გახარია - დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ თუნდაც ოკუპანტ რუსეთს დაელაპარაკოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე - მონობით, რასაც ისინი ესწრაფვიან, არაფერს არავინ არ დაგიბრუნებს (ვიდეო)

„დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ თუნდაც ოკუპანტ რუსეთს დაელაპარაკოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. მონობით, რასაც ისინი ესწრაფვიან, არაფერს არავინ არ დაგიბრუნებს" გიორგი გახარია, პარტია ""გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/980392970210790

მის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ - კობახიძე გერმანიის ელჩზე

გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას. გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკა

ფიშერი: სანამ ეს კანონი იმოქმედებს, არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს EU-ში გაწევრებაზე

გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, ამ კანონით ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ გაიხსნება. ამის შესახებ მან BMG-ის ეთერში ისაუბრა. პიტერ ფიშერის თქმით, გერმანიას (და ევროკავშირს) მარტივი გზავნილი აქვს: რაც შეეხება სანქციებს, ელჩი ამბობს, რომ „სანქციები ფართო ცნებაა და მოვლენების მიმართ უარყოფით რეაქციას გულისხმობს“. პუბლიკა

ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული

ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არაერთგზის არის სანქცირებული. China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა. CCCC-ს 2020 წელს 34 შვილობილი კომპანია ჰყავდა. მათგან 5-ს ამერიკის შეერთებულმა შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა 2020 წლის 26 აგვისტოს სანქციები დაუწესა „სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედ

TI: მესტიაში 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მესტიის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლითა და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის სავარაუდო ფაქტები გამოავლინა. ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 11 თანამდებობის პირის 17 ნათესავი სხვადასხვა საჯარო უწყებაშია დასაქმებული. ამ თანამდებობის პირთა შორისაა პარლამენტის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე, მაიზერ ჯაფარიძე, რომელიც

ტიხანოვსკაია: ბელარუსი და ქართველი ხალხის მომავალი ევროპაშია და არა – რუსეთში

სტატია მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ. „მე და ბელარუსი ხალხი თქვენ გვერდით ვართ“, – ასე მიმართავს ბელარუსი ხალხის ლიდერი და სამშობლოდან დევნილი ოპოზიციონერი სვიატლანა ტიხანოვსკაია საქართველოს მოქალაქეებს და მოუწოდებს არ შეწყვიტონ ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლიც სრულად შაბათს, “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხედვა ვაშინგტონიდან” გავა, ტიხანოვსკაია ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ასევე – ბელარუსის ადგილი ევროპაშია.

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტთან აქციით დახვდნენ

ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი დღეს სპეციალურად შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, რათა მიექციათ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ყურადღება. სარჯველაძე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს წარადგენს. ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ მათი ამ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, რადგან ხელმისაწვდომი არ აფინანსებს მთელ რიგი წამლებსა თუ პროცედურები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის არის აუცილებელი. “საფუძვლიანად იციან

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გამო, საქართველოს ელჩი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე უწყებაში დაიბარა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ე.წ. “უცხოური გავლენის შესახებ“ კანონზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან და სხვა ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების

ირაკლი ზარქუა - მივმართავ ევროკავშირის ელჩებს: თქვენთვის მისაღებია, როცა განსხვავებული პოზიციის გამო ადამიანს და მის ოჯახს აბულინგებენ? ხმას რატომ არ იღებთ? - მარტო ერთი სიტყვა ვიცი, მაგრამ მივმართავ გერმანიის ელჩს: Verstehen?

ადამიანს განსხვავებული პოზიცია თუ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მათ მიერ დაქირავებული ჯგუფები საზოგადოებას და ოჯახის წევრებს რომ აბულინგებენ, მაინტერესებს, თქვენთვის ეს მისაღები და ნორმაა? ხმას რატომ არ იღებთ? - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროკავშირის ელჩებს. ზარქუას თქმით, ელჩები უნდა გამოვიდნენ და დაგმონ ბულინგი, რადგან ეს არაევროპული და მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიჩნევენ, რომ ისინი ახალისებენ ამ მიდგომებს, რაზეც პასუხი შემდ

პაატა კვიჟინაძე ე.წ. ოფშორების კანონზე - ეს შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება, ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს - სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა!

ეს კანონი შავ და თეთრ ფულს საერთოდ არ ეხება - მას ფულის წასვლა-მოსვლასთან კავშირი არ აქვს! სრულიად უვნებელი, კარგი კანონი პოლიტიკის მსხვერპლი გახდა! - ასეთია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის პოზიციას ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე. როგორც კვიჟინაძემ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, საფინანსო სისტემა გამჭვირვალეა და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. “მანივალის რეკომენდაციებით

ომბუდსმენი: [აქციაზე] დაკავებულის თქმით, აღელვების ნიადაგზე ციხეში საპარსის გადაყლაპვა სცადა

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის ციხეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი პირი მოინახულეს, რომელთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზეც დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია. ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა მას უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სხვა პატიმრებთან „გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა”, აღელვების ნიადაგზე კი თვითდაზიანება სცადა. ომბუდსმენი წერს, რომ „საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია”. მისი თქმით, დაკავებულმა კონსულტაცია ფსიქოლოგ

საფრანგეთის საგარეო უწყება - საფრანგეთი წუხს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო - სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის

საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, წუხს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, 28 მაისს მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად მისი შეუთავსებლობისა იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, რომლის კანდიდატიც არის საქართველო, - ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის როლი აუცილებელია დემოკრატიული ცხოვრებისთვის.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინ

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო “საგადასახადო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე - ე.წ. ოფშორების კანონპროექტზეც დაძლია. სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტი კენჭისყრით 1-მომხრე, 64 -წინააღმდეგი ჩააგდეს. “საგადასახადო კოდექსის“ პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კი 83- ხმით (1 წინააღმდეგი) მიიღეს. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლებ
×
×
  • შექმენი...