Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    10.644
  • comments
    0
  • views
    414.478

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტი 60 მანქანის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს

პარლამენტი 60 მანქანის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს. საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის აპარატის ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული მანქანა, (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის). პარლამენტის ცნობით, მათი უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული,

ადმინისტრაციაში განმარტეს, რატომ არ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებას

საქართველოს პრეზიდენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის ბრიფინგი გაიმართა. გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე უარი არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებებს ვეტო დაედო ანუ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნდა პარლამენტში. კანონის მიხედვით, თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და პარლამენტში დააბრუნებს, მასზე ხელმოწერა შეუძლია პარლამენტის თავ

ანა ბუჩუკური - გავრცელებული იყო „ფეიკი“, რომ შალელაშვილი ქმნის პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო, ტყუილია, ხალხო, ტყუილი! – „ლელოს“ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ „განაცდნენ“

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური აცხადების, რომ მისი პარტიისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ უსურვებს ისე გადალახოს ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ". ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. "ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, გუნდის ლიდერს, გიორგი გახ

გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზე მოხდება, რომელიც სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება

პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. ipn

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირის ვალდებულება იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ურყევი რჩება

ევროკავშირის ვალდებულება, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება, ურყევი რჩება. გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს უსაფრთხოებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარს უჭერს ზოგად უსაფრთხოებას საქართველოში 200

ბერდია სიჭინავა - რასაც ხელისუფლება აკეთებს ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად თაობების მიერ აშენებულ ურთიერთობებს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას ფუნდამენტში ანგრევს (ვიდეო)

რასაც ხელისუფლება აკეთებს ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად თაობების მიერ აშენებულ ურთიერთობებს და ჩვენი მომავლის პერსპექტივას ფუნდამენტში ანგრევს. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1133559371086261/

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა „MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირა

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტს” მხარი დაუჭირეს. მას მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, წინააღმდეგი იყო – 6. როგორც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს, მომდევნო ეტაპი იქნება წარმომადგენელთა პალატაში საყოველთაო კენჭისყრა. საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „MEGOBARI აქტი” გუშინ განიხილეს – კონგრესმენმა ბილ კიტინგმა მხარდაჭერა გამოხატა კანონპროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. რესპუბლიკელმა კონგრეს

გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს – მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით. ელჩის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი, რათა დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა. ესე იგი, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ყველა სფეროში”, – განაცხადა მან. მსგავსი განცხადება გუშინ, 10 ივლისს გა

პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე - ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსო

მიშა დაუშვილი - “ოცნება” დღეს სახელმწიფო ინტერესებს უდიდეს ზიანს აყენებს და მათი გაუაზრებელი პოლიტიკით მივყავართ საერთაშორისო იზოლაციამდე (ვიდეო)

“ოცნება” დღეს სახელმწიფო ინტერესებს უდიდეს ზიანს აყენებს და მათი გაუაზრებელი პოლიტიკით მივყავართ საერთაშორისო იზოლაციამდე. მიშა დაუშვილი,საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2170996449941443/

საქართველოს რომელ მაღალმთიან რეგიონებში გაიზარდა და შემცირდა მოსახლეობა

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე. ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიის“ დოკუმენტშია აღნიშნული. მონაცემების თანახმად, 2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გარდაცვალების მაჩვენებელი, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში, შემცირებულია 0,36%-ით და შეადგ

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართება

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება. ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით. თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო. ევროპარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებ

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ბარათების სერია „წარმავალი ტფილისი“ გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს. შარჟისა და კარიკატურის ჟანრში 1928 წელს დაბეჭდილი ღია ბარათებით გადმოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისის სოციალური ყოფის ცალკეული ეპიზოდები. შმერლინგის იუმორისტულმა შემოქმედებამ ასახა თბილისელთა ტიპაჟები, მათი საქმიანობა, გართობა, დასვენება და ვაჭრობა. გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბა

საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის

საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტაძრის შპილსაც მოედო. თვითმხილველების ცნობით, ტაძარს შავი კვამლი თითქმის მთლიანად ფარავს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მათ ტაძრის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. ადგილობრივი მერიის ცნობით, რუანის ტაძარს რესტავრაცია უტარდებოდა. რუანის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ეროვნული საგანძუ

გიორგი გახარია - ნატო-ს ვაშინგტონის სამიტმა, პირველად 2008 წლის მერე, არ ახსენა საქართველო გაწევრიანების კონტექსტში - მმართველი პარტია პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის

ივანიშვილი და მისი პარტია წარმატებით აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზანმიმართულ განადგურებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას თქმით, მმართველი პარტია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის „პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“. ამასთან, როგორც გახარია წერს, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ავტორიტარიზმისა და იზ

„საუბარი შეეხო ანტიევროპულ რიტორიკას" - პრეზიდენტი ნიდერლანდების სამეფოს დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. რუსულ კანონს და აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ ყველა სამართლებრივ მექანიზმის გამოყენებას როგორც საქართველოში ასევე სტრასბურგში, საქართველოს ევროპული გზისთვის ამ მეტად საზიანო კანონის მოქმედების შესაჩერებლად”, –

ჯოზეფ ბორელი - 2008 წელს, როცა პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო - გვესმის, რომ თუ რუსეთს უფლებას მივცემთ, უკრაინაში მარიონეტული მთავრობა დასვას, შემდგომში გაცილებით მაღალი საფასურის გადახდა მოგვიწევს

2008 წელს, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, ჩვენი რეაქცია რბილი იყო, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ევროკავშირის თავდაცვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, 75 წლის წინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ პასუხი ერთიანობა იყო და აშშ-მა და ევროპის თავისუფალმა და დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რომლებიც კოლექტიური თავდაცვის ერთგულებ

პრეზიდენტი - ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა - არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ!

ეს ქვეყნის ბედის არჩევანი, ჩვენი მომავლის არჩევანია - ერთ მხარეს საქართველოს საზოგადოებაა, მეორე მხარეს კი ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალს უზურპაცია გაუკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს, ჩვენ ჩვეულებრივი არჩევნები არ გვექნება. „100 დღე ცოტაც არის და ბევრიც იმისთვის, რომ საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვას. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი

ბექა ლილუაშვილი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაზე - საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის

საქართველოსთან მიმართებით პერსპექტივასთან დაკავშირებულ კომუნიკეში არანაირი ჩანაწერი არ არის, რაც უმძიმეს მოცემულობას ქმნის, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, კომუნიკეში ამ ჩანაწერის ამოღება, ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში პროცესის გაყინვა, აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვა, ის უძრაობაა, რომელიც საქართველოში “ქართულმა ოცნებამ” შექმნა. „ბოლო 16 წლის განმავლობაში

მედია: ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. სატელიტური ფოტოებიდან ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 5 ივლისს კი ოჩამჩირის პორტში შენიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი და მას სარაკეტო სისტემების გადაზიდვისთვისაც იყენებენ. გამოცემა Naval News წერს, რომ ნოვოროსიისკის პორტში,

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა

თბილისის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი წარმოდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსზე წარმოდგენილი იყო 27 ნამუშევარი, რომელიც საკონკურსო კომისიამ ანონიმურობის დაცვით განიხილა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი არათუ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისთვის. „წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მ

ლუკ კოფი - საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ალიანსის დეკლარაციიდან ამოღებული იქნა - ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა

საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა, - ასე ეხმაურება ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციას. „საქართველოს ნატო-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ნატო-ს დეკლარაციიდან ამოღებული იქნა. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა „რუსული კანონის“ წყალობით წყალში ჩაიყარა. იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა“, - წე

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია და პარლამენტს მისი კანდიდატურა წარედგინება

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატად გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია. შესაბამისად, პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება. შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭომ გუშინ, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის სამი კანდიდატი - ვიქტორ ახალბედაშვილი, დარეჯან ბუცხრიკიძე და გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა. გიორგი გაბიტაშვილმა კენჭისყრაში 11 ხმა მიიღო, რაც საპროკურორი

ბელგიელი მინისტრი - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს - ილია დარჩიაშვილს მოვუწოდე, გადახედოს ამ ზომას და რეფორმებისადმი ერთგულება შეინარჩუნონ

ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს , - ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ქართველები საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ, თუმცა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ცოტა ხნის წინ მიღება ქვეყანას ევროპული ღირებულებებისგან აშორებს.

კახაბერ ქემოკლიძე - საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გულწრფელობას ქართულ პოლიტიკაში და ეს ეხება ყველას, ოპოზიციიდან დაწყებული, მთავრობით დამთავრებული.  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005738790689494
×
×
  • შექმენი...