Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.597
  • comments
    0
  • views
    775.566

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„გახარია საქართველოსთვის“ - უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის განცხადებაში აღინიშნება, რომ „მოძალადე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა“ ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების „უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო“. „გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტე

სოფო ხორგუანი - ახალგაზრდა ბიჭს ჩაავლეს ხელი და გაიტაცეს... ვცადე მისი გადარჩენა, მაგრამ ვერ მოვახერხე, შემდეგ უკნიდან მკრა ვიღაცამ ხელი და წავიქეცი - გაბრაზებაც ვერ მოვასწარი, გაოგნებული დავრჩი

"ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში და რეალობაში, სადაც 44 წლის ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა, 24-ე დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს, მე-19 დღეა თემურ ქამათაძე შიმშილობს, მე 6 დღეა დმანისში ლაშა ჩხვიმიანი შიმშილობს. ხვალ ბევრნი უნდა ჩავიდეთ დმანისში და გვერდით დავუდგეთ ლაშას, რათა შიმშილობა შეწყვიტოს. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ეს იყო უპრეცედენტოდ მშვიდობიანი აქცია. ტროტუარზე გადავადგილდებოდით, როგორც პოლიციას შევუთანხმდით, შემდეგ გვითხრეს, რომ მეორე მხარეს გადავსულიყავით. თითქოს არაფერი ხდებოდა. თავიდ

აქციაზე ნაცემი ზურაბ შონია: თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს მანქანაში

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ საპოლიციო ძალების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ სანამ დაკავების მანქანამდე მიიყვანდნენ, სასტიკად სცემეს. ეს კომენტარი მან TV პირველთან გააკეთა – კადრებში ჩანს, რომ ზურაბ შონიას თვალი აქვს დაზიანებული. 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯ

ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს მეგობრები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან, - ამის შესახებ განცხადებას, რომელსაც ხელს ევროპელი პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები აწერენ, ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის, 52 ჟურნალისტისა და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ად

ქურდოვანიძე: მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამბობს, რომ გაუძლებს და სასამართლო პროცესში მიიღებს მონაწილეობას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და გეგმავს, რომ სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მარტშია ჩანიშნული. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელი დღეს მოინახულა. როგორც მან მონახულების შემდეგ განაცხადა, ამაღლობელი შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე, როდესაც ქურდოვანიძემ ბოლოს ის მოინახულ

ბექა ლილუაშვილი - ზამირ კვეკვესკირი მეხუთე დევნილია, რომელიც დევნილთა განსახლების პრობლემას შეეწირა, კობახიძე კი ჩამომდგარა და ზღაპრულ 6-მილიარდიან ინვესტიციაზე საუბრობს

იკაკო! აი, ხომ ამბობთ, რომ ამ ინვესტიციას მოიზიდავთ? თავს ხომ გვახვევთ ამ „გარღვევას“ და ათიათასობით ლარს ხარჯავთ პოსტის რეკლამაში? ეს თუ მორიგი „წყალტუბოს აყვავების“ ტყუილი არ არის, აბა, აიღეთ ვალდებულება, რომ ყველა დარჩენილ დევნილს სწორედ ამ ინვესტიციის შედეგად დააკმაყოფილებთ – უახლოეს 5 წელიწადში, სრულად და ღირსეული საცხოვრებლით! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ბექა ლილუაშვილის თქმით, ზამირ კვეკვესკირის „უმძიმესი ტრაგ

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება მოჰყვა. თავად მსჯავრდებულმა საცირკო სიმღერა წაიმღერა, რასაც დარბაზში მყოფებიც აჰყვნენ. მოსამართლემ იქ საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რადგან მ

დიმიტრი ცქიტიშვილი - „ხარება“ ანგარიშს ასწორებს, როგორც დაბალი დონის ხულიგანი, გაბრაზებული ქუჩის ბიჭი, დავალებებს აძლევს: ეს მომიყვანეთ, გალახავს - გაუშვებს - ღირსების ოდენი რომ არაფერს ნიშნავს, მისი უღირსობა გვაჩვენებს

გუშინდელი დღე ნიშნავს, რომ პროტესტი ცოცხალია და არ არის მილევადი - ეს იყო კლასიკური მაგალითი, როგორ ყალიბდება რეჟიმისთვის საჭირო დამსჯელი რაზმები და არა პოლიცია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ახლა „ცდილობს, ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდეს და არ შეიმჩნიოს, რომ სისტემაში კრიზისია“. ასევე, როგორც მან აღნიშნა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური ინ

საია „ხარებას“ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა და შეუჩერდეს უფლებამოსილება, რადგან, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა. „ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დ

„თბილისი მოლთან“ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავა

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 31 ადამიანი დააკავა. ამ დროისთვის, სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინაა. უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს თბილისი მოლთან საპროტესტო აქცია/მსვლელობის დროს რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მშვიდობიან მონაწილეებს შორის. პოლიციამ აგინა და სცემა აქციის მონაწილეებს. „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, როგორ უსწორდება გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზ

"ყვიროდა, შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო", "ფეხს ვერ დგამდა, ჯოხებით დადიოდა... წერდა წერილებს, ითხოვდა ბინას, 18 კვადრატულ ბინაში ვცხოვრობთ 13 წელია" - რას ამბობს ზამირ კვეკვესკირის შვილი?

კლინიკაში რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს 44 წლის ზამირ კვეკვესკირი. ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში 27 იანვარს თავზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა. მამაკაცს სხეულის 65 პროცენტი დამწვარი ჰქონდა, ექიმები მის გადარჩენას უშედგოდ ცდილობდნენ. ზამირი კვეკვესკირის გარდაცვალებაზე ინფორმაცია გუშინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ. "ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას

მარინა ტერიშვილი: 1992 წელს ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის და ჩემი შვილი შეეწირა ამას, ახლაც არის ბრძოლა და ჩემი შვილიც არის დაკავებული

მარინა ტერიშვილი, რომლის შვილი მამუკა ტერიშვილი 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე მოკლეს, მეორე შვილი, გიორგი ტერიშვილი კი მიმდინარე აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, TV პირველთან საუბარში 33 წლის წინ მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ საზოგადოება დღესაც იმავე ბრძოლაშია. „იმ უბედურ კვირა დღეს, ჩემთვის უბედურ და სისხლიან დღეს, დილით რომ ადგნენ, მიდიოდნენ, ესენი ცოტა ადრე წავიდნენ და მე ვუთხარი, დედიკო, ცოტა ფრთხილად იყავით მაინც-მეთქი, ხომ ხედავ, წინა საღამოს გა

გიორგი გახარია - როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა, სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა - ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს პირველ რიგში ხელისუფლების, ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა. „რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ს

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა

კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხე

მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის... ჩვენ არ გვყავდა მამა, მაგრამ გვყავდა მზია

"მინდა, გიამბოთ მზიაზე. ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს. სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი რას ნიშნავს ეს. ვიცი, რომ ყოველდღე, შესაძლოა, ჯანმრთელობამ უღალატოს, ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და ეს სულ უფრო მეტად მაშინებს... მზია ჩემთვის მარტო მამიდა არ არის, მზიას უკავშირდება მთელი ჩემი ცხოვრება, ბავშვობის ყველაზე ტკბი

გახარია - ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს - თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!

"ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის - იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია. შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია.

ავტომაგისტრალების გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – „ოცნების“ მთავრობის ახალი დადგენილება

მას შემდეგ, რაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად თბილისის შემოსასვლელის გადაკეტვა დააანონსეს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო და „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების“ გადაკეტვაც კრიმინალად აქცია. 2025 წლის 31 იანვარს „ოცნების“ მთავრობამ ახალი დადგენილებით „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაამატა. რომელი გზაა საქართველოში „საერთაშორის

საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“

„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, პირველ თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში. ა

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო 7 წევრმა დატოვა – პროტესტი

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უცმირესობების საბჭო, 7 წევრმა დატოვა. მათი განცხადებით, საბჭოს შიგნით კოორდინატორების მხრიდან იდევნება კრიტიკული და განსხვავებული აზრი, ისინი პირადად წყვეტენ რომელ საბჭოს წევრს მიიწვევენ ამა თუ იმ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე, რაც პირდაპირ ეწინაღმდეგება აღნიშნული საბჭოს პრინციპებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტერესებს. გთავაზობთ გავრცელებული განცხადების ტექსტს. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი და წინ

რას ამბობს ადვოკატი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შიმშილობის მე-20 დღეს

ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც მზია ამაღლობელის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, რუსთავის ქალთა კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ პატიმრის მდგომარეობას აფასებს. როგორც მწარიაშვილი ამბობს, ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ბოლო მონახულების დროს, ორი დღის წინ, უფრო ნელა მოძრაობს და საუბრობს. თუმცა, არ ითხოვს კლინიკაში გადაყვანას. მწარიაშვილის თქმით, მათ ჩაიბარეს ყველა იმ ანალიზის პასუხი და სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც ამ დრომდე შეადგინეს ციხი

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. შსს ინფორმაციას ადასტურებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით, მკვლელობა რესტორან „კახელებთან“,  ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. მამაკაცს მანქანაში ესროლეს.   ნეტგაზეთი

გდდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს

„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილი ძმა ბახვა შაიშმელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შაიშმელაშვილმა „რადიო თავისუფლებას” სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის ცნობით, ბახვა შაიშმელაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვიდეო ოპერატორის და მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა. ის 2022 წლის აპრილ

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება

ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტის რეგიონებში გასვლა დღეს ბათუმით იწყება. თეატრის მსახიობები და რეჟისორები აჭარის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ. მანამდე ისინი „ახალი თეატრის“ შენობასთან, ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად შეიკრიბნენ. როგორც „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა, ბათუმში მანიფესტს ადგილობრივები წაიკითხავენ და რეგიონის პრობლემებზე ისაუბრებენ. „ამ მანიფესტის მთავარი გზავნილი არის სოლიდარობა - სოლიდარობ

შსს-ს თქმით, დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებთან დათო ფუთურიძესთან და ნიკოლოზ ლაცაბიძესთან სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ საქმე ეხება „ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების“ ფაქტს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. „პუბლიკის“ ინფორმაციით, ისინი ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან. ინფორმაცია აქტივისტ

ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე მიმდინარეობს

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ასევე ჩხრეკენ დათო ფუთურიძის სახლსაც. ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. „აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ. როგორც შსს-ს „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედ
×
×
  • შექმენი...