Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.346
  • comments
    0
  • views
    707.999

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული“

„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული,“ - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში სეისმომედეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მთელ რიგ განახლებებს და დახვეწას საჭიროებს. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 2009 წელს დამტკიცებული ბრძა

მევლუთ ჩავუშოღლუ - სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც მადლიერი ვართ

სომხეთმა თურქ ხალხს მეგობრობის ხელი გაუწოდა დამანგრეველი მიწისძვრის დროს, რის გამოც ერევნის მადლიერი ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. შეხვედრაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებაც ისაუბრა. „გვჯერა, რომ ჰუმანიტარულ სფეროში ჩვენი

რუსებმა საქართველო „შედარებით მეგობრული“ სახელმწიფოს კატეგორიაში შეიყვანეს

რუსეთში საქართველოს, მოლდოვასთან ერთად, „შედარებით მეგობრულ სახელმწიფოდ“ მიიჩნევენ. ამის შესახებ მოსკოვში არსებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმის მეგობრულობის რეიტინგს განსაზღვრავს. მონაცემებს „კომერსანტი“ ავრცელებს. მეზობლების მხრიდან რუსეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობების მონიტორინგს მოსკოვის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს. შესწავლილი 14 ქვეყნიდან რვა მეგობრულად იქნა აღიარებული, ოთხი - ესტო

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადებ

"ინტერ რაოსთან" დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს თანხა დაუზოგა - კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ინტერ რაოსთან“ საქართველოს წაგებულ დავასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. კახა კალაძის თქმით, ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველო არათუ დააზარალა, არამედ თანხა დაუზოგა. „პირველი, რაც გავაკეთეთ, იყო ტარიფების შემცირება, რომლითაც ისარგებლა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობამ. როდესაც ქვეყანაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ კომპანია „ენერგო პროს“, რომელიც ასევე ჩართული იყო ტარიფების შემცირების პროცესშ

კახა კალაძე - საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს - თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ

ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია მოხდეს, მაგრამ რასაც ახლა ვისმენთ, თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მიმართებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რა კამპანიაცაა წარმოებული, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ამაში პირდაპირ ჩვენი ე.წ. მეგობრები არიან ჩართული, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები საქართველოს შესახებ „ა

ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო იმის დასაგეგმად, რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა - მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო იმის დასაგეგმად, თუ რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა. ვინაიდან გამოშრობის პროცესი შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს, ამასობაში შეიძლება კედლებს მოსწყდეს ნალესი - მდგომარეობა ძალიან მძიმეა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას. როგორც მან განმარტა, მძიმე მდგომარეო

საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Inter Rao-სთან ორი საარბიტრაჟო დავა წააგო. როგორც Bpn.ge წერს, ერთი მხრივ, საუბარია, 76 მილიონ დოლარიან საარბიტრაჟო დავაზე, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში (ICSID) მიმდინარეობდა, მეორე დავა კი, საქართველომ წააგო სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში. საუბარია პარალელურ საინვესტიციო დავაზე Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 112 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. არსებული განმარტებით, საქართველოს არა ორივეს, არამე

ენტონი ბლინკენი - ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა

ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების აღიარება იქნება მთელ მსოფლიოში პანდორას ყუთის გახსნა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკულ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიო NPR-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ვლადიმერ პუტინმა უარი უნდა თქვას იდეაზე, რომ უკრაინა მისი საკუთრებაა. „ჩვენ თუ მოვახდენთ ერთი ქვეყნის მიერ მიწის მიტაცების რატიფიცირებას და ვიტყვით, კარგი, თქვენ შეგიძლიათ, შეხვიდეთ, მიიტაცოთ ის ძალით და დაიტოვოთ, ე

ჩუღურეთის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიაა წარდგენილი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. „თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავ

თურქეთში გადაარჩინეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ნანგრევებში 200 საათზე მეტხანს იყვნენ

მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრით განადგურებული სახლების ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს კიდევ რამდენიმე ადამიანი. სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, ქალაქ ადიამანში გამოიხსნეს 77 წლის ქალი, რომელმაც ნანგრევებში 212 საათი გაატარა. მიწისძვრიდან 207 საათის შემდეგ მაშველებმა ადიამანში გადაარჩინეს ნანგრევებში მოყოლილი 12 წლის ბიჭიც. კაჰრამანამარაშის და ჰათაის პროვინციებში ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ცოლ-ქმარი და ახალგაზრდა ქალი, რომლებმაც სახლების ნანგრევებშ0 200 საათზე მეტი გაატარეს. ყველა მათგან

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო დარტყმა და 2 სარაკეტო დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის

საპატრიარქო გელათზე: დღეს მომუშავე ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და წერს, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო: "ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება - ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი

უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი 3-4 თვეში იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეარხ ARD-სთან საუბარში განაცხადა. „თუ უკრაინის ცა უსაფრთხო დარჩება შემდეგი სამი-ოთხი თვის განმავლობაში, მაშინ ყველა შემდგომ ნაბიჯებზე შეგვეძლება საუბარი - ახლა ჯავშანსატანკო ქვედანაყოფების გამოყენებას აქვს აზრი”, - განაცხადა პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი ყურადღების ცენტრში არ დგას. პისტორიუს

მედია - აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს

აშშ უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე განცხადებას ამზადებს, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ შემდეგ კვირას ომის დაწყებიდან წლისთავზე უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა აჩვენოს. იგი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს და 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური დახმარების პოტენციალურ პაკეტს, რ

შსს-ში აცხადებენ, რომ ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება შეწყდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა. „2023 წლის 4 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყეს. საქმის ფარგლებში

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უწყებიდან МГИМО-ს კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა, ეს ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია. მინისტრის თქმით, უკვე ორი თვეა, უწყებაში ასეთი კადრი აღარ ფიქსირდება. ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ„ МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“.

რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრა 40 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დრობეტა-ტურნუ-სევერინიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა.   ავტორი - თამთა რუხაძე

ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები ერთი იდეის გარშემო #PeopleHelpthePeople

ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები, ნიდერლანდების რადიოს (NPO) 3FM-ის ინიციატივით, ერთიანდებიან და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთსა და სირიაში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ახლობლებს. 15 თებერვალს, თბილისის დროით 11:45, საქართველოს რადიო და საქართველოს რადიო – მუსიკა ევროპის რადიოსადგურებთან ერთად შეურთდებიან სოლიდარობის აქციას და აჟღერდება სიმღერა. „ასეთ დროს რადიო ყოველთვის თქვენ გვერდით არის, ამიტომ ოთხშაბათს, 15 თებერვალს რადიოსადგურები ერთად ააჟღერ

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს

უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე მის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას - 25 000 ლარის ოდენობით. ამას საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული რიგი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ასევე გათვალისწინებულია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6583 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6583 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

შსს - პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარ

საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. „საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სინოდის განჩინება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - სლოვაკეთის საგარეო უწყებასთან თანამშრომლობის ოქმი გაფორმდა, რომელშიც აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის ოქმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, რასტისლავ კაჩერმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ორი ქვეყნის ს

მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა

რამდენიმესაათიანი დახურვის შემდეგ მოლდოვამ საჰაერო სივრცე ისევ გახსნა. მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო სივრცის დროებით დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, გადაწყვეტილების მიზეზად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა. უწყებაში ამბობენ, რომ დამატებით დეტალებზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.   ავტორი - თამთა რუხაძე
×
×
  • შექმენი...