Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 – 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსაური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიმა გაფაროვასთან.

შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...