Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.299
  • comments
    0
  • views
    704.325

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარტია „საქართველოსთვის“ - მივმართავთ პარლამენტს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები - მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ პარლამენტს და გაასაჯაროონ მათი დაფიქსირებული პოზიცია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტის აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია. „საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართ

ანა წითლიძის განცხადებით, ოპოზიციიდან ერთ-ერთი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა, ნიკა მაჭუტაძეა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევას ხმა ოპოზიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მისცა, თუმცა დანარჩენი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას აზუსტებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა მაჭუტაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა თავადაც მასთან საუბრისას დაადასტურა და ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ხელშეწყობით ახსნა. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ბლოკიდან „ძალა ერთობაშია“

ნათია მეზვრიშვილი - ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და, ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს, ან თქვან რამდენად გაიყიდნენ

ხმის მიმცემებმა აიღონ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და ან ახსნან რატომ მისცეს ხმა ხელისუფლებისადმი ლოიალურ კანდიდატებს ან თქვან რამდენად გაიყიდნენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათი მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, სამართლიანობა მოითხოვს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ამ და სხვა ფორმებით მუდმივად ოცნებას ეხმარება, დაერქვას „ოცნების ოპოზიცია“. "ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ არსებობდა 5 წევრზე გარიგების რისკები, რაც ჩვენთვის იყო

ანა ბუჩუკური - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ქვეყნის ევროპული მომავლით ივაჭრა - წარმოუდგენელია, რაც სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის

წარმოუდგენელია, რაც ხდებოდა სხდომათა დარბაზში, ამას ჰქვია მანდატით ვაჭრობა ვიწრო ინტერესებისთვის - ფაქტია, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ივაჭრა ქვეყნის ევროპული მომავლით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა ივაჭრა, მათ დარბაზი დატოვეს. „რაც ვნახეთ დარბაზში, ეს არის ვაჭრობა და ხალხის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესისას ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში პარლამენტის სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ დატოვა. კანდიდატების კენჭისყრა შეწყდა და პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევა მოხდა. არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას

შსს-ს ცნობით, ავარიას პატრულის თანამშრომლები: ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე ემსხვერპლნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ. ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის მუნიციპალიტეტში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლ

გახარია - არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს

გახარია: სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება. სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს არაფერი არ იქნება. სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს. ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს. და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება, დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანა

ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს - საქართველო დღეს, ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფოა

საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს, რომელსაც რუსეთთან ზედმეტ კონფრონტაციაში შესვლა არ სურს - საქართველო დღეს, ყველაზე უფრო მძიმე მოწყვლად ვითარებაში მყოფი სახელმწიფოა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ამ კონტექსტში ქადაგიშვილმა აღნიშნა, გასაგებია, რომ ფრენების აღდგენისა და ვიზების გაუქმების თაობაზე რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორებისთვის მისასალმებელი არ არის, მაგრამ საქართველოს რეალობასაც უნდა აფასებდნენ. „ფრ

კონტრტერორისტულმა ცენტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა - სუს-ის ცნობით, ისინი რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას გეგმავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული მასშტაბური სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა და დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე. „კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტრ

დაუშვილი - ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს

ძალაუფლების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ უარს ამბობს სასამართლო სისტემაში სანქცირებული მოსამართლეების დანაშაულებრივი გავლენების აღმოფხვრაზე და საკანონმდებლო დონეზე იმორჩილებს ცესკო-ს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებისა და დაქვემდებარების იმ პროცესის გაგრძელება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია, დაიწყო. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა არის ვენეციის კომისიის მ

„ეს ევროპული სტატუსის საბოტაჟია" - ქალი დეპუტატები რუსეთთან ფრენებზე

„აიკრძალოს საქართველოში რუსეთიდან ფრენები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში, სპეციალური ბრიფინგის დროს ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაგმეს ხელისუფლების გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, ხათუნა სამნიძე და ანა ბუჩუკური აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთ

ავაზაკებო, არარაობებო, გარეწრებო... - „ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან! – ამ სათაურით აქვეყნებს ავიაკომპანია განცხადებას. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი განცხადებიდან. – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ავიაკომპანია თანამშრომლების სახელით აქვეყნებს. რუსთაველზე მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ. „რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს” – სკანდირებენ აქციის მოინაწილეები. მათ რამდენიმე წუთის წინ „Georgian airways”-ის ოფისთან გადაინაცვლეს. ვინაიდან

პარლამენტი ცესკოს წევრობისა და თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევის წესში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს

პარლამენტი, 17 მაისის პლენარულ სხდომაზე, ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის წესში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს. “საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში ცხრა წევრი იქნება და ის პრეზიდენტის ე

გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი პოლიციელი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი შსს-ს თანამშრომელია. საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე ავტომობ

პირი, რომელიც გორი-ქარელის მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლში, ქარელის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი იმსხვერპლა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, დაკავებულია. „1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის რაიონში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა, რის შედეგადაც შ

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირების საკითხს განიხილავს

„რუსეთის ფოსტა“ განიხილავს საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. „რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლა რუსეთიდან საქართველოში ავიაგზავნილები მესამე ქვეყნებით მიდის. იპნ

იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა. როგორც Reuters წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა. იტალიის პოლიციი

ევროკავშირის პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირი წუხს საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების განახლების გამო, აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი პიტერ სტანო.

ოლეგ ნიკოლენკო - მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის - კრემლი კი შედეგით აღფრთოვანებულია

მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის , - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსპიკერი ლეგ ნიკოლენკო “ტვიტერზე“ წერს. ნიკოლენკის თქმით, კრემლი შედეგით კმაყოფილია. “მსოფლიო ახდენს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი დაასრულოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარს მოსკოვში აგზავნის. მაშინ, როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცი

უმრავლესობა “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება, ჩააგდებს

მმართველმა უმრავლესობამ ოპოზიციის მოთხოვნა გაიზიარა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის “ჩაგდების“ გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმელ იმ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული წევრებისთვის საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდება. საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნულ ინიციატივაში მმართველი პარტიის ხრიკი და ოპოზიციური პარტიების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გარეშ

ანდრეი ერმაკი - საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია - ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც გენოციდს თითქოს ვერ ამჩნევენ

საქართველოში ზოგიერთს ჰგონია, რომ ტერორისტებთან და მკვლელებთან ურთიერთქმედება ნორმალურია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Georgian Airways-ისა და რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას. „ისტორიას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვინც გენოციდს, ნაციზმსა და მის ავტორებს თითქოს ვერ ამჩნევენ და ეს ისტორიული მეხსიერება არა მგონია ვინმეს მოსწონდეს… ქართველი ხალხი ყოველთვის იჩენს სოლიდარობას უკრაინის მ

მიხეილ დაუშვილი - უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, ერთი - ქვეყნის შიდა რეფორმები უკეთესი ქვეყნისთვის და მეორე - კანდიდატის სტატუსის წარმატებით მიღება ევროკავშირის წევრობისთვის

,,უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს ორი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს, ერთი - ქვეყნის შიდა რეფორმები უკეთესი ქვეყნისთვის და მეორე - კანდიდატის სტატუსის წარმატებით მიღება ევროკავშირის წევრობისთვის.   მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა ძალიან დაბალი იყო და არის, „ოცნების ხელისუფლება“ კიდევ უფრო ურტყამს და ამცირებს ნდობას ამ ორგანოს მიმართ. ამას „ოცნება“ აკეთებს იმით, რომ როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ასევე წევრების არჩევის წესი იცვლება არსებითად და ამ კანდიდატურ

პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს მმართველ გუნდს 12 პუნქტის შესრულებისკენ, სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ რუსეთის მოქალაქეებისადმი და რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების კონტროლს (ვიდეო)

პარტია საქართველოსთვის ყველა ამ ქმედებას აფასებს, როგორც ანტიქართულს, ანტიეროვნულს და მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას, მოუწოდებს მმართველ გუნდს 12 პუნქტის შესრულებისკენ, სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ რუსეთის მოქალაქეებისადმი და რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების კონტროლს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით რუსეთთან საგარეო პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს საქართველოს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურ დაცულობას.   - ალექსანდრე მოწერელია - პარტია „საქართველოსთვის" 346803840_935

3 სამართალდამცველი ძალადობრივ დანაშაულში ვამხილეთ - საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეში ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 და თავდაცვის სამინისტროს 1 თანამშრომელი ძალადობრივ დანაშაულში ამხილეს. მათი ცნობით, დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ვ.გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქალაქ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მოქალაქეს ს

„ჯორჯიან ეარვეისმა“ 20 მაისიდან მოსკოვში ფრენის ნებართვა მიიღო - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

დღეს, 16 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Georgia Airways-ს მისცა ნებართვა, რომ რეისზე თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ფრენები განახორციელოს. სააგენტოს ცნობით, ქართული ავიაკომპანია ამ მიმართულებით რეგულარულად იფრენს. 15 მაისს, შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა. „აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მით
×
×
  • შექმენი...