Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.300
  • comments
    0
  • views
    704.352

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისში, კაკაბაძის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც 2 ავტომობილი დაზიანდა

თბილისში, პოლიკარპე კაკაბაძის N25-ში კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ორი ავტომობილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საავტომობილო გზა ჩახერგილი არ არის და ტერიტორიაზე, შესაბამისი სამსახურების მიერ, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. IPN

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი გახარიამ ტალინში, ლენარტ მერის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.   როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გიორგი გახარია დახურულ პანელზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას უკავშირდებოდა.   "გახარიამ ხაზი გაუსვა საქართველოს გამოწვევებზე ევროინტეგრაციის გზაზე, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის აუცილებლობა

პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ განიხილავენ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, 15 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. გასული წლის ნოემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პირველი მოსმენით გადის. კანონის პროექტით "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო ა

საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბ

ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, მოგვიანებით კი კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში ომის დაწყების შემდეგ. გუშინ კი უკრაინის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და რომის პაპთან აუდიენცია გამართა. მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონტრიერიში, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, მალე დაიწყება.   ავ

ირაკლი კობახიძე - სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, წესით, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, ყოფილ სახალხო დამცველს და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ ცივი წყალი გადაასხა წელიწადნახევრიან კამპანიას. „გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ ს

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია. სანდრო ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.   ავტორი - ელენე ბილიხოძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტოკჰოლმში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპის საკითხთა კომიტეტების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო დელეგაციები ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნიდან, საქართველო ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მიწვევით მიიღებს მონაწილეობას. „შესაბამისად, შესაძლებლობა გვექნება, ჩვენს კოლეგებს ვესაუბ

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება. თურქეთის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში სამ კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება; ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა. საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარ

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შედეგად მოქალაქის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმცროსი დეტექტივის შ.მ.-ს მიერ მოქალაქე გ.გ.-ს დაზიანების ფაქტს ეხებოდა. აღნიშნულ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4ოთხი პირი დააკავეს. 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრა

იტალიის პრემიერ-მინისტრი - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ კიდევ უფრო ძლიერი, უფრო აყვავებული აღდგება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, და ეს ევროპული მომავალია. და სხვა შესაძლო ვარიანტები აქ არ არის,” - განაცხადა მელონიმ. როგორც მან აღნიშნა, რომი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობა

ანა მალიარი - ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ - მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ

ბახმუტის შემოგარენში ჩვენი სამხედროები ორი მიმართულებით მიიწევენ წინ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. „მიმართულებაზე საბრძოლო ქმედებების ეპიცენტრში სიტუაცია დინამიკურად ვითარდება. ბახმუტის შემოგარენში ორი მიმართულებით ჩვენი სამხედროები ეტაპობრივად წინ მიიწევენ. სწორი ციფრები ახლა არ იქნება, ვინაიდან აქტიური საბრძოლო ქმედებები მიმდინარეობს. ჩვენები მტერს ანადგურებენ და უკვე ბევრი აიყვანეს ტყვედ. სამაგიეროდ, თავად ქალაქში ვითარებ

ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრიერიშზე - თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს

თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმიტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში კონტრიერიშის გეგმებზე საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონტრიერიშიც „პირველი ნაბიჯები მალე იქნება“, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დააკონკრეტა. „ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ვიცი, რომ ყველა მოტივირებულია, მაგრამ სამწუხაროდ, [თარიღებზე] თქვენ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ამას ნამდვილად დაინახავთ, ხოლო რუსეთი ამას ნამდვილად იგრძნობს“, - გ

ნათია მეზვრიშვილი - გუშინ რაც ვიხილეთ, „გედის სიმღერა“, თუ არ ვიცი რა დავარქვა, მძიმე სანახავი იყო - პანიკაში მყოფი სანქცირებულებული მოსამართლეები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ

გუშინ რაც ვიხილეთ, რა დავარქვა არ ვიცი, „გედის სიმღერა“, თუ რა - პანიკაში მყოფი სანქცირებულების ჯგუფის წევრები ცდილობენ აჩვენონ, რომ თითქოს მათ არაფერი აღელვებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მოსამართლეების კორპუსის წარმომადგენლების მიერ გუშინ, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების დღის აღნიშვნას. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, ის, რაც გუშინ ხდებოდა, მძიმე სანახავი იყო და ეს „ქართული სასამართლოს სახეა“.

რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი

რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 15 წლის გოგონაა. „13 მაისს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი კონსტანტინოვკა. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ქალაქის ორი მცხოვრები, მათ შორის 15 წლის გოგონა, დაიღუპა. ათმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის ორი მოზარდია, რომე

ჩემპიონთა ქარხანა - IJF-მა ქართული ძიუდოს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკოლას მესნერის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ძიუდოსა და მისი აღორძინების პერიოდზე მოგვითხრობს. „საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილისთვის ყველაფერი ნათელია“, – აღნიშნავს წერილის ავტორი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გათავისუფლდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 11 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ს ცნობით, გიორგი ტერაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. „გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული

კოალიცია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტის აკრედიტაციის შეჩერებას გმობს

მედიის ადვოკატირების კოალიცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას გმობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის პუტინის გადაწყვეტილების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შ

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა ზვავში მოყვა

დიდთოვლობის გამო თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხვრის ფარა ზვავში მოყვა და დაახლოებით 50-მდე სული დაიხოცა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცხვრის მეპატრონემ, ზვიად იჩუკაიძემ უთხრა. მისი ინფორმაციით, თოვლი მაშინ ჩამოწვა, როცა ღამის სადგომიდან ცხვარი გამოიყვანეს. „გზის გაგრძელებას ვაპირებდით, თავდაღმართი ადგილია და ცხვრის ნაწილი მოულოდნელად ზვავში მოყვა, ჩამარხა... რამდენიმე დღით ადრე აქ სხვა მეცხვარეებმაც გაიარეს, მაგრამ არაფერი მომხდარა. ახლა დიდი თოვლია. საფრთხე აღარ არის, უკვე სოფელ ხისოში ვარ

რუსული მედია - ბრიანსკის ოლქში ვერტმფრენი და მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი

რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ძრავაში გაჩენილი ცეცხლი იყო. „ქალაქ კლინცში ვერტმფრენი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ვერტმფრენი ძრავაში გაჩენილი ხანძრის გამო ჩამოვარდა“, - განაცხადა წყარომ რუსულ მედიასთან საუბარში. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში „სუ-34“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიც ჩამოვარდა. „უკრაი

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, - წერს ზელენსკი. იტალიური მედიის ცნობით, კიევის დროით 11:13 საათზე ზელენსკი რომში, „ჩამპინოს“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაია

როგორ დაიდეს ბინა ევროპელმა ძროხებმა კახეთში

ზურა მასურაშვილი, ახალგაზრდა ფერმერია კახეთიდან. დედოფლისწყაროში წლების წინ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა და ბებია-პაპის მეურნეობის სრულად გადახალისება გადაწყვიტა. ზურას უნდოდა, ოჯახის ტრადიციულ მეურნეობაში სიახლე შეეტანა. თავიდან 2014 წელს, ფერმაში გერმანულ-შვეიცარიული შვიცბრაუნები ჩამოიყვანა. მაგრამ მიხვდა, რომ უფრო მეტი რძის წარმოებისთვის ჰოლანდიური ჰოლშტეინი უკეთესი იქნებოდა. ეს ორივე ძროხების მაღალპროდუქტიული ჯიშებია. ახლაც კარგად ახსოვს, რამხელა წინააღმდეგობა და სკეპ

ჩხოროწყუ საქართველოსთვის - აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, USAID სამოქალაქო განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტის "პატარა მოქალაქეების ხმა", შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, USAID სამოქალაქო განათლების მიმართულებით ,მცირე გრანტების ფარგლებში, განხორციელებული პროექტის ,,პატარა მოქალაქეების ხმა", შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ავრცელებს.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებდა ,აფხაზეთის #10საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მიერ , იმ ინიცირებული აქტივობების გაცნობას ,რომელიც განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპა

დადგენილია უკრაინაში დაღუპული 22 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა - BBC და Mediazona

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე, 22 644 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ფრონტზე, მათგან 2100 მობილიზებულია. სამხედროების ვინაობა მედიაზონასა და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა დაადგინეს. ღია წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით (მედიაში ნეკროლოგები, დაღუპულთა ნათესავების პოსტები სოციალურ ქსელებში და ა.შ.), ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა დაადგინეს, რომ 10 230 რუსი სამხედრო დაიღუპა 2022 წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც რუსული არმია ცდილობდა შეტევას დონეცკისა და ლუგანსკის ოლ
×
×
  • შექმენი...