Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.299
  • comments
    0
  • views
    704.318

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქართველების ეფექტი დოჰაში - ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი

ზღაპრის ბოლო კეთილია კი არა, ზოგჯერ მაგაზე მაგარია. ნამდვილად არ ვიცი, როგორი დასასრული აქვს კ(ყ)ატარულ ზღაპრებს, მაგრამ ჩვენი წლევანდელი მსოფლიო დონის „ზღაპარი“ ასე ფანტასტიკურად რომ დასრულდა, ახლა ამაზე მხოლოდ ეროვნულ დონეზე კი არა, მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ, წერენ და უჩვენებენ.  დოჰა 2023 სამუდამოდ დარჩება ქართული და მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში. ქართველი ჯუდოკებისა და შერეული გუნდის არაჩვეულებრივ გამოსვლას რამდენიმე დღის განმავლობაში თვალს სუნთქვაშეკრულები ვადევნებდით. გუნდური ასპარეზობის

ირაკლი კობახიძე - სჯობს, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ყველა დაელოდოს პროკურატურის დასკვნას და შემდეგ იმსჯელონ სხვა ტიპის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით

სჯობს, ყველა დაელოდოს პროკურატურის დასკვნას ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე და შემდეგ იმსჯელონ სხვა ტიპის საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლის მიხედვით, მიმდინარე გამოძიების პარალელურად პარლამენტში საგამოძიებო კომისიები არ იქმნება, რადგან გამოძიებას ახასიათებს კონფიდენციალურობის მნიშვნელობა და არის რისკი, ინფორმაცია გარეთ გავიდეს. „მე ვიცი, ვაშაძესთან დაკავშ

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპული ქვეყნებიდან უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტებით და მშვიდობის ფორმულის გაზრდილი მხარდაჭერით ბრუნდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპული ქვეყნებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტებით და მშვიდობის ფორმულის გაზრდილი მხარდაჭერით ბრუნდება, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის ლიდერი ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა ვიზიტით. „სამი ხანგრძლივი დღე და ჩვენი მეომრები, ჩვენი სახელმწიფო უფრო ძლიერი ხდება. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასების ერთობლივი დოკუმენტი, სტატუსმეტრი მოამზადა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური ჯგუფების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების შ

კობახიძე „Азимут-ს“ ჟესტს უწონებს, კრიტიკის ავტორებს კი „სპეკულანტებს“ უწოდებს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღეს ჟურნალისტებმა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ შესახებ დაუსვეს შეკითხვები, მათ შორის, იმის შესახებაც, რომ კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მითითებული. რამდენიმე საათის წინ კი კომპანიამ ქვეყნების გრაფიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წაშალა. ოცნების თავმჯდომარე მხოლოდ „რადიკალურ ოპოზიციას“ მიაწერს რუსეთთან პირდაპირი ფრენების კრიტიკას და კვლავ იხსენებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ

ავიამიმოსვლის პარალელურად, რუსეთი ავტობუსების ტურებს აანონსებს

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ავიამიმოსვლის პარალელურად, ავტობუსის ტურები განახლდება. ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, არტურ მურადიანის განცხადებით, წელიწადში 1 მილიონი ტურისტი რეალური ციფრი გახდება რუსეთსა და საქართველოს შორის საკმარისი ავიარეისებისა და ტურიზმის სატრანზიტო მიმართულებების განვითარების შემთხვევაში. “საპაკეტო წინადადებები, ქართულ კომპანიებთან საკონტრაქტო ურთიერთობების განახლება, -ეს ყოველივე უახლოეს დროში, რუსეთსა და საქა

გუდამაყრის ხეობაში ჯომარდობისას დაიღუპა ორი უცხოელი ტურისტი

ადგილობრივების ცნობით, გუდამაყრის ხეობაში, მაშველებმა მდინარიდან ორი უცხოელი ტურისტის ცხედარი ამოასვენეს. პირველის ცხედარი გუშინ, მეორესი კი დღეს აღმოაჩინეს. ისინი მდინარემ გუშინ, ჯომარდობის დროს გაიტაცა. ნეტგაზეთი

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო, - ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „აზიმუტის“ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი. კერძოდ, მსურველებს ავიაკომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. „ეხოკავკაზა“ წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიი

უკრაინული მედია - უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღების ფაქტზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს. უკრაინულ მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პ

ემანუელ მაკრონი - უკრაინას მივაწვდით რაკეტებს, რომლის მოქმედების რადიუსი მას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემის გეგმაზე მიანიშნა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა TF1-თან ინტერვიუში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში გასაგზავნი იარაღის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ შორის იქნება რაკეტები, რომელთა ფრენის დიაპაზონი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას მისცემს. ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა, Caesar-ის თვითმავალი ჰაუბიცების, AMX-10 RC ტიპის მსუბუქი ტანკებისა

კახაბერ ქემოკლიძე - "ქართულმა ოცნებამ" АЗИМУТ-ის სახით, იმ კომპანიას აუნთო მწვანე, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს

დღევანდელი ოცნების ყველაზე ამორალური ნაძირლობა იმაში მდგომარეობს, რომ ნაძირლობას და სახელმწიფოს ღალატს ერთად სჩადიან და შემდეგ გეუბნებიან, რომ თურმე ეს ღალატი და ნაძირლობა შენს “საკეთილდღეოდ” კეთდება (სამარცხვინო დასაქცირებულ მოსამართლეებზე ბოლომდე გადაფარების არ იყოს)…, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს. მისი თქმით,  "ქართულმა ოცნებამ" АЗИМУТ-ის სახით, იმ კომპანიას აუნთო მწვანე, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღია

რატომ არის Azimuth Airlines სანქცირებული უკრაინაში და რა ეღირება მოსკოვი-თბილისის ბილეთი

რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines უკრაინაში სანქცირებული კომპანიების სიაში 2022 წლის 19 ოქტომბრიდან არის. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერილ პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული: „აზიმუთის“ აპლიკაციაზე უკვე იძებნება თბილისის რეისი ბილეთები. 19 მაისის რეისზე ერთი გზის ბილეთის ფასი 487 ლარიდან იწყება და 1800 ლარამდე მერყეობს. ფასი ხელბარგის წონის მიხედვით იცვლება. დღეს, 15 მა

პარტია “საქართველოსთვის” რეგიონულმა მდივანმა შალვა კერესელიძემ და პოლიტ. საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ, რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები გამართეს

პარტია “საქართველოსთვის” რეგიონულმა მდივანმა შალვა კერესელიძემ და პოლიტ. საბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ, რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები გამართეს.   როგორც სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წერს, რაჭის, გურიისა და აჭარის რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან და პარტიის წევრებთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში და მაღალმთიან დასახლებებში არსებულ პრობლემებზე, გეგმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.   "ხ

ლევან ბერძენიშვილი - ჩემ სახლთან 20-მდე ახალგაზრდა იყო მობილიზებული, კუნთმაგარი, ნიღბით და ღიმილით - ხელისუფლებას ჩემ წინააღმდეგ უწიგნური ხალხი ჰყავს მომართული

პროფესორ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლთან „15-დან 20-მდე მკლავძლიერი და კუნთმაგარი ახალგაზრდა იყო მობილიზებული“. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუს“ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას უწიგნური ხალხი მის წინააღმდეგ ჰყავს მომართული. „მე სახლში არ ვიყავი. ჩემს სახლთან მობილიზებული იყო 15-დან 20-მდე ახალგაზრდა. კერძოდ, მკლავძლიერი, კუნთმაგარი, ნიღბით და ღიმილით. როცა ჰკითხეს, რა უნდოდათ - გაიღიმეს, არაფერი უთქვამთ, მე მელოდებოდნენ. სანამ მე მივედი, ოჯახმა პოლიცია

გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათი თქმით, ფრენები მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით. „დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპ

გორელმა დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

კომაროვის სკოლის წარმომადგენელმა, დავით კლდიაშვილმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე სკოლის ცნობით, დავით კლდიაშვილი რეიტინგული სიის სათავეში დაიკავა ადგილი (მეორე ადგილი).     ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, კომაროველებმ

გახარია - ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი რელიგია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები რომ იყვნენ კონკურენტულები თანამედროვე სამყაროში, ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროპაში არის შესაძლებელ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი იდენტობა და ეს ტყუილები, რასაც ახლა გვიყვებიან, ნუ უბრალოდ ღიმილის მომგვრელია და ჩვენი ისტორია ყოველთვის გვაჩვენებდა იმას, სად, როდის და ვისთან ერთად იყო ყველაზე უფრო დაჩაგრული ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და სად მუშაობს კულტურული მრავალფეროვნება., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წე

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. უწყების ინფომაციით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. „მოგეხსენებათ, პირველკლასელთა რეგისტრაციის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. „ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევ

19 მაისს პარლამენტში ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის 19 მაისის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით სამ მინისტრს მოუსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნით ინტერპელაციით პარლამენტში დაბარებული არიან შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის ფორმატში რვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა. მინისტრის მიმართ მათი კითხვა ეხება, თუ რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც

საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განსახილველად გატანას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განსახილველად ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას ითხოვს. ბიუროს მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში “ქოლცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა შეტანილია, თუმცა ბოლო - 108-ე საკითხად არის წარმოდგენილი. ბიუროს სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორია, რიგითობის შეცვლა მოითხოვა. “რატომ ხდება ისე, რომ განსახილველად ახლადშემოტანი

საერთო ფოტოს გამოქვეყნების გამო ქალის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ცნობით, ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნეს. publika

3 ავიაკომპანიის განაცხადი გვაქვს მიღებული, დღის ბოლომდე დავასრულებთ დოკუმენტაციის შესწავლას - მინისტრი

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთიდან ფრენებთან დაკავშრებით ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და საქართველოს ხელისუფლებას ამაში რამე წვლილი არ მიუძღვის. ლევან დავითაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ პუტინის განკარგულებისთანავე, გასული კვირის ბოლოს უკვე  საქართველომ  მიიღო რამდენიმე განაცხადი, როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისგან. მისი თქმით, 3 ავიაკომპანიის გა

შეკითხვა ისაა, რატომ აძლევს პუტინი საქართველოს ამ „საჩუქარს“ ახლა - დეგნანი ფრენების აღდგენაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ აცხადებს, რომ მთავარი შეკითხვაა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. მისი თქმით, ქართველების უმრავლესობა უფრო ბედნიერი იქნებოდა, პუტინს რუსული ჯარი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა. „მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს,

მოსკოვთან ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში [54 კმ მოსკოვიდან] ელექტროგადამცემი ხაზების ბურჯები დანაღმეს – იუწყება სახელისუფლებო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ხმაურდება. ბოლო კვირებში, გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. ამჟამად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლები. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...