ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია მან ჟურნალისტებს პარლამენტში მიაწოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ ფარცხალაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რის შესახებ გამოიკითხა ფარცხალაძე.
19 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს ეროვნული საბჭოს წევრად ვინც არ უნდა წარედგინა, ნებისმიერს აირჩევდნენ, რათა ფინანსური სისტემა გადაერჩინათ.
“ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც, რომ ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობ
საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება უნდათ შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელსაც 13-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვებით მიმართა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სულ ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ პროცესში, საიდანაც მხოლოდ ორი გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
"საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის
“აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა, როგორც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე ოლიგარქი, რომელიც ემსახურება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას. შესაბამისად, როცა იღებ ბრძანებას, რომლითაც იცავ ფარცხალაძეს და არა მხოლოდ მას, ამით ავტომატურად აკეთებ რუსულ საქმეს. რაც გააკეთა “ოცნებამ” და რაც გააკეთებინა თურნავას, ამით მოემსახურა რუსულ საქმეს, ანუ შეასრულეს რუსული ბრძანება.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
380342442_684773199911062_7777315380249
მთავარი მოთხოვნა არის თურნავას რუსული ბრძანების გაუქმება, რომელიც პასუხისმგებლობას არიდებს რუსეთის აგენტებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორებმა, მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ყველამ დაინახა, რომ ეროვნული ბანკი იმართება ერთი ტელეფონის ზარით, დაახლოებით ისე, როგორც სასამართლო.
„მოქალაქეობის შეწყვეტა რამენაირად შეცვლის იმ ფაქტს, რომ ეს კაცი ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო და ბრალდებულია „ეფესბეთან“ კავშ
უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების, წარმოებას დაიწყებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამას გლობალური დადებითი შედეგები ექნება. "ჩვენ ვემ
პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების აქცია მიმდინარეობს. შეკრების გზავნილია “რუსი აგენტების წინააღმდეგ!”
“რუსეთის აგენტებო, გთხოვთ, დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები”, – ისმის პარლამენტთან.
პარალელურად, პარლამენტში ინტერპელაციის წესით უნდა მოუსმინონ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს.
დავითაშვილის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში სავარ
როგორ მუშაობენ პუტინის ტროლები? როგორ ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას და რა მექანიზმებს იყენებენ საამისოდ? ფინელი ჟურნალისტი ჯესიკა არო ამ საკითხს უკვე 10 წელია იკვლევს.
„არის უმცირესობა, დაახლოებით 20%, რომლისთვისაც ტროლად მუშაობა საოცნებო სამსახურია. მათ ეს მოსწონთ“, – გვითხრა მან რუს ტროლებზე საუბრისას. „ნეტგაზეთი“ აროს თბილისში 20 სექტემბერს ესაუბრა რუსული პროპაგანდის ახალ მეთოდებსა და მასთან ბრძოლის გზებზე, ფინურ გამოცდილებასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში ჟურნალისტების როლზე.
ჯე
დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება.
პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ.
გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ანაკლიის პორტის თემაზეა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის მიწვეული.
ipn
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ქალაქ ბახმუტს და უკრაინის კიდევ ორ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლებენ.
„ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს გულისხმობდა.
„არ გეტყვით რომელი ქალაქებია, ბოდიში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა", - აღნიშნა ზელენსკიმ
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.
„გავრცელდა ცნობები ყირიმში, კრასნოდარის ოლქსა და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე, საჰაერო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე მომხდარი აფეთქებების შესახებ.
დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ მძიმე დარტყმის სამიზნე გახდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრ
ლიეტუველი ევროპარლამენტარის, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლის მსგავსი გადაწყვეტილებები არის მიზეზი, რის გამოც ევროპაში სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი საქართველოს მიერ სანქციების რეალურად განხორციელებაში.
„ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ცენტრალური ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და ერთგულმა ხალხმა დატოვა ბორდი. არ უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერ
“ეს ბრძანება ბევრად უფრო პრორუსული და რუსულია, ვიდრე რუსული კანონი, იმიტომ, რომ პირდაპირ რუსეთის ინტერესების დაცვას ემსახურება.”
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
381190509_867728584987374_2947527177236650293_n.mp4
სასტიკი ანგარიშსწორება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე.
65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
გურიანიუსი
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანია „როსია“თბილისში ფრენებს მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან განახორციელებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
ვებგვერდის მონაცემებით, რეისები დღეში ორჯერ შესრულდება.
გარდა ამისა, „როსიას“ შეუძლია ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. როგორც შერემეტიევოს აეროპორტის მონაცემებიდან ირკვევა, პირველი რეისი სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს შესრულდება.
„ნებართ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.
შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.
პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი დღეს ასევე, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა.
ipn
ნიდერლანდების ცენტრალური ოლქის პროკურორმა ძებნაში გამოაცხადა 28 წლის საქართველოს მოქალაქე თორნიკე მანველიძე, რომელსაც ბრალად ედება უტრეხტში 32 წლის საქართველოს მოქალაქის სასიკვდილოდ დაჭრა.
მოქალაქეებს მოუწოდებენ, მანველიძის შესახებ ინფორმაციის ქონის შემთხვევაში პოლიციას მიმართონ და აგრეთვე აფრთხილებენ, ეჭვმიტანილის დანახვის შემთხვევაში მასთან არ მივიდნენ და პირდაპირ პოლიციაში დარეკონ.
ნეტგაზეთი
„ნათია თურნავას ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს საქართველოს მოქალაქეებზე, არის არაკონსტიტუციური“, — ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.
„უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ადამიანის უფლებების ნაწილი და ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. შესაბამისად, ქალბატონ თურნავას განცხადება და მისი ბრძანება, რომ სანქცია არ გავრცელდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არის
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა.
სხდომის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სებ-ის საბჭოს ახალ წევრებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, ნანა ყეინიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ წავიდა არც ერთი დეპუტატი, რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, ხოლო უარი არც ერთ დეპუტატს არ განუცხადებია.
სხდ
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმიტომ წავიდნენ, რატომაც გახარია წავიდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის“ გადადგა.
„თქვენი აზრით, გახარია რატომ წავიდა? – რაც მომავალმა აჩვენა, გახარია წავიდა „ნაცებისთვის“. ჩემი აზრია, რომ ეს იყო გარკვეული კოორდინაციის შედეგი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არ
საქართველოს მოქალაქეები ბოლო 2 დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის მოწმენი გავხდით. ამ სპექტაკლის ერთადერთი მიზანია თავად ივანიშვილის და მისი თანამზრახველებისთვის საერთაშორისო სანქციებისგან იმუნიტეტის შექმნა კორუფციით ნაშოვნი ფულის გადასარჩენად, საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე!, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პარტიაში აცხა
მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბალდაში, მდინარე აბაშის ხეობაში მდებარეობს ბუნების უნიკალური ძეგლი - ბალდის კანიონი, რომელიც ერთ - ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია მარტვილის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ადგილით წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა, ასევე სტუმრობდა ბევრი ვიზიტორი, - ნათქვამია ფრაქცია "მარტვილი საქართველოსთვის" განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ბალდის კანიონი 2013 წელს სსიპ დაცუ
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.
აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ.
მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გა
"ეფ ეს ბეს" აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გადააფორმა - ამის შესახებ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური იუწყება.
დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალძემ შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა ეკლესია, რომელიც მან 2019 წელს ააშენა. ამის შესახებ რეპორტაჟი "ტვ პირევლის" "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა ორი წლის წინ მოამზადეს.
აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. დღეს კი ეკლესია და 1030 კვადრატ