Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    861.901

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ლატვიელ კოლეგასთან ევროპული გზის გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩსთან ჩვენი ევროპული გზის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის. თქვენი მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – წერს ზურ

შალვა კერესელიძე - პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, თუმცა ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით

„ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა შოვის ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და შოვთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა კომი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზაქარია შუბითიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ზაქარია შუბითიძე „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო, საომარი მოქმედებების დროს ის მძიმედ დაიჭრა და თანამებრძოლებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, შუბითიძე დონეცკის ოლქის დასახლება ნესკუჩნოესთან იბრძოდა.   ავტორი - ნიკა მუხიგულაშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად

პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული. „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან შვიდ დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პ

"საქართველოსთვის" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მხარს დაუჭერს

სანამ საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ იქნება ბარიერი და კომისიის შექმნას კენჭისყრისას ჩვენი ხმები ექნება, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „სა

სააგენტომ Азимут-ს სოჭი-თბილისისა და მოსკოვი-ბათუმის რეისებზე ნებართვა მისცა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანიების ფრენების განრიგს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კომპანია Azimuth-სა და Red wings-ზე ნებართვები გასცა, რადგან ისინი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფებიან. სააგენტოს ცნობით, „აზიმუტის“ ფრენების განრიგს სოჭი, მინვოდი და ბათუმი ემატება. სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის მიმართულებით. სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოსა

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ცენტრისთვის ფართის გამოყოფას ითხოვენ

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში  განცხადება შეიტანეს. მშობლები, რომელთა შვილებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში განთავსებულ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გადიოდნენ თერაპიას, პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფით მოთხოვნით მიმართეს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და ორგანიზაციის“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი მარი კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ცენტრი შენობის ავარიულობის მიზეზით დაიხურა და აუ

მოსამართლე, რომელმაც აქტივისტები არ გაამტყუნა

შუშანა მაცაბერიძისთვის მასზე დაკისრებულ და შემდგომ გადაუხდელ ჯარიმებში ახალი აღარაფერია. პარტია “დროას” წევრს საპროტესტო აქტივობების დროს ხშირად აკავებენ, მოსამართლეები კი ძირითადად იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც შსს ითხოვს. ამ ფონზე მაცაბერიძეს ოპტიმისტური მოლოდინი არც მაშინ ჰქონია, როცა ყვარლის ტბასთან სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტის გაპროტესტებისას დააკავეს ორი “ტრადიციული” მუხლით — წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი წინააღმდეგობა. თუმცა გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი

უკრაინაში, ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, კრივი-რიჰში აფეთქებების ხმები ისმის

უკრაინაში, სამხრეთ და ცენტრალურ ოლქებში, ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განგაში გამოცხადდა ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, ოდესის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებში, მოგვიანებით კი დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში. ამასთან, კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმის.

შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილების მისაღებად შსს-ს 50 წუთი დასჭირდა - რა წერია საქმის მასალებში?

35 ტომი და რამდენიმე ათასი გვერდი - სამი დღე დასჭირდა შოვის ტრაგედიის საქმის ახალი მასალების გასაცნობად ადვოკატს, რომელიც სტიქიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მქონე ქალის ინტერესებს იცავს. საქმის მასალებს ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გაეცნო. გამოძიების პროცესს სწორედ ეს უწყება კურირებს. გამოძიება ადვოკატებს უარს ეუბნება საქმის მასალების ასლების გადაცემაზე და

ესტონეთის პრეზიდენტი - მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე - საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებით

ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი აცხადებს, რომ მომავალი კვირები მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ საქართველოს გზაზე. როგორც ალან კარისი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით და განსაკუთრებით მოქმედებით. „ესტონეთს სურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირისკენ რეფორმის გზაზე და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ჩვენი გამოცდილებით. მომავალი კვირები

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ტალინში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფოტოებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. "ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ამ გადამწყვეტ გზაზე გავმართე მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტ ალან კარისთან. საქართველო ესტონეთის დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორია. თქვენი ურყევი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნ

კახა გოგოლაშვილი - არ მჯერა კონსპირაციული თეორიების, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ეხება, ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

ვერ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ვიზიტი კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადამწყვეტია, თუმცა დადებითი განწყობის შექმნა ერთ-ერთი უმთავრესი შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, ევროკავშირი წესებზე დამყარებული კავშირია და საბოლო ჯამში, სურათი იქიდან გამომდინარე

სებ-მა აუქციონზე გასაყიდად 30 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, გაიყიდა - 7 600 000

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.6682 შეადგინა.

ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის საქმეზე ბრალდებული - ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი - მე კაცად გამზარდა დედაჩემმა

ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა , - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დაპირისპირების პროვოცირება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა, თვითონ კი სრულიად შემთხვევით მოხდა „ამ აურზაურში“. „ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები, „კახი კალაძის 

უკრაინის სპეცოპერაციის ძალები - რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური დაიღუპა - დაიჭრა 105 ოკუპანტი, შტაბის შენობის აღდგენა შეუძლებელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სევასტოპოლში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური. მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება სადესანტო ხომალდ "მინსკს", იმის გამო, რომ ის მეორე დღეს საბრძოლო მორიგეობაზე უნდა წასულიყო, გემზე პერსონალი იმყოფებოდა და ოკუპანტების დანაკარგმა 62-ს მიაღწია. „განახლებული ინფორმაცია მტრის დანაკარგების შესახებ სადესანტო ხომალდ „მინსკზე“ სპეცრ

ლაზარე გრიგორიადისს მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის ფაქტზე, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშვედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ნაჭყებიამ გამოაცხადა. ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახ

მიშა დაუშვილი - მთავარია, ნათია თურნავას გამოცემული რუსული ბრძანება, რომელიც შინაარსით მხოლოდ რუსეთს აწყობს - გაუქმდეს (ვიდეო)

"ამ პროცესში მთავარი არის ერთადერთი რამ - ნათია თურნავას გამოცემული რუსული ბრძანება უნდა გაუქმდეს.  ეს ბრძანება თავისი შინაარსით აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციას." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  382806476_290283980383160_2446948482889465456_n.mp4

მიშა დაუშვილი - ოცნებამ იცით რა გააკეთა? მელიას, რომელიც დღეს 20 ივნისისთვის უნდა იხდიდეს სასჯელს, პირდაპირ მიანიჭა იმუნიტეტი, რომ განაგრძონ ის საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ (ვიდეო)

"ოცნებამ იცით რა გააკეთა? მელიას, რომელიც დღეს 20 ივნისისთვის უნდა იხდიდეს სასჯელს, პირდაპირ მიანიჭა იმუნიტეტი, რომ ხვალ და ზეგ ისევ განაგრძონ ის საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 381070689_742099510979584_2389594930665127428_n.mp4

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან ერთად იარაღის წარმოებაზე - ის, რაც ფანტასტიკა იყო, რეალობად იქცევა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს. "არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ. 22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთ

“დე-ფაქტო მთავრობის პოლიტიკის ტყვეობაში, ახალგორელებისთვის კორუფცია გადარჩენის გზად რჩება” – DRI

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI, რომელიც ასევე მუშაობს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ავრცელებს ინფორმაციას  ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკის შესახებ, რომელიც “კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა”. საუბარია იმაზე, რომ თვეებია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ არ მოგვარებულა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ

არ უნდა დავუშვათ, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობამ გელათის ბედი გაიზიაროს – საინიციატივო ჯგუფი

საინიციატივო ჯგუფი ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, თეა წულუკიანმა 20 სექტემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა, რომ „მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია სოლიდური თანხა“, თუმცა, არცერთი კომპანია არ დათანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან „პროექტი ქაღლდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეა

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ „მორიგი ცილისმწამებლური“ კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ დღეს, 24 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. „ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობ

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას 3 ოქტომბერს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინე

სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც. "საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს
×
×
  • შექმენი...